თეგი: ჩეხეთი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ ჩეხ კოლეგებთან შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის, დეპუტატთა პალატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების ხელმძღვანელობასთან, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მიმოიხილეს საქართველო-ჩეხეთს შორის არსებული ორმხრივი, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებას. „ჩეხი კოლეგები დაინტერესდნენ ჩვენი ხედვით შავი ზღვის რეგიონში მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ, განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან დონბასში შეჭრის შემდეგ. აგრეთვე, ჩეხეთის მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია რას გეგმავს ევროკავშირი და NATO, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრებზე ჩეხეთის წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურეს საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების უპირობო მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ საქართველო იმსახურებს NATO-ში სწრაფ გაწევრიანებას. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი და ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.
დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკისთან. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად გართულებული უსაფრთხოების გარემო, გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის მიერ უკრაინისთვის გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების თაობაზე და დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი. „აღინიშნა რეგიონში საერთაშორისო პარტნიორთა მეტი ჩართულობისა და საქართველოსადმი მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის აუცილებლობა იმ შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით, რაც რეგიონში მიმდინარე პროცესებს შეიძლება, მოჰყვეს საქართველოსთვის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ამ კონტექსტში, ჩეხეთის მხარემ დააფიქსირა, რომ კარგად იცნობს იმ გამოწვევებს, რასთან გამკლავებაც უწევს საქართველოს და გამოხატა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი. საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში, დავით ზალკალიანმა კოლეგას გაუზიარა ინფორმაცია მიღწეული პროგრესის შესახებ, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების თვალსაზრისით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირში წარდგენილი გაწევრიანების განაცხადის თაობაზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მოელის პარტნიორთა მხარდაჭერას ამ მიმართებით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. მათივე ცნობით, მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, განაგრძონ ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაღრმავება და ორმხრივი ვიზიტების განხორციელება.
კიევს 15 მარტს სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ეწვევიან
ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები 15 მარტს კიევს ეწვევიან. ლიდერები უკრაინისადმი მხარდაჭერას დააფიქსირებენ. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ Twitter-ზე დაწერა, რომ სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდებიან. „ვიზიტის მიზანია, გამოვხატოთ ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის, მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. ამავდროულად, ვიზიტის დროს ჩვენ წარმოვადგენთ მხარდაჭერის ფართო პაკეტს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ვიზიტის შესახებ უკვე ეცნობა“, - აღნიშნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა. მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევის რამდენიმე გარეუბანზე დარტყმები გააძლიერეს.
ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან
ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა Twitter-ზე დაწერა. „ეს არის უკრაინის ნამდვილი მეგობრების სიმამაცე! განვიხილავთ უკრაინის მხარდაჭერისს საკითხს და რუსული აგრესიის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას“, - წერს შმიგალი. „სწორედ აქ, ომით განადგურებულ კიევში იწერება ისტორია. სწორედ აქ ებრძვის თავისუფლება ტირანიას. სწორედ აქ იქმნება ჩვენი მომავალი. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, რომელსაც შეუძლია, თავისი მეგობრების დახმარების იმედი ჰქონდეს - ეს მესიჯი დღეს კიევში ჩამოვიტანეთ“, - აღნიშნავს თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავეცკი. აღსანიშნავია, რომ უკრაინის დედაქალაქში ასევე იმყოფება პოლონეთის ვიცე პრემიერი, ლეხ კაჩინსკის ძმა, იაროსლავ კაჩინსკი. კიევს 15 მარტს სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ეწვევიან
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს პეტრ ფიალას უკრაინელი ხალხის მხარდაჭრისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს პეტრ ფიალას უკრაინელი ხალხის მხარდაჭრისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა. მისივე თქმით, აღსანიშნავია ჩეხეთის მთავრობის მეთაურის დახმარება როგორც ჰუმანიტარული ასევე თავდაცვითი მიმართულებით. „მადლობას ვუხდი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას უკრაინელი ხალხის დახმარებისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღსანიშნავია და მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მიმართულებით გაწეული დახმარება. ასევე აღსანიშნავია გამორჩეული ყურადღება უკრაინელების მიმართ, რომლებმაც დროებითი თავშესაფარი ჩეხეთის რესპუბლიკაში იპოვეს. მივესალმებით ამას!“- განაცხადა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზადაა, განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება ვლადიმირ ზელენსკი: ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ დარჩება
ირლანდია და ჩეხეთი რუს დიპლომატებს აძევებენ
ირლანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანას ოთხი რუსი დიპლომატი დატოვებს. „მათი საქმიანობა არ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებსა და დიპლომატის ქცევას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა განაცხადა, წერს The Irish Times. ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ამ გადაწყვეტილების შესახებ, დღეს პარლამენტს აცნობა. ამასთან, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი რუსი დიპლომატი პრაღაში პერსონა „ნონ-გრატად“ გამოაცხადა. „ამ დიპლომატმა ჩეხეთი 72 საათში უნდა დატოვოს. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთის სპეცსამსახურების ყოფნა შევზღუდეთ“, -დაწერა Twitter-ზე ჩეხეთის ხელისუფლების წარმოამდგენელმა. მანამდე ცნობილი გახდა ნიდერლანდებიდან 17, ხოლო ბელგიიდან 21 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეხ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა განიხილა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, ჩეხ კოლეგას იან ლიპავსკის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა განიხილეს და იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და იმ პერსპექტივას, რომელიც საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის გაიხსნა გაწევრიანების განაცხადის გაკეთების და შესაბამისი კითხვარების გადმოცემის სახით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, მინისტრმა ლიპავსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩეხეთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ასოცირებული ტრიო და ამ ქვეყნების ინტეგრაციული მისწრაფებების მხარდაჭერა იქნება.მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, მათ შორის უკრაინის პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული მხარდაჭერის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. ამ ფონზე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მეტი ჩართულობის აუცილებლობას. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ აღნიშნა ჩეხეთის მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერასა და ამ პროცესში ჩეხეთის პრაქტიკული ხასიათის დახმარებაზე. ორმხრივ ურთიერთობაზე საუბრისას, მინისტრებმა აღნიშნეს ის დიდი პოტენციალი, რაც არსებობს ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით და გამოთქვეს მზაობა აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით. ხაზი გაესვა ჩეხეთის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებულ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის განვითარებასა და რეფორმების წარმატებულ განხორციელებას უწყობს ხელს. შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს. ილია დარჩიაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიიწვია. ილია დარჩიაშვილი: გულწრფელად ვაფასებთ ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
ილია დარჩიაშვილი: გულწრფელად ვაფასებთ ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
გულწრფელად ვაფასებთ ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მის წვლილს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც საქართველო ისტორიულ პროცესში იმყოფება, რაც გამოიხატება ევროკავშირში წევრობის შესახებ განაცხადის წარდგენით, პარტნიორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „მჯერა, სიმბოლურია, რომ სტრასბურგის, ბრიუსელისა და ლუქსემბურგის შემდეგ ჩამოვედი ჩეხეთში მაშინ, როდესაც თქვენი ქვეყანა ემზადება ივნისში ევროკავშირის თავმჯდომარეობისთვის. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ პროცესში, რაც გამოიხატება ევროკავშირში წევრობის შესახებ ჩვენი განაცხადის წარდგენით. თავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის საბჭომ სწრაფად გადასცა სამი ასოცირებული ქვეყნის განაცხადი ევროკომისიას შეფასების მოსამზადებლად, რის შემდეგაც ევროკომისიამ უპრეცედენტოდ მოკლე დროში მოამზადა და გადმოგვცა კითხვარები, არის ჩვენი არჩევანისადმი ძლიერი მხარდაჭერის ნიშანი. ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა არის რთული და გრძელი. ამავე დროს, ჩვენი სიმტკიცე ძლიერია და ჩვენ მზად ვართ, გავიაროთ ეს გზა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი იმყოფება
საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი, მილოშ ვისტრჩილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სტუმრობს. აეროპორტში მაღალი დონის სტუმარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი და საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი დახვდნენ. პარლამენტის ცნობით, 2 მაისს, ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სპიკერები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. მილოშ ვისტრჩილი საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც შეხვდება. დაგეგმილია ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრების შეხვედრა ქართველ კოლეგებთან. ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ჩეხურ-ქართული ბიზნეს ფორუმის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას. მილოშ ვისტრჩილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მოინახულებს საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში. დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთა.
შალვა პაპუაშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება ჩეხეთის გამოცდილება და მხარდაჭერა
იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, ვიმედოვნებთ, რომ არსებული მხარდაჭერა გაგრძელდება და საქართველო მალე შეძლებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან, მილოშ ვისტრჩილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ჩეხ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისივე შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით ღირებული იქნება. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ჩვენ მადლიერები ვართ ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ჩვენ, ასევე, ძალიან ვაფასებთ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქმიანობას საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორული რეფორმის განხორციელებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ბატონი ვისტრჩილის ახლა განხორციელებული ვიზიტი მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი, რადგან ვიზიტის ფარგლებში, არაერთ ოფიციალურ შეხვედრასთან ერთად, დაგეგმილია ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა და, აგრეთვე, ბიზნეს ფორუმები თბილისსა და ბათუმში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ღონისძიებები ბევრი მნიშვნელოვანი შედეგისა და შესაძლებლობის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის. ვისაუბრეთ საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო. „ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ კომპლექსური ვითარებაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც, ზოგადად, მთლიანად რეგიონს აქვს. ვისაუბრეთ, ასევე, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ერთობლივ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის მეგობარ ქვეყანასთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის. „ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობა. ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არსებული მხარდაჭერა გაგრძელდება და საქართველო მალე შეძლებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ რთული და ხანგრძლივია ევროკავშირში გაწევრების პროცესი, თუმცა, მზად ვართ, ინტენსიური თანამშრომლობისთვის და საქართველოს ევროპული მომავლის განმტკიცებისთვის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი: ჩეხეთისთვის საქართველო პრივილეგირებული, მეგობრული ქვეყანაა და ეს უნდა ავსახოთ ქმედით ნაბიჯებშიც
ჩეხეთისთვის საქართველო არის პრივილეგირებული, მეგობრული ქვეყანა და ეს ყველაფერი უნდა ავსახოთ ქმედით ნაბიჯებშიც - გვსურს, განვავითაროთ თანამშრომლობა მთელ რიგ დარგებში, - ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტმა, მილოშ ვისტრჩილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ერთობლივ ბრიფინგზე მილოშ ვიტრჩილმა ჩეხეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ საერთო ისტორია ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების საწინდარია. ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩეხეთი აფასებს იმ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც საქართველო უკრაინას უწევს. „მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას, შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტში მასპინძლობისთვის. შეხვედრაზეც ხაზგასმით აღვნიშნე, რომ პარლამენტში ვიზიტამდე, ჩვენ გვირგვინით შევამკეთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი. ჩეხეთის რესპუბლიკა სრულად, მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის პრინციპები ირღვევა. ისტორია გვაძლევს შესაძლებლობას და საწინდარს ურთიერთგაგებისთვის. მკაფიოდ ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში და დავაფასებთ, თუ სხვა ქვეყნებიც, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიც, დაგვეხმარებიან უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიგვაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სუსტი იყო ევროკავშირის რეაქცია ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზე 2008 წელს, ასევე ყირიმის ანექსიაზე 2014 წელს, ახლა ერთიანობის დრო დადგა. ევროკავშირში მკაფიო პოზიცია გაგვაჩნია. დარწმუნებულები ვართ, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც მიდის დემოკრატიზაციის და ევროპული ღირებულებების მიმართულებით, უკრაინაში რუსული ჯარის შეჩერებისთვის მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგას. უკრაინის მხარდაჭერა უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი. ვაფასებ იმ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც უკრაინაში საქართველოდან მიდის. ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ის, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთის რესურსებზე. იგივე შეიძლება ვთქვათ ჩინეთზე. დივერსიფიკაცია უნდა მოხდეს როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის შემთხვევაში“,- განაცხადა მილოშ ვისტრჩილმა. პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის სექტორული მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. „ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრობლობის გაღრმავების მიზნით, ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შორის იმყოფება 30-ზე მეტი ბიზნესმენი. ასევე, გვსურს, დავამყაროთ თანამშრომლობა მეცნიერების და ინოვაციების დარგში, ამიტომ ჩვენთან ერთდ საქართველოში ჩამოვიდა მეცნიერებათა აკადემიის თავმჯდომარე. ჩვენთან ერთად არიან რამდენიმე სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის, მრეწველობის მინისტრის მოადგილე ბატონი ჩეშნიაკი. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩვენთვის საქართველო არის პრივილეგირებული, მეგობრული ქვეყანა და ეს ყველაფერი უნდა ავსახოთ ქმედით ნაბიჯებშიც. გვსურს, განვავითაროთ თანამშრომლობა მთელ რიგ დარგებში, როგორიცაა სოციალური სფერო, ჯანდაცვის სფერო, წყლის მეურნეობის სფერო. ამისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა არის ასოცირების ხელშეკრულების პირობების შესრულება. ჩეხი ბიზნესმენებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმ პირობებს, რომელიც არის აქ საქართველოში და რომელიც სრულიად თავსებადი უნდა იყოს ევროკაშირის პირობებთან. ამავდროულად, შევთანხმდით იმაზეც, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა წინაპირობა არის საერთო ევროპული ღირებულებების მიმართ პატივისცემა. სამართლიანი სახელმწიფო; თავისუფალი მედია; საჯარო ინსტიტუტები; დემოკრატიულ მოქმედება; ყველა ამ დარგში მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან“, - განაცხადა მილოშ ვისტრჩილმა. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს, მილოშ ვისტრჩილს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს, მილოშ ვისტრჩილს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. განიხილეს დარგობრივი მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხიც. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას. მხარეებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია და ამ პროცესში, მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კომუნიკაციის მნიშვნელობა იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება. შალვა პაპუაშვილმა კოლეგას ჩეხეთის მხრიდან საქართველოს დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ასევე წაიკითხეთ: ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი: ჩეხეთისთვის საქართველო პრივილეგირებული, მეგობრული ქვეყანაა და ეს უნდა ავსახოთ ქმედით ნაბიჯებშიც
საქართველო და ჩეხეთი ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს აძლიერებენ
საქართველოსა და ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის მე-6-ე სხდომა ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომლითაც ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. მისი თქმით, ეკონომიკური გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს უზარმაზარი პოტენციალი ამ მიმართულებით. 2021 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 31%-ით, ხოლო ექსპორტი 3%-ით გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს განცხდებით, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის კერძო სექტორმა მაქსიმალურად ისარგებლოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამოქმედებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული შეღავათებით. 2021 წლის მონაცემებით, ჩეხეთი შედის საქართველოს ინვესტორი ქვეყნების სამეულში, რომლის მიერ საქართველოს ენერგეტიკაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 82 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ჩეხეთი ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს მოკლე ვადებში გაწევრიანებას მხარს უჭერს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს მილოშ ვისტრჩილს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობების ვრცელ სპექტრზე. აღინიშნა, რომ საქართველომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. თავის მხრივ, ჩეხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩეხეთის პოზიცია საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით, აღნიშნა, რომ მხარს უჭერს აღნიშნულ ორგანიზაციებში ჩვენი ქვეყნის მოკლე ვადებში გაწევრიანებას და სრული მხარდაჭერა აღუთქვა რეფორმების განხორციელების პროცესში. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მათ შორის, ენერგეტიკის, მანქანათმშენებლობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და სხვა სექტორებში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვის მნიშვნელობას, რომლის დროსაც ორი ქვეყნის დელეგაციებმა განსაზღვრეს სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაზე ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მიესალმა თბილისში ჩეხეთის ვაჭრობის ხელშეწყობის სამთავრობო სააგენტოს CzechTrade-ის ოფისის გახსნას. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ოფისი სამომავლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ჩეხეთის სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში, ორი ქართულ-ჩეხური ბიზნეს ფორუმის გამართვა, რომელიც თბილისსა და ბათუმში ჩატარდება. ამ მიზნით, საქართველოში 30 ჩეხი ბიზნესმენი ჩამოვიდა. ასევე წაიკითხეთ: ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი: ჩეხეთისთვის საქართველო პრივილეგირებული, მეგობრული ქვეყანაა და ეს უნდა ავსახოთ ქმედით ნაბიჯებშიც
ილია დარჩიაშვილი ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებით ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა ჩეხეთის სენატის პრეზიდენტთან მილოშ ვისტრჩილთან (Miloš Vystrčil), რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ორმხრივი ვიზიტით იმყოფება საქართველოში. შეხვედრისას, ევროკავშირში სამომავლო თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს და ჩეხეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის აღინიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტები, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში ინტენსიური ხასიათი შეიძინა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. მინისტრმა ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ კითხვარზე პასუხების გაცემის პროცესის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ევროკავშირში სამომავლო თავმჯდომარეობის გათვალისწინებით განსაკუთრებით აღინიშნა ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი. მინისტრმა და სენატის პრეზიდენტმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით უსაფრთხოების რთულ გარემოზე და ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობას ვითარების შემდგომი დეესკალაციისთვის. მინისტრმა ჩეხურ მხარეს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტმა დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ხელშეწყობას, მათ შორის, ჩეხეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში. საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის მიმდინარე სექტორული თანამშრომლობის დინამიკა და მიესალმნენ ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის გამართვას, ასევე ჩეხური ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტს, რომლებიც სენატის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად იმართება.
Bloomberg: EU-ს გადაწყვეტილებით, შესაძლოა უნგრეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს რუსული ნავთობის შესყიდვის ვადა გაუხანგრძლივდეთ
ევროკავშირი უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, დღის წესრიგშია რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს გადახედვა. რომლის საფუძველზეც, უნგრეთმა და სლოვაკეთმა შესაძლოა რუსული ნავთობი 2024 წლის ბოლომდე შეისყიდონ, ხოლო ჩეხეთმა 2024 წლის ივნისამდე. EU-ს ბლოკის სხვა ქვეყნები კი რუსული ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე თანდათან შეამცირებენ, როგორც თავიდან იყო განსაზღვრული. „ნავთობის მიწოდების ეტაპობრივი შეწყვეტა წლის ბოლოსთვის, არის გადაწყვეტილება, რომლის მხარდაჭერაც შეუძლებელია, რადგან უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგება მთლიანად განადგურდება სანქციების პაკეტით“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters
გაერომ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთი ჩეხეთით ჩაანაცვლა
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში, 157 ხმით ჩეხეთი რუსეთის შემცვლელად აირჩია. CNN-ის ცნობით, კენჭისყრის დროს, ხმის მიცემისგან 23-მა თავი შეიკავა. ჩეხეთის რესპუბლიკის ვადა სამშაბათს იწყება და 2023 წლის 31 დეკემბერს იწურება. ეს იყო ერთადერთი კანდიდატი, რომელიც რუსეთის შემცვლელად გამოცხადდა. რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს 7 აპრილის, რეზოლუციის პროექტში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ განაცხადა, რომ გენერალური ასამბლეა „შეაჩერებს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას საბჭოს წევრს, რომელიც ადამიანის უფლებათა უხეშ და სისტემატურ დარღვევას სჩადის“.
ჩეხეთის სენატმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა
ჩეხეთის სენატმა, უკრაინაში რუსეთის არმიის ქმედებები გენოციდად შეაფასა. ინფორმაციას უკრაინის ელჩი პრაღაში, ევგენ პერებიინი Twitter-ზე ავრცელებს. "ჩეხეთის სენატმა ახლახან გენოციდად აღიარა დანაშაულები, რომლებსაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში სჩადიან. მიღებული რეზოლუცია ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერას გულისხმობს". - წერს ელჩი. მანამდე რუსეთის არმიის ქმედებები გენოციდად კანადის, ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის პარლამენტებმა აღიარეს. ამასთან ლიეტუვას პარლამენტმა რუსეთი „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა. აპრილში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით გენოციდი უწოდა. „მე ვუწოდებ ამას გენოციდს, იმიტომ რომ, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პუტინი ცდილობს აღგავოს მიწის პირისგან თვით ფიქრიც კი, რომ შესაძლოა იყო უკრაინელი. სულ უფრო მეტი მტკიცებულებაა, იმ საშინელებების, რაც რუსებმა უკრაინაში ჩაიდინეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
მიხეილ სარჯველაძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციას შეხვდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის მედიის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ირჟი რუსიცკა ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკავშირში ჩეხეთის გაწევრიანების გამოცდილებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. „ყოველთვის საინტერესოა ჩვენთვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან შეხვედრა, მაგრამ განსაკუთრებულად საინტერესოა, როცა ეს არის სახელმწიფო, რომელსაც აქვს ჩვენი მსგავსი პოსტსაბჭოთა გამოცდილება. ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩეხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების გამოცდილება დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ეს შეხვედრა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩეხ კოლეგებთან ერთად განგვეხილა საქართველოს პერსპექტივები. შეხვედრაზე ვისაუბრეთ რუსეთის აგრესიის მნიშვნელობაზე, ხაზი გაესვა დესტრუქციულ ელემენტებს. ჩეხეთის რესპუბლიკასთან არსებობს კარგი პერსპექტივები თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ეფექტიანი ურთიერთობების მისაღწევად. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ კუთხით ჩეხეთის საელჩოს ძალიან ნაყოფიერ საქმიანობას საქართველოში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. ამ კონტექსტში, საქართველოს მედეგობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია კი გადამწყვეტი - ჩეხეთის პრემიერი
ჩეხეთი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას მისალოც წერილშია აღნიშნული, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესიით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამ კონტექსტში, საქართველოს სტაბილურობა და მედეგობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - გადამწყვეტი. „გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა თქვენი ქვეყნის დღესასწაულთან - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან - დაკავშირებით. მსურს გარწმუნოთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ამ გზაზე საქართველოს გვერდით დგომას. გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“, - აღნიშნულია მისალოც წერილში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
უკრაინას მეგობარი ქვეყნები სამხედრო დახმარებას რუსეთისთვის განკუთვნილი სპეციალური წარწერებით უგზავნიან
ჩეხეთი, პოლონეთი და ნიდერლანდები უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში, უკრაინაში საბრძოლო მასალას, რუსეთისთვის განკუთვნილი სპეციალური წარწერებით აგზავნიან. ჭურვებზე დაწერილია სხვადასხვა „მილოცვა“ რუსეთის ძალების მისამართით. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ოფიციალურ უწყებებზე დაყრნდობით ავრცელებს. მაგალითად, ჩეხეთი უკრაინას აწვდის საბრძოლო მასალას, წარწერით - „პრაღის გაზაფხულისთვის". ნიდერლანდების მიერ გაგზავნილ ჭურვებზე ეწერა - "შურისძიება MH17-ისთვის", ხოლო პოლონელები წერენ - "კატინისთვის!" ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან ჩეხეთმა გადაიბარა
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრისთვის პეტრ ფიალასთვის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაცემის ცერემონია მადრიდში, NATO-ს სამიტის ფარგლებში ჩატარდა. წევრი სახელმწიფოები ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას როტაციის წესით, ექვსი თვის განმავლობაში იბარებენ. თავმჯდომარე ქვეყანა ხელს უწყობს პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებას და წევრ სახელმწიფოებს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს. ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე მეორედ გახდა.
ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით უკრაინას ეწვია
ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია თავდაცვის მინისტრის, იანა ჩერნოჩოვას ხელმძღვანელობით ტერნოპოლის რეგიონს ეწვია. დელეგაციის წევრებმა და რეგიონის ხელმძღვანელობამ დაღუპული ლეგიონერების ხსოვნას პატივი მიაგეს და უკრაინის არმიის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. „ჩეხეთის რესპუბლიკა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი თავდაცვის მინისტრის იანა ჩერნოჩოვას ხელმძღვანელობით ჩვენს რეგიონში ამის კიდევ ერთი დასტურია", - დაწერა Telegram-ზე ტერნოპოლის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ ტრუშმა. გარდა ამისა, განიხილეს სამხედროებისა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა მხარდაჭერის საკითხი.
ჩეხეთის პრემიერ მინისტრი: ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტში რუსული გაზი არ იქნება
ევროკავშირი უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტს ამზადებს, რომელშიც რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის აკრძალვა ისევ არ შევა. როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ Reuters-ს განუცხადა, სანქციები, რომლებსაც ახლა დააწესებს ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება, სავარაუდოდ აკრძალავს ოქროს იმპორტს, გააფართოებს ორმაგი დანიშნულების საქონლის სიას, რომლებიც აკრძალულია რუსეთში ექსპორტისთვის. პაკეტი ასევე მიზნად ისახავს უფრო მეტი პირისთვის სანქციების დაწესებას. რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის აკრძალვა უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნაა, რომელიც აცხადებს, რომ რუსული გაზი ომის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ
ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ მინისტრებმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერეს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „ჩამოვედი კიევში. ვმგზავრობ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალექსანდრ შალენბერგთან ერთად. პირველად დიდი ხნის განმავლობაში კვლავ შევხვდი ჩვენს კოლეგებს უკრაინული საელჩოდან. ველოდები მოლაპარაკებებს უკრაინის წარმომადგენლებთან“, – წერს ლიპავსკი. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებენ. „მოხარული ვარ, კვლავ დავბრუნდე უკრაინაში ჩემს ძვირფას კოლეგასთან იან ლიპავსკისთან ერთად. გამანადგურებელია იმის ხილვა, თუ რას უკეთებს რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი ამ ლამაზ ქვეყანას და მის ხალხს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას“, – წერს შალენბერგი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჩეხეთი უკრაინის აღდგენის გეგმაზე მუშაობს
ჩეხეთი უკრაინის აღდგენის ეროვნულ გეგმას ამზადებს და დნიპროპეტროვსკის რეგიონის რეკონსტრუქციაში მონაწილეობას განიხილავს. ამის შესახებ უკრაინაში ჩეხეთის ელჩმა რადეკ მატულამ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა. დიპლომატის თქმით, ჩეხეთს სურს მიიღოს მეტი ინფორმაცია იმ ობიექტების შესახებ, რომლებიც უნდა აღდგეს. მისი თქმით, ჩეხეთის დელეგაცია უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი, რუსეთის მოქალაქეებზე, შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ემხრობა
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მოქალაქეებზე ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვას მხარს უჭრს. ოლაფ შოლცი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გამართლებულად არ მიიჩნევს „ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის აკრძალვა, ეფექტური ზომა იქნებოდა“, - ამის შესახებ იან ლიპავსკიმ გამოცემა Novinky-თან ინტერვუში განაცახდა. ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ლიპავსკიმ განაცხადა, რომ ამ თემას აგვისტოში, პრაღაში დაგეგმილ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე დააყენებს. რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პრიორიტეტია - ერმაკი ცნობისთვის, ჩეხეთს ახლა ევროკავშირის თავმჯდომარის სტატუსი აქვს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.
შეერთებული შტატები ჩეხეთს რვა სამხედრო ვერტმფრენს გადასცემს
შეერთებული შტატები ჩეხეთს რვა Bell-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენს გადასცემს. აშშ-ის საელჩოს განმარტებით, გარდა ტრანსფერისა და განახლების ხარჯებისა, ჩეხეთს ვერტმფრენები უფასოდ გადაეცემა. ჩეხეთი ცდილობს, დააჩქაროს თავისი არმიის მოდერნიზაცია და უარი თქვას საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობაზე. პრაღას ზურს, უფრო მეტი ტექნიკა გადასცეს უკრაინას, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის.
სლოვაკეთის პრემიერი: არ გვინდა, რომ რუსეთი ჩვენს მეზობლად იქცეს
ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეჭრის 54-ე წლისთავზე, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები უკრაინის დახმარების მოწოდებით გამოვიდნენ. პეტრ ფიალამ და ედუარდ ჰეგერმა განაცხადეს, რომ დღეს, როდესაც რუსული ტანკები უკრაინის მიწაზე მარშირებენ, მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, გავიხსენოთ 1968 წლის აგვისტო და ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად. „უკრაინის მხარდაჭერით ჩვენ მხარს ვუჭერთ საკუთარ უსაფრთხოებას. არ გვინდა, რომ რუსეთი ჩვენს მეზობლად იქცეს", - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა. „ისტორიის გახსენებით, ჩვენ ვსწავლობთ იმას, რომ ეს ისტორია აღარასოდეს განმეორდეს“, - დაამატა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ.
პრაღის სასამართლომ რუსული „სბერბანკის“ შვილობილი, გაკოტრებულად გამოაცხადა
პრაღის საქალაქო სასამართლომ, რუსულ „სბერბანკის“ შვილობილი Sberbank CZ გაკოტრებულად გამოაცხადა. პრაღის სასამართლომ Sberbank CZ -ის საქმის განხილვა ივლისის ბოლოს დაიწყო. ბანკის დავალანება და შეუსრულებელი ვალდებულებები 61 მილიარდ კრონას (2,3 მილიონი ევრო)შეადგენს. გაკოტრების დროს მოვალის აქტივები იყიდება და შემოსავალი ნაწილდება მის კრედიტორებზე. მაისის დასაწყისში ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა კანონიერად გააუქმა Sberbank CZ-ს საბანკო ლიცენზია, რის შემდეგაც პრაღის საქალაქო სასამართლომ მიიღო შესაბამისი ზომები ბანკის ლიკვიდაციისთვის. სბერბანკის შვილობილი კომპანიის მდგომარეობის გაუარესება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ დეპოზიტების გადინებამ გამოიწვია.
ჩეხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით NATO-ში ფინეთისა და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა
ჩეხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით NATO-ში ფინეთისა და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა. ამასთან, პარლამენტის შემდეგ რატიფიკაციის პროტოკოლებს ხელი უნდა მოაწეროს ქვეყნის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა. "ზემანი მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების გეგმებს", - განაცხადა მედიასთან მილოშ ზემანის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გასაწევრიანებლად ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
სლოვაკეთის შეთანხმებამ ჩეხეთთან და პოლონეთთან, MIG29 -ებს უკრაინისკენ გზა გაუხსნა
სლოვაკეთის შეთანხმებამ ჩეხეთთან და პოლონეთთან, MIG29-ებს უკრაინისკენ გზა გაუხსნა, ამის შესახებ Reuters წერს. შაბათს, სლოვაკეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, NATO-ს წევრი ქვეყნები ჩეხეთი და პოლონეთი სლოვაკეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ვიდრე ქვეყანა რუსულ MiG-29-ს ამერიკული F-16-ით ჩაანაცვლებს. სლოვაკეთი უკრაინაში MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების და ტანკების გაგზავნას გეგმავს „სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრატისლავა მზადაა, უკრაინას თვითმფრინავები გადასცეს. არის პოლიტიკური ნება, რომ უკრაინას გაჭირვებაში დავეხმაროთ“, - განაცხადა ნედმა.
ჩეხეთში ანტისამთავრობო მიტინგში 70 ათასი ადამიანი მონაწილეობდა
Reuters-ის ცნობით, პრაღის ცენტრში ჩეხეთის მთავრობის, ევროკავშირისა და NATO-ს წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა მოუწოდეს მმართველ კოალიციას, ენერგორესურსებზე მზარდი ფასები გააკონტროლონ და რუსეთთან იაფ გაზზე დიალოგი დაიწყონ. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ულტრამემარჯვენე და რადიკალური პოლიტიკური პარტიები არიან. მათ შორის „კომუნისტური პარტია“. ოპოზიცია ითხოვს, რომ ჩეხეთი სამხედრო კუთხით ნეიტრალური უნდა იყოს და უზრუნველყოს პირდაპირი კონტაქტები გაზის მომწოდებლებთან, მათ შორის რუსეთთან. პოლიციის შეფასებით, დემონსტრაციაში 70 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
ჩეხეთში ატრაქციონზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა
ჩეხეთში, ატრაქციონზე ავარიის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ქალაქის ცენტრში დაახლოებით 15:15 საათზე მოხდა. ჯაჭვის კარუსელის სავარძლების ნაგებობა ცენტრალურ სვეტზე დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლეზე ადიოდა. დაშვებისას ბრუნი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ შესრულდა. პოლიციის ცნობით, ხალხი დაშავდა, რადგან როდესაც არტაქციონის სავაძლების კონსტრუქცია მიწაზე დაეცა, მექანიზმი ბრუნვას განაგრძობდა. მომხდარის დეტალებს პოლიცია იკვლევს. ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე სასწრაფო დახმარების 5 ბრიგადა მუშაობდა.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი: პრაღაში საპროტესტო აქცია რუსულმა მეხუთე კოლონამ მოაწყო
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პიოტრ ფიალა აცხადებს, რომ პრაღაში შაბათს გამართული ანტისამთავრობო დემონსტრაცია პრორუსული ძალების მიერ იყო ორგანიზებული. ჩეხეთში ანტისამთავრობო მიტინგში 70 ათასი ადამიანი მონაწილეობდა „მე იგივეს ვაცხადებ, რომ პრაღაში ანტისახელისუფლებო დემონსტრაცია რუსეთის მეხუთე კოლონის წევრების მიერ იყო ორგანიზებული. არის საკმარსი მტკიცებულებები. უბრალოდ შეხედეთ, ვინ იყო სცენაზე და რას ლაპარაკობდა“, - აცხადებს პიოტრ ფიალა. მისი თქმით, ყველაფერია ნათქვამი, როცა აქციის მონაწილეები აცხდებდნენ, რომ ძვირი ენერგომატარებლების პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა NATO-დან და ევროკავშირიდან გასვლა.
ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ჩეხ კოლეგასთან, იან ლიპავსკისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ჩეხეთის თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, მისი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. „ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ასოცირებული ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მხრიდან ერთიანი მიდგომის მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს 6 სექტემბერს, ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შედეგებზე. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა და იან ლიპავსკიმ ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის დღის წესრიგი და თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.საუბრის დასასრულს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იან ლიპავსკის მადლობა გადაუხადა 31 აგვისტოს, პრაღაში გართულ ე.წ. გიმნიხის ფორუმზე მასპინძლობისთვის“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ჩეხეთმა აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის პირველი პარტია მიიღო
ჩეხეთის რესპუბლიკისთვის განკუთვნილი თხევადი ბუნებრივი აირის პირველი პარტია, აშშ-დან საზღვაო გზით ნიდერლანდებში ჩაიტანეს და LNG ტერმინალშია. გემი აშშ-დან ჰოლანდიის პორტ ემშაფენში 19 სექტემბერს ჩავიდა. წლის ბოლომდე იქ მხოლოდ თხევადი აირით დატვირთულ 9 გემი ჩავა. რვა გემიდან თითოეულმა 100 მილიონი კუბური მეტრი გაზი უნდა გადაზიდოს. მცურავი ტერმინალით, ჩეხეთი, გაზის წლიური მოხმარების მესამედს მიიღებს, რაც სახელმწიფოს დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე, მნიშვნელოვნად შეამცირებს. გასულ წელს ჩეხეთში გაზის მოხმარებამ 9 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა.
პრაღა უკრაინას 20 ტრამვაის და ორ ავტობუსს გადასცემს
ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი უკრაინას მეორად ტრავმაის გადასცესმს. ის რუსული ძალების მიერ ხარკოვში განადგურებულ ტრამვაის ჩაანაცვლებს.პრაღის მერის თქმით, პრაღა უკრაინას ავტობუსებსაც გაუგზავნის.
ჩეხეთი სლოვაკეთთან დროებით სასაზღვრო კონტროლს იწყებს
ჩეხეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, პრაღა სლოვაკეთის საზღვარზე უკანონო მიგრაციის ზრდაზე რეაგირების მიზნით, დროებით სასაზღვრო კონტროლს დააწესებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „უკანონო მიგრაცია ძირითადად სირიიდან, წელს 1200%-ით გაიზარდა. 2022 წლის დასაწყისიდან პოლიციამ 11,000 არალეგალი მიგრანტი დააკავა", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუსანმა პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, შემოწმებები თავდაპირველად 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ევროკავშირის ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა და შენგენის ზონამ ლტოლვილის ომს გაქცეულ 400 000-ზე მეტ უკრაინელს მიანიჭეს სტატუსი, რომელთაგან დაახლოებით 300 000, სავარაუდოდ, ქვეყანაში რჩება და არ შედის არალეგალური მიგრაციის მონაცემებში.
ჩეხეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს, რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ რუსეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, ხოლო იქ მყოფებმა, რაც შეიძლება მალე დატოვონ ქვეყანა. ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთში, ევროპის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. „ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თანამოქალაქეებს დატოვონ ქვეყანა [რუსეთის ფედერაცია]“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად რუსეთში იმყოფებიან, პრაღის ხელისუფლება აფრთხილებს, რომ მოსკოვსა და ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამწვავების გამო, მოსკოვში ჩეხეთის საელჩო შესაძლოა, შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდეს. მანამდე მსგავსი განცახადებით, თავის მოქალაქეებს აშშ-ის, პოლონეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ხელისუფლებამ მიმართა.
ჩეხმა აქტივისტებმა რიგითი მოქალაქეების შეგროვილი ფულით, უკრაინის ჯარს ტანკი T-72 და საბრძოლო მასალა უყიდეს
ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქვეყნის რიგითმა მოქალაქეებმა ერთ თვეში შეაგროვეს საკმარისი თანხა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის მოდერნიზებული T-72 Avenger ტანკი იყიდეს. ამის შესახებ 3 ოქტომბერს Twitter-ზე უკრაინის ელჩმა ჩეხეთში ევგენ პერებიინისმა დაწერა. „ჩეხეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც უბრალო ხალხმა იყიდა ტანკი, რათა უკრაინისთვის [რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ] პუტინის წინააღმდეგ ომში გაეგზავნა. 33 მილიონი კრონი (1,3 მილიონ დოლარზე მეტი - „GORDON“) 11288 ადამიანმა შეაგროვა. ტომასი ომში მიდის! გმადლობთ! რა არის შემდეგი? საბრძოლო მასალა!" - წერს პერებიინისი. უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის იარაღის შესაძენად $51.72 მილიონი გამოყო.
ჩეხურმა ბანკებმა, რუსეთიდან UnionPay-ის პლასტიკური ბარათების მომსახურება შეწყვიტეს
ჩეხურმა ბანკებმა, რუსული ბანკების მიერ გაცემული ჩინური UnionPay-ის პლასტიკური ბარათების მომსახურება შეაჩერეს, რადგან ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის ბანკომატებში ნაღდი ფულის მიღება შეუძლებელი გახდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „რუსული ბანკების მიერ გამოშვებული UnionPay პლასტიკური ბარათების სერვისი ამ დროისთვის შეწყვეტილია“, - აცხადებენ დირექტორატში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინეთში ბანკომატებმა UnionPay ბარათების მომსახურება შეწყვიტეს.
ჩეხეთი უკრაინას მძიმე ტექნიკას გადასცემს
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინას შემდგომ სამხედრო დახმარებას გადასცემს. ჩერნოხოვას თქმით, დახმარების ახალ პაკეტში მძიმე ტექნიკა შედის, თუმცა ჩეხეთი უსაფრთხოების მიზეზების გამო დეტალებს არ ახმაურებს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალებიდან, ასევე უკრაინისა და მისი მოკავშირეების განცხადებებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ უკრაინას ტანკები, ვერტმფრენები, თოფები და სარაკეტო გამშვებები გადასცა. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სამხედრო ტექნიკის ექსპორტმა უკრაინაში მხოლოდ 2022 წელს 1,9 მილიარდ ევროს გადააჭარბა, პრაღის ჯამური დახმარება კიევისთვის 4,2 მილიარდ ევროს შეადგენს.
გიტანას ნაუსედა: ძალიან სასიხარულოა ერთ მაგიდასთან იმ ქვეყნების ხილვა, რომლებსაც აქამდე კომპრომისის მიღწევის პრობლემები ჰქონდათ
„ძალიან სასიხარულოა, ერთ მაგიდასთან ხილვა იმ ქვეყნების, რომლებსაც აქამდე კომპრომისის მიღწევის პრობლემები ჰქონდათ“, - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების გუშინდელი შეხვედრა ძალიან იმედის მომცემი და საჭირო იყო, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. პრაღაში, ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევის, ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის შეხვედრა დაიწყო „ძალიან სასიხარულოა ერთ მაგიდასთან ხილვა იმ ქვეყნების, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ კომპრომისისთვის მიეღწიათ. მე გუშინ ვნახე ნება და სურვილი კომპრომისების ძიების. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ფორმატს. რაც შეეხება უკრაინას, მათ სჭირდებათ დახმარება. ეს ახალგაზრდები უკრაინის ხვალინდელ დღეს წარმოადგნენ. ჩვენი ძალისხმევა ძლიერია და ამჯერად გამარჯვება იქნება ჩვენს მხარეს“, - განაცხადა ნაუსედამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩეხეთში, პრაღაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი საკითხი მთიანი-ყარაბაღის გარშემო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება იყო.
ჩეხეთი, რუსი ტურისტებისთვის საზღვრებს ხურავს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 25 ოქტომბრიდან, რუსეთის მოქალაქეებისთვის დანერგავს იგივე სავიზო რეჟიმს, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და ფინეთში ამოქმედდა. „ჩეხეთი აღარ შეუშვებს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში მოკლევადიანი შენგენის ვიზებით შედიან და ხშირად საკუთარ თავს „ტურისტს" უწოდებენ. „იმ დროს, როცა რუსული რაკეტები ეცემა საბავშვო მოედნებს, ადამიანებს, რომლებიც სამსახურში მიდიან, ჩეხეთში, საერთაშორისო აეროპორტის გავლით, ყოველდღე რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე ჩამოდის. ამიტომ ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩეხეთის ტერიტორიაზე შემოდიან შიდა საზღვრებით, შენგენის ზონიდან ტურიზმის, სპორტული ან კულტურული მიზნებით, შემოსვლაზე უარს ვეტყვით. ეს ღონისძიება გავრცელდება ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის ვიზის მფლობელებზე“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.
ჩეხეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კიევში ჩავიდა
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას ხელმძღვანელობით, უკრაინას ეწვია. დელეგაცია უკრაინის პრეზიდენტს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. „ჩეხეთის მთავრობის წარმომადგენლები დღეს დილით ჩავიდნენ კიევში ჩეხეთისა და უკრაინის მთავრობის ერთობლივ შეხვედრაზე დასასწრებად. კიევში ჩასვლისთანავე ჩეხეთის დელეგაციამ მოინახულა რუსული ბოლოდროინდელი დაბომბვის შედეგად დანგრეული შენობები“, - წერს უკრაინაში ჩეხეთის საელჩო Facebook-ზე. შეგახსენებთ, რუსეთის იერიშების ახალმა ტალღამ ორშაბათს, უკრაინის 10 რეგიონი და 18 ობიექტი დააზიანა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პეტრ ფიალამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივას შეეხება. ხელმოწერის ცერემონია კიევში ზელენსკის და ფიალას მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა. „რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ერთობლივი დეკლარაცია უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის პირველი ასეთი დოკუმენტი, რომელსაც ვიღებთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით. ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომლობას უკრაინაში NATO-ს სტანდარტების უზრუნველსაყოფად. ჩეხეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რათა ჩვენ გავხდეთ ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ზელენსკიმ. 31 ოქტომბერს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა სამუშაო ვიზიტით კიევში ჩავიდა.
ჩეხეთი რუსეთის ხელმძღვანელობისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარს უჭერს
ჩეხეთი რუსეთის ხელმძღვანელობისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მომხრეა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ Twitter-ზე დაწერა. მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატამ, რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. „ჩეხეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელთაც სურთ სპეციალური სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნა, რათა რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლდეს. ქვეყნის ნებისმიერმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა აგოს პასუხი, როდესაც ის ომს იწყებს“, - წერს ლიპავსკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იან ლიპავსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს ჩეხეთის მიერ საქართველოს პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. „საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ღარიბაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის მიერ ინიციირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტს, რომელიც პრაღაში გაიმართა. აღინიშნა, რომ სამიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო დისკუსია წარიმართა, რომლის მონაწილე ლიდერებმაც არსებული გამოწვევების ეფექტიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა საქართველოს საკვანძო სტრატეგიულ მდებარეობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარტინ დვორჟაკი, ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთში მარიამ რაქვიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. იან ლიპავსკი წერს, რომ საქართველოს ჩეხეთის სრული მხარდაჭერა აქვს. “მოხარული ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრით. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და რეგიონალურ გამოწვევებზე. საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს!”-აღნიშნავს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა
ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე კორნიენკო ავრცელებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა პოლონეთის სენატმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა "აგრესორი ამ სტატუსს ყოველდღიურად აძლიერებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობითა და უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების განადგურებით. თუ ვინმე ტერორისტივით იქცევა, ის ტერორისტია. ზუსტად ასეთია პუტინის რეჟიმი, ასეთია რუსეთი. ამის აღიარება უკვე პირველი ნაბიჯია დასჯისკენ"- განაცხადა კორნიენკომ. ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად ასევე გამოაცხადეს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.
ჩეხეთში, რუსეთის საელჩოსთვის ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გამორთვა სურთ
ჩეხეთში, რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიცია petice.com-ზე გამოქვეყნდა. პროექტმა Dárek pro Putina Twitter-ზე რუსეთის საელჩოს პრაღაში „საკუთარი სუპის დაგემოვნება“ შესთავაზა. „ჩვენ გვინდა, რომ ელექტროენერგია და წყალი მომწოდებლებმა პრაღაში ყველა შენობას გაუთიშონ, რომელიც ეკუთვნის რუსეთის ფედერაციას. დაე, ისინიც გაიყინონ ისე, როგორც მაგალითად კიევის მოსახლეობა იყინება", - ნათქვამია შეტყობინებაში.
სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთში გატანის შესახებ განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს - შემოსავლების სამსახური
მედიაში გავრცელებული განცხადება, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთში გატანის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებაშია აღნიშნული. ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს უწყების განმარტებით, ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, ამ ფონზე გასაკვირი და გაუგებარია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მხრიდან გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მაღალი სახელმწიფო და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, კატეგორიულად და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული განცხადება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას. საქონლის იმპორტი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, რეალურად გაზრდილია, რაც მისასალმებელია, მით უფრო, ეკონომიკური აქტიურობის შემცირებისა და იმ შეზღუდვების მოქმედების შემდგომ, რასაც იწვევდა პანდემიის გავლენა მსოფლიოზე. ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლების დიდი ნაწილი მოდის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მომსახურე კომპანიების მიერ შემოტანილ მანქანებსა და მოწყობილობებზე, ტურბინებზე, ელექტრომოწყობილობებზე, ზეთებსა და აკუმულატორებზე, ელექტროენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიების, მათ შორის სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და სს ეპ „ჯორჯია გენერაციის“ მიერ შემოტანილ ელექტროაპარატურაზე, ტრანსფორმატორებზე, ელექტროსადენებზე, აკუმულატორებზე და მეტალოკონსტრუქციებზე, ასევე სხვა კომპანიების მიერ შემოტანილ მობილურ ტელეფონებზე, კომპიუტერებზე და სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე, რომლებიც განკუთვნილია ადგილზე მოხმარებისათვის და არა სხვა ქვეყნებში რეექსპორტისათვის. ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო განუხრელად ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე დაწესებულ შეზღუდვებს. ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის ტრანზიტი, ექსპორტი და რეექსპორტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს. შესაბამისად, დასახელებული სანქციების მოქმედების პერიოდში, ევროკავშირში (მ.შ. ჩეხეთის რესპუბლიკაში) წარმოებული საქონლის რუსეთის დანიშნულებით გადაადგილებაზე, ასევე რუსეთის ფედერაციიდან ჩეხეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების დანიშნულებით გადაადგილებაზე უარის ასეულობით შემთხვევაა. ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ისევე როგორც ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. ამ ფონზე, გასაკვირი და გაუგებარია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მხრიდან გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება და ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორი ქვეყნის მიმართ, ეჭვის შეტანა. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან აღნიშნულ თემაზე მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გამართა არაერთი შეხვედრა, რომელზეც მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი ჩეხეთის საელჩოც, სადაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა საქართველოს საბაჟო სამსახურის მიერ სანქციების აღსრულების პროცესში გაწეულმა ღონისძიებებმა. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე დეტალურად გასცნობოდნენ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარე ტვირთების კონტროლის პროცედურებს. საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორ ქვეყნებთან და ხდება ინფორმაციის გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში. შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, კვლავაც ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და გამკაცრებულ კონტროლს, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს და არ იქნეს დაშვებული სანქციებისაგან თავის არიდებისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გამოყენების მცდელობა. კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა, ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს სანქციების აღსრულებაზე პასუხიმგებელ შესაბამის უწყებასთან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, რაც, სამწუხაროდ, არ მომხდარა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩის მხრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში. ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა განმარტებებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყების ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული მისი განცხადება, რომელშიც ელჩი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის.
ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
2 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა დაიბარეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული მისი განცხადება, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის. „საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით და ელჩისაგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება იმისა, თუ რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას. ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ სამწუხაროდ მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება. მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით შეკითხვები არ არსებობს“, - აცხადებს საგარეო უწყება. შეგახსენებთ, მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, პეტრ მიკისკამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“. ამავე ცნობით, ელჩი დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.
პრაღაში, საბჭოთა მარშალ კონევის ქანდაკება, პუტინის გამოსახულებიანი ორკით ჩაანაცვლეს
პრაღაში, იმ ადგილას, სადაც ადრე საბჭოთა მარშალი ივან კონევის ძეგლი იდგა, ორშაბათს ახალი ინსტალაცია გაიხსნა. კერძოდ, საბჭოთა მარშალ კონევის ქანდაკება, პუტინის გამოსახულებიანი ორკით (ფენტეზის ჟანრის გამოგონილი რასა) ჩაანაცვლეს. „ერთი ხელით ის თიშავს გაზის მილის სარქველს, მეორეთი ნაცისტურად ესალმება. ესაა რუსეთის პოზიცია, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და იყენებს ბუნებრივ რესურსებს, მათ შორის გაზს, ევროპული სახელმწიფოების შანტაჟისთვის და გეოპოლიტიკური ინტერესების წინსვლისთვის“, - ნათქვამია უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პუტინის ძეგლის ავტორმა, ჩეხმა მოქანდაკემ დუშან დოსტალმა განაცხადა, რომ ქანდაკების დამზადებას ორი კვირა და 130 კგ ლითონი დასჭირდა.
ჩეხეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ჩეხეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა. უკრაინის პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებისთვის ჩეხეთის სენატს მადლობა გადაუხადა. „მივესალმები ჩეხეთის სენატის გადაწყვეტილებას, რომ ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა. მადლობელი ვარ ჩემი ჩეხი მეგობრების, სიმართლის დამტკიცებისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის. რუსეთის, ყველა წარსული და ამჟამინდელი დანაშაულისთვის დასჯა გარდაუვალია", - განაცხადა ზელენსკიმ. ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა. საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.
ჩეხეთში ავტომაგისტრალზე ერთმანეთს 40 ავტომანქანა შეეჯახა
ჩეხეთში, 23 დეკემბერს ნაშუადღევს, ნისლის გამო, 40 მსუბუქი ავტომობილი, (მათ შორის ორი სატვირთო), ერთმანეთს შეეჯახა. გზატკეცილი გადაკეტილია, მაშველებმა ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ ორმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ავარიები 177-ე კილომეტრზე, ბრნოს მიმართულებაზე მოხდა.
ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და თაღლითობაში ბრალდებული ყოფილი პრემიერი სასამართლომ გაამართლა
ჩეხეთის სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თაღლითობაში ბრალდებული ანდრეი ბაბიში გაამართლა. პროკურატურა ითხოვდა პირობით პატიმრობასა და ჯარიმას ითხოვდა. პროკურატურის ვერსიით, ბაბიშმა ევროკავშირის სუბსიდია პრაღის მახლობლად საკუთარი საკონფერენციო ცენტრის ასაშენებლად უკანონოდ გამოიყენა. „უდანაშაულო! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და სასამართლომ დაადასტურა ის, რაც თავიდანვე განვაცხადე. რომ უდანაშაულო ვარ და უკანონო არაფერი გამიკეთებია", - დაწერა ბაბიშმა Twitter-ზე. ბაბისი პრეზიდენტობისთვის იბრძვის დამოუკიდებელ კონკურენტებთან, პეტრ პაველთან და დანუსე ნერუდოვასთან ერთად. მოსალოდნელია, რომ ვერცერთი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს პირველ ტურში, რომელიც პარასკევს და შაბათს გაიმართება, რაც ნიშნავს, რომ მეორე ტური ორ საუკეთესო კანდიდატს შორის 27-28 იანვარს ჩატარდება. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბაბისი მეორე ტურში წააგებს. უცხოური მედია წერს, რომ ბაბიშს „ჩეხ ტრამპსაც“ უწოდებენ, პოლიტიკაში ბიზნესიდან წასვლის გამო. მან 2011 წელს დააფუძნა პოპულისტური მოძრაობა ANO (ჩეხურად ნიშნავს - დიახ) აბრევიატურის განმარტება კი ასეთია: „უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობა". ბაბიში ევროკავშირის კრიტიკითაც გამოირჩევა. აშშ-ის საარჩევნო კამპანიის დროს კი აცხადებდა, რომ ამერიკისთვის იდეალური პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ნაცვლად ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი იქნებოდა. მისი კიდევ ერთი მეტსახელია - „ბაბისკონი“, რაც სილვიო ბერლუსკონისთან მის მსგავსებას უკავშირდება. ოპონენტები ანდრეი ბაბიშს საბჭოთა უშიშროების (КГБ) აგენტს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის ჩეხოსლოვაკიის უშიშროების კომიტეტის StB-ის ინფორმატორი და თანამშრომელი იყო. მის ბიზნეს-წარმატებებს კი, 1980-იან წლებში შეძენილ კავშირებს და მოგვიანებით გაჩენილ ნაცნობებს უკავშირებენ. კერძოდ, 2001 წლიდან ანდრეი ბაბიშს ჩეხეთის მესამე პრეზიდენტთან, მილოშ ზემანთან დაახლოებულ პირად მოიხსენიებდნენ. პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს ბაბიში 2017 წელს, გადასახადების დამალვასთან და ევროკავშირის სუბსიდიების მითვისებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს. ბოლო ბრალდებები მის მიმართ „პანდორას დოკუმენტებიდან“ ცოტა ხნის წინ გაისმა. ცნობისთვის, Forbes-ის 2012 წლის მონაცემებით, ბაბიშის ქონება $3.4 მილიარდს შეადგენს. ის ფლობს დიდ ჩეხური კომპანია Agrofert-ს (აგროქიმიური კომპლექსი) რომელიც დაახლოებით 200-მდე ევროპულ ფირმას აერთიანებს. ასევე ფლობს მედიაჰოლდინგს Mafra Media Group-ი.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა T-72-ის ტიპის ტანკის ქვემეხზე, უკრაინაში გაგზავნამდე, სამხედროებისთვის შეტყობინება დატოვა
უკრაინაში T-72 ტიპის ტანკის გაგზავნამდე, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, ტანკის ქვემეხზე უკრაინელ სამხედროებს შეტყობინება დაუტოვა. „მე დავტოვე მოკლე შეტყობინება მამაცი უკრაინელი დამცველებისთვის T-72 ტიპის ტანკის ქვემეხზე, რომელიც უკრაინაში გავგზავნეთ. მჯერა, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში", - წერს ფიალა Twitter-ზე. „უკრაინის მამაც დამცველებს“, - წერია ტანკის ქვემეხზე.
ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრა 13 და 14 იანვარს ტარდება. პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები ჩეხეთში მესამედ იმართება. არჩევნებზე მოქალაქეები გადაწყვეტენ, ვის შეუძლია შეცვალოს მილოშ ზემანი, რომელიც ახლა ჩეხეთის სახელმწიფო მეთაურია. პროფკავშირის ლიდერის იოზეფ სტრედულას წასვლის შემდეგ, არჩევნებში პრეზიდენტობის რვა კანდიდატი მონაწილეობს. (წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთით ნაკლები). ფავორიტები არიან მოძრაობა ANO-ს ხელმძღვანელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში, ჩეხეთის არმიისა და NATO-ს ყოფილი წარმომადგენელი პეტრ პაველი და მენდელის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი დანუშე ნერუდოვა. თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა უმრავლესობას, ის მეორე ტურში გადის მომდევნო ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე კანდიდატთან ერთად. ეს კენჭისყრა ორ კვირაში გაიმართება.
ყოფილი პრემიერი და გადამდგარი გენერალი ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ
14 იანვარს ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს ყოფილმა-პრემიერ მინისტრმა, მილიარდერმა ანდრეი ბაბიშმა და NATO-ს გენერალმა, პეტრ პაველმა. ოლქების 90%-ზე მეტი დათვლილია. ორივე კანდიდატი მეორე ტურში გავიდა. ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და თაღლითობაში ბრალდებული ყოფილი პრემიერი სასამართლომ გაამართლა ბაბიშმა ხმების 36.02 პროცენტი, პაველმა - 34.38 დააგროვა, ეკონომისტი დანუსე ნერუდოვა 13.85 პროცენტით მესამე ადგილზე გავიდა. მეორე ტური 27-28 იანვარს გაიმართება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და თაღლითობაში ბრალდებული ყოფილი პრემიერი სასამართლომ გაამართლა. უცხოური მედია წერს, რომ ბაბიშს „ჩეხ ტრამპსაც“ უწოდებენ, პოლიტიკაში ბიზნესიდან წასვლის გამო. მან 2011 წელს დააფუძნა პოპულისტური მოძრაობა ANO (ჩეხურად ნიშნავს - დიახ) აბრევიატურის განმარტება კი ასეთია: „უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობა". ბაბიში ევროკავშირის კრიტიკითაც გამოირჩევა. აშშ-ის საარჩევნო კამპანიის დროს კი აცხადებდა, რომ ამერიკისთვის იდეალური პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ნაცვლად ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი იქნებოდა. მისი კიდევ ერთი მეტსახელია - „ბაბისკონი“, რაც სილვიო ბერლუსკონისთან მის მსგავსებას უკავშირდება. ოპონენტები ანდრეი ბაბიშს საბჭოთა უშიშროების (КГБ) აგენტს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის ჩეხოსლოვაკიის უშიშროების კომიტეტის StB-ის ინფორმატორი და თანამშრომელი იყო. მის ბიზნეს-წარმატებებს კი, 1980-იან წლებში შეძენილ კავშირებს და მოგვიანებით გაჩენილ ნაცნობებს უკავშირებენ. კერძოდ, 2001 წლიდან ანდრეი ბაბიშს ჩეხეთის მესამე პრეზიდენტთან, მილოშ ზემანთან დაახლოებულ პირად მოიხსენიებდნენ. პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს ბაბიში 2017 წელს, გადასახადების დამალვასთან და ევროკავშირის სუბსიდიების მითვისებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს. ბოლო ბრალდებები მის მიმართ „პანდორას დოკუმენტებიდან“ ცოტა ხნის წინ გაისმა. ცნობისთვის, Forbes-ის 2012 წლის მონაცემებით, ბაბიშის ქონება $3.4 მილიარდს შეადგენს. ის ფლობს დიდ ჩეხური კომპანია Agrofert-ს (აგროქიმიური კომპლექსი) რომელიც დაახლოებით 200-მდე ევროპულ ფირმას აერთიანებს. ასევე ფლობს მედიაჰოლდინგს Mafra Media Group-ი.
ჩეხეთის პრეზიდენტად გადამდგარი გენერალი პეტრ პაველი აირჩიეს
ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, გადამდგარმა გენერალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ პეტრ პაველმა გაიმარჯვა. ყოფილი პრემიერი და გადამდგარი გენერალი ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ ამის შესახებ ჩეხეთის ტელევიზიამ ხმების საბოლოო დათვლის დროს განაცხადა. „ჩეხეთის ახალ პრეზიდენტად პიტერ პაველი აირჩიეს“, - აღნიშნა სატელევიზიო გადაცემის წამყვანმა. უახლოეს მომავალში პრაღაში ჩეხეთის არჩეული პრეზიდენტის პრესკონფერენციაა მოსალოდნელი. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში პაველის გამარჯვება დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა ყოფილმა-პრემიერ მინისტრმა, მილიარდერმა ანდრეი ბაბიშმა და NATO-ს გენერალმა, პეტრ პაველმა მიიღეს. ამასთან, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და თაღლითობაში ბრალდებული ყოფილი პრემიერი სასამართლომ გაამართლა.
ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი, სლოვაკ კოლეგასთან ერთად უკრაინაში ვიზიტს გეგმავს - მედია
ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა კაპუტოვასთან ერთად უკრაინაში ვიზიტს გეგმავს, იტყობინება ჩეხური ტელეარხი CT24. 28 იანვარს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გადამდგარ გენერალ პეტრ პაველს ჩეხეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჩეხეთის პრეზიდენტად გადამდგარი გენერალი პეტრ პაველი აირჩიეს პაველმა მილიარდერი ანდრეი ბაბიში დაამარცხა, რომელიც რუსეთისკენ მიდრეკილ კანდიდატად ითვლებოდა. საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრ პაველმა ხმების 58,32% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ჩეხმა მილიარდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია ANO-ს ლიდერმა - 41,67%.
ზელენსკიმ ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტ პეტრ პაველთან სატელეფონო საუბარი გამართა. ზელენსკიმ პაველს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტმა ჩეხი კოლეგა ვიზიტით მიიწვია. „მოხარული ვიქნები, მჭიდროდ ვითანამშრომლო უკრაინისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ხალხების საკეთილდღეოდ და ერთიანი ევროპის ინტერესებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. უფრო ადრე, მედია წერდა, რომ ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი, სლოვაკ კოლეგასთან ერთად უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. პაველმა მილიარდერი ანდრეი ბაბიში დაამარცხა, რომელიც რუსეთისკენ მიდრეკილ კანდიდატად ითვლებოდა. საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრ პაველმა ხმების 58,32% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ჩეხმა მილიარდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია ANO-ს ლიდერმა - 41,67%.
ჩეხეთის ახალი პრეზიდენტის თქმით, უკრაინა NATO-ში გაწევრიანებას იმსახურებს
ჩეხეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პეტრ პაველმა BBC-ს განუცხადა, რომ უკრაინას უნდა მიეცეს NATO-ში გაწევრიანების უფლება „ომის დასრულებისთანავე“. NATO-ს გადამდგარმა გენერალმა, აღნიშნა, რომ უკრაინა „მორალურად და პრაქტიკულად მზად იქნება“, შეუერთდეს ალიანსს კონფლიქტის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, ჩეხეთი იყო პირველი დასავლური ქვეყანა, რომელმაც უკრაინაში ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები გაგზავნა.
ჩეხეთის პრეზიდენტი ბაიდენის ვიზიტს უკრაინასა და პოლონეთში, „უკიდურესად ძლიერ სიგნალს“ უწოდებს
ჩეხეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პეტრ პაველმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტს კიევსა და ვარშავაში, უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეებისადმი ვაშინგტონის ერთგულების უკიდურესად ძლიერი სიგნალი უწოდა. ჩეხეთის არმიის ყოფილმა მეთაურმა, რომელიც იანვარში აირჩიეს ქვეყნის ახალ ლიდერად, განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროინდელი ვარშავის პაქტის თავდაცვის ხელშეკრულების ნაწილი იყვნენ, კარგად იციან რუსეთის შესაძლებლობები. მისი თქმით, რუსებმა უკრაინაში რამდენიმე „საბედისწერო შეცდომა“ დაუშვეს, მაგრამ პაველი გამოდის გაფრთხილებით, რომ მოსკოვის შეუფასებლობა არ უნდა მოხდეს. პაველმა სიფრთხილე გამოიჩინა უკრაინის სამხედრო თვითმფრინავებით მომარაგების საკითხთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მფრინავების და სახმელეთო და დამხმარე ეკიპაჟების მომზადებას სულ მცირე ნახევარი წელი სჭირდება. მისივე თქმით, ტანკებისა და არტილერიისთვის ეკიპაჟების მომზადება კი, ბევრად უფრო მარტივია.
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ უნდა განიხილებოდეს
ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთთან ომის დასრულებისთანავე უნდა განიხილებოდეს. შესაბამისი განცხადება ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა Suspilne-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, უკრაინამ შეასრულა თავისი „საშინაო დავალება“ ტექნიკური თავსებადობის თვალსაზრისით. ასევე არის სრული თავსებადობა ღირებულებების და გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების კუთხითაც. „აქედან გამომდინარე, ერთადერთი მოთხოვნაა, რომ არ იყოს მიმდინარე კონფლიქტი ან ტერიტორიული დავა. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, როგორც კი უკრაინა მიმდინარე კონფლიქტის დროს გახდება NATO-ს წევრი, ალიანსი გახდება ამ კონფლიქტის მხარე. მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება, თუ რა მასშტაბური იქნება კონფლიქტი NATO-რუსეთს შორის ამ შემთხვევაში. დიდი ალბათობით, თუნდაც, ბირთვული იარაღის გამოყენებით. ამდენად, ჩვენ უნდა დაველოდოთ ომის დასრულებას და უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენას. და აქ წამოიწევს NATO-ში წევრობის საკითხი“, - განუცხადა პაველმა.
ჩეხეთის ახალ პრეზიდენტს უკრაინაში ჩასვლა აპრილში სურს
ჩეხეთის არჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი პირველი ასი დღის განმავლობაში აპირებს, ყველა მეზობელ ქვეყანას ეწვიოს და ასევე გაემგზავროს ბრიუსელში. პაველმა განაცხადა, რომ სურს, აპრილში გამგზავრება უკრაინაში, რომელიც რუსული აგრესიის წინაშე დგას. ჩეხეთის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას 9 მარტს გაიმართება. ვფიქრობ, ამ პერიოდში სხვაგან წასვლა არ დამჭირდება, რადგან პრიორიტეტულად ნამდვილად მიმაჩნია ჩვენი სამეზობლო“, – განაცხადა პეტრ პაველმა. პაველის პირველი მოგზაურობა ინაუგურაციის შემდეგ სლოვაკეთში შედგება. შემდეგ პოლონეთში გაემგზავრება, 21-22 მარტს კი - გერმანიაში. აპრილში პაველი ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატოს შტაბ-ბინას ეწვევა. იმავე თვეში კი, უკრაინაში წასვლა სურს. მანამდე მედია წერდა, რომ ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი, სლოვაკ კოლეგასთან ერთად უკრაინაში ვიზიტს გეგმავდა. ჩეხეთის პრეზიდენტად გადამდგარი გენერალი პეტრ პაველი იანვარში აირჩიეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტ პეტრ პაველთან სატელეფონო საუბარი 29 იანვარს გამართა. ზელენსკიმ პაველს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტმა ჩეხი კოლეგა ვიზიტით მიიწვია.
ზელენსკი პეტრ პაველთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: ჩეხეთის მხარდაჭერა უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტრ პაველს ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა. უკრაინული მედიის ცნობით, მან ჩეხ კოლეგას ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და უკრაინის უსაფრთხოების საჭიროებებზე მიაწოდა ინფორმაცია. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „ჩეხეთის პრეზიდენტს მივულოცე თანამდებობის ოფიციალურად დაკავება. განვიხილეთ სიტუაცია ფრონტზე და ჩვენი უსაფრთხოების საჭიროებები. განვიხილეთ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია და შევთანხმდით შემდგომ თანამშრომლობაზე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ჩეხეთის მხარდაჭერა უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად. პეტრ პაველმა, რომელიც ჩეხეთის პრეზიდენტად 28 იანვარს აირჩიეს, თანამდებობა ოფიციალურად 9 მარტს დაიკავა.
პრემიერ-მინისტრი ევროპალატისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპალატისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს, ვლადიმირ დლოუჰს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ვლადიმირ დლოუჰს ევროპალატის პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, ვაჭრობის ლიბერალიზაციას და საექსპორტო ბაზრების საკითხებს შეეხო. განიხილეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და უცხოელი ინვესტორებისთვის ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო. ხაზი გაესვა საქართველოს უნიკალურ ადგილმდებარეობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ძლიერდება საქართველოს, როგორც რეგიონული სავაჭრო, ციფრული, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპალატის ვიცე-პრეზიდენტი, თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების პრეზიდენტი რიფათ ჰისარჩიკლიოღლუ, ევროპალატის აღმასრულებელი დირექტორი ბენ ბათერსი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს სამრეწველო და სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ესწრებოდნენ.
პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერები: NATO მზად უნდა იყოს ნაბიჯებისთვის, რომლებიც უკრაინას „ნაცრისფერი ზონის“ სტატუსს მოხსნის
ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც პოლონეთის, ჩეხეთსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებს მატეუშ მორავეცკის, პეტერ ფიალასა და ედუარდ ჰეგერს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ NATO-მ უკრაინის წევრობის მკაფიო გზა უნდა განსაზღვროს, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები, იქამდე კი, მზად უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგინოს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოხსნის უკრაინას „ნაცრისფერი ზონის“ სტატუსს. თავის სტატიაში პრემიერები საუბრობენ, რომ 2008 წელს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ისევე როგორც საქართველოს მომავალი NATO-ს წევრობასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. პრემიერ-მინისტრები მიიჩნევენ, რომ ახლა უკრაინისთვის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების დაგეგმა ნაადრევი არ არის, რადგან მთავრობის მეთაურების განმარტებით, არ იქნება უკრაინის მდგრადი აღდგენა და ინვესტიციები, თუ უკრაინას შესაძლებლობა არ ექნება დაიცვას საკუთარი თავი მორიგი აგრესიებისგან. სამი ქვეყნის პრემიერები მიიჩნევენ, რომ ვილნიუსში NATO-ს მორიგ სამიტზე, მას მოუწევს რთულ თუმცა გარდაუვალ კითხვებზე პასუხის გაცემა ალიანსის მომავალთან დაკავშირებით, მათ შორის მის დამოკიდებულებაზე უკრაინის მიმართ და რუსეთთან ურთიერთობის მომავალ სტრატეგიასთან დაკავშირებით. „ახლა დადგა დროა აალიანსისთვის განსაზღვროს მკაფიო და საიმედო გზა უკრაინის წევრობისთვის, თუ და როცა კიევი მოისურვებს და როცა მას მისცემს ამის საშუალებას გარემოებები. იქამდე კი, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად უზრუნველვყოთ მისთვის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც არ მისცემს საშუალებას უკრაინას გახდეს „ნაცრისფერი ზონა“, - ნათქვამია სტატიაში.
