თეგი: ჩერნობილის ატომური სადგური
ჩერნობილიდან ოკუპანტების გასვლის შემდეგ, ატომურ სადგურზე ვითარებას IAEA-ს მისია შეისწავლის
რუსი ოკუპანტების მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დატოვების შემდეგ, იქ არსებულ ვითარებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია შეისწავლის. 31 მარტს უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა კომპანიამ, ენერგოატომმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩერნობილში მყოფი რუსი სამხედროები ბელორუსის საზღვრისკენ დაიძრნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, როდესაც ოკუპანტებმა ატომური სადგური დატოვეს, თან წაიყვანეს ტყვეებად ჩავარდნილი უკრაინის ეროვნული გვარდიელები. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის სადგური ომის დაწყებიდან მალევე, 24 თებერვალსვე დაიკავეს. სადგურზე მუშაობას უკრაინელი თანამშრომლები განაგრძობდნენ. უკრაინის მთავრობაში განაცახდეს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე მას შემდეგ მხოლოდ ერთი ცვლა მუშაობდა. „პერსონალი ობიექტზე მხოლოდ გასულ კვირას შეიცვალა“, განაცახადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა. 29 მარტს უკრაინაში ჩავიდა IAEA-ს ხელმძღვანელი, რომელიც გადაუდებელ ტექნიკურ დახმარებაზე უნდა გასაუბრებოდა მთავრობის წარმომადგენლებს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ AFP: რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ტოვებენ