თეგი: შტაბის სხდომა
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. ყველაფერი იქნება, უკრაინა!
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უსაფრთხოების ძალებთან და სამხედროებთან უკრაინის შემდგომი დეოკუპაციის გეგმა განიხილა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზელენსკიმ უმაღლესი სარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა. შტაბის სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები ოპერატიული ჯარების მეთაურებისგან ფრონტის იმ სექტორებში არსებული ვითარებაზე, სადაც ძირითადი ბრძოლები მიმდინარეობს. ამასთან, შტაბის სხდომაზე ოკუპანტებისგან უკრაინის მიწების შემდგომი განთავისუფლების გეგმა განიხილეს. ასევე, დამსწრეებმა უახლოეს მომავალში მტრის სავარაუდო ქმედებები გააანალიზეს. გარდა ამისა, შტაბის წევრებმა განიხილეს თავდაცვის ძალებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებისა და მათი განაწილების საკითხები ფრონტის ყველაზე რთულ სექტორებზე განლაგებულ დაჯგუფებებში. „ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. ყველაფერი იქნება, უკრაინა", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ პარასკევს „რუსეთში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია“ გაიმართება. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.