პეტრ ფიალა თოყაევთან შეხვედრაზე: ყაზახურ ნავთობს ჩეხეთისთვის რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება შეუძლია
ყაზახურ ნავთობს შეუძლია, ჩეხეთს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმაროს მას შემდეგ, რაც მან რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი შეწყვიტა. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ცენტრალურ აზიის ქვეყანაში ვიზიტისას განაცხადა. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოება და თქვენი ნავთობი შეიძლება, გახდეს მთავარი ფაქტორი ამ თვალსაზრისით“, - განუცხადა ფიალამ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჯომართ თოყაევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ყაზახეთი არის ჩეხეთის რესპუბლიკისთვის ნავთობის ძალიან მნიშვნელოვანი მიმწოდებელი.„ჩვენ გვჯერა თანამშრომლობის უზარმაზარი შესაძლებლობების, რადგან ჩვენ ვშორდებით რუსულ ნავთობს“, - განაცხადა ფიალამ, რომელმაც Reuters-ის ცნობით, არ ისაუბრა ყაზახეთის ნავთობის შესყიდვების პოტენციური ზრდის დეტალების შესახებ. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით იწყებს BTC ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მილსადენის ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა
ჩეხეთმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, პატრიარქ კირილს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პატრიარქი კირილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მოკავშირეა, ქადაგებებსა და საჯარო გამოსვლებში კი, ცდილობს, გაამართლოს რუსული აგრესია. სანქციები ჩეხეთის რესპუბლიკაში შესვლისა და იურიდიული პირების მეშვეობით რაიმე ფინანსური ტრანზაქციის აკრძალვას ან ქვეყანაში არსებული ნებისმიერი აქტივის გაყინვას გულისხმობს.
კიევში უკრაინის, ჩეხეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
უკრაინის პრეზიდენტებმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მისმა ჩეხეთმა პეტრ პაველმა და სლოვაკეთის ლიდერმა ზუზანა ჩაპუტოვამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ. ხელმოწერის ცერემონია კიევში გაიმართა. „მადლობელი ვარ სლოვაკეთისა და ჩეხეთის, რომ მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. შესაბამისი პრინციპები ჩაწერილია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც ახლახან მოვაწერეთ ხელი", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. კიევში ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები 28 აპრილს ჩავიდნენ, რასაც მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშის გამოცხადება უძღოდა წინ. რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ უმანში საცხოვრებელი მიკრორაიონის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.
რუსებო, წადით სახლში, ვიდრე გვიანი არ არის - ჩეხეთის პრეზიდნტი
რუსებო, წადით სახლში, სანამ გვიან არ არის - ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა უკრაინაში ვიზიტისას სამხედრო აღჭურვილობაზე ამ წარწერით რუსებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. შესაბამისი ფოტო პაველმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მან წარწერა იმ სამხედრო აღჭურვილობაზე დატოვა, რომლითაც უკრაინა მომავალ კონტრშეტევაში მიიღებს მონაწილეობას. ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინაში 28 აპრილის სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად ჩავიდა.
ყირიმის გათავისუფლება სერიოზული დარტყმა იქნება რუსული იმპერიალიზმისთვის - ჩეხეთის საგარეო უწყება
მოკავშირეებმა უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინას მის გამარჯვებამდე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე 1991 წლის საზღვრებში, ყირიმის ჩათვლით. განაცხადა ჩეხეთის საგარე საქმეთა მინისტრმა და გამოთქვა რწმენა, რომ ჩეხეთმა და NATO-მ უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდონ, სანამ უკრაუნა არ გაიმარჯვებს. „ჩვენ გვჭირდება, რონ უკრაინამ სრულად აღადგინოს 1991 წლის ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრები, მათ შორის ყირიმი. როგორც კი ყირიმი გათავისუფლდება, ეს იქნება სერიოზული დარტყმა რუსული იმპერიალიზმისთვის, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ, რადგან ის საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა 28 აპრილს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ და ჩეხეთმა მოამზადეს ექვსი ძირითადი პროექტი საბრძოლო მასალის, იარაღის, ტანკების შეკეთების, აგრეთვე, სასწავლო თვითმფრინავების პოტენციური წარმოებისთვის.
ჩეხეთის პრეზიდენტი რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარს უჭერს
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უწოდა მთავარი ნაბიჯი მშვიდობისა და სამართლიანობის გზაზე. ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. ამასთან, პაველმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ასეთ ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს მყარი სამართლებრივი საფუძველი საერთაშორისო სამართლის სისტემაში, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალურად ფართო მხარდაჭერა მისი ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და არ უნდა გაზარდოს დაძაბულობა უკრაინის კონსტიტუციურ წესრიგთან და უკრაინის იურისდიქციასთან ურთიერთობის პრინციპის გათვალისწინებით. უფრო მეტიც, პევალმა აღნიშნა, რომ მისმა დაარსებამ არ უნდა შეასუსტოს საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერა უკრაინაში შექმნილი ვითარების მიმართ. შეგახსენებთ, 2022 წლის სექტემბერში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მისი ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი ხელმძღვანელობს. ასეთი ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპარლამენტმა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ და ცალკეულმა ქვეყნებმა.
„საჩუქარი პუტინისთვის" - უკრაინა ჩეხეთიდან ახალ დახმარებას მიიღებს
პროექტის - „საჩუქარი პუტინისთვის" ფარგლებში, ჩეხეთში უკრაინისთვის RM-70 სისტემის და რაკეტების შესაძენად, 2,3 მილიონ დოლარს აგროვებენ. სარაკეტო გამშვები უკრაინას სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში მიეწოდება. „ჩვენ მოვახერხეთ 2,300,000 აშშ დოლარის შეგროვება ჩეხური RM-70 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვებისა და მისთვის 365 რაკეტის შესაძენად. სულ რაღაც ორ თვეში 19165 ფიზიკურმა პირმა და კომპანიამ შეიტანეს წვლილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც პროექტის Twitter გვერდზე განთავსდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
ჩეხეთის პრეზიდენტი: ვიდრე კონცენტრირებულნი ვართ უკრაინაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა, რომლებიც რუსეთის ზეწოლას და დაშინებას განიცდიან
ვიდრე კონცენტრირებული ვართ უკრაინაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა, ისევე როგორც სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლას და დაშინებას განიცდიან, მათ შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, მათ შორის ევროკავშირის წევრობის გზაზე, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა რეიკიავიკის სამიტზე გამოსვლისას. პაველის თქმით, სრულ მხარდაჭერას უცხადებს კოსოვოს მისწრაფებას, გახდეს ევროსაბჭოს წევრი შეძლებისდაგვარად სწრაფად. „ბევრი ჩვენგანი იმყოფებოდა უკრაინაში, თავად იხილა ომის საშინელება და ვიმედოვნებთ, რომ ევროპაში ომს აღარასდროს ვიხილავთ. ევროსაბჭომ ვერ შეძლო ამ ომის შეჩერება და არის ისტორიული გამოწვევის წინაშე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის და მისი ხელმძღვანელებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. სამართალი უნდა დადგეს ამ უაზრო ომის მსხვეპლებისთვის. ამ კუთხით, ჩეხეთი მხარს უჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიებას და სპეციალური ტრიბუნალის ინიციატივას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულში პასუხისმგებელი პირების დასჯისთვის. ვიდრე ჩვენ კონცენტრირებული ვართ უკრაინაზე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა, ისევე როგორც სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლას და დაშინებას განიცდიან. მათ შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, მათ შორის ევროკავშირის წევრობის გზაზე. ასევე, მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო კოსოვოს მისწრაფებას, გახდეს ევროსაბჭოს წევრი შეძლებისდაგვარად სწრაფად“, – განაცხადა პეტრ პაველმა, რომლის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ამავე სამიტის დროს, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უპირველესი ყურადღება მართებულად ფოკუსირებულია უკრაინაზე, ხაზს უსვამენ საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას „რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის პირველ რიგში თავდასხმა უკრაინის და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ და ასევე არის თავდასხმა ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რაზეც ევროსაბჭო არის დაფუძნებული. მშვიდობა, თანამშრომლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ვალდებულებები. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ისეთი ძლიერი და მტკიცეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ზარალის რეესტრის შექმნით, ევროსაბჭომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უპირველესი ყურადღება მართებულად ფოკუსირებულია უკრაინაზე, ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ფინეთი მხარს უჭერს ევროსაბჭოს წევრობისთვის კოსოვოს წინსვლის შემდგომ ნაბიჯებს. როდესაც მულტილატერალურ წესებზე დაფუძნებული სისტემა გამოწვევის წინაშეა, ევროსაბჭო იმსახურებს ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას“, – განაცხადა ნიინისტომ.
ჩეხეთის პრეზიდენტი მსოფლიოს მოუწოდებს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის დამარცხების მიზნით
ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა საჯარო მოწოდებით მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დათმოს ძალისხმევა უკრაინაში რუსეთის დამარცხებისთვის და აღნიშნა, რომ ამ მიზნის მოტივაცია გარკვეული ისტორიული გამოცდილება უნდა გახდეს. პაველმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთზე გამარჯვება იქნება „უარი საერთაშორისო წესრიგის საფუძვლების შეცვლაზე“. მან მოუწოდა არ გაიმეორონ წარსულის შეცდომები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არამხოლოდ ჩეხები ებრძვიან ომის შედეგებით გამოწვეულ ყოველდღიურობის სირთულეებს. უკრაინული მედიის თანახმად, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასევე აღიარა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანობის შენარჩუნება ხდება და გახდება უფრო დიდი გამოწვევა.
ჩეხეთმა რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების დასასრულებლად, შეთანხმება გააფორმა
ჩეხეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა ფირმა, Mero-მ, რუსეთის ნავთობზე ქვეყნის დამოკიდებულების დასასრულებლად, შეთანხმებას ხელი მოაწერა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Mero 73 მილიონი დოლარის ღირებულების ტრანსალპური ნავთობსადენის (TAL) გაფართოებას დააფინანსებს. ეს ნავთობსადენი ნავთობს ცენტრალურ ევროპას იტალიის პორტ ტრიესტის გზით აწვდის. ჩეხეთის რესპუბლიკის TAL-ის სიმძლავრე გაორმაგდება და 2025 წლიდან ყოველწლიურად რვა მილიონ ტონა ნავთობს მიაღწევს. „ეს შეთანხმება დაგვაშორებს რუსეთს ხანგრძლივი 60 წლის შემდეგ და დაგვეხმარება მივაღწიოთ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სუვერენიტეტს ენერგომომარაგებაში“, - განუცხადა Mero-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, იაროსლავ პანტუჩეკმა მედიას.
საქართველოს სტაბილურობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს - ბლინკენი „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე კი, ამ არჩევნის რეალიზებისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს მდგრადობა და სტაბილურობა. ჩეხეთის რესპუბლიკა განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული და პრო-დასავლური ორიენტაციის მხარდაჭერას“, - ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე თბილისში: გვინდა, მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ რუსეთს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის მიუღებელი
ჩეხეთი, სლოვაკეთი და ავსტრია საქართველოს საუკეთესო მეგობრები არიან, მხარს ვუჭერთ ევროკავშირსა და NATO-ში თქვენს გაწევრიანებას, – განაცხადა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ თბილისში ვიზიტისას. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და მისი მომავალიც ევროპაშია. უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ გზაზე - სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე „მოხარული ვარ, რომ ვეწვიე საქართველოს სხვა სპიკერებთან ერთად სლავკოვის სამმხრივ ფორმატში. ჩვენ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა შალვა პაპუაშვილთან და პროდუქტიული შეხვედრა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ქვეყნები არიან საქართველოს საუკეთესო მეგობრები. მხარს ვუჭერთ თქვენს პროგრესს, მათ შორის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას და ხაზს ვუსვამთ ამ მხარდაჭერას. საქართველო არის ევროპის ნაწილი და მისი მომავალიც ევროპაშია“, – აღნიშნა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ. ამასთან, ჩეხმა პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მიუღებელია. მარკეტა პეკაროვა-ადამოვას შეფასებით, ის, რა ტენდენციასაც რუსეთი ატარებს როგორც საქართველოში, ასევე მოლდოვასა და უკრაინაში, არის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა. „გვინდა, ასევე მკვეთრი სიგნალი გავუგზავნოთ რუსეთს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის მიუღებელი და საქართველოს დიდი ტერიტორიების ჩამოკლება რუსეთის მხრიდან, ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა. ის, რა ტენდენციასაც ატარებს რუსეთი, როგორც აქ, ასევე მოლდოვასა და უკრაინაში, არის კანონის დარღვევა. რუსეთის გამოწვევებს ერთად უნდა დავუპირისპირდეთ, ჩვენი ქვეყნები ახლა კიდევ უფრო ერთიანნი არია ამ მიდგომასთან მიმართებით, ვიდრე ოდესმე და ვერასოდეს მოახერხებს პუტინი ჩვენს გათიშვას. ჩვენ გვჭირდება, რომ ისეთი მოთამაშეები, მაგალითად, როგორიცაა, საქართველო, იყვნენ მყარად ჩვენს რიგებში. მხოლოდ ასეთმა გაერთიანებულმა ქვეყნებმა შეიძლება, მოახდინონ მასთან დაპირისპირება. ერთ-ერთი მაგალითი არის მდგრადი განვითარება. ჩვენი ერთობლივი კონტაქტები – ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და საქართველოზე, მის მოქალაქეებზე, ლიდერებზეა დამოკიდებული, განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი“, – აღნიშნა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციას სჭირდება დიდი შრომა, კომპლექსური რეფორმები, რომლებიც უნდა განახორციელოს საქართველომ და ეს უნდა მოხდეს საერთო სულისკვეთებით. „ეს არ იქნება მარტივი. ჩვენ გავლილი გვაქვს ეს პროცესი და ეს გზა უნდა გაიაროთ ერთად, სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ძალებმა. საქართველომ უნდა შეასრულოს 12 პუნქტი, რომელიც მოგცათ ევროკომისიამ და ჩვენ ამაში დაგეხმარებით, თუმცა სამუშაო შესასრულებელია საქართველოს მხრიდან და უნდა იყოს ნაჩვენები მზაობა. ჩვენს ქვეყნებს, ყველას ჰქონდა ეს პრობლემები წევრობის გზაზე და საქართველოც არ არის გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ მოგიწოდებთ, იმუშაოთ. ასევე, სააკაშვილის დახმარება იქნება პოზიტიური სიგნალი და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. პოზიტიურად ვართ განწყობილი თქვენ მიმართ და ამ სლავკოვის ფორმატით ყველაფერს გააკეთებენ თქვენს მხარდასაჭერად“, – განაცხადა მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ.
პრეზიდენტმა ,,სლავკოვის სამეულთან“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში არსებული გამოწვევები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სლავკოვის სამეულს: სლოვაკეთის, ჩეხეთის და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. "აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ,,სლავკოვის სამეულის“ ვიზიტი ხაზს უსვამს ჩენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს არ შეუძლია მეორე უარი მიიღოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საქართველოს ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს და ის ჩვენს ღირებულებებს, ისტორიას, ბრძოლას და მომავლის ხედვას ეფუძნება. ხაზი გაესვა ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და აღინიშნა, რომ ის ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური გამოწვევაა, რუსეთის წინააღმდეგ მთავარი იარაღი კი, საერთაშორისო სოლიდარობაა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების მთავარი გზავნილები თბილისში
სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტის თავმჯდომარეების საქართველოში ჩამოსვლა სლავკოვის სამეულისთვის პირველ ერთობლივ საგარეო ვიზიტს წარმოადგენს. ოფიციალურმა პირებმა კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს, ამ გზაზე საქართველოს დახმარების მზაობა გამოხატეს, თუმცა მიუთითეს აუცილებელი, კომპლექსური რეფორმების გატარებაზე, ევროკავშირისკენ სწრაფვის მიზნებში ყველა მხარის ერთიანობის მნიშვნელობაზე. სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, ბორის კოლარმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმა. სლოვაკმა პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ აუციელებელია უარი ითქვას ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. „ჩვენი ვიზიტის გზავნილი გახლავთ ის, რომ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს გზას და მისწრაფებას ევროკავშირისკენ და ჩვენ ვართ მეგობრები საქართველოსი“, - აღნიშნა ბორის კოლარმა. თავის მხრივ, ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისიდან გაუგზავნა მკაფიო სიგნალი რუსეთს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის მიუღებელი. „ჩეხეთი, სლოვაკეთი და ავსტრია საქართველოს საუკეთესო მეგობრები არიან, მხარს ვუჭერთ ევროკავშირსა და NATO-ში თქვენს გაწევრიანებას“, - აღნიშნა მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ. „საქართველომ უნდა შეასრულოს 12 პუნქტი. ჩვენ ამაში დაგეხმარებით, თუმცა სამუშაო შესასრულებელია საქართველოს მხრიდან და უნდა იყოს ნაჩვენები მზაობა. სამუშაო შესასრულებელია საქართველოს მხრიდან და უნდა იყოს ნაჩვენები მზაობა. ჩვენს ქვეყნებს, ყველას ჰქონდა ეს პრობლემები წევრობის გზაზე და საქართველოც არ არის გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ მოგიწოდებთ, იმუშაოთ. ასევე, სააკაშვილის დახმარება იქნება პოზიტიური სიგნალი და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. პოზიტიურად ვართ განწყობილი თქვენ მიმართ და ამ სლავკოვის ფორმატით ყველაფერს გააკეთებენ თქვენს მხარდასაჭერად“, – განაცხადა მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ. ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროკავშირში. „ჩვენ გვინდა, მოვისმინო თქვენგან, რისი გაკეთება შეგვიძლია... ყველა მხარეს მოვუწოდებთ, ითანამშრომლონ, რათა მიჰყვნენ იმ გზას, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, - აღნიშნა ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ სობოტკამ. საქართველოს და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს
უნგრეთი სლოვაკეთის ცაზე პატრულირებას, პოლონეთთან და ჩეხეთთან ერთად განახორციელებს
უნგრეთი სლოვაკეთის საჰაერო სივრცეს პოლონეთთან და ჩეხეთთან ერთად დაიცავს, იტყობინება სლოვაკეთის რესპუბლიკის პრესის სააგენტო (TASR). მისივე თანახმად, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სკლენარმა პოლონეთის თავდაცვის მინისტრ, მარიუშ ბლაშჩაკთან, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დანიელ ბლაზკოვეცთან და უნგრეთის თავდაცვის მინისტრ, კრისტოფ სალაი-ბობროვნიცკისთან, ვიშეგრადის ოთხეულის (V4 - სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი) დეკლარაციას მოაწერა ხელი. „აქამდე ასეთი შეთანხმება გვქონდა პოლონეთთან და ჩეხეთთან - ეს პარტნიორები რამდენიმე თვეა პატრულირებენ ჩვენს ცაზე. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხეთ უნგრეთთან შეთანხმება და ის ამ ინიციატივაში ჩაერთვება“, - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, სლოვაკეთს შეუძლია, 2024 წლის 31 დეკემბრამდე სამივე ქვეყნის შესაძლებლობებისა და თვითმფრინავების გამოყენების იმედი ჰქონდეს. „ვიდრე შეკვეთილი F-16-ის ტიპის თვითმფრინავი არ ჩამოვა სლოვაკეთში“, - განაცხადა მარტინ სკლენარმა. სლოვაკეთმა უკრაინას MiG-29 ტიპის კიდევ 9 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა
დასავლეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს უფრო მეტად უნდა ვადევნოთ თვალყური - პეტრ პაველი
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების ზომები კონლიფქტების დროს უფრო მკაცრი უნდა იყოს, ვიდრე მშვიდობის დროს. ამ თემაზე მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა. სხვადასხვა დროს პეტრ პაველს ეკავა ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები. პეტრ პაველმა არაერთხელ განაცხადა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას და NATO-ში მის მიღებას. „როგორც წარსულში რიგი მსოფლიო კონფლიქტების შემთხვევაში, ამ გაჭიანურებული ომის დროსაც რუსეთის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების ზომები უფრო მკაცრი უნდა იყოს, ვიდრე მშვიდობის დროს. ასე რომ, დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ რუსეთის ყველა მოქალაქეს უფრო გულდასმით უნდა ვადევნოთ თვალყური ვიდრე ადრე. ვინაიდან ისინი არიან იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელიც აგრესიულ ომს აწარმოებს. მე, შესაძლოა, მეცოდებოდეს ეს ადამიანები, მაგრამ, თუ ჩვენ იმ დროს გავიხსენებთ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი იწყებოდა, მაშინ ასეთი მკაცრი დაკვირვების რეჟიმის ქვეშ იმყოფებოდა აშშ-ში მცხოვრები მთელი იაპონური მოსახლეობა. ასეთია უბრალოდ ომის ფასი“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა, რომელმაც იქვე დააზუსტა, თუ რას გულისხმობდა „მონიტორინგში" - „მხედველობაში მაქვს სპეცსამსახურების მხრიდან მეთვალყურეობა“, - აღნიშნა პეტრ პაველმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
ჩეხეთმა ადგილობრივ შეჯიბრებებში მონაწილეობა ყველა რუს სპორტსმენს აუკრძალა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ჩეხეთმა რუსეთის წარმომადგენელ ყველა სპორტსმენს ადგილობრივ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა აუკრძალა. ამასთან, ჩეხეთის წარმომადგენელი სპორტსმენები და გუნდები არ ჩაერთვებიან შეჯიბრებში, რომლებიც რუსეთში გაიმართება. აკრძალული „რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ინდივიდუალური ათლეტების და გუნდების მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებსა და თამაშებში, რომლებიც ორგანიზებულია ჩეხეთის რესპუბლიკაში“.
მედია: ჩეხეთმა სომხეთს საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი გადასცა
ჩეხეთმა სომხეთს საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი გადასცა. ამის შესახებ haqqin.az-ი სომხეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს. მისივე თანახმად, კრიმინალურ იერარქიაში უმაღლესი სტატუსის მქონე პირი სომხეთის მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაშია ბრალდებული და ძებნილი. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ვ.ა.-მ 2016 წლის მარტში სომხეთში ყოფნისას, ერევნის ერთ-ერთ რესტორანში, კომიტასის გამზირზე, ადამიანთა ჯგუფთან შეთანხმებით, „კანონიერ ქურდად“ წარდგენით, ერთ-ერთი მოქალაქისგან, ოჯახის წევრებზე ძალადობის მუქარით, 20 ათასი დოლარი მოითხოვა, ხოლო მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ დაზარალებული რესტორანში Range Rover Sport-ის მანქანით მივიდა, მისგან მანქანაც მოითხოვა და მიიღო მისი მანქანის გასაღები. კრიმინალური ავტორიტეტის წინააღმდეგ სომხეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სასამართლომ დააკმაყოფილა ვ.ა.-ს დაკავების მოთხოვნა, რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა. „კანონიერი ქურდი“ ჩეხეთში იპოვეს. 30 ივნისს ის სომხეთს გადასცეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ერთთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ზელენსკი ჩეხეთში ჩადის
სოფიაში ბულგარეთის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩეხეთში მიემგზავრება. ზელენსკიმ სხვა თემებთან ერთად, უკრაინის თავდაცვის დახმარებისა და NATO-ს მომავალი სამიტის საკითხები უნდა განიხილოს. პრაღაში ზელენსკი შეხვედრებს ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან, პრემიერ-მინისტრ, პეტრ ფიალასთან და სხვა მაღალჩინოსნებთან გამართვს. მოლაპარაკებების დროს განიხილება უკრაინის გზა ევროკავშირისა და NATO-ში გაწევრიანებისკენ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გარშემო არსებული ვითარება, უკრაინის მშვიდობის ფორმულა და ქვეყნის ომის შემდგომი აღდგენა. ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, როდის ჩავა ჩეხეთში, მაგრამ პრაღის საერთაშორისო რადიო წერდა, რომ ვიზიტი დღესვე დაიწყებოდა. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. უკრაინა იმედოვნებს, რომ მიიღებს "მკაფიო სიგნალს" მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ. თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ზელენსკის შემდეგი გაჩერება სტამბოლია, სადაც ის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ერდოღანი და ზელენსკი განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის უახლეს მოვლენებს და შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას, წერს Anadolu. თუმცა, საინფორმაციო სააგენტო არ აკონკრეტებს, თუ რომელი წყაროდან მიიღო ინფორმაცია ზელენსკის თურქეთში შესაძლო ვიზიტის შესახებ. შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელიც თურქეთისა და გაეროს შუამავლობით 2022 წლის ივლისში ამოქმედდა, მნიშვნელოვანი იყო სურსათზე ფასების გლობალური ზრდის შესარბილებლად. რუსეთის ომმა თავიდანვე ხელი შეუშალა უკრაინას სოფლის მეურნეობის პროდუქტების შავი ზღვის პორტებით გადაზიდვას. მარცვლეულის შეთანხმებას ვადა 17 ივლისს ეწურება. მოსკოვი იმუქრება, რომ არ გაახანგრძლივებს შეთანხმებას, თუ დასავლეთი არ შეამსუბუქებს შეზღუდვებს რუსეთის მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტზე.
