თეგი: შენგენის ვიზები
18 აგვისტოდან ესტონეთი შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს ჩაკეტავს
ესტონეთი 18 აგვისტოდან 50 000-ზე მეტ რუსეთის მოქალაქეს, რომლებზეც შენგენის ვიზა გასცა, საზღვარს ჩაუკეტავს. ესტონეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ბლოკის საზღვარს აღარ გადააკვეთინებს. ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ევროპის საჰაერო სივრცე რუსული ავიახაზებისთვის დიდი ხანია დახურულია, თუმცა რუსეთის ბევრი მოქალაქე ხშირად ევროპის კავშირის ქვეყნებში მოსაზღვრე ბალტიისპირეთის სახელმწიფოებიდან შედის. შენგენის ვიზა მათ აძლევს შესაძლებლობას, 26 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკის სხვადასხვა ქვეყანაში 90 დღე იმოგზაურონ. ესტონეთი აცხადებს, რომ ყოველდღიურად მის საზღვარს საშუალოდ რუსეთის 2 500 მოქალაქე კვეთს. აქედან ნახევარს შენგენის ვიზა აქვს. თავად ესტონეთში მცხოვრები მოსახლეობის 9% უცხოელია და მათი უმრავლესობა რუსია. შეგახსენებთ, რომ მანამდე ფინეთმა პირველი სექტემბრიდან რუსებისთვის ვიზების გაცემის 90%-ით შეემცირება გადაწყვიტა. 11 აგვისტოს ესტონეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ერთ კვირაში შენგენის ვიზების მქონე რუსებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა ქვეყანაში არ შეუშვებს. მანამდე კი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა. რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს ასევე არ გასცემენ ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და ჩეხეთი. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული შენგენის ვიზების გაუქმების ინიციატივით გამოდის
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ევროკავშირმა, რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული შენგენის ვიზების ანულირება უნდა მოახდინოს. ამის შესახებ, მან Politico-ს სვეტში დაწერა. 18 აგვისტოდან ესტონეთი შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს ჩაკეტავს ლანდსბერგისმა, მანამდე ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებზე ახალი ვიზები არ გასცენ. ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშრმა მხარი უნდა დაუჭიროს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც „თავშესაფარს ეძებენ და არ მათ ვისაც, ევროპაში არდადეგების გატარება სურთ“. რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს ასევე არ გასცემენ ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და ჩეხეთი. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.
ცნობილია, როდის ხურავენ საზღვრებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი
ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 19 სექტემბრიდან დახურავენ. ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვებს უწესებენ „19 სექტემბრის ღამეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ესტონეთში შესვლაზე აკრძალვა ამოქმედდება. ეს ეხება რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ვიზები ესტონეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში აქვთ მიღებული“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ურმას რეინსალუმ აღნიშნა, რომ მსგავს ზომებს ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთიც შემოიღებენ. ამასთან, აკრძალვა არ გავრცელდება მათზე, ვინც ახლობლების მოსანახულებლად მიდის და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ჰუმანიტარული მიზეზების გამო სურთ.
გერმანიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის, შენგენის ვიზების გაცემა გაართულა
რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც გერმანიაში შენგენის ვიზას ითხოვენ, ფინანსური გარანტიისთვის ამონაწერი, ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბანკიდან უნდა წარადგინონ. ამის შესახებ რუსეთში, გერმანიის წარმომადგენლობების მიერ აკრედიტებული ერთადერთი სავიზო ცენტრის VisaMetric-ის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „განსახილველად შეიძლება მივიღოთ მხოლოდ განმცხადებლის სახელზე გაცემული განახლებული დოკუმენტები, რომელსაც თან ახლავს საგარანტიო წერილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი (დამოწმებადი) ბანკიდან“, - აღნიშნულია ტურისტული ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალში. სექტემბერში ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა. ამის შემდეგ, გერმანიის სავიზო ცენტრმა რუსეთში, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ფინსნაური გარანტიისა და დაზღვევისთვის, მხოლოდ ევროკავშირში გაცემული დოკუმენტაცია მოითხოვა. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო. რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება; ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს; საკონსულოებისთვის სავიზო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გაიზრდება; ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შესწავლა. პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ ევროკავშირმა 31 აგვისტოს მიაღწია.