თეგი: შონ პენი

მსახიობმა შონ პენმა ჰოლივუდის ვარსკვლავებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას, თუ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიიწვევენ

მსახიობმა შონ პენმა ჰოლივუდის ვარსკვლავებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას, თუ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიიწვევენ. ამასთან როგორც პენის თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში, ის თავის ოსკარს გადაადნობს. "თუ აკადემიას არ მიუღია ზელენსკის ცერემონიაზე მიწვევის გადაწყვეტილება ეს იქნება, ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე უწესო მომენტი იქნება", - განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: ზელენსკი: ბირთვულმა სტატუსმა რუსეთს არ უნდა მისცეს უსამართლოდ მოქცევის უფლება

ჰოლივუდის მსახიობი, შონ პენი უკრაინაში ჩავიდა

ჰოლივუდის მსახიობი, შონ პენი უკრაინაში ჩავიდა, რათა დევნილებისთის განკუთვნილ საკუთარი საქველმოქმედო პროგრამების ორგანიზებას პირადად დაეხმაროს. ამის შესახებ BBC წერს. მსახიობმა ლვოვში გადაღებული ფოტო Twitter-ზე გამოაქვეყნა. "მე დღეს უკრაინაში ვარ", - წერს შონ პენი. ასევე წაიკითხეთ: მსახიობმა შონ პენმა ჰოლივუდის ვარსკვლავებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას, თუ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიიწვევენ

შონ პენსა და ბენ სტილერს რუსეთში შესვლა აეკრძალათ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის კიდევ 25 მოქალაქე შეიყვანა იმ პირთა სიაში, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ჰოლივუდის მსახიობი, შონ პენი უკრაინაში ჩავიდა სიაში შედიან მსახიობები შონ პენი და ბენ სტილერი. სიაში არიან აშშ-ს სენატის წევრები, ამერიკელი ოფიციალური პირები, ბიზნესმენები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები. შონ პენი და ბენ სტილერი უკრაინას მხარს უჭერენ მას შემდეგ, რაც რუსეთი მის ტერიტორიაზე შეიჭრა. პენმა ასევე დაიწყო დოკუმენტური ფილმის გადაღება შეჭრის შესახებ.   აგვისტოს ბოლოს ზელენსკიმ შონ პენსა და ბენ სტილერს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: შონ პენმა საკუთარი ოსკარი ჩამოგვიტანა, რომელიც უკრაინაში, გამარჯვებამდე დარჩება

ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი შონ პენი უკრაინაში ჩავიდა. ეს მისი მესამე ვიზიტია ომის დაწყების შემდეგ. შონ პენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ოსკარის ქანდაკება გადასცა, რომელსაც მსახიობი უკრაინაში, ომის დასრულებამდე დატოვებს. კიევში, სიმამაცის ხეივანზე შონ პენის სახელობის დაფა გაიხსნა. „ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებული იყო. შონმა საკუთარი ოსკარი ჩამოგვიტანა, როგორც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების რწმენის სიმბოლო. ოსკარი უკრაინაში, გამარჯვებამდე იქნება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ინფორმაციისთვის, 8 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს გაეროს კლიმატის სამიტზე ვიდეო ბმულით გამოსვლისას განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას სჭირდება მშვიდობა, რათა გლობალურ დათბობას ეფექტურად ებრძოლოს. „ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი, ვინც გიჟური და უკანონო ომით ანადგურებენ მსოფლიოს შესაძლებლობას, ერთად იმუშაოს საერთო მიზნებისთვის. მშვიდობის გარეშე შეუძლებელია, ეფექტური კლიმატური პოლიტიკა არსებობდეს, რადგან ერები ფაქტობრივად, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ დაიცვან თავი საფრთხისგან აქ და ახლა - საფრთხისგან, რომელიც რუსეთის აგრესიისგან მოდის“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

უკრაინაზე შონ პენის ფილმის პრემიერა ბერლინში შედგება

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი შონ პენი თებერვალში ბერლინის კინოფესტივალზე (ბერლინალე) უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით, უკრაინაში ომზე დოკუმენტურ ფილმს წარადგენს. აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები. ჰოლივუდის მსახიობი, შონ პენი უკრაინაში ჩავიდა გერმანიის დედაქალაქში 73-ე ყოველწლიური კინოფესტივალი 16-26 თებერვალს გაიმართება. პენის ფილმი „სუპერძალა“ უკრაინის ომის შესახებ რამდენიმე სხვა ფილმთან ერთად გარე კონკურსის პროგრამის ფარგლებში იქნება ნაჩვენები. შონ პენი პირველად კიევს გასული წლის 24 თებერვალს, რუსეთის შეჭრის დღეს ეწვია. მას შემდეგ მსახიობი რამდენჯერმე გაემგზავრა კიევში და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მსახიობმა შონ პენმა ჰოლივუდის ვარსკვლავებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას, თუ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიიწვევენ ნოემბერში პენმა უკრაინაში ოსკარის ქანდაკება ჩამოიტანა, რომელიც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში ომის დასრულებამდე დარჩება. „გმადლობთ ასეთი გულწრფელი მხარდაჭერისთვის და მნიშვნელოვანი წვლილისთვის უკრაინის პოპულარიზაციისთვის მსოფლიოში“, -უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შონ პენს.