თეგი: შემცირება
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, ექვს თვეში 1,4 ტრილიონი დაკარგეს - Bloomberg
მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა, 2022 წლის 6 თვეში $1,4 ტრილიონი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg წერს. Tesla-ს მფლობელის, ილონ მასკის ქონება 6 თვეში $62 მილიარდით შემცირდა, ჯეფ ბეზოსის კი, დაახლოებით $63 მილიარდით. მარკ ცუკერბერგის - $64,4 მილარდით. წლის დასაწყისიდან, ყველაზე მეტი კაპიტალი Binance კრიპტოვალუტის ბირჟის დამფუძნებელმა, ჩანგპენგ ჟაომ დაკარგა. მისმა ზარალმა $85,6 მილიარდს გადააჭარბა „ეს არის მკვეთრი გადახვევა წინა ორი წლისგან, როდესაც სუპერმდიდრების ქონება განუხრელად იზრდებოდა. მთავრობებმა და ცენტრალურმა ბანკებმა შემოიღეს უპრეცედენტო სტიმულირების ზომები Covid-19 პანდემიის ფონზე, რაც ტექნიკური კომპანიებიდან კრიპტოვალუტამდე ყველაფრის ღირებულებას ზრდის. ამ მოვლენების მთავარი მიზეზია ცენტრალურ ბანკებში დისკონტის განაკვეთების სწრაფი ზრდა მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც გავლენას ახდენს მაღალი რისკის აქტივებზე, მათ შორის კომპანიის აქციებზე“, - წერს Bloomberg. ცნობისათვის, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების 64 პროცენტი აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთსა და გერმანიაში ცხოვრობს.
რუსეთის მიერ გაზის შეწყვეტის საფრთხის გამო, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოხმარების 15%-ით შემცირებას შესთავაზებს - Bloomberg
რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის საფუძველზე, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მომავალი თვიდან, ბუნებრივი აირის მოხმარება 15%-ით ნებაყოფლობით შეამცირონ. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა გამოცემის ცნობით, ეს მიზანი გათვალისწინებული იქნება რეგულაციაში, რომელიც თან ახლავს გაზის დაზოგვის გეგმას, რომელსაც ევროკომისია ოთხშაბათს გამოაქვეყნებს. გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია შეძლებს გაზის მიწოდების მწვავე დეფიციტისა ან მოთხოვნის ზრდის შესახებ ქვეყნები გააფრთხილოს. Bloomberg-ის ცნობით, ამ ნაბიჯს დასჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა. ქვეყნების დიდი ჯგუფი ეწინააღმდეგება გაზის მოხმარების სავალდებულო შემცირებას და აცხადებენ რომ ეროვნულ მთავრობებს უკვე აქვთ განხორციელებული საგანგებო გეგმები და შეამცირებენ მოთხოვნას. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება ევროკავშირის სამი დიპლომატის თქმით, ბუნებრივ გაზზე ნებაყოფლობითი შეზღუდვები საკმარისი არ იქნება. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა.
WSJ: მარკ ცუკერბერგი თანამშრომლების მასოვრივ შემცირებას გეგმავს
ამერიკული კორპორაცია Meta Platforms-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი ამ კვირაში თანამშრომლების ფართომასშტაბიანი გათავისუფლების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. მოსალოდნელია, რომ სამსახურის დატოვება ათასობით მუშაკს მოუწევს. წყაროების ცნობით, Meta Platforms-ის თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ოფიციალურად, 9 ნოემბერს გახდება ცნობილი. სექტემბრის ბოლოსთვის Meta Platforms-ში 87 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ თანამშრომლების ასეთი ფართომასშტაბიანი შემცირება, კომპანიის ისტორიაში პირველად მოხდება. Meta Platforms-ის პრესსპიკერმა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარი თქვა.
Reuters: Twitter-ის შეძენის გამო ილონ მასკის ქონება $70 მილიარდით შემცირდა
ილონ მასკის ქონება $70 მილიარდით შემცირდა მას შემდეგ, რაც აპრილში სოციალური ქსელი Twitter-ის შეძენის სურვილი გააჟღერა. ილონ მასკის ქონებრივი მდგომარეობის ცვლილების შესახებ Reuters-ი წერს. Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, მასკის ქონება 8 ნოემბერს $200 მილიარდამდე შემცირდა. რადგან ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს აქციების ფასი დაეცა. „ინვესტორებმა Tesla-ს აქციების გაყიდვა დაიწყეს, იმის გამო, რომ მასკი უფრო მეტად Twitter-ის განვითარებაზე გადაერთო. შედეგად, Tesla-მ დაკარგა საბაზრო ღირებულების თითქმის ნახევარი, რომელიც ახლა $622 მილიარდია“, - წერს Forbes. მიუხედავად ამისა, ილონ მასკი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია და თითქმის $40 მილიარდით (Forbes-ის მიხედვით) უსწრებს უახლოეს მდევარს, LVMH-ის მფლობელს, ბერნარ არნოს. მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
რუსული ბანკების მოგება 2022 წელს თითქმის 12-ჯერ შემცირდა
2022 წლის შედეგების მიხედვით, რუსულმა ბანკებმა 203 მილიარდი რუბლის წმინდა მოგება დააფიქსირეს, ნათქვამია რუსეთის ცენტრალური ბანკის მიმოხილვაში. 2021 წლის რეკორდულ შედეგთან შედარებით, როდესაც ბანკების მოგებამ 2,4 ტრილიონი რუბლი შეადგინა, 2022 წელს მოგება 11,8-ჯერ შემცირდა, აღნიშნავს RBC. რუსულმა ბანკებმა, სულ მცირე შვიდი წლის განმავლობაში 2015 წლის შემდეგ (192 მილიარდი რუბლი) ყველაზე დაბალი წლიური წმინდა მოგება დააფიქსირეს. რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის ბოლოს საბანკო სექტორმა წლის პირველ ნახევარში მიღებული 1,5 ტრილიონი რუბლის ზარალი აანაზღაურა და მიიღო „მცირე მოგება“.