რუსეთი იმაზე სუსტია, ვიდრე ჩანს - ჩეხეთის პრეზიდენტი
რუსეთი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც მას სურს, რომ ყველამ იფიქროს. შესაბამისი განცხადება ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, პრაღაში გააკეთა. „რუსეთი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ცდილობდა, რომ ჩვენთვის ეს დაეჯერებინა,“ - აღნიშნა პაველმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მარტო არ არის. ჩეხეთის პრეზიდენტმა ჩეხეთის მიერ გაწეული დახმარების შესახებ ისაუბრა და კიევს დაჰპირდა, რომ გააგრძელებენ მხარდაჭერას. დახმარებას. 6 ივლისის საღამოს ზელენსკიმ ჩეხეთში ვიზიტი დაიწყო. მანამდე ის ბულგარეთში იმყოფებოდა. 7 ივლისს კი, სტამბოლში შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
ჩეხეთი უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენებს უგზავნის
ჩეხეთის რესპუბლიკა უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენებს და საბრძოლო მასალას გადასცემს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ. ჩეხეთი ასევე მიაწვდის კიევს ფრენის სიმულატორებს, რათა F-16-ების ტიპის თვითმფრინავების პილოტები პირდაპირ უკრაინაში მომზადდნენ.
ჩეხეთის ელჩი: შოკისმომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არ არის კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ
საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ მიკისკა „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით მომხდარზე აცხადებს, რომ ეს არ არის კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ. „შოკისმომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“. დაირღვა კონსტიტუციური უფლებები, შეკრების თავისუფლება, პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს. არის თუ არა ეს კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ? ჩემი მოკრძალებული აზრით, ნამდვილად არა“, - წერს ჩეხეთის ელჩი Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს
NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შესაძლოა, 3000 ჩეხი ჯარისკაცი განთავსდეს
ჩეხეთის ელჩმა NATO-ში, იაკუბ ლანდოვსკიმ განაცხადა, რომ ჩეხური დანაყოფი შესაძლოა, სლოვაკეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ან პოლონეთში განლაგდეს. ელჩმა ჩეხურ გამოცემა Lidové noviny-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ერთი ბრიგადა, დაახლოებით სამი ათასი ჯარისკაცი უნდა განათავსოს. „თმილიონიანი ქვეყნისთვის, როგორიცაა ჩეხეთი, ბრიგადა მინიმალურია," - განაცხადა ჩეხმა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ვილნიუსში NATO-ს სამიტზე მიიღეს. შეგახსენებთ, ვილნიუსში სამიტზე გადაწყდა, რომ ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალები 300 ათას ჯარისკაცამდე გაიზრდება. „ჩვენი თვალსაზრისით, მიზანშეწონილი იქნება ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ NATO-ს ჯარები ჩვენი ტერიტორიის გავლით, შესაბამისი აღჭურვილობით რეგულარულად გადაადგილდებიან აღმოსავლეთ ფლანგზე", - განაცხადა ჩეხეთის ელჩმა.
ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მოქალაქის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა, პაველ ბლაჟეკმა ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქის, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის პოლად ომაროვის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. იუწყება ადგილობრივი გაზეთი Pravo. წარმოშობით აზერბაიჯანელი ომაროვის ექსტრადიციის პროცესი უახლოეს დღეებში უნდა განხორციელდეს. მის მიმართ საერთაშორისო ორდერი არსებობს. ომაროვი ჩეხეთში იანვარში დააკავეს და მას შემდეგ ციხეშია. მას აშშ-ში ირანული წარმოშობის ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. მაისის ბოლოს პრაღის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ ომაროვის ექსტრადირება შესაძლებელია შეერთებულ შტატებში, საქართველოსა და ყაზახეთში. ამ ქვეყნებმა ასევე მოითხოვეს მისი ექსტრადიცია, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ მისი ჩეხეთში ექსტრადიცია გადაწყვიტა. ჩეხეთის მთავრობასა და ამერიკელ სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა თავად ჟურნალისტმა, მასიჰ ალინეჯადმაც. ჩეხური მედიის თანახმად, პოლად ომაროვის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლოეს რამდენიმე დღეში განხორციელდება. ამერიკულ ციხეში იმყოფებიან მისი თანამზრახველობის ბრალდებით დაკავებული 43 წლის რაფატ ამიროვი და 24 წლის ხალიდ მეჰდიევი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ჩეხეთმა კოსოვოში ელჩი პირველად დანიშნა
ჩეხეთი კოსოვოში ელჩს, ბოგუმილ მაზანეკი პირველად გაგზავნის. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. მაზანეკი ადრე ლიეტვაში ელჩი და ასევე გენერალური კონსული იყო შანხაიში, ასევე კატოვიცეში, პოლონეთში. კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. იმავე წელს ის ჩეხეთის რესპუბლიკამ აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ პრიშტინაში ჩეხეთის საელჩო განთავსებულია, ჩეხეთის ელჩი იქ აქამდე არ ყოფილა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე მიუთითა კოსოვოში ელჩის გაგზავნის აუცილებლობის შესახებ, რათა შექმნილი აბსურდული სიტუაცია გამოსწორდეს - როდესაც ჩეხეთი აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, აქვს საელჩო ქვეყანაში, მაგრამ არ ჰყავს ელჩი.
ჩეხეთი მოსკოვს: ჩვენ არ ვიტაცებთ ბავშვებს და არ ვახდენთ ოკუპაციას, დატოვეთ უკრაინა
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „რუსოფობიაზე“ რუსეთის ფედერაციის განცხადებას მკაცრი ტონით პასუხობს. „ჩეხეთის რესპუბლიკის ქრონიკული პრობლემები: ჩვენ არ ვიტაცებთ ბავშვებს, არ ვბომბავთ საავადმყოფოებს და არ ვახდენთ მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას. დატოვეთ უკრაინა", - უპასუხა ჩეხეთის საგარეო უწყებამ რუსეთს. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჩეხეთს ქრონიკული პრობლემები აქვს, რომლის გადაჭრასაც არ აპირებს.“ მოსკოვის თანახმად, ჩეხეთი „რუსოფობიურ“ და „დესტრუქციულ საგარეო პოლიტიკას“ ატარებს.
ჩეხეთმა ამერიკული ვერტმფრენები მიიღო
სატრანსპორტო თვითმფრინავი პირველი ორი ახალი ვერტმფრენით აშშ-დან ჩეხეთის ბაზაზე დაეშვა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Novinky წერს. ამერიკულმა ვერტმფრენებმა რუსული Mi უნდა ჩაანაცვლონ, რომელთა ნაწილი ჩეხეთმა უკრაინას გადასცა. შეკეთილი 12 ვერტმფრენის გარდა, ჩეხეთი დამატებით, კომპენსაციის სახით მიიღებს კიდევ რვა შედარებით ძველ ვერტმფრენს. ჩეხმა პილოტებმა ამერიკულ თვითმფრინავებზე შვიდთვიანი სწავლება უკვე დაასრულეს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. პრაღა კომპენსაციის სახით, 2,44 მილიონი აშშ დოლარს მოითხოვს. მაისში, ჩეხეთის მემარჯვენე-ცენტრისტულმა მთავრობამ გააუქმა 1970-იან და 1980-იანი წლების ბრძანებები, რომლებიც მიღებული იყო ქვეყნის მაშინდელი კომუნისტური მმართველების მიერ, რომლითაც რუსეთს ათობით მიწის ნაკვეთის უფასოდ გამოყენების უფლებას აძლევდა. „რუსეთს ამიერიდან მოუწევს ნაკვეთებისთვის იჯარის გადახდა“, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სარჩელი პრაღის სასამართლოში შეიტანეს. ჩეხეთისა და რუსეთის ურთიერთობები ბოლო ორი წლის განმავლობაში მას შემდეგ გაუარესდა, რაც პრაღამ, 2021 წელს, რუსული დაზვერვის აგენტები 2014 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში იარაღის საწყობში მომხდარ აფეთქებებთან კავშირში დაადანაშაულა. გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის გამო, ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთის მთავრობა ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადა.
ჩეხეთმა რუსი ჩოგბურთელი პრაღის საერთაშორისო ტურნირზე არ დაუშვა
ჩეხეთმა რუს ჩოგბურთელ, ანასტასია პავლიუჩენკოვას ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მისცა. პავლიუჩენკოვამ გამოაქვეყნა WTA-ს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პრაღამ უარი განაცხადა ზოგიერთი ჩოგბურთელის ჩეხეთში შესვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ასოციაციამ მათ ნეიტრალური სტატუსით ტურნირებზე მონაწილეობის უფლება მისცა. „მომავალ კვირას პრაღაში გამოსვლას ვერ შევძლებ. ახლა ვაგრძელებ ამერიკული ტურნირების სერიისთვის მომზადებას. გნახავთ ცინცინატში და აშშ-ის ღია პირველობაზე", - წერს სპორტსმენი სოციალური ქსელის საშუალებით. უფრო ადრე ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონკრეტული გვარის დასახელების გარეშე განაცხადა, რომ რუსი ჩოგბურთელი პრაღაში გამართულ შეჯიბრზე ვერ მოხვდებოდა. ჩეხეთის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთის წარმომადგენელ ყველა სპორტსმენს ჩეხეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა აუკრძალა.
ჩეხეთმა პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ანგარიშები გაყინა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ჩეხეთის ხელისუფლებამ საკურორტო ქალაქ კარლოვი ვარიში, რუს ბიზნესმენ ვლადიმერ ევტუშენკოვის კუთვნილი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო - Savoy Westend-ი დააყადაღა. დაბლოკილია ევტუშენკოვის კომპანიების ანგარიშები. გავრცელებული ინფორმაციით, ხსენებულ სასტუმროს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი რუსი პოლიტიკოსები, მხატვრები და ბიზნესმენები. ახლა სასტუმრო Savoy Westend-ი ემსახურება მხოლოდ იმ ვიზიტორებს, რომლებმაც ცხოვრების საფასური ივნისის ბოლომდე გადაიხადეს. Unian-ის ცნობით, რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის ქონება კარლოვი ვარში დაახლოებით 20 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ევტუშენკოვმა კორპორაცია AFK Sistema-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2022 წლის აპრილში დატოვა. გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთმა არაერთ რუს ბიზნესმენს დაუწესა სანქციები. უკრაინის სასამართლომ რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ქონება დააყადაღა რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის აქტივები, უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდს გადაეცა
ჩეხეთის პრეზიდენტმა 14 მოქალაქეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების უფლება მისცა
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა 14 მოქალაქეს უფლება მისცა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდნენ. ამასთან, პეტრ პაველმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების შესახებ რვა ადამიანის მოთხოვნა უარყო. ჩეხეთის კანონმდებლობა პრეზიდენტის ნებართვის გარეშე სამხედრო ან გასამხედროებულ უცხოურ ფორმირებებთან მოქალაქეების ჩართულობას გამორიცხავს. ჩეხეთის პრეზიდენტი მსოფლიოს მოუწოდებს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის დამარცხების მიზნით ასეთი ნებართვა ახლა ჩეხეთის 146 მოქალაქეს აქვს. მსგავსი ნებართვა პაველის წინამორბედმა, მილოშ ზემანმა გასცა.
ჩეხეთს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს
ჩეხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა, პეტრ კუბერნატმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს, რის შემდგომაც გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. პეტრ კუბერნატმა პეტრ მიკისკა შეცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს და კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის კავშირები ინტენსიურად ვითარდება, რაც გამოიხატება ორმხრივი ვიზიტების აქტიურ დინამიკაში. „ასევე აღინიშნა, რომ არსებობს ურთიერთობათა კიდევ მეტად გაღრმავების პოტენციალი სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, განათლების სფეროებში. ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებს. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ელჩმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ ჩეხეთი კვლავაც გააგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს პრიორიტეტებისადმი. მან ასევე გამოხატა მზაობა აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას,“- ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებს ჯამში 350 მილიონი ევროს ოდენობის აქტივები გაუყინა
ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეების 350 მილიონი ევროს ოდენობის სანქცირებული აქტივები გაყინა. ამის შესახებ უკრაინაში ჩეხეთის ელჩმა, რადეკ მატულამ განაცხადა. ჩეხეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად აკვირდებიან ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან. მან დაარწმუნა უკრაინა, რომ პრაღა მხარს უჭერს კიევის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას. „ჩეხეთში რუსეთის მოქალაქეების გაყინული აქტივების ჯამური რაოდენობა, რომლებიც სანქციების ქვეშაა, 14 მილიარდ გრივნაზე მეტს შეადგენს (347,36 მილიონი ევრო),”- განაცხადა მატულამ უკრაინის აქტივების მოკვლევისა და მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ, ოლენა დუმასთან შეხვედრისას. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
უკრაინამ შესაძლოა, ჩეხეთის მარაგებიდან დამატებით, Mi-24V/35-ის ტიპის ვერტმფრენები მიიღოს
უკრაინამ შესაძლოა, საბჭოთა წარმოების Mi-24V/35-ის ტიპის ვერტმფრენები ჩეხეთის მარაგებიდან მიიღოს, რადგან ჩეხეთის არმია მათ უახლესი ამერიკული მოდელებით ჩაანაცვლებს. იტყობინება მედია 17 ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით. იანა ცერნოჩოვამ აღნიშნა, რომ Mi-24V/35-ის ტიპის ვერტმფრენებმა შესანიშნავი მომსახურება გასწიეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოსალოდნელზე მეტხანს გამოიყენეს. ჩეხეთი აშშ-დან UH-1Y Venom-სა და AH-1Z Viper-ის ტიპის ვერტმფრენებს ელოდება. 2023 წლისთვის ჩეხეთის არმიას მარაგში 13 Mi-24V/35 ვერტმფრენი აქვს, თუმცა მათგან მხოლოდ 10 იყო აქტიურ გამოყენებაში. პრაღამ შვეულმფრენების ნაწილი მათი რაოდენობის დაზუსტების გარეშე, უკრაინას გასულ წელს სამხედრო დახმარების სახით უკვე მიაწოდა. ივლისში პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ პირობა დადო, რომ უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად შვეულმფრენებს მიაწოდებდა.
ჩეხეთმა აშშ-სთან ხელშეკრულება დაამტკიცა და საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული ჯარის განთავსება გაამარტივა
ჩეხეთის რესპუბლიკამ აშშ-სთან თავდაცვის სფეროში გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიკაცია დაასრულა. შეთანხმების თანახმად, სამხედრო თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის გაღრმავდება და გამარტივდება აშშ-ის ჯარების განთავსების პროცესი ჩეხეთის ტერიტორიაზე. ამასთან, აშშ-ის ნებისმიერ განთავსებას ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მაინც დასჭირდება ჩეხეთის მთავრობისა და პარლამენტის თანხმობა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს, დოკუმენტი ადგენს საკანონმდებლო ჩარჩოებს ქვეყანაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებისთვის. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან ერთად, ხელშეკრულებას 23 მაისს, ვაშინგტონში მოაწერა ხელი. აშშ-ს მსგავსი შეთანხმებები NATO-ს 24 სხვა წევრ ქვეყანასთანაც, მათ შორის პოლონეთთან, სლოვაკეთთან, უნგრეთთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან აქვს.
ჩეხეთმა რუს ოლიგარქ ბორის ობნოსოვს სანქციები დაუწესა
ჩეხეთმა რუსული ჰოლდინგის, „ტაქტიკური სარაკეტო იარაღის" ხელმძღვანელ ბორის ობნოსოვს, მის ქალიშვილსა და სიძეს, რომლებიც პრაღაში ცხოვრობენ, სანქციები დაუწესა. სანქციების სიის მიხედვით, როსტისლავ ზორიკოვი მეუღლე ოლგასთან ერთად პრაღაში ცხოვრობს, სადაც მილიონობით დოლარის უძრავ ქონებას ფლობს. ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა ივლისში განაცხადა, რომ ზორიკოვი ქალაქში 100 მილიონზე მეტი ჩეხური კრონის (4,5 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ქონებას მათ შორის, ძვირადღირებულ პენტჰაუსს ფლობს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის თანახმად, როსტისლავ ზორიკოვი ჩეხეთში ფლობს ასევე კომერციულ უძრავ ქონებას. გარდა ამისა, ზორიკოვის ოჯახი ფლობს მდიდრულ მანქანებს რუსეთსა და ევროპაში. თხუთმეტმა ევროპარლამენტარმა ევროკომისიას, ევროპის საბჭოსა და საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მიმდინარე წლის ივლისში მიმართა ობნოსოვისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით. ინიციატივის ავტორის, პეტარ ტანევის თქმით, მიმართვის მიზეზი გახდა ნავალნის თანამოაზრეების მიერ ჩატარებული გამოძიება პრაღაში ობნოსოვების ოჯახის კუთვნილი მდიდრული უძრავი ქონების შესახებ. „პროცესის დაჩქარების მიზნით, ევროპარლამენტარებმა შეიმუშავეს ეს მოთხოვნა, ისინი ვალდებულნი არიან, ეს საკითხი განიხილონ რაც შეიძლება მალე,“ - აღნიშნა ტანევმა. ევროპარლამენტარები თავიანთ მიმართვაში ევროკომისიას, ევროპის საბჭოს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა საკითხებში სთხოვდნენ, სანქციების რეესტრში შეეყვანათ ბორის ობნოსოვი და მისი ოჯახის წევრები, მათ შორის მისი ქალიშვილი ოლგა ზორიკოვა და სიძე როსტისლავ ზორიკოვი. მანამდე ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ვიტ რაუშანმა აცხადებდა, რომ ის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკისთან ერთად განიხილავს ეროვნული სანქციების სიაში პრაღაში მცხოვრები როსტისლავ ზორიკოვის ჩართვის შესაძლებლობას. ცნობისთვის, ჩეხეთის მიერ სანქცირებულთა სიაშია ასევე პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი ევტუშენკოვი. სანქციების სიაში შესვლა ნიშნავს, რომ ინდივიდს აკრძალული აქვს ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლა. ის ასევე ექვემდებარება აქტივების გაყინვას და ჩეხური სისტემების მეშვეობით ფინანსური ტრანზაქციების აკრძალვას. ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებს ჯამში 350 მილიონი ევროს ოდენობის აქტივები გაუყინა. გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთმა არაერთ რუს ბიზნესმენს დაუწესა სანქციები. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
კულება ჩეხეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში ვიზიტით ჩადის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრო კულება ამ კვირაში ჩეხეთს, საფრანგეთის რესპუბლიკას და ესპანეთის სამეფოს ეწვევა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 28 აგვისტოს პრაღაში, ჩეხი კოლეგის იან ლიპავსკის მიწვევით, კულება ყოველწლიური კონფერენციის საპატიო სტუმრის სტატუსით მიმართავს ჩეხეთის რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს. მინისტრი ასევე ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებაზე. „29-30 აგვისტოს პარიზში მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს საფრანგეთის ხელმძღვანელობასა და საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წამყვან კომპანიებთან. გარდა ამისა, 31 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ ტოლედოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში. სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთსა და ესპანეთში მოლაპარაკებების ძირითადი საგნები იქნება ახალი იარაღის მიწოდება, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, მშვიდობის ფორმულის ხელშეწყობა, გლობალური მშვიდობის სამიტისთვის მომზადება და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება 2023 წლის ბოლომდე. „შეხვედრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იქნება ევროპული კომპანიების და მთლიანად ევროკავშირის მოწვევა თავდაცვის მრეწველობის პირველ ფორუმზე, რომელიც შემოდგომაზე უკრაინაში გაიმართება,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ჩეხეთი და აშშ რუსეთში „რაიფაიზენ ბანკის“ საქმიანობას იძიებენ
ჩეხეთის ტერორიზმთან ბრძოლის ნაციონალურმა ცენტრმა რუსეთში ავსტრიული Raiffeisen Bank-ის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და მეწარმეთა ასოციაციისგან მიმართვა მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთში ბიზნესის წარმოებით, RBI უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის აგრესიას აფინანსებს. „ჩვენ ვსწავლობთ ამ საქმეს, თუმცა საქმეზე მტკიცებულებების წარმოდგენა ამ ეტაპზე არ შეგვიძლია,“ - ამბობს ჩეხეთის პოლიციის წარმომადგენელი. ჩეხეთის ტელევიზიის მონაცემებით, ბანკის მოგება რუსეთის ფედერაციაში 2023 წლის პირველ ნახევარში 9%-ით გაიზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად, Raiffeisen რუსეთში ფუნქციონირებას აგრძელებს. ცნობისთვის, „რაიფაიზენ“ ბანკის უცხოური აქტივების შესწავლა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილებამ დაიწყო. უკრიაინამ კი, ავსტრიული ჯგუფი ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა. Forbes-ის ცნობით, ხსენებულმა ბანკმა 3 ივლისიდან თავისი კლიენტებისთვის ევროში გადარიცხვები 12 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში შეაჩერა.
ჩეხეთი მოლდოვაში სამხედრო ატაშეს გზავნის
ჩეხეთმა მოლდოვაში სამუშაოდ და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პირობებში უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ, სამხედრო ატაშის თანამდებობა შექმნა. ამის შესახებ ჩეხეთის რაიო იუწყება. წერს უკრაინული მედია. სამხედრო ატაშის ამოცანები მოიცავს თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაძლიერებას და ჩეხეთის მრეწველობის დარგების მხარდაჭერას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან. მოლდოვაში ჩეხეთის ელჩმა, სტანისლავ კაზეცკიმ ჩეხურ რადიოს განუცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ასევე დაადასტურა ინფორმაცია მოლდოვაში სამხედრო ატაშეს გაგზავნის შესახებ. „ეს იყო პასუხი გლობალური უსაფრთხოების ვითარებაზე, რომელიც წარმოიშვა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ," - განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, დევიდ იარეშმა. ატაშე მუშაობას კიშინიოვში ჩეხეთის საელჩოში სექტემბერში შეუდგება. მისი ვინაობა ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ატაშის თანამდებობის შექმნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ, პეტრ ფიალასა და მოლდოვის პრეზიდენტ, მაია სანდუს შორის შეთანხმების შედეგია. ჩეხეთის სხვადასხვა საელჩოში 30-მდე სამხედრო ატაშე მუშაობს. ივლისის ბოლოს, მოლდოვის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის კიდევ 60 დღით გახანგრძლივების შესახებ მთავრობის წინადადებას მხარი დაუჭირა. მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა პირველად 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. მას შემდეგ მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა არაერთხელ გაგრძელდა. მოსალოდნელია, რომ ის ძალაში დარჩება, ვიდრე უკრაინაში ომი გაგრძელდება.
