თეგი: შიდა ქართლი
შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1965 წელს დაბადებულ ჯ.პ.-ს, რომელიც, მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული გ.ბ. მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შიდა ქართლის პოლიციამ ქალის გაგუდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებული ნაცნობი ქალი – თ.ჩ. გაგუდა. პოლიციამ თ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
შიდა ქართლში, 50 წლამდე კაცმა არასრულწლოვნის გაუპატიურება სცადა
შიდა ქართლში სექსუალური დანაშაული მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 40 წელს გადაცილებულმა კაცმა არასრულწლოვნის, 13 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. ამასთან, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მომხდარ ფაქატთან დაკავშირებით, მოზარდის დედამ აცნობა, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
შიდა ქართლში მოზარდის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული დააკავეს - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლში 13 წლამდე მოზარდის გაუპატიურების მცდელობის ფაქტი გახსნილია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ნ.ბ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა. პოლიციამ ნ.ბ., ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. შიდა ქართლში, 50 წლამდე კაცმა არასრულწლოვნის გაუპატიურება სცადა
სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა. სამსახურებრივი სიყალბის, თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება ორ პირს წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მერის წარმომადგენელმა, რომელიც საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში 2019-2021 წლებში მუშაობდა, 2020 წელს შეადგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მამამისზე გაცემული იყო საგურამოში მდებარე 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ყალბი დოკუმენტის საფუძველზე, მცხეთის მერის წარმომადგენლის მამა 500 000 ლარად ღირებულ უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა. "მცხეთის მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალდება სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა და გაცემა, ჩადენილი პირადი მოტივით) და სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, ჩადენილი დიდი ოდენობით), ხოლო მის მამას სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი დიდი ოდენობით) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ. ორივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ სახელმწიფოს სასარგებლოდ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთმევათ. პროკურატურა ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით გამოძიებას აგრძელებს. დღემდე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე მსჯავრდებულია 83 პირი, მათ შორის 6 საჯარო მოხელე და სახელმწიფოს 5 033 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შიდა ქართლში, არასრულწლოვანზე, სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს
სამართალდამცავებმა, შიდა ქართლში, 13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს. როგორც ცნობილია, დაკავებული არასრულწლოვნის ნათესავია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
შიდა ქართლში, სავარაუდოდ, მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუა ხნის კაცი დააკავეს
შიდა ქართლში, სავარაუდოდ, მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუა ხნის კაცი დააკავეს. მომხდარზე დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფირმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
შიდა ქართლის გუბერნატორმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა
შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ შაყულაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ შაყულაშვილი TV პირველთან აცხადებს. მისი თქმით, გათავისუფლება თავის უშუალო ხელმძღვანელს სთხოვა. მიხეილ შაყულაშვილმა განმარტა, რომ კერძო სექტორში გადასვლა სურს. მიხეილ შაყულაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად 2022 წელს დაინიშნა.
შიდა ქართლს ახალი რწმუნებული ჰყავს
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. მთვრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები. ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას; აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ შაყულაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ 8 მარტს განაცხადა. გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი, ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა. შსს-ს ცნობით, ამ დრომდე მას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ლაშა გოგნიაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.