თეგი: შინდისის გმირები
შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან - ირაკლი ღარიბაშვილი
შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში - თავდაცვის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას.„14 წელი შესრულდა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული გმირობის ისტორიიდან - შინდისის ბრძოლიდან. დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას. სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მათი თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან”, - აღნიშნავს ღარიბაშვილი. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.
ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება. შინდისის ბრძოლის 14 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და უწყების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს მემორიალი და შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. „14 წლის წინ, აქ ტრაგედია მოხდა, თუმცა დღეს, 14 წლის შემდეგ, ჩვენ ჩვენი გმირებით, მათი ოჯახის წევრებით ამაყი ვართ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ სამშობლოს ასეთი ადამიანები გაუზარდეს. მოხარული ვარ, რომ საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი ყოველ წელიწადს იაზრებს, თუ რა გმირობა ჩაიდინეს მათ ჩვენი სამშობლოსთვის და რა ღვაწლი აქვთ. ეს დღე დაწესდება საზოგადოებისთვის, როგორც ჩვენი გმირების ხსოვნის დღე. როგორც ინდივიდუალურ შემთხვევად, გიორგი ანწუხელიძე არის საქართველოსთვის გამორჩეული გმირი, ასევე ჩვენი შინდისის გმირები არიან ძალიან გამორჩეული გმირები. ჩვენ 1 წელიწადში შევძელით და მონუმენტი ფაქტობრივად დავასრულეთ. ვგეგმავთ, რომ სექტემბერში აღნიშნული მონუმენტი გაიხსნება. ჩვენ მონუმენტის ესკიზის სხვა ვერსიაც გვქონდა, თუმცა ოჯახების თხოვნით და მათთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, რომ არსებული ესკიზი შეგვენარჩუნებინა“, - განაცხადა ბურჭულაძემ. რაც შეეხება მუზეუმის გახსნას, მინისტრის განცხადებით, მისი მშენებლობა წელს დაიწყება და უახლოეს მომავალში დასრულდება. ცნობისთვის, შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
შალვა პაპუაშვილი: შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა, მათი სამშობლოსადმი სიყვარული
"შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება „მათი სამშობლოსადმი სიყვარული და თავგანწირვა არის ძალა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების! ქედს ვიხრი მათ წინაშე! დიდება და მარადიული ხსოვნა გმირებს!- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
შინდისის გმირების ხსოვნის პატივსაცემად ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა
შინდისში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა. გორის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება, 2008 წლის აგვისტოს ომში, შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 გმირის ხსოვნას მიეძღვნა. „შეჯიბრებაში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენს შეეძლო. საპრიზო ადგილების მფლობელები სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. პრიზიორებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები. გარდა აღნიშნული სამი წონითი კატეგორიისა, შეჯიბრება გაიმართა აბსოლიტურ წონით კატეგორიაშიც. ამ წონითი კატეგორიის პრიზიორებსაც გადაეცათ ფულადი ჯილდოები. ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.