ჩეხეთს Gripen-ის ტიპის თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადება სურს
ჩეხეთს Gripen-ის თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მის ტერიტორიაზე მომზადება სურს და ამის შესახებ მოლაპარაკებებს შვედეთთან აწარმოებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Radio Prague International 22 სექტემბერს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს. პრაღაში საჯარო დისკუსიაზე გამოსვლისას იანა ჩერნოხოვამ განაცხადა, რომ ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ მთავრობას წარუდგინა უკრაინელი სამხედროების მომზადების ახალი პროექტი. ოფიციალურმა პირმა ასევე პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის თავდაცვის დახმარებას. 14 სექტემბერს შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პალ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინელმა პილოტებმა წარმატებით გამოსცადეს თვითმფრინავები. ჯონსონმა აღნიშნა, რომ ტრენინგის შედეგები უნდა დაეხმაროს შვედეთის მთავრობას, განიხილოს Gripens-ის უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა.
ჩეხეთი ამერიკული წარმოების F-35-ის ტიპის 24 საბრძოლო თვითმფრინავს შეიძენს
პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ამერიკული წარმოების F-35-ის ტიპის 24 საბრძოლო თვითმფრინავს შეიძენს. შესაბამის ინფორმაციას AFP ავრცელებს. პირველი ზებგერითი თვითმფრინავები ჩეხეთში 2031 წელს ჩავა, არმიას კი, 24-ვე თვითმფრინავი 2035 წლისთვის ექნება. „პირველი F-35-ები მზად 2029 წელს იქნება და ჩვენი პილოტები მათთან ერთად წვრთნას შეერთებულ შტატებში დაიწყებენ,“ - განაცხადა ფიალამ. კონტრაქტის ღირებულება 6,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩეხეთის არმია ამჟამად შვედური წარმოების 14 გამანადგურებელ Gripen-ს იყენებს. მათი იჯარის ვადა 2027 წელს იწურება. NATO-ს დაპირების შესაბამისად, ჩეხეთი მომავალი წლიდან გეგმავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი თავდაცვაზე დახარჯოს.
ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2-ის ტიპის ავტომატების წარმოების ლიცენზიას გადასცემს
ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2 ტიპის ავტომატების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ამასთან, ჩეხური კომპანია SELLIER & Bellot უკრაინელებს საბრძოლო მასალის წარმოებაში დაეხმარება. „ჩვენი მხარდაჭერა სამხედრო დახმარებისა და საბოლოო პროდუქტების მიწოდების დონიდან გრძელვადიან ინტენსიურ თავდაცვით-სამრეწველო თანამშრომლობამდე შეიცვალა, რომელშიც ჩართულია არამხოლოდ ჩვენი არმია, არამედ თავდაცვის საწარმოებიც, როგორც თავდაცვითი ასევე კერძო. თუმცა ჩვენ გვსურს, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვავითაროთ,'' - განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დანიელ ბლაზკოვეცმა. შეგახსენებთ, უკრაინაში თავდაცვის მრეწველობის პირველი ფორუმი გაიმართა, სადაც თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსის შექმნის შესახებ გახდა ცნობილი.
ჩეხეთის პრეზიდენტი: ევროპამ თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ბრიუგეში, ევროპის კოლეჯში ახალი სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპამ თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს. თავის გამოსვლაში ჩეხეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის გაფართოებას, რომელიც, მისი თქმით, „არ უნდა გადაიდოს იქამდე, ვიდრე კანდიდატები სრულყოფილად არ დააკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს.“ „NATO-ს დომინანტური როლი უსაფრთხოების საკითხებში არ ნიშნავს იმას, რომ ევროპა უარს ამბობს საკუთარ თავდაცვით პასუხისმგებლობაზე. აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირება და ევროპის თავდაცვითი სტრატეგიული შესაძლებლობების განვითარება უნდა განიხილებოდეს, როგორც ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში ჩვენს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი,“ - განაცხადა პაველმა. პაველი ყოფილი გენერალი და NATO-ს მაღალჩინოსანია, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მიმდინარე წლის დასაწყისში გახდა.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი: გაეროს ნაცვლად ახალი ორგანიზაცია უნდა შეიქმნას
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ გაერო „ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებისთვის და უუნარობისთვის“ მწვავედ გააკრიტიკა. მინისტრის შეფასებით, „სამწუხაროდ, უკრაინასა და ისრაელში ომებმაც კი სრულებით ვერ შეცვალეს გადაწყვეტილებების მიღებისა და ფუნქციონირების პროცესი გაეროში.“ „მრცხვენია გაეროსი გამო. ჩემი აზრით, ჩეხეთის რესპუბლიკა არაფერს უნდა ელოდოს ისეთი ორგანიზაციისგან, რომელიც ტერორისტებს უჭერს მხარს და არ სცემს პატივს თავდაცვის ძირითად უფლებას. მოდით, გავიდეთ. სამი კვირის წინ „ჰამასმა“ 1 400-ზე მეტი ისრაელელი მოკლა, ეს უფრო მეტი მსხვერპლია, ვიდრე „ალ-ქაიდამ“ 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში მოკლა. „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ჩადენილი უპრეცედენტო ტერაქტის წინააღმდეგ ნათლად მხოლოდ 14 ქვეყანა დადგა, მათ შორის, ჩვენც,“ – განაცხადა ჩერნეხოვამ. 27 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ“ მოუწოდებს.
ჩეხეთი თავის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო აქტივებს გაყინავს
ჩეხეთის მთავრობამ ოთხშაბათს მხარი დაუჭირა საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის წინადადებას ჩეხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო აქტივის გაყინვის შესახებ. ამის შესახებ ლიპავსკიმ X-ზე დაწერა. პრაღამ სანქციების სიაში შეიყვანა უცხოეთში რუსული ქონების მართვის კომპანია. ეს ღონისძიება არ ეხება ქვეყანაში რუსეთის დიპლომატიურ მისიებს, მათ შორის მის საელჩოს პრაღაში. მინისტრს ამ აქტივების მოცულობა და გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდი არ დაუკონკრეტებია. მთლიანობაში, ჩეხეთმა 415 მილიონ ევროზე მეტის მოცულობის სანქცირებული რუსული აქტივები გააყინა. პრაღამ კიევს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება გაუწია და ნახევარ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.
ჩეხეთი რუსეთის კუთვნილ დაახლოებით 50 ობიექტს დააყადაღებს
ჩეხეთის ხელისუფლება დააყადაღებს 50-ზე მეტ ობიექტს, რომლებიც რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო კომპანია „გოსზაგრანსობსტვოს“ ეკუთვნის. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააყადაღებენ პრაღასა და კარლოვი-ვარიში მდებარე ობიექტებს. შეზღუდვებს არ ექვემდებარება მხოლოდ ოთხი შენობა, რომლებსაც რუსი დიპლომატები იყენებდნენ. ჩეხეთის მთავრობამ ხსენებული კომპანიის წინააღმდეგ ეროვნული სანქციები დააწესა. უფრო ადრე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო დაბლოკავს სანქცირებული „გოსზაგრანსობსტვოს“ფინანსურ ანგარიშებს, ხოლო მისი ქონება მიწის რეესტრში გაყინულია, რათა კომპანიამ ვერ შეძლოს უძრავი ქონების გაყიდვა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „გოსზაგრანსობსტვოს“ მართვაში არსებულ სახლებში ბინების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი ჩაირიცხება სპეციალურ ანგარიშზე, რომელზეც რუსეთს წვდომა არ ექნება. მოსკოვი ჩეხეთის გადაწყვეტილებას ანტირუსულს უწოდებს. ჩეხეთში რუსეთის მიერ უსასყიდლოდ გამოყენებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 92,001 კვადრატული მეტრია, აქედან 87,863 კვადრატული მეტრი ჩეხეთის სახელმწიფოს საკუთრებაშია. ჩეხეთის მთავრობამ ოთხშაბათს, 15 ნოემბერს დაუჭირა მხარი საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის წინადადებას ჩეხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო აქტივის გაყინვის შესახებ.
FT: ჩეხეთი ევროკავშირს რუსი დიპლომატებისთვის მოგზაურობის შეზღუდვას სთავაზობს
ევროკავშირი განიხილავს ჩეხეთის რესპუბლიკის წინადადებას რუსი დიპლომატების შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება და წერს, რომ საკითხის ირგვლივ დებატები გრელდება. გამოცემის წყაროს თანახმად, ჩეხეთი მოუწოდებს მოკავშირეებს, რომ რუს დიპლომატებს ვიზები და ბინადრობის ნებართვა გასცეს მხოლოდ იმ ქვეყანამ, რომელშიც ისინი მუშაობენ. გარდა ამისა, ჩეხეთის წარმომადგენლებს სურთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა დიპლომატებისგან მიიღონ მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტები, რომელთა გაყალბება უფრო რთულია. პრაღა განმარტავს, რომ მის ტერიტორიაზე ჩადიან რუსეთის სამხედრო დაზვერვის და სხვა სამსახურების აგენტები ", ხოლო შენგენის ზონაში ამის კონტროლი რთულია. ჩეხეთის წინადადება განიხილება უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ შემოღებული სანქციების მე-12 პაკეტზე მოლაპარაკებების ფარგლებში. Financial Times-ი აღნიშნავს, რომ დისკუსია ადრეულ ეტაპზეა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩეხური წინადადება პაკეტში შევიდეს. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა, ევროკომისიასთან ერთად, 15 ნოემბერს წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი წარუდგინა. ჩეხეთის მთავრობამ ოთხშაბათს, 15 ნოემბერს დაუჭირა მხარი საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის წინადადებას ჩეხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო აქტივის გაყინვის შესახებ. ჩეხეთი რუსეთის კუთვნილ დაახლოებით 50 ობიექტს დააყადაღებს
ჩეხეთი უკრაინელი სამხედროების წვრთნას მომავალ წელსაც განაგრძობს
ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა ჩეხეთის მთავრობის წინადადება, რომელიც ქვეყანაში მომავალ წელს უკრაინელი სამხედროების წვრთნის გაგრძელებას ითვალისწინებს. ამის შესახებ პრაღის საერთაშორისო რადიო იტყობინება. ჩეხეთში 3500-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა წვრთნა უკვე გაიარა, ხოლო კიდევ 500 ჩეხმა ინსტრუქტორებმა პოლონეთში გაწვრთნეს. 8 ნოემბერს, ჩეხეთის სენატმა (პარლამენტის ზედა პალატამ) მანდატი უკრაინის სამხედრო პერსონალის მომზადების მიზნით, მანდატი 2024 წლის ბოლომდე გააფართოვა.
გერმანია რამდენიმე ქვეყანასთან საზღვარზე კონტროლს ორი თვით ახანგრძლივებს
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან სასაზღვრო კონტროლს მინიმუმ ორი თვით ახანგრძლივებს. მინისტრის შეფასებით, სასაზღვრო კონტროლი ეფექტურია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 16 ოქტომბრიდან ფედერალურმა პოლიციამ მხოლოდ ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და შვეიცარიის საზღვრებზე ქვეყანაში უკანონო შესვლის 9200-მდე შემთხვევა გამოავლინა. „პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან საზღვრებზე დროებით კონტროლს 15 დეკემბრის შემდეგ მინიმუმ ორი თვით გავახანგრძლივებ,“ - განაცხადა მინისტრმა. მანვე განმარტა, რომ ევროპული კანონმდებლობა მსგავს ღონისძიებას ითვალისწინებს.
პრაღის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მომავალ კვირაში ჩეხეთს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10-12 დეკემბერს ვიზიტით ჩეხეთს ეწვევა. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გასაშუქებლად აკრედიტაციის ვადა მედიისთვის დღეს, 8 დეკემბერს, ამოიწურა. რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაბამისი ინფორმაცია ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მედია ასევე წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურები არ აკეთებენ კომენტარს იმაზე, ვიზიტზე ნებართვასთან დაკავშირებით ხელახლა ხომ არ მიუმართავს სალომე ზურაბიშვილს მთავრობისთვის. ასევე უცნობია ვიზიტის დეტალები. მიმდინარე წლის აგვისტოს ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს 10-12 დეკემბერს ჩეხეთში ოფიციალურ ვიზიტზე უარი აქვს მიღებული. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩავარდა. 10-11 ნოემბერს, ზურაბიშვილი პარიზში იმყოფებოდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით "მშვიდობის ფორუმში" მონაწილეობდა და სიტყვით გამოვიდა. მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მთავრობისგან ვიზიტზე თანხმობა არ მოუთხოვია. კონსტიტუციის მიხედვით, ამავე საფუძვლით პარლამენტი იმპიჩმენტის პროცედურას ვერ დაიწყებს.
ჩეხეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი პრაღის სასახლეში მიიღო
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღის სასახლეში მიიღო მიიღო. დახვედრის ცერემონიალის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტი ქართველი კოლეგის მიღებით გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი და სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს იმ პოლიტიკოსად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თავის ქვეყანაში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციაში. ცნობისთვის, 12 დეკემბერს ევროკავშირის მინისტერიალმა, 14-15 დეკემბერს კი, ევროპულმა საბჭომ უნდა დაადასტუროს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საბოლოო გადაწყვეტილება. პრაღის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მომავალ კვირაში ჩეხეთს ეწვევა როგორც ცნობილია, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ცნობისთვის, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. 10-11 ნოემბერს, ზურაბიშვილი პარიზში იმყოფებოდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით "მშვიდობის ფორუმში" მონაწილეობდა და სიტყვით გამოვიდა. მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მთავრობისგან ვიზიტზე თანხმობა არ მოუთხოვია. კონსტიტუციის მიხედვით, ამავე საფუძვლით პარლამენტი იმპიჩმენტის პროცედურას ვერ დაიწყებს.
ჩეხეთის პრეზიდენტი: ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტმა მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი,“ - განაცხადა პეტრ პაველმა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელიც საქართველო-ჩეხეთის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პერიოდში, პირველი ოფიციალური ვიზიტია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც პრაღის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. „შეხვედრებზე საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოსგან სულ რამდენიმე დღეში ელოდება,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზურაბიშვილმა დღეს ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელიც 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პერიოდში, პირველი ოფიციალური ვიზიტია - ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელიც საქართველო-ჩეხეთის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პერიოდში, პირველი ოფიციალური ვიზიტია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც პრაღის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. „შეხვედრებზე საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოსგან სულ რამდენიმე დღეში ელოდება,“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ჩეხეთის პრეზიდენტმა მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი,“ - განაცხადა პეტრ პაველმა. „მადლობა პრეზიდენტ პაველს სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის მაშინ, როდესაც მიმდინარე კვირაში საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადამწყვეტ გადაწყვეტილებას ველით. საქართველოს პრეზიდენტის ეს ისტორიული პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთში ჩვენს ერებს შორის ურყევ კავშირს აღნიშნავს,“ - წერს თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა დღეს შეხვედრა გამართა დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე მარკეტა პეკაროვასთანაც. პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში 12 დეკემბერს დასრულდება.
ჩეხეთმა უკრაინისთვის €4,7 მლრდ-ის მოცულობის სამხედრო ტექნიკის მიწოდება დაუშვა
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ განაცხადა, რომ ჩეხეთმა უკრაინაში (117 მილიარდი კრონი) 4,7 მილიარდ ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე ლიცენზია გასცა. „ამ ლიცენზიების წყალობით, უკრაინაში საჭირო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდება გრძელდება კერძო კომპანიებისა და დონორების მეშვეობით," - განმარტა ჩერნოხოვამ. ლიცენზიების გარდა, ოქტომბერში ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფა, რომლის ღირებულებაც 22 მილიონი ჩეხურ კრონს შეადგენს.
ჩეხეთის პრეზიდენტი: 2024 წელს უკრაინაში მიმდინარე ომში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვნახავთ
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ 2024 წელს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვიხილავთ. პაველის თქმით, დასავლეთი ახალ ვითარებას უნდა გაუმკლავდეს. „უკრაინაში კონფლიქტის განვითარება გვიჩვენებს, რომ მომავალ წელს, სავარაუდოდ, გარკვეულ მნიშვნელოვან ცვლილებას ვიხილავთ. შეიქმნება ახალი ვითარება, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ,“ - განაცხადა პეტრ პაველმა. პაველი რუსეთსა და აშშ-ში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობდა. „მოსალოდნელია, რომ არჩევნების მოლოდინი ბრძოლის ველზე გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტმა პუტინმა ნათლად აჩვენა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები არ შეიძლება, შედგეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი,“ - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
პრაღის უნივერსიტეტში სროლისას 10 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი დაშავდა - BBC
ჩეხეთის პოლიცია აცხადებს, რომ პრაღის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. პოლიცია აცხადებს, რომ შეიარაღებული პირი გაანეიტრალეს და რომ შენობის ევაკუაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კარლის უნივერსიტეტში მოხდა. Reuters-ის ცნობით, უნივერსიტეტის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ „დარჩნენ ადგილზე“. პრემიერ მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მან გააუქმა მომავალი ღონისძიებები "ტრაგიკული მოვლენების" ფონზე.
ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღეა
პრაღის უნივერსიტეტში თავდასხმისას 14 ადამიანის დაღუპვის გამო, 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. შაბათს შუადღისას ქვეყნის მასშტაბით ზარები დაირეკება და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ. ჩეხეთის შს მინისტრი: მასობრივი სროლა საერთაშორისო ტერორიზმთან არ არის დაკავშირებული პოლიციამ პრაღის კარლის უნივერსიტეტის შენობაში, სადაც სროლა მოხდა, იარაღის დიდი არსენალი აღმოაჩინა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც პრაღის უნივერსიტეტში გაისროლა, სტუდენტი იყო. პოლიციის თქმით, შეიარაღებული პირი გარდაცვლილი იპოვეს. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტუდენტი პრაღის მახლობლად მდებარე სოფლიდან იყო, მისი მამა კი, ხუთშაბათს იპოვეს გარდაცვლილი. სროლა პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მოხდა - მას ტერორისტული ინციდენტის კვალიფიკაციას არ აძლევენ.
ჩეხეთმა ხარკოვის რეგიონის სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად, $10 მილიონი გამოყო
ჩეხეთის მთავრობამ ხარკოვის რეგიონში სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად 10 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. თანხები მოხმარდება აღჭურვილობის შესყიდვას რეგიონის რამდენიმე ჯანდაცვის დაწესებულებაში - ხარკოვის მე-10 ქალაქის კლინიკაში, მათ შორის, ხარკოვის რეგიონში უკრაინის გადაუდებელი მედიცინის მთავარი სამმართველოს საავადმყოფოში. მხარდაჭერის პროექტი სამი წელზეა გათვლილი. მანამდე ჩეხეთმა გამოაცხადა 2,5 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ უკრაინა-NATO-ს სატრასტო ფონდისთვის, არასამხედრო დახმარებისთვის.
ჩეხეთის შს მინისტრი: პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან
პრაღაში, უნივერსიტეტში გუშინ მომხდარი სროლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილია თავად თავდამსხმელიც. ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. დაშავებულია 25 ადამიანი, მათ შორის უცხოეთის სამი მოქალაქე, კერძოდ, ორი - არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ერთი ნიდერლანდებიდან. ჩეხეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა კიდევ სამი ადამიანი ქუჩაში დაჭრა. ჩეხეთის შს მინისტრი: მასობრივი სროლა საერთაშორისო ტერორიზმთან არ არის დაკავშირებული ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღეა.
ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური ზარის შემდეგ, პრაღის აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტის შენობიდან მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც შაბათ საღამოს პოლიციამ შენობაში ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღო. როგორც ჩეხეთის პოლიციის მიერ სოციალურ პლატფორმა ქსელ X -ზე გამოქვეყნებულ ცნობაში წერია, ინგლისურად მოლაპარაკე კაცმა ტელეფონით პოლიციას აეროპორტის მე-2 ტერმინალის შენობაში ხუთი ბომბის შესახებ აცნობა. შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. პოლიცია ცდილობს, დაადგინოს იმ პირის ვინაობა, ვინც ბომბების არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება გააკეთა. დღეს ჩეხეთში გლოვის დღე იყო. პრაღის კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტმა 21 დეკემბერს შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო, რასაც 10 ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ჩეხეთი სამშობლოში დაბრუნების მსურველ უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ხელი მოაწერა ცვლილებებს Lex Ukraine-ის კანონში, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩეხეთში ჩასული უკრაინელების სტატუსს არეგულირებს. ცვლილების ძირითადი დებულება ითვალისწინებს ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის მოქალაქეების დროებითი დაცვის გაგრძელებას 2025 წლის მარტამდე, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად. კანონი ასევე ითვალისწინებს დროებითი დაცვის სტატუსის მქონე ლტოლვილების ფინანსურ მხარდაჭერას უკრაინაში დაბრუნების დროს. ამ მხარდაჭერის მოცულობა ჩეხეთის მთავრობის მიერ, ჯერჯერობით, განსაზღვრული არ არის. უკრაინელ ლტოლვილებს შეეძლებათ მიმართონ ასეთი დახმარების თხოვნით მხოლოდ ერთხელ და არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე. დადგენილების თანახმად, თუ ეს ადამიანები მოგვიანებით მოისურვებენ ჩეხეთის რესპუბლიკაში გრძელვადიანი ვიზის აღებას, მათ პირველ რიგში იმ თანხის ნახევრის დაბრუნება მოუწევთ, რაც ჩეხეთის მთავრობამ გამოუყო სამშობლოში დასაბრუნებლად. ცნობისათვის, ოქტომბრის მონაცემებით, 359 000 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფებოდა, საიდანაც დაახლოებით 115 ათასი ლეგალურად იყო დასაქმებული. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კვლევის თანახმად, ჩეხეთში მყოფი უკრაინელ ლტოლვილთა 10% უახლოეს მომავალში გეგმავს სამშობლოში დაბრუნებას, 66% კი იმედოვნებს, რომ ოდესმე დაბრუნდება. ამავე დროს, უკრაინელი ლტოლვილების 75% ჩეხეთიდან არსად გადასვლას ჯერ არ გეგმავს. მიმდინარე წლის დეკემბერში განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში დღეისთვის 4 მილიონ 238 ათასი უკრაინელი დევნილი ცხოვრობს. მათგან ყველაზე მეტი - 1,21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს გერმანიაში, 960 ათასი პოლონეთში და 365 ათასი - ჩეხეთის რესპუბლიკაში.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში რუსეთის იმპერიულ ექსპანსიას ვაჩერებთ
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ თუ უკრაინა დაეცემა, „ჩვენ რუსეთს ცოტათი უფრო ახლოს შევეჯახებით, ფაქტობრივად, ევროკავშირის საზღვრებზე, ძალიან ახლოს ჩეხეთთან და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს.“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დახმარებას ევროპის უსაფრთხოებისთვისაც მოაქვს სარგებელი. „უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში ჩვენ რუსეთის იმპერიულ ექსპანსიას ვაჩერებთ, რომელიც ასევე, ცენტრალური ევროპის რეგიონსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ილესავს კბილებს,“ - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის “გადაცემის“ შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას უკანონოდ მიიჩნევენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ. დღის განმავლობაში საქართველოს მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება გავრცელდა. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას კანონიერი ძალის არმქონედ თვლის ჩეხეთი. „ჩეხეთი ყოველთვის უჭერდა და კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შესაბამისად, ამის დარღვევად მიგვაჩნია აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემა, ყველა ამგვარი გადაწყვეტილება ანულირებული და ბათილია," წერს ელჩი პეტრ კუბერნატი Twitter-ზე. საფრანგეთი რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ასევე უკანონოს უწოდებს. „საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა, აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო და ბათილია,“ წერს ელჩი შერაზ გასრი. აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს. „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მუდმივი ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები," - განაცხადა მილერმა. საქართველოში ესტონეთის საელჩოს განცხადებით, ქვეყანა „მკაცრად გმობს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიოტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.“ რუმინეთი ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას არ აღიარებს. ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩი, რაზვან როტუნდუ წერს. „რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამგვარად, რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის/პიცუნდის ტერიტორიის გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის," წერს როტანდუ X-ზე. NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან აცხადებს, რომ საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. „საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO ჩვენს ახლო პარტნიორს საქართველოს სოლიდარობას უცხადებს,“ - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი
ჩეხეთის პრეზიდენტი: დროა, ევროზე გადავიდეთ
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი საახალწლო მიმართვაში აცხადებს, რომ ქვეყნის ევროზე გადასვლის მომხრეა. პაველმა აღნიშნა, რომ დროა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საბოლოოდ გამოიწვევს ჩეხეთის ევროზონაში შესვლას. „ევროს უპირატესობებისა და უარყოფითი მხარეების შესახებ გაუთავებელი დისკუსიების მიუხედავად, ევროპის ცენტრში მდებარე ღია და საექსპორტო ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის საერთო ვალუტა ლოგიკური მომავალია,“ - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა. ჩეხეთი, ევროკავშირის შვიდი ქვეყნიდან ერთ-ერთი, რომელიც არ იყენებს ევროკავშირის საერთო ვალუტას. 2022 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ ქვეყანა ევროს მისი ამჟამინდელი მთავრობის პირობებში არ მიიღებდა. შეგახსენებთ, რომ ხორვატია ევროზონას ოფიციალურად 2023 წლის პირველ იანვარს შეუერთდა და მისი მეოცე წევრი გახდა.
სლოვაკეთში NATO-ს საბრძოლო ჯგუფის მეთაურობას ჩეხეთისგან ესპანეთი გადაიბარებს
2024 წლის განმავლობაში ჩეხეთის რესპუბლიკა საზღვარგარეთის მისიებში მონაწილე ჯარისკაცების საერთო რაოდენობას შეამცირებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ივნისის ბოლოს სლოვაკეთის საბრძოლო ჯგუფის სარდლობა, რომელიც NATO-ს აღმოსავლეთ საზღვარს აკონტროლებს, ჩეხეთისგან ესპანეთს გადაეცემა. ინფორმაციას პრაღის რადიო ავრცელებს. სლოვაკეთის ჩეხური ერთეული ახლა 450 ადამიანს ითვლის. საერთო ჯამში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარს ამჟამად 1100 სამხედრო მოსამსახურისაგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი იცავს. თუმცა ეს რიცხვი თანდათან 5000-მდე გაიზრდება. ჩეხეთის რესპუბლიკის არმიის წევრები ამჟამად ჩართულნი არიან 14 უცხოურ მისიაში, მათ შორის, კოსოვოში, ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვაში. ცნობისთვის, ბოლო წლებში მოკავშირეებმა გააძლიერეს NATO-ს წარმომადენლობა მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფების შექმნით ბულგარეთში, ესტონეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. მათ ასევე გაგზავნეს მეტი ხომალდი, თვითმფრინავი და ჯარი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, ჩრდილოეთით ბალტიის ზღვიდან სამხრეთით შავ ზღვამდე. ალიანსის განცხადებით, ეს ქმედებები ცხადყოფს მოკავშირეების გადაწყვეტილებას და მზადყოფნას, დაიცვან ალიანსის ტერიტორია და მოსახლეობა. ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ყოფნის გაზრდა, რუსეთის მხრიდან მისი მეზობლებისა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების მიმართ არსებულ საფრთხეებზე პასუხია.NATO-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხეა მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. 2018 წლის ნოემბერში შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, NATO-მ გადაწყვიტა, გაეზარდა თავისი ყოფნა რეგიონში სიტუაციური ცნობიერების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. მოკავშირეებმა ასევე გააძლიერეს მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვისთვის მეტი წვრთნითა და წვრთნებით, ასევე, პორტებში ვიზიტებით. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა გაგზავნეს დამატებითი ხომალდები, თვითმფრინავები და ჯარები NATO-ს ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოზიციას. ეს მოიცავს ათასობით დამატებით ჯარისკაცს ალიანსის საბრძოლო ჯგუფებში, გამანადგურებელ თვითმფრინავებს NATO-ს საჰაერო საპოლიციო მისიების მხარდასაჭერად, ბალტიის და ხმელთაშუა ზღვებში საზღვაო ძალების გაძლიერებას, ჯარების საერთო მზადყოფნის გაზრდას და მაღალ მზადყოფნაში მყოფი NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების განლაგებას რუმინეთისკენ.
დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, რუსეთის არმია უკვე კიევში იქნებოდა - ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იან ჟირეშმა 9 იანვარს საპარლამენტო დებატების დროს უარყო განცხადებები, რომ დასავლელი პარტნიორების სამხედრო დახმარება "აფერხებს კონფლიქტის დიპლომატიურ და მშვიდობიან მოგვარებას." საპასუხოდ, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იან ირიშმა განაცხადა, რომ ომის დასრულების გადაწყვეტილება მთლიანად რუსეთზე და მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული. „მტრის რაკეტები არ დაეცემა ჩეხეთის ტერიტორიაზე, თუ ჩვენ დავეხმარებით უკრაინას დამოუკიდებლობის დაცვაში,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა იცავს ევროპას და, შესაბამისად, ჩეხეთს კრემლის აგრესიული ქცევისგან, ამიტომ, სამხედრო დახმარება კიევისთვის მთლიანად ემთხვევა ჩეხეთის უსაფრთხოების ინტერესებს. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თავად რუსეთი არაერთხელ საუბრობდა მთელი დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მათ შორის, ჩეხეთთან დაპირისპირებაზე. „ეჭვგარეშეა, უკრაინისთვის თავიდანვე რომ არ დაგვეჭირა მხარი - ჩეხეთს, პოლონეთს, თითქმის ყველა სხვა ევროპულ ქვეყანას და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს - რუსული არმია დღეს კიევში იქნებოდა,“ - აღნიშნა იან ირიშმა.
ჩეხეთის პრეზიდენტი ისრაელში ვიზიტს იწყებს
ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი ისრაელში ჩავიდა. ქვეყანაში ვიზიტის დროს ის თავის ისრაელელ კოლეგას, ისააკ ჰერცოგს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება. ის ასევე შეხვდება “ჰამასის“ მიერ ოქტომბრის დასაწყისში თავდასხმის დროს გატაცებული ადამიანების ოჯახების წევრებს. მოგზაურობა ადრე იყო გამოცხადებული, მაგრამ თარიღი უსაფრთხოების მიზეზების გამო არ იყო ცნობილი. პაველი მოგვიანებით ეწვევა კატარს, სადაც ასევე შეხვდება მაღალი რანგის ლიდერებს.
ჩეხეთი სამოქალაქო ავიაციისთვის 20 უკრაინელ მფრინავს ამზადებს
ჩეხეთის რესპუბლიკაში 20 მომავალი უკრაინელი სამოქალაქო ავიაციის მფრინავი გადის ტრენინგს. კიევში დაფუძნებული ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩეხეთის ორ აეროპორტში სწავლება 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყეს და ტრენინგს სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებენ. „ბრძოლების დასრულების შემდეგ უკრაინას დასჭირდება ინფრასტრუქტურის სწრაფი რეკონსტრუქცია, რომლის განუყოფელი ნაწილია სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტი,“ - განუცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ მედიას. ახალი მფრინავები კომერციულ ფრენებზე პილოტის ლიცენზიას (CPL). შეერთებული შტატების მიერ თანადაფინანსებული კურსის დასრულების შემდეგ. 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრამ შეაჩერა სამოქალაქო ავიაცია უკრაინაში, რადგან თვითმფრინავები სარაკეტო თავდასხმის სამიზნე იყო. მაგრამ უკრაინის სახელმწიფო საავიაციო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ქვეყანას ამჟამად ექსპლუატაციაში ჰყავს 200 სამოქალაქო თვითმფრინავი.
ჩეხეთი აშშ-სგან მეხუთე თაობის F35-ებს შეისყიდის
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ცერნოჩოვამ და აშშ-ის ელჩმა ბიიან საბეტმა, ჩეხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმსა და მეხუთე თაობის F-35 თვითმფრინავების შესყიდვის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. „ამ მთავრობათაშორისი შეთანხმებით, ჩვენი ქვეყანა და არმია ახალ ეპოქაში გადადის. იმ ეპოქაში, როცა არამარტო ჯარისკაცების, არამედ, თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხითაც, ჩვენ ვიკავებთ ადგილს NATO-ს ევროპული წევრი ქვეყნების პირველ ლიგაში. მეხუთე თაობის თვითმფრინავები NATO-ს ავიაციის ხერხემალია,“ - განაცხადა ჩერნოხოვამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ და დასძინა, რომ ეს შენაძენი ჩეხეთის არმიის საბრძოლო ეფექტიანობას გაზრდის. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ჩეხეთის მთავრობამ 5,62 მილიარდი დოლარის ღირებულების 24 უახლესი თაობის F-35 მოიერიშე თვითმფრინავის შესყიდვა დაამტკიცა, რაც თავდაცვის ყველაზე ძვირადღირებული ერთიანი შესყიდვაა ქვეყნის ისტორიაში. ისინი Gripen-ის ტიპის თვითმფრინავს ჩაანაცვლებენ, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკამ შვედეთიდან 2027 წლამდე იჯარით მიიღო. ოქტომბრის ბოლოს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხური იარაღის კომპანია LOM Praha, მის შვილობილ VR Group-თან ერთად, ქვეყანაში სერტიფიცირებული F-35-ის სასწავლო ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებებს Lockheed Martin-თან აწარმოებდა.
ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა საქართველოს მოქალაქე, რომელიც რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი
ჩეხეთის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს გადასცა საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვი, რომელიც რამდენიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი . გავრცელებული ცნობით, ფოლად ომაროვი აშშ-ის პოლიციის ესკორტს პრაღის აეროპორტში გადასცეს. საქართველოს ექსტრადირებული მოქალაქე რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, მათ შორის, ფულის გათეთრებასა და ნიუ-იორკში ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვაში. მედიის ინფორმაციით, პირი, რომლის მკვლელობაც იგეგმებოდა, ირანის მთავრობის კრიტიკოსია, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა და ბრუკლინში, ნიუ-იორკში ცხოვრობს. კაცი გასული წლის იანვარში დააკავეს და ივლისში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა, პაველ ბლაჟეკმა მისი ექსტრადიცია დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ ომაროვმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ის საკონსტიტუციო სასამართლომ ძალაში დატოვა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ფოლად ომაროვი 2022 წელს ჩართული იყო ირანელი-ამერიკელი აქტივისტი ქალის, მასიჰ ალინეჯადის ნიუ-იორკში, მის სახლში მკვლელობის დაგეგმვაში. ომაროვს და კრიმინალური დაჯგუფების ლიდერობაში ეჭვმიტანილ რაფატ ამიროვს ბრალად ედებათ აშშ-ის მოქალაქის, ხალიდ მეჰდიევის დაქირავება და მისთვის 30 ათასი ამერიკული დოლარის გადახდა აქტივისტის მოკვლის სანაცვლოდ. ჩეხეთის პოლიციამ ომაროვი 2023 წლის იანვარში დააკავა, საერთაშორისო ორდერის საფუძველზე.
ჩეხეთის პრეზიდენტმა უკრაინის არმიაში გაწევრიანების უფლება კიდევ 20 ჩეხს მისცა
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ჩეხეთის 20 მოქალაქეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების უფლება მისცა. ამის შესახებ ჩეხეთის რადიო იუწყება, წერს. პაველმა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების რეკომენდაციების საფუძველზე, კიდევ 56 განცხადება უარყო. მისი განმარტებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურში მიღების განაცხადების უარყოფის მიზეზი იყო განმცხადებლების შეუსაბამობა დადგენილ კრიტერიუმებთან. პრეზიდენტის ნებართვის გარეშე ჩეხებისთვის კანონით აკრძალულია სამსახური უცხოურ შეიარაღებულ ძალებში. ამჟამინდელი პრეზიდენტის წინამორბედმა მილოშ ზემანმა 2022 წლის 24 თებერვლიდან ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების 132 ნებართვა გასცა.
ჩეხეთმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ცოტა გაზი მოიხმარა
გასულ წელს ჩეხეთში გაზის მოხმარება ყველაზე დაბალი იყო 1992 წლის შემდეგ. როგორც Cesky Radio იუწყება, ასეთი მონაცემები ენერგომარეგულირებელმა გამოაქვეყნა. 2023 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში ბუნებრივი აირის მოხმარებამ 6,7 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც დაახლოებით, მეათედით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კლება საყოფაცხოვრებო დანაზოგით იყო განპირობებული. გაზის ყველაზე დიდი წილი ჩეხეთში გერმანიის გავლით შევიდა. დაახლოებით 8% შეიძლება იყოს რუსული წარმოების გაზი. სააგენტომ ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირებაც აღნიშნა. ეს დაკავშირებულია რესურსების გაძვირებასთან, რამაც ხალხში დაზოგვის სტიმულირება გამოიწვია. პორტუგალიამ 2023 წელსრეკორდული რაოდენობის მწვანე ელექტროენერგია გამოიმუშავა და გერმანიამ ასევე პირველად გამოიმუშავა ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი მწვანე წყაროებიდან.
ევროკავშირის 15 ქვეყანა მზადაა, უკრაინისთვის ჭურვები ევროპის გარეთ იყიდოს - ჩეხეთის პრემიერი
რამდენიმე ევროპული ქვეყანა მხარს უჭერს ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვის შესახებ ევროპის გარეთ, უკრაინის არმიისთვის მეტი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით მოწვეული არაფორმალური სამიტი მონაწილეებმა განაცხადეს, იუწყება Le Monde. ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პეტერ ფიალამ განაცხადა, რომ თხუთმეტი ქვეყანა მზად არის, შეუერთდეს მისი სახელმწიფოს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების დეფიციტის პრობლემის მოგვარებას. „ჩეხეთის ინიციატივას რამდენიმე ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა აქვს,“ - განაცხადა ფიალამ პარიზში შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ „ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის.“ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ჩეხეთის წინადადება შეესაბამება ევროკავშირის წარსულ პოლიტიკას და განაცხადა, რომ პარიზი შეუერთდება ინიციატივას. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ, ბოლო კვირებში გააფორმეს უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებები კიევთან. ევროკავშირი ცდილობს, შეასრულოს უკრაინის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, განსაკუთრებით, ჭურვების მიწოდებასთან დაკავშირებით. შეიქმნება კოალიცია უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის - მაკრონი
ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ
პოლონეთისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა, დონალდ ტუსკმა და პეტრ ფიალამ 27 თებერვალს, პრაღაში, "ვიშეგრადის ჯგუფის" (V4) პრემიერ-მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ უკრიანის დახმარებას, მაგრამ არ აპირებენ უკრაინაში ჯარის გაგზავნას. ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების პრაღაში შეხვედრამდე, პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად კონფერენცია გაიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, კონფერენციაზე ისაუბრეს ახალი კოალიციის შექმნაზე, რომელიც უკრაინას მიაწვდის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს და სხვა საბრძოლო მასალებს. „არ ვუჭერთ მხარს უკრაინაში ჯარის გაგზავნას, მაგრამ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს რუსეთთან ომში და გახდეს NATO-სა და ევროკავშირის წევრი," - განაცხადა დონალდ ტუსკმა პრაღაში. NATO-ში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ პრორუსული პოზიციით ცნობილი უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები, ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო. პრაღაში ჩასვლამდე ფიცომ 2014 წელს უკრაინაში ომის დაწყებაში „უკრაინელი ნეონაცისტები“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ალიანსში უკრაინის შესაძლო წევრობა კარგი საფუძელი გახდება “მესამე მსოფლიო ომის დაწყებისთვის.“ სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელმაც 26 თებერვალს პარიზში დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლების შეხვედრის ფონზე გამართა უშიშროების საბჭოს სხდომა, განაცხადა, რომ NATO-ს და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობას. ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პეტერ ფიალამ განაცხადა, რომ თხუთმეტი ქვეყანა მზად არის, შეუერთდეს მისი სახელმწიფოს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების დეფიციტის პრობლემის მოგვარებას. „ჩეხეთის ინიციატივას რამდენიმე ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა აქვს,“ - განაცხადა ფიალამ პარიზში შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ „ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის.“ შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.
ნიდერლანდები უკრაინისთვის ცხრა თვითმავალ ჰაუბიცას შეისყიდის
ნიდერლანდებმა ჩეხეთის რესპუბლიკიდან DITA-ს ცხრა თვითმავალი საარტილერიო სისტემა უკრაინაში გადატანის მიზნით შეუკვეთა. DITA თვითმავალი ჰაუბიცა უახლესი ცეცხლსასროლი იარაღის მხარდაჭერის სისტემაა, რომელსაც სამიზნეების დარტყმა ათეულ კილომეტრ მანძილზე შეუძლია. „ნიდერლანდებმა გამოაცხადა შესყიდვის ხელშეკრულება ჩეხეთის რესპუბლიკასთან უკრაინას მოწინავე თვითმავალი საარტილერიო სისტემების მიწოდების შესახებ, რომელიც ცნობილია როგორც DITA,“ - ნათქვამია მოხსენებაში.
ჩეხეთი JAS-39 Gripen-ის მოიერიშეებს განაახლებს
ჩეხეთის რესპუბლიკა JAS-39 Gripen-ის მებრძოლების მოდერნიზებას აპირებს. მოიერიშე თვითმფრინავები იჯარის ხელშეკრულებით, შვედეთთან დამატებითი დოკუმენტების გაფორმების საფუძველზე განახლდება, რისთვისაც ჩეხეთი დაახლოებით 43,5 მილიონ დოლარს გაიღებს. CTK news-ის ცნობით, დოკუმენტს წლის პირველ ნახევარში მოაწერენ ხელს. ჩეხეთის საჰაერო ძალებს 14 Gripen-ი ჰყავს. მებრძოლები შვედეთიდან 2005 წელს იჯარით მიიღეს. ვადა 2027 წელს იწურება. წლიური ქირა დაახლოებით 1,7 მილიარდი კრონს შეადგენს. (დაახლოებით $75 მილიონი).
პეტრ პაველი: უნდა განვიხილოთ უკრაინაში სხვადასხვა ფორმით ყოფნა
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა უკრაინისთვის დახმარების ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა. მაკრონი: ევროპის მიწაზე ომი დაბრუნდა, მიზანშეწონილი იქნება, თუ მშიშრები არ ვიქნებით პრაღაში, ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან გამართულ პრესკონფერენციაზე პაველმა ხაზი გაუსვა, რომ კიევის სასარგებლოდ ახალი გადაწყვეტილებები უნდა მოიძებნოს. „თუ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ვიმოქმედებთ, უკრაინისთვის მიწოდებული მხარდაჭერის შესაძლებლობებისგან არ უნდა ჩავიკეტოთ. უნდა ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები, მათ შორის, უკრაინაში შესაძლო სხვადასხვა ფორმით ყოფნის განხილვაა. შესაძლებლობების მთელი რიგი არსებობს. დისკუსია დაწყებულია. ბოლოს ეს ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იყვნენ. ასევე, იყო საკონსულტაციო შეხვედრა პარიზში. უნდა გავაგრძელოთ," - განაცხადა პეტრ პაველმა. მანვე აღნიშნა, რომ "თუ არ გვსურს, რუსეთმა უკრაინაში წარმატებას მიაღწიოს, არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმ მხარდაჭერით, რომელიც დღეს არის.“ „ახალი ფორმები, ახალი გადაწყვეტილებები უნდა ვეძებოთ. საკუთარი თავი არ უნდა შევიზღუდოთ იქ, სადაც აუცილებელი არ არის თავის შეზღუდვა. შესაძლებლობების მთელი რიგი არსებობს. და დრო მოვიდა, განვიხილოთ ისინი და მართლაც, უკრაინაში საბრძოლო არმიების ყოფნის გარკვეული შიში არსებობს, მაგრამ აქ დახმარების სხვადასხვა ფორმაზეა საუბარი. უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც საფრთხის ქვეშაა, უკრაინაში წვრთნების მისია რომ გვქონოდა, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ არის. ჩვენზე დამოკიდებული დახმარების ფორმა, რომელიც უკრაინას მიეწოდება," - განაცხადა პეტრ პაველმა.
საფრანგეთის უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება
საფრანგეთის უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩეხ კოლეგა პეტრ პაველთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შესყიდვაზე ჩეხეთის ინიციატივა “უკიდურესად სასარგებლოა.“ „საბრძოლო მასალა ყველგან უნდა ვეძებოთ, სადაც ისინი ხელმისაწვდომია და თავსებადია აღჭურვილობასთან, რომელიც გადავეცით [უკრაინას],” - განაცხადა მაკრონმა. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხსენებულ ინიციატივაზე წინასწარი ვალდებულებები მიიღო კანადისგან, დანიისგან და რიგი ქვეყნებისგან, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს. მონაწილეობაზე საჯაროდ განაცხადა თანხმობა ნიდერლანდებმა, რომელმაც საარტილერიო ჭურვების შესყიდვისთვის 250 მილიონი ევრო გამოყო. ამასთან, ბელგიამ აღნიშნული ინიციტიავისთვის 200 მილიონი ევრო გაიღო.
გერმანია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება
გერმანია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 5 მარტს გახდა ცნობილი, რომ საფრანგეთის უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხსენებულ ინიციატივაზე წინასწარი ვალდებულებები მიიღო კანადისგან, დანიისგან და რიგი ქვეყნებისგან, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს. მონაწილეობაზე საჯაროდ განაცხადა თანხმობა ნიდერლანდებმა, რომელმაც საარტილერიო ჭურვების შესყიდვისთვის 250 მილიონი ევრო გამოყო. ამასთან, ბელგიამ აღნიშნული ინიციტიავისთვის 200 მილიონი ევრო გაიღო.
