თეგი: ჩაძირვა

პენტაგონი: აშშ-მა გაწვრთნა უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც რუსული ხომალდები ჩაძირეს

გამოცემა Defense One აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ბილ ლაპლანტზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა გაწვრთნა ის ადამიანები, რომლებმაც შემდეგ „კრეისერი მოსკვა“ ჩაძირეს.  ჩაძირული კრეისერი „მოსკვა“ უკრაინამ წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა ბილ ლაპლანტის ცნობით, უკრაინელებმა რუსული გემების ჩასაძირად მოდიფიცირებული Harpoon-ის რაკეტები გამოიყენეს.  ოფიციალურმა პირმა დააკონკრეტა, რომ გამოყენებული საზენიტო რაკეტები Harpoon-ი უკრაინელებს აშშ-ს ერთ-ერთმა მოკავშირემ გადასცა. ამასთან, ლა პლანტეს არ უთქვამს, რომელ სახელმწიფოზეა საუბარი. მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა რაკეტების გამოყენებისთვის საჭირო სწავლება მაისის ბოლოს აშშ-ში გაიარეს. როგორც გამოცემა წერს, ივნისის შუა რიცხვებში უკრაინამ დანიიდან Harpoon-ის რაკეტების მიღების შესახებ განაცხადა. რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ჩაძირეს რუსული გემი Spasatel Vasily Bekh. მოგვიანებით კი პენტაგონმა დაადასტურა, რომ ეს გემი ფსკერზე Harpoon-ის რაკეტების დახმარებით აღმოჩნდა. ლა პლანტმა თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა Harpoons-ის გამოყენებით კიდევ ერთი რუსული ხომალდი ჩაძირეს, თუმცა კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა.