თეგი: შტორმი
სამრეთ აფრიკაში, სტიქიას სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა
სამრეთ აფრიკაში, სტიქიას სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს - მადაგასკარს, მალავისა და მოზამბიკს ტროპიკულმა შტორმმა „ანამ“ გადაუარა. Al Jazeera-ს ცნობით, მადაგასკარში 41, მოზამბიკში 18, მალავიში კი 11 ადამიანი გარდაიცვალა. დაზიანდა ასობით საცხოვრებელი სახლი, მოსახლეობა დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი.
რუსული RBK-ს ცნობით, ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალზე შტორმის გამო ავარია მოხდა
რუსული RBK-ს ცნობით, ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალზე შტორმის გამო მოხდა ავარია, რომელმაც “კრიტიკული დაზიანება” გამოიწვია. მათივე ცნობით,“კასპიის მილსადენის კონსორციუმმა” ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეაჩერა.რუსული პირველი არხის თანახმად, ავარია 21 მარტის ღამით არსებულმა შტორმმა გამოიწვია. დაზიანება მილსადენის მოტივტივე მონაკვეთზე მოხდა, რომლითაც უშუალოდ ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ტანკერების შევსება ხდება.
ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი
ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქარის მიერ წაქცეულ ხეს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა ავსტრიასა და იტალიაში, ასევე საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე. ამასთან, ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა კუნძულ კორსიკაზე გაანადგურა რამდენიმე ბანაკი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა, რომელიც კორსიკაში ხუთშაბათს ჩავიდა, განაცხადა, რომ დაშავებულია 20 ადამიანი, მათგან ოთხი კი განსაკუთებით მძიმედ.
ძლიერი ქარი და შტორმი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარისა და შტორმის გამო, მოსახლეობას მოუწოდებს, სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან თავი შეიკაოს. უწყების ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ მეხანძრე-მაშველები კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ. „საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს, შტორმისა და უამინდობის გამო, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან,” - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში