თეგი: შინ ევროპისკენ

თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა

თბილისში, „ევროპის მოედანზე“ აქცია - „შინ ევროპისკენ“ ჩატარდა. აქციის დასასრულს, მოქალაქეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებზე ხელმოწერები დატოვეს. აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები მსვლელობით, ევროპის მოედნისკენ მიემართებიან მანამდე პარლამენტის წინ აქციაზე სამოქალქო მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა მანიფესტი წაიკითხა და მომავალი შეკრების თარიღი დაანონსა.   რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტის წევრებმა მიმართეს როგორც მანიფესტშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები ერთიანდებიან ევროპული მომავლის იდეით და იწყებენ ახალ სახალხო მოძრაობას. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოქალაქეები პარლამენტის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 24 ივნისსაც შეიკრიბებიან, როცა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ცნობილი გახდება. თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები მსვლელობით, ევროპის მოედნისკენ მიემართებიან

აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან. მანამდე პარლამენტის წინ აქციაზე სამოქალქო მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა მანიფესტი წაიკითხა და მომავალი შეკრების თარიღი დაანონსა.   რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტის წევრებმა მიმართეს როგორც მანიფესტშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები ერთიანდებიან ევროპული მომავლის იდეით და იწყებენ ახალ სახალხო მოძრაობას. „2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით. ეს შეხვედრა იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ უწინარეს იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა! ამიტომ 24 ივნისს თქვენ წინაშე წარსდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეშიც იდგება ხალხი. ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას: სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე. ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას. ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც ჩვენ ქვეყანას შინ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობება. მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან, თუ რა გავაკეთეთ – თუ რა გააკეთე შენ – როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა. მხოლოდ იმ ხალხს დაუმკვიდრებია თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც უამრავი განსხვავების და უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ყოფილა იმაში, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა ეკუთვნის და ნაკლებს ვერ დასჯერდება. ვიდგეთ ერთად და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისაკენ! წინ ევროპისკენ! შინ ევროპისკენ!" - წერია მანიფესტში. თბილისში აქცია „შინ ევროპისკენ მიმდინარეობს. თბილისის გარდა, დღეს, ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ოპოზიცია სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის გადადგომას ითხოვს

სამგორის გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამგებლის კახა სამხარაძის გადადგომა მოითხოვეს. აქციაზე პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო სურგულაძემ განაცხადა, რომ სამხარაძე მაღალი თანამდებობის პირია და, შესაბამისად, თმენის ვალდებულებაც აქვს. პოლიტიკოსის თქმით, სამგორის გამგებელმა საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს და თანამდებობა დატოვოს: „ეს ადამიანი არის თანამდებობის პირი, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი. მას თმენის მოვალეობა აქვს. უნდა მოიხადოს ბოდიში საჯაროდ, არა სოციალური ქსელებით, არამედ საჯაროდ. მეორე, დაწეროს განცხადება გადადგომაზე და თუ ეს არ მოხდება, კახა კალაძეს მოვთხოვთ გადააყენოს თავისი ე.წ. გუნდის წევრი“, – აცხადებს პარტია „ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ჩატარდა ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ, 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს უხამსი სიტყვებით მოიხსენია, შემდეგ კი „ფეისბუკ პოსტი“ წაშალა.  

ბექა დავითულიანი: აქციაზე “ოცნების” ამომრჩევლებიც იყვნენ

„ქართული ოცნების” წევრის ბექა დავითულიანის თქმით, 20 ივნისს ევროკავშირის მხარდამჭერ მრავალათასიან აქციაზე მმართველი პარტიის ამომრჩევლებიც იყვნენ. ამის შესახებ მან დღეს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დავითულიანის თქმით, აქციის ორგანიზატორები – მოძრაობა „სირცხვილია”, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული. „მოსახლეობის 80% ევროპასთან ინტეგრაციის მომხრეა და რა თქმა უნდა, იქ იყვნენ გასულები სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, ვინც “ქართული ოცნების” ამომრჩევლები არიან იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას. რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებს, რა თქმა უნდა, იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ადამიანები. თუმცა, აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური, ისინიც და ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკოსების მისვლა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ნებისმიერი ღონისძიების და აქციის. შესაბამისად, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ, იყვნენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებული ადამიანები, ორგანიზატორებს ვგულისხმობ”, – განაცხადა დავითულიანმა. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ჩატარდა ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს

„გადადგეს ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა..." - თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“, ახალი სახალხო მოძრაობის „შინ ევროპისკენ" წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა საზოგადოებას მთავარი მოთხოვნები გააცნო. „ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმაა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს ზამთარი სანამ მოვა. ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობაც. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი, ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი. დავრჩებით აქ, არ დავიშლებით სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა. დიღმელაშვილმა ასევე 3 ივლისს 20:00 საათზე პარლამენტთან ახალი აქცია დაანონსა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას 1 კვირის ვადას აძლევენ იმისათვის, რომ „ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გადააყენოს“. მისივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები 3 ივლისამდე საქართველოს რეგიონებში გავლენ, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდებიან და პარლამენტის შენობასთან დარჩებიან. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსთაველზე შეკრებილებს ქართულად მიმართა აღნიშნული აქცია 20 ივნისს, სამოქალქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა დააანონსა, როდესაც მანიფესტი წაიკითხა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტის წევრებმა მიმართეს მასში ნათქვამი იყო, რომ აქციის მონაწილეები ერთიანდებიან ევროპული მომავლის იდეით და იწყებენ ახალ სახალხო მოძრაობას. შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოქალაქეები პარლამენტის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 24 ივნისსაც შეიკრიბებოდნენ, როცა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ცნობილი გახდებოდა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია გაიმართება

სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია გაიმართება. მოძრაობა „სირცხვილიაში“ აცხადებენ, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დასარჩენად ემზადება. „ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ 3 ივლისს, 20:00 საათზე კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე! იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება“, - ნათქვამია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აქციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებიც დაესრწრებიან. პარტია „ლელო“ აღნიშნავს, რომ მათი ორგანიზებით, საქართველოს 20-ზე მეტი ქალაქიდან დაიძვრება ავტობუსები. „3 ივლისს 20:00 სთ-ზე რუსთაველზე ვიკრიბებით ევროპული მომავლის დასაცავად", - ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება. 

„შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება

სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია იმართება. აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდანაც. პროტესტში მონაწილეობენ სტუდენტები. აქციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებიც ესრწრებიან. მოძრაობა „სირცხვილიაში“ აცხადებენ, რომ ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დასარჩენად ემზადებიან. „ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ 3 ივლისს, 20:00 საათზე კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე! სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია გაიმართება იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება“, - ნათქვამია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება. 

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრნენ

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრა. ამის შესახებ პროტესტის მონაწილეებს ორგანიზატორებმა მოუწოდეს. კერძოდ, მათი გადაწყვეტილებით, მმართველი პარტიის ოფისთან 3000-მდე ადამიანი გადაინაცვლებს. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პროტესტის მონაწილეებს ღამის განმავლობაში პარლამენტთან დარჩენისკენ მოუწოდა.  „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება დღევანდელ აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდანაც. პროტესტში მონაწილეობენ სტუდენტები. აქციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებიც ესრწრებიან. მოძრაობა „სირცხვილიაში“ აცხადებენ, რომ ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დასარჩენად ემზადებიან. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობას დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან

„ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა, ნაწილი კი მთავრობის ადმინისტრაციასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. ამის შესახებ პროტესტის ორგანიზატორებმა განაცხადეს. „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა მაქარაშვილის თქმით, „დილით, მთავრობის სხდომის მონაწილეებს, მათ შორის პრემიერს უნდა ესმოდეს, რომ ხალხი უკმაყოფილოა“. „სინამდვილეში, ჩვენ ძალაუფლების წართმევას და წაგლეჯვას არ ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილისთვის, ეს არის ფუნდამენტური განსხვავება, არ ვაპირებთ ამას არაკონსტიტუციური გზით, მაგრამ გარდაუვალად ჩამოიშლება მისი ძალაუფლება, ჩვენ მას აგურებს ვაცლით ყოველდღე და დღეს მას მნიშვნელოვანი აგურები გამოეცალა. დღეს, ვინც აქ მოვედით ჩვენი ხმა გავაგონეთ, ახლა ორგანიზებულად შეგვიძლია, ავიდეთ და დიდ აქციას, რომელიც პარლამენტთან მიმდინარეობს შევუერთდეთ. მათთან ერთად ვიმოქმედოთ მომდევნო ნაბიჯებზე, დანარჩენს როდესაც ავბრძანდებით ერთად გავიგებთ”, - განაცხადა თავის მხრივ, მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მშვენიერაძემ. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრნენ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პროტესტის მონაწილეებს ღამის განმავლობაში პარლამენტთან დარჩენისკენ მოუწოდა.  „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება დღევანდელ აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდანაც. პროტესტში მონაწილეობენ სტუდენტები. აქციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებიც ესრწრებიან. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობას დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.

მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ხმაურია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქციას მართავს. სამოქალაო მოძრაობის წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან მთელი ღამე გაატარეს. მათ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან უშუალოდ შენობის წინ გადაინაცვლეს. „სირცხვილიას“ ცნობით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სუს-ის წარმომადგენელმა დაშლა მოსთხოვა. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქცია არის არაძალადობრივი და მათ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი არ დაურღვევიათ. მათი მიზანია, მთავრობას კანონის ფარგლებში დისკომფორტი შეუქმნან. „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა მაქარაშვილის თქმით, „დილით, მთავრობის სხდომის მონაწილეებს, მათ შორის პრემიერს უნდა ესმოდეს, რომ ხალხი უკმაყოფილოა“. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კი, რკინის ჯებირებია აღმართული. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობას დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაგრძელებთ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას აშშ-სთან, თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენის პარალელურად

„ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ვაგრძელებთ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას, თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენის პარალელურად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილი: 4 ივლისი არამარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის თავისუფლების, დემოკრატიის სიმბოლოა „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს მჭიდრო პარტნიორ და მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს! ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ვაგრძელებთ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას, თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენის პარალელურად“, - წერს პრემიერ-მინისტრი. 4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა.