თეგი: შრი-ლანკა
შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა
შრი-ლანკის ფინანსთა სამინისტრომ შიდა ვალის გადახდა შეაჩერა და ინვესტორები დეფოლტის შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ Bloomberg წერს. დეფოლტის გამოცხადების მიზეზია პოლიტიკური კრიზისი და სავალუტო რეზერვების შენარჩუნების სურვილი. შრი-ლანკის სავალუტო რეზერვები $2 მილიარდზე ცოტაა და ბოლო თვეში 16%-ით შემცირდა. ქვეყანას სავალუტო რეზერვები პირველ რიგში საკვებისა და საწვავის საყიდლად სჭირდება. საგულისხმოა, რომ საკვები და საწვავი სწრაფი ტემპით ძვირდება უკრაინაში ომის გამო. ექსპერტების შეფასებით, შრი-ლანკაზე დეფოლტი მოსალოდნელი იყო, რადგან ქვეყანაში COVID-19-ის გამო მძიმე ეკონომიკური კრიზისია. ქვეყანა ტურისტებიის გარეშეა დარჩენილი, რამაც სავალუტო ნაკადების შემოდინება შეაჩერა. შრი-ლანკაზე უკვე მეორე თვეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს
შრი-ლანკა 28 მაისიდან რუსული ნავთობის პირველ პარტიას მიიღებს. ბიზნესი ნედლეულით საწვავს აწარმოებს, რადგან დეფოლტის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში ნავთობპროდუქტების დეფიციტია. ამის შესახებ Bloomberg -თან ინტერვიუში ნავთობკომპანია Ceylon Petroleum-ის ხელმძღვანელმა განაცხადა. რეკორდული რაოდენობის რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერები სხვადასხვა ტერიტორიულ წყლებშია გაჩერებული - Reuters მისი თქმით, მსუბუქი ციმბირული ნავთობი საპუგასკანდას ქარხანაში გადამუშავდება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადაიხდის შრი-ლანკა მიწოდების საფასურს. შრი-ლანკა ერთ-ერთი უკანასკნელი აზიური ქვეყანაა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იაფი რუსული ნავთობის შესყიდვაზე თანხმობა განაცხადა. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა აპრილში შრი-ლანკის ფინანსთა სამინისტრომ შეაჩერა საგარეო ვალის გადახდა და ინვესტორები დეფოლტის შესახებ გააფრთხილა. ამან ქვეყანაში უმძიმესი ფინანსური კრიზისი და საკვებისა და ნავთობის დეფიციტი გამოიწვია. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. ევროკომისია რუსული ნავთობის ემბარგოს დაწესებას განიხილავს. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
BBC: შრი-ლანკის პრეზიდენტი თანამდებობას მომავალ კვირას დატოვებს
შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაკსა თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს. აქციის მონაწილეებმა, შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის სახლი დაწვეს შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი თანახმაა, პროტესტის ფონზე გადადგეს BBC-ის ცნობით, რაჯაპაკსამ თანამდებობის დატოვების შესახებ პარლამენტის სპიკერს შეატყობინა. შრი-ლანკის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს დემონსტრანტები, შრი-ლანკის ხელისუფლების გადადგომას, მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ითხოვენ. ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა, არ არის საკმარისი საკვები, მედიკამენტები და საწვავი.
აქციის მონაწილეებმა შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის სახლი დაწვეს
შრი-ლანკის უდიდეს ქალაქში, კოლომბოში, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ რანილ ვიკრემესინგეს სახლში შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ BBC მისი ოფისის თანამშრომელზე დაყრდნობით იუწყება. შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი თანახმაა, პროტესტის ფონზე გადადგეს თავად ვიკრემესინგეს ადგილსამყოფელი უცნობია. მანამდე მან თანამდებობის დატოვების მზადყოფნის შესახებ გამოაცხადა. ამას წინ უძღოდა ათასობით მომიტინგის მიერ ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში შეჭრა. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს დემონსტრანტები, შრი-ლანკის ხელისუფლების გადადგომას, მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ითხოვენ. ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა, არ არის საკმარისი საკვები, მედიკამენტები და საწვავი.
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი თანახმაა, პროტესტის ფონზე გადადგეს
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი რანილ ვიკრემესინგე მზადაა, გადადგეს, რათა ქვეყანაში მრავალპარტიული მთავრობა შეიქმნას, ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ათასობით მომიტინგე, კოლომბოში, საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეიჭრა. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს ვიკრემესინგემ კრიზისის გადაჭრის გზების მოძებნის მიზნით, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერთან, მოლაპარაკება გამართა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ პრემიერი უსაფრთხო ადგილზე გადავიდა. „პრეზიდენტი და პრემიერი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. თუ ეს არ მოხდება, პოლიტიკური არასტაბილურობა გაიზრდება“, - განაცხადა შრი-ლანკის „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა მაიტრიპალა სირისენამ. შრი-ლანკის მოსახლეობა პრემიერისა და პრეზიდენტის გადადგომას, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ითხოვს.
ბლინკენის თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა, შრი-ლანკის კრიზისის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყოს
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა მნიშვნელოვნად იმოქმედა სასურსათო უსაფრთხოებაზე მსოფლიოს ბევრ რეგიონში და გაამწვავა ეკონომიკური ვითარება და პოლიტიკური კრიზისი შრი-ლანკაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კვირას, ტაილანდში ვიზიტისას განაცხადა. შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაკსა თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის პრემიერმაც. აქციის მონაწილეებმა, შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის სახლი დაწვეს შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი თანახმაა, პროტესტის ფონზე გადადგეს „ეს [რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ] შეიძლება, იყოს ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იმისა, რაც მოხდა შრი-ლანკაში“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ არსებობს მრავალი ფაქტორი, რამაც გამოიწვია პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი ამ კუნძულოვან ქვეყანაში და ახლა ეს ყველაფერი გაერთიანდა. ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული აგრესია, ისევე როგორც უკრაინიდან ათობით მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება, აგრძელებს სასურსათო უსაფრთხოებისთვის საფრთხეა მთელ მსოფლიოში. 2022-06-05 მარცვლეულის მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, აფრიკაში ახალი კონფლიქტების გაჩაღების რისკი არსებობს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი BBC-ის ცნობით, რაჯაპაკსამ თანამდებობის დატოვების შესახებ პარლამენტის სპიკერს შეატყობინა. შრი-ლანკის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს დემონსტრანტები შრი-ლანკის მთავრობის გადადგომას მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ითხოვენ. ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა, არ არის საკმარისი საკვები, მედიკამენტები და საწვავი.
შრი-ლანკის პრეზიდენტი გადადგა BBC-ის ცნობით, შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაქსამ გადადგომა დაადასტურა. აქციის მონაწილეებმა, შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის სახლი დაწვეს შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი თანახმაა, პროტესტის ფონზე გადადგეს BBC: შრი-ლანკის პრეზიდენტი თანამდებობას მომავალ კვირას დატოვებს გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლე და პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია ამ დრომდე დაკავებული აქვთ და უარს აცხადებენ ტერიტორიის დატოვებაზე, ვიდრე ლიდერები არ გადადგებიან. შრი-ლანკის პარლამენტის თავმჯდომარემ შაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტი თანამდებობას 13 ივლისიდან დატოვებს. რაჯაპაქსას ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია, მაგრამ სამხედრო წყაროებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდზე შრი-ლანკის ტერიტორიულ წყლებში იმყოფება. შეგახსენებთ, ათასობით დემონსტრანტი, რომელიც შრი-ლანკაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას აპროტესტებს, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციებში შაბათს შეიჭრა. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს დემონსტრანტები, შრი-ლანკის ხელისუფლების გადადგომას, მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ითხოვენ. ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა, არ არის საკმარისი საკვები, მედიკამენტები და საწვავი.
CNN: შრი-ლანკის პრეზიდენტს და მისი ოჯახის 14 წევრს აეროპორტის თანამშრომლებმა ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცეს
შრი-ლანკის პრეზიდენტს, გოტაბაია რაჯაპაქსას ქვეყნიდან გამგზავრება აუკრძალეს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო აეროპორტში, რიგში ჩადგომაზე უარი თქვა. ამის შესახებ CNN-ს სამხედრო მაღალჩინოსანმა განუცხადა. რაჯაპაქსას თანაშემწეები ორშაბათს, კოლომბოს აეროპორტში მივიდნენ 15 პასპორტით, რომლებიც პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს ეკუთვნოდათ, მათ შორის იყო პირველი ლედი, იომა რაჯაპაქსა, რომელმაც შრი-ლანკის ავიახაზების რეისზე, დუბაის მიმართულებით ადგილები დაჯავშნა. ოფიცრებმა უარი თქვეს პრეზიდენტის თანაშემწეების მიერ მათთვის მიცემული პასპორტების მიღებაზე, რადგან რაჯაპაქსა და მისი ოჯახის წევრები ფიზიკურად არ იმყოფებოდნენ საპასპორტო შემოწმებაზე და, საბოლოოდ, ფრენა პრეზიდენტისა და მისი ოჯახის გარეშე განხორციელდა. CNN-ის წყაროს ცნობით, ოჯახს კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა, დაეტოვებინა ქვეყანა, თუმცა იგივე პრობლემა გაჩნდა, რადგან რაჯაპაქსებმა უარი თქვეს ფრენისთვის რიგში ჩადგომასა და საპასპორტო შემოწმებაზე უარი თქვეს. რაჯაპაქსა ოფიციალურად ოთხშაბათს დატოვებს თანამდებობას. მოსახლეობა შრი-ლანკის ხელისუფლების გადადგომას, მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ითხოვს. ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა, არ არის საკმარისი საკვები, მედიკამენტები და საწვავი.
შრი-ლანკის პრეზიდენტი ქვეყანიდან გაიქცა
Reuters-ის ცნობით, პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაქსამ შრი-ლანკა გადადგომის შესახებ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. გამოცემა ქვეყნის საჰაერო ძალების ინფორმაციას ეყრდნობა და წერს, რომ რაჯაპაქსა მალდივებზე გაფრინდა. გოტაბაია რაჯაპაქსა თანამდებობის დატოვებაზე განაცხადების გაეთებას 13 ივლისს გეგმავდა. ამის შესახებ ოთხი დღის წინ შრი-ლანკის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაჰინდა იაპა აბეივარდენამ განაცხადა. CNN: შრი-ლანკის პრეზიდენტს და მისი ოჯახის 14 წევრს აეროპორტის თანამშრომლებმა ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცეს „ვარაუდობენ, რომ რაჯაპაქსა გადადგომის ოფიციალურ განცხადებამდე გაფრინდა, რათა თავიდან აიცილოს დაკავება, - წერს Al Jazeera. 9 ივლისს, შრი-ლანკაზე ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მისი გაგადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში, ათასობით მომიტინგე შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუაცია განხორციელდა. მომიტინგეებმა ასევე დაიკავეს პრემიერ-მინისტრის რანილ ვიკრამასინგეს სახლი (რომელიც პრეზიდენტის მსგავსად თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდა) და ცეცხლი წაუკიდეს შენობას. პოლიციასთან შეტაკებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 20 ივლისს შრი-ლანკის პარლამენტი ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევას გეგმავს.
შრი-ლანკის მსგავსმა კრიზისებმა შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც იფეთქოს - ვოლოდიმირ ზელენსკი
შრი-ლანკაზე კრიზისი გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინული საკვები პროდუქტების ექსპორტის დაბლოკვით, რამაც შესაძლოა, სხვა ქვეყნებში სოციალური არეულობა გამოიწვიოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სეულში, აზიის ლიდერთა კონფერენციაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული ტაქტიკის ერთ-ერთი პუნქტი „ეკონომიკური შოკის“ შექმნაა. „ეს მხოლოდ ჩვენ არ გვეხება. შეხედეთ შრი-ლანკაზე განვითარებულ მოვლენებს. სურსათისა და საწვავის ფასების შოკისმომგვრელმა მატებამ სოციალური აფეთქება გამოიწვია. ახლა არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. თუმცა ასეთი აფეთქებები შესაძლებელია სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც დაზარალდნენ სურსათისა და ენერგეტიკული კრიზისით“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. შრი-ლანკის პრეზიდენტი ქვეყანიდან გაიქცა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვაო პორტების ცინიკურმა ბლოკადამ ამ კრიზისების გამწვავება გამოიწვია, რადგან რუსეთი მსოფლიო ბაზრებზე უკრაინული საკვების კრიტიკულად მნიშვნელოვან მიწოდებას აფერხებს. ცნობისთვის, „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას თურქეთმა 13 ივლისს უმასპინძლა, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ არ გასაჯაროებულა.
მედია: შრი-ლანკის ყოფილი პრეზიდენტი თავშესაფარს სინგაპურში მიიღებს
ადგილობრივი მედიის ცნობით, შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაქსა მალდივებიდან სინგაპურში გაფრინდება, სადაც თავშესაფარს მიიღებს. შრი-ლანკის პრეზიდენტი ქვეყანიდან გაიქცა რაჯაპაქსამ 12 ივლისს ხელი მოაწერა გადადგომის განცახდებას და ქვეყანა დატოვა. 9 ივლისს, შრი-ლანკაზე ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, გოტაბაია რაჯაპაქსას გაგადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში, ათასობით მომიტინგე შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუაცია განხორციელდა. მომიტინგეებმა ასევე დაიკავეს პრემიერ-მინისტრის რანილ ვიკრამასინგეს სახლი (რომელიც პრეზიდენტის მსგავსად თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდა) და ცეცხლი წაუკიდეს შენობას. პოლიციასთან შეტაკებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 20 ივლისს შრი-ლანკის პარლამენტი ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევას გეგმავს.
შრი-ლანკის პარლამენტმა პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსას გადადგომა დაამტკიცა
შრი-ლანკის პარლამენტმა პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსას გადადგომა დაამტკიცა, რითაც დასრულდა ოჯახის მმართველობა, რომელიც ძალაუფლებას თითქმის 20 წლის განმავლობაში ფლობდა. BBC წერს, რომ რაჯაპაქსა ოფიციალურად, სინგაპურში გაქცევის შემდეგ გადადგა, ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა მასობრივი პროტესტი, „შრი-ლანკა „ეკონომიკურ ქაოსშია“, რადგან მას სურსათის, საწვავის და სხვა ძირითადი მარაგების მწვავე დეფიციტი ემუქრება“, - წერს BBC. შრი-ლანკის პრეზიდენტი ქვეყანიდან გაიქცა შრი-ლანკის პარლამენტის სპიკერმა პარლამენტს მოუწოდა, ახალი ლიდერის არჩევის პროცესის დასაწყებად შაბათს შეიკრიბოს. პრემიერ-მინისტრმა რანილ ვიკრემესინგემ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების ფიცი დადო. გოტაბაია რაჯაპაქსა თანამდებობის დატოვებაზე განაცხადების გაეთებას 13 ივლისს გეგმავდა. 9 ივლისს, 22 მილიონიან შრი-ლანკაზე ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მისი გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში, ათასობით მომიტინგე შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუაცია განხორციელდა. მომიტინგეებმა ასევე დაიკავეს პრემიერ-მინისტრის რანილ ვიკრამასინგეს სახლი (რომელიც პრეზიდენტის მსგავსად თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდა) და ცეცხლი წაუკიდეს შენობას. პოლიციასთან შეტაკებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 20 ივლისს შრი-ლანკის პარლამენტი ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევას გეგმავს.
შრი-ლანკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
შრი-ლანკის პარლამენტმა პრეზიდენტად რანილ ვიკრემესინგე აირჩია. რანილ ვიკრემესინგემ საპარლამენტო კენჭისყრაში 134 ხმით, 82-ის წინააღმდეგ მისი მთავარი კონკურენტი, დულუს ალაჰაპერუმა დაამარცხა. „ვიკრემესინგეს ბევრი განიხილავს, როგორც გამჭრიახ ფიგურას. ექვსგზის პრემიერ მინისტრმა, წინა ორ, საპრეზიდენტო კენჭისყრაში წარმატებას ვერ მიაღწია. მისი გამარჯვება ახლა ნიშნავს, რომ ვიკრემესინგეს საპრეზიდენტო ვადა 2024 წლამდე განისაზღვრა“, - წერს BBC. შრი-ლანკის პარლამენტმა პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსას გადადგომა 15 იცლისს დაამტკიცა, რითაც დასრულდა ოჯახის მმართველობა, რომელიც ძალაუფლებას თითქმის 20 წლის განმავლობაში ფლობდა. რაჯაპაქსა ოფიციალურად, სინგაპურში გაქცევის შემდეგ გადადგა, ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა მასობრივი პროტესტი, „შრი-ლანკა „ეკონომიკურ ქაოსშია“, რადგან მას სურსათის, საწვავის და სხვა ძირითადი მარაგების მწვავე დეფიციტი ემუქრება. გოტაბაია რაჯაპაქსა თანამდებობის დატოვებაზე განაცხადების გაეთებას 13 ივლისს გეგმავდა. 9 ივლისს, 22 მილიონიან შრი-ლანკაზე ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მისი გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში, ათასობით მომიტინგე შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუაცია განხორციელდა. მომიტინგეებმა ასევე დაიკავეს პრემიერ-მინისტრის რანილ ვიკრამასინგეს სახლი (რომელიც პრეზიდენტის მსგავსად თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდა) და ცეცხლი წაუკიდეს შენობას. პოლიციასთან შეტაკებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
შრი-ლანკაზე სტალინი დააკავეს
შრი-ლანკის პოლიციამ, მასწავლებლების ნაციონალური პროფკავშირების ლიდერი იოსებ სტალინი, არასანქცირებულ მიტინგებსა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავა. წერს Guardian. შრი-ლანკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს მედიის ცნობით, დაკავებისას სტალინი პოლიციელს ეკამათა და განიცხადა, რომ „პროტესტის უფლება - დემოკრატიული უფლებაა“. ამის შემდეგ, ის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. საპროტესტო აქციები შრი-ლანკაზე, რომელშიც სტალინი მონაწილეობდა, 2022 წლის აპრილში, ქვეყანაში განვითარებული უპრეცედენტო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის ფონზე დაიწყო, რამაც ეკონომიკის პარალიზება გამოიწვია.