ჩეხ მილიარდერს სურს, უკრაინას მეტი საბრძოლო მასალის წარმოებაში დაეხმაროს
ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი იარაღის მწარმოებელი უკრაინას დახმარებას სთავაზობს. ჩეხურ AS ჯგუფს სურს "ასობით მილიონი ევროს" ინვესტიცია განახორციელოს უკრაინაში, რათა კიევს მეტი საბრძოლო მასალის წარმოებაში დაეხმაროს,“ განუცხადა კომპანიის მილიარდერმა მფლობელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მიხალ სტრნადმა ჟურნალისტებს. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. CSG სახელმწიფო კომპანია Ukroboronprom-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს შესაძლო ერთობლივი საწარმოს შექმნის მიზნით და ეძებს შესაფერის ადგილებს საარტილერიო და სატანკო ჭურვების, ასევე მძიმე ტექნიკის დასამზადებლად. უკრაინას მარაგები ეწურება იმ ფონზე, როდესაც კონგრესში შეერთებული შტატების მხრიდან დახმარება შეჩერებულია და ევროპული ქვეყნები ცდილობენ, ხარვეზი საკუთარი მარაგებით შეავსონ. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
უკრაინის საკითხზე ბრატისლავის პოზიციის გამო, ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის დაპირისპირება მწვავდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ჩეხეთი სლოვაკეთთან ურთიერთობის „საფრთხის ქვეშ“ დაყენაბაში დაადანაშაულა. მან ეს განცხადება გააკეთა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელმაც გადადო ორ ქვეყანას შორის აპრილში დაგეგმილი კონსულტაციები. ფიალა ამ ნაბიჯს საგარეო პოლიტიკის ძირითად საკითხებზე ორ ქვეყანას შორის განსხვავებული მოსაზრებების არსებობით ამართლებდა. „ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ჩეხეთის მთავრობამ მათი რისკის ქვეშ დაყენება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ის უკრაინაში ომის მხარდაჭერით არის დაინტერესებული, ხოლო სლოვაკეთის მთავრობა მშვიდობის შესახებ ღიად საუბრობს. თქვენი გადაწყვეტილება სუვერენული სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს,“ - განაცხადა რობერტ ფიცომ, რომელიც პრორუსული პოზიციებით გამოირჩევა. „ჩვენ პოლიტიკურ ურთიერთობებს ისეთი მსოფლმხედველობით არ დავამძიმებთ, რომელსაც სლოვაკურ-ჩეხურ თანაარსებობასთან საერთო არაფერი აქვს,“ - აღნიშნა ფიცომ. 6 მარტს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებული შეხედულებების გამო, უახლოეს მომავალში ჩეხეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის კონსულტაციები არ გაიმართება. პრაღამ გააკრიტიკა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იურაი ბლანარის შეხვედრა მის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, რომელიც ანტალიაში, თურქეთში, მარტის დასაწყისში შედგა. „ჩვენს პარტნიორებს მსოფლიოს მეორე მხარეს ესმით, რომ ევროპის უსაფრთხოება გავლენას ახდენს მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებაზე, ამიტომ ვწუხვარ, რომ ჩვენი სლოვაკი კოლეგები არ იზიარებენ ამ პერსპექტივას,“ - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ. ფიცო გერმანიაში: ჩვენ არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება, სამხედრო გზით გადაწყდეს
ლუქსემბურგი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას უერთდება
ლუქსემბურგმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 800 000 ერთეული საარტილერიო საბრძოლო მასალის შესყიდვის შესახებ ჩეხეთის ინიციატივას უერთდება. ამის შესახებ ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრმა იურიკო ბაკესმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე დაწერა. „ეს იქნება ჩვენი საერთო ძალისხმევის ნაწილი, რათა უკრაინას მივაწოდოთ აუცილებელი შესაძლებლობები რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - აღნიშნა მინისტრმა. გერმანია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება ჩეხეთს უკრაინისთვის პირველი 300 000 ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება უკვე აქვს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა. ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდონ, ამ დროისთვის 300 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა, პარტნიორების ძებნას გაარძელებენ. „ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ბევრად მეტი. ჩვენი მუშაობა და დახმარება უკრაინისთვის აქ არ მთავრდება. ვაგრძელებთ პარტნიორების ძებნას, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში,“ – აღნიშნა ფიალამ. როგორც ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა დღეს განაცხადა, ინიციატივას სულ 13 ქვეყანა შეუერთდა. ჩეხეთის ინიციატივისთვის ნორვეგია 1,6 მილიარდ ნორვეგიულ კრონას გამოყოფს, ნორვეგიას გერმანია და საფრანგეთიც უერთდებიან.
პეტრ პაველი: 800 000 საარტილერიო ჭურვი უკრაინას უახლოეს კვირებში გადაეცემა
დაპირებული 800 000 საარტილერიო ჭურვი, რომელიც ჩეხეთმა ევროკავშირის გარეთ მოიძია, უახლოეს კვირებში გადაეცემა კიევს, - Bild-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა. ჩეხეთის ლიდერის თქმით, მიწოდების ამ ვადაში განხორციელება შესაძლებელია, თუ „ფუნდამენტური პრობლემები" არ იქნება. ამასთან, პეტრ პაველი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ასეთი რაოდენობის საბრძოლო მასალის მიწოდება. ცნობისთვის, მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეხეთის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა უკრაინისთვის მისაწოდებელი საბრძოლო მასალის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მოძიებას. შედეგად, შესაძლებელი გახდა 155 მმ კალიბრის დაახლოებით 500 ათასი ჭურვის და 122 მმ კალიბრის 300 ათასი ჭურვის მოძიება. მიწოდების წყაროები უცნობია, ანალიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნებს ასახელებენ, დაწყებული სამხრეთ კორეიდან დამთავრებული აფრიკის ქვეყნებამდე.
შვედეთი ჩეხეთს 30 მილიონ ევროს გადასცემს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად
შვედეთმა მხარი დაუჭირა ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდების შესახებ და მის მხარდასაჭერად პრაღას 30 მილიონი ევრო გადასცემს. შვედეთის მთავრობამ ამის შესახებ 14 მარტს განაცხადა. „უკრაინის საბრძოლო მასალის საჭიროება დიდია, განსაკუთრებით, საარტილერიო. ჩეხეთის რესპუბლიკამ განსაზღვრა შესაძლებლობები მსოფლიო ბაზარზე დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის შეძენის მიზნით, ხოლო ჩვენს მთავრობას სურს, მხარი დაუჭიროს ჩეხეთის რესპუბლიკას ამ საქმეში,“განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა.
WSJ: ჩეხეთი უკრაინისთვის ჭურვებს იძენს, მათ შორის - რუსეთის მოკავშირეებისგანაც
ჩეხეთმა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა მიმწოდებლისგან 800 ათასამდე საარტილერიო ჭურვი შეიძინა და აღმოაჩინა კიდევ 700 ათასი, რომელთა დამატებით შეძენაც შეიძლება. საქმე ეხება 300 ათას საბჭოთა მოდელს და დასავლური წარმოების 500 ათას ჭურვს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი იტყობინება. WSJ-ის ცნობით, ჩეხეთი, რომელიც ჭურვებს უკრაინისთვის გადასაცემად აგროვებს, მათ რუსეთის მოკავშირეებისგან იძენს. პრაღა არ ასაჯაროებს, საიდან მოიპოვებს ჭურვებს. სავაჭრო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულია, რომ შეიარაღება ჩეხეთის ან მესამე ქვეყნების გზით გაიგზავნება. ამჟამად უკვე გადახდილია პირველი ტრანში 300 ათასი ჭურვისთვის. ყველაზე დიდი ფინანსური წილი გერმანიამ გაიღო. უკრაინაში ჭურვების პირველი პარტიის გაგზავნა შეიძლება, უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყოს.
ჩეხეთმა უკრაინას Mi-24-ის ტიპის ვერტმფრენების ბოლო პარტია გაუგზავნა
ჩეხეთმა უკრაინას მიაწოდა თავისი ბოლო საბჭოთა Mi-24 თავდასხმის ვერტმფრენები, იტყობინება ჩეხური მედია Denik N ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ იანა ცერნოჩოვაზე დაყრდნობით. პრაღამ უკრაინას თავისი რამდენიმე Mi-24-ის ვერტმფრენი რაოდენობის დაზუსტების გარეშე, წინა წლებში გადასცა. 2023 წლის აგვისტოში გამოაცხადეს, რომ ჩეხეთმა შესაძლოა, უკრაინას Mi-24-ის ვერტმფრენები მიაწოდოს, რადგან ჩეხეთის არმია მათ ახალი ამერიკული მოდელებით ანაცვლებს. შეგახსენებთ, ჩეხეთს უკრაინისთვის პირველი 300 000 ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება უკვე აქვს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა. ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდონ, ამ დროისთვის 300 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა პარტნიორების ძებნას გაარძელებენ. „ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ბევრად მეტი. ჩვენი მუშაობა და დახმარება უკრაინისთვის აქ არ მთავრდება. ვაგრძელებთ პარტნიორების ძებნას, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში,“ – აღნიშნა ფიალამ. ჩეხეთის ინიციატივას სხვა ქვეყნებთან ერთად, ნორვეგია, გერმანია და საფრანგეთიც უერთდებიან.
ისლანდია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 2 მლნ ევროს გამოყოფს
ისლანდია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად, ჩეხეთის რესპუბლიკის ინიციატივის ფარგლებში, ასევე უკრაინელი ქალი სამხედროებისთვის აღჭურვილობის შესაძენად, დაახლოებით 2 მილიონ ევროს გამოყოფს. შესაბამისი განცხადება ისლანდიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საარტილერიო საბრძოლო მასალა მთავარ როლს თამაშობს ბრძოლის ველზე, ამიტომ ისლანდია შეუერთდება სხვა მოკავშირეებს და შეიტანს დაახლოებით 2 მილიონი ევროს წვლილს 800 ათასი ჭურვის შესაძენად, რომელთა შეძენის შესაძლებლობა ჩეხეთმა მოიძია. გარდა ამისა, რეიკიავიკი დაახლოებით 500 ათას ევროს გამოყოფს უკრაინელი ქალი ჯარისკაცებისთვის აღჭურვილობის - ჯავშანტექნიკის, ფორმების, სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად. ჩეხეთს უკრაინისთვის პირველი 300 000 ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება უკვე აქვს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა. ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდონ, ამ დროისთვის 300 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა პარტნიორების ძებნას გაარძელებენ. „ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ბევრად მეტი. ჩვენი მუშაობა და დახმარება უკრაინისთვის აქ არ მთავრდება. ვაგრძელებთ პარტნიორების ძებნას, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში,“ – აღნიშნა ფიალამ. ჩეხეთის ინიციატივას სხვა ქვეყნებთან ერთად, ნორვეგია, გერმანია და საფრანგეთიც უერთდებიან.
უკრაინამ ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში შესაძლოა, 1,5 მილიონი ჭურვი მიიღოს
უკრაინელმა სამხედროებმა შესაძლოა ,ორჯერ მეტი ჭურვი მიიღონ ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში. აცხადებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი. „ჩვენ შეგვიძლია, ბევრად მეტი გავაკეთოთ, ვიდრე თავდაპირველად გამოცხადებული რაოდენობაა (მხედველობაშია 800 000 საბრძოლო ტყვია უკრაინისთვის - რედ.),“ - ამბობს მინისტრი და აღნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია, გადაიტანოს მილიონნახევარი ჭურვი. მან განმარტა, რომ საბრძოლო მასალის პირველადი მიწოდების დაფინანსება საჭიროა უკრაინაში გაგზავნამდე. ამიტომ, თავად ჩეხეთის ინიციატივა არ იქნება საკმარისი უკრაინის მხარდასაჭერად. ლიპავსკის თქმით, ჩეხეთის ინიციატივა უკვე იძლევა შედეგს და გავლენას ახდენს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებზე, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მასალის მიწოდება ჯერ არ დაწყებულა. „როგორც ვხედავთ, ეს უკვე ეხმარება უკრაინას უკეთ ბრძოლაში, რადგან მათ იციან, რომ ექნებათ ახალი საბრძოლო მასალის მარაგი, რამაც შეცვალა მათი პერსპექტივა არსებული მარაგების გამოყენების შესახებ,“ დასძენს მინისტრი. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდების ვადის დაკონკრეტებაზე უარი თქვა.
ჩეხეთმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის უზრუნველსაყოფად დამატებითი თანხა გამოყო
ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის შემდგომი წვლილის შეტანა ინიციატივაში, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საბრძოლო მასალის შესყიდვას ითვალისწინებს. გამოცემა Ceske Noviny წერს, რომ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ თანხა არ დაასახელა. პეტრ ფიალას თქმით, ინიციატივას 20 ქვეყანა შეუერთდა. მან მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც შეუერთდნენ შესყიდვების გეგმას და განაცხადა, რომ საბრძოლო მასალა უკრაინაში რამდენიმე კვირაში ან თვეში ჩავა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად საარტილერიო საბრძოლო მასალის რაოდენობა შეზღუდული არ არის. თავდაპირველად გეგმა მოიცავდა 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შეძენას. საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის განცხადებით, მიწოდებული საბრძოლო მასალის რაოდენობა, შეიძლება, თითქმის გაორმაგდეს. ინიციატივას 27 მარტს ოფიციალურად შეუერთდა პორტუგალია, რომელმაც მანამდე გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად 100 მილიონ ევროს გამოყოფდა. ჩეხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ და მისმა პორტუგალიელმა კოლეგამ დისტანციურად მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც უზრუნველყოფს ლისაბონის მონაწილეობას. მანამდე ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ მსგავსი დოკუმენტები გააფორმა დანიასთან, კანადასთან და ლატვიასთან. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავს ნორვეგიასა და ნიდერლანდებთანაც.
ჩეხეთმა კრემლის მომხრე ოლიგარქს სანქციები დაუწესა
27 მარტს გამართულ შეხვედრაზე ჩეხეთის მთავრობამ ეროვნული სანქციების სიაში დაამატა კრემლის მომხრე ოლიგარქი, ყოფილი უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, ასევე, უკრაინელი პროპაგანდისტი არტემ მარჩევსკი და პროკრემლისტური მემარჯვენე ვებგვერდი „ევროპის ხმა.“ როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, სანქციების ეროვნულ სიას ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაემატა. როგორც ფიალამ განმარტა, ეს სანქციები მიზნად ისახავს დარტყმას პრორუსულ ქსელზე, რომელიც ცდილობდა, განევითარებინა გავლენის ოპერაცია მის ქვეყანაში, რამაც „შეიძლება, სერიოზული გავლენა იქონიოს ჩეხეთის რესპუბლიკისა და ევროკავშირის უსაფრთხოებაზე.“ შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში გამოაცხადა ჩეხეთმა თავისი განზრახვა, ევროკავშირის მიერ დამტკიცებული სანქციების სიის გარდა, შეადგინოს პუტინის რეჟიმის მხარდამჭერთა სია. ჩეხეთის მთავრობის სიაში უკვე შედიან რუსეთის პატრიარქი კირილი, რუსი ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვი და მისი ვაჟი ფელიქს ევტუშენკოვი.
პოლონეთი და ჩეხეთი რუსული ჯაშუშური ქსელის საქმიანობას იძიებენ
რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშური საქმიანობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მისი უწყებების წინააღმდეგ იყო მიმართული, პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. „პრორუსული ინიციატივებისა და მედიაკამპანიების ორგანიზებისკენ მიმართული ქმედებები ევროკავშირის ქვეყნებში დოკუმენტირებულია,“ - ნათქვამია ABW-ის (პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტო) განცხადებაში, რომელსაც Reuters-ი ციტირებს. კერძოდ, ნახსენებია ინტერნეტპორტალი voice-of-europe.eu, რომელიც, სავარაუდოდ, პრორუსულ მასალებს აქვეყნებდა. ქსელის მიზანი იყო „პოლონეთის პოზიციების შესუსტება“ „ქსელის მიზანი ასევე იყო უკრაინის დისკრედიტაცია და ევროკავშირის ინსტიტუტების რეპუტაციის შელახვა, განუმარტა ABW-ს სპიკერმა AFP-ს. სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჩხრეკა ამ კვირის დასაწყისში, ვარშავასა და სამხრეთ პოლონეთის ქალაქ ტიჩიში ჩატარდა. დამატებითი დეტალები ჩხრეკის შესახებ არ გასაჯაროებულა. ოპერაცია კოორდინირებული იყო სხვა ქვეყნებთან, კერძოდ, ჩეხ პარტნიორებთან. ABW-ის ქმედებები მიმდინარე წლის იანვარში დასრულებული გამოძიების შედეგი იყო, რომლის დროსაც, ბრალი წაუყენეს პოლონეთის მოქალაქეს, რომელიც რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. „რუსული გავლენის ოპერაცია“ ჩეხეთში 28 მარტს ჩეხეთის მთავრობამ პრორუსული უკრაინული პარტიის "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ყოფილ ლიდერს ვიქტორ მედვედჩუკს სანქციები დაუწესა. ჩეხეთის მთავრობის ცნობით, მედვედჩუკი „მართავს ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსული გავლენის ოპერაციას რუსეთის ფედერაციიდან“, რომლის მიზანია, „დაარღვიოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება“. ამ „ოპერაციის“ განსახორციელებლად მედვედჩუკი იყენებს კომპანია „ევროპის ხმას“, სადაც მუშაობს მისი ახლო თანამოაზრე არტემ მარჩევსკი. ჩეხეთის სანქციების სიაშია მარჩევსკი, ასევე - „ევროპის ხმა“, რომელიც ამავე სახელწოდების პორტალს ფლობს. ჩეხეთმა კრემლის მომხრე ოლიგარქს სანქციები დაუწესა
გერმანია უკრაინას 180,000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს
ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია უკრაინას 180,000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს. შესაბამის ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია უკრაინისთვის 576 მილიონი ევროს ღირებულების 180,000 საარტილერიო ჭურვს შეიძენს. გასულ თვეში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის 478 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. „შესაბამისად, დახმარების ორივე ღონისძიების ჯამური ღირებულება ერთ მილიარდ ევროზე მეტია,“ - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.
ევროკავშირის რკინიგზაზე რუსი ჰაკერების თავდასხმების რიცხვი იზრდება - ჩეხეთი
რუსეთს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში, ევროპის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაზიანების „ათასობით მცდელობა“ ჰქონდა. ამის შესახებ ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრმა მარტინ კუპკამ ბრიტანულ გამოცემა Financial Times-ს განუცხადა. ჩეხი მინისტრის თქმით, ეს, პირველ რიგში, ჰაკერულ თავდასხმებს ეხება. მათ სამიზნეს კი, რკინიგზის ოპერატორები, კერძოდ, ჩეხეთის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიის განგაშის სისტემები და კომპიუტერულ სისტემები წარმოადგენენ. წარსულში ერთ-ერთი ასეთი თავდასხმისას, ბილეთების გაყიდვის ელექტრონული სისტემა გაითიშა. კუპკამ გამოთქვა შიში, რომ ასეთმა თავდასხმებმა შეიძლება, გამოიწვიოს განგაშის სისტემების მუშაობის მწყობრიდან გამოყვანა, რასაც, თავის მხრივ, შეიძლება, სერიოზული სარკინიგზო ავარია მოჰყვეს. ჩეხმა მინისტრმა სიტუაციას "საკმაოდ რთული" უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ჰაკერული თავდასხმებისგან დაცვა კარგად მუშაობს. ჩეხეთის მინისტრის სიტყვებიდან არ არის ნათელი, ბილეთების გაყიდვის სისტემის მწყობრიდან გამოყვანის გარდა, მიაღწია თუ არა სავარაუდო რუსულმა ჰაკერულმა თავდასხმამ სხვა რაიმე მიზანს. ბოლო დროს ჩეხეთში გაიზარდა სიგნალიზაციის სისტემის გაუმართაობასთან დაკავშირებული სარკინიგზო ინციდენტების რაოდენობა, მაგრამ არცერთი მათგანი, ოფიციალური მონაცემებით, არ ყოფილა სისტემაში გარე ჩარევასთან დაკავშირებული. „მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჰაკერული თავდასხმები კარგად არის დოკუმენტირებული, ნაკლებად ცნობილია სატრანსპორტო სისტემებზე ასეთი თავდასხმების შესახებ,“ წერს FT. პირველად, ასეთი მცდელობები გასულ წელს დაფიქსირდა, ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს შეტყობინებაში ნახსენები იყო რუსულენოვანი ჰაკერული ჯგუფების შესახებ, რომლის სამიზნეს ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და რუმინეთის რკინიგზები წარმოადგენდა.
„უცხო ძალა“ ნამდვილად არ ჟღერს ძალიან მეგობრულად, იმის გათვალისწინებით, რომ დახმარება პარტნიორი ქვეყნისგან მოდის - ჩეხეთის ელჩი
ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ინიციატივას, ხელახლა სცადოს „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში - სიტყვა - „უცხო ძალა“, ნამდვილად არ ჟღერს ძალიან მეგობრულად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დახმარება პარტნიორი ქვეყნისგან მოდის,“ წერს კუბერნატი სოციალურ პლატფორმა X-ზე. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი მოვიპოვეთ
„უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი მოვიპოვეთ,“ - შესაბამისი განცხადება ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ვილნიუსში „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტის შემდეგ გააკეთა. პაველის თქმით, ჩეხეთის მიზანია უკრაინას უმოკლეს ვადებში რაც შეიძლება მეტი საბრძოლო მასალა მიაწოდოს. ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მოძიებაზე პრაღის ინიციატივა ერთადერთი არ არის. „ანალოგიურს [ინიციატივას] ამუშავებენ ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი, ამაზე საფრანგეთიც საუბრობდა,“ - აღნიშნა პაველმა. მისი თქმით, უკრაინა საბრძოლო მასალის დიდ რაოდენობას საჭიროებს, ვინაიდან ზაფხულის თვეებში რუსეთის შეტევას ელის. პაველმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მეორეხარისხოვანია, საიდან იქნება საარტილერიო ჭურვები და ვინ დააფინანსებს მათ.
ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინა საბრძოლო მასალას იღებს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ ჩეხეთის ინიციატივა, რომელიც უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდას გულისხმობს, ახლა ხორციელდება და ის გაგრძელდება. ამის შესახებ მან რადიო თავისუფალ ევროპასთან ინტერვიუში ისაუბრა. „წელს ჩვენ შევძლებთ საკმაოდ ბევრი საბრძოლო მასალის შეძენას და მუდმივად მიწოდებას.“ - აღნიშნა ლიპავსკიმ. მან არ დააკონკრეტა, როდის განხორციელდებოდა მიწოდება, მაგრამ განმარტა, რომ ჩეხეთმა სხვადასხვა არხით „ამ დროისთვის უკრაინას მილიონზე მეტი ჭურვი მიაწოდა.“ მინისტრის თქმით, ინიციატივაში მონაწილეობის პირობა 20-მა ქვეყანამ დადო, მათ შორის, ხუთმა ქვეყანამ უკვე გაგზავნა თანხა მხოლოდ შესყიდვების დასაფინანსებლად. მისი თქმით, ამჟამად გარიგებები სრულდება გერმანიაში, ნიდერლანდებში, დანიაში, პორტუგალიასა და კანადაში - ხუთ ქვეყანაში, რომლებიც შეთანხმდნენ შესყიდვების დაფინანსებაზე. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ უფრო მეტ გარიგებას მივაღწევთ,“ აღნიშნა მინისტრმა. ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი მოვიპოვეთ
გიორგი ქოჩორაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველმა გულშემატკივარმა იამაყოს, რთული თამაში იქნება, მაგრამ მზად ვართ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო მეორე შეხვედრას გამართავს. ჩეხეთთან მატჩი 22 ივნისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. მანამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. „თურქეთთან განსაკუთრებულად ემოციური შეხვედრა იყო და საინტერესო თამაში ვაჩვენეთ. გუნდმა ენერგია აღიდგინა, მხოლოდ კიტეიშვილი გვაკლია. ეს მატჩი განსხვავებული იქნება, რადგან ჩეხეთი სხვა სტილის მქონე, გამოცდილი გუნდია, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით ჩაატარა და მათთან თამაში იოლი არ იქნება. თურქეთთან ორიენტირებული საკუთარ თამაშზე ვიყავით და არა მეტოქეზე, ახლაც ასეა. მეტოქეებს ვაკვირდებით, ანალიზს ვაკეთებთ. ბევრი რამ ვიცით ჩეხეთზე, მათი პლუს-მინუსები, მაგრამ ყოველი მატჩი განსხვავებულია. საქართველოს ნაკრების პრობლემა არა მეტოქე, არამედ დისციპლინირებულად მოქმედებაა. თუ ამას ვაკეთებთ, მაშინ ყველაფერი კარგადაა. „შესაძლოა, შემადგენლობაში ცვლილებები იყოს, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. ახალი ენერგია ხანდახან საჭიროა. ევროპის ჩემპიონატი განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ, რათა მომავალში უკეთესები გავხდეთ. ამიტომ 11 ფეხბურთელზე დაყრდნობა კარგი არაა. მხოლოდ შედეგზე არ ვართ ორიენტირებულნი. მნიშვნელოვანია, გააანალიზო შენი თამაში, ნახო, რა გამოგდის და რა – არა. ცხადია, გულდასაწყვეტი იყო, როდესაც თურქეთთან წავაგეთ, მაგრამ აქედანაც ვისწავლეთ, ნაბიჯი წინ გადავდგით. მამარდაშვილს ჰქონდა უფლება, მეტოქის საჯარიმოში ჩასულიყო, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ იყო, 1:2-ს წავაგებდით თუ 1:3-ს. რა თქმა უნდა, ეს იყო რისკი, მაგრამ შეიძლებოდა, გოლი გაგვეტანა. ფეხბურთში მთავარი ბალანსია, თუ კარგად შეტევა გინდა, თავიც უნდა დაიცვა,“ – განაცხადა სანიოლმა. ჩეხეთთან ევრო 2024-ის მეორე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმაც. „ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ყოფნა ნიშნავს, რომ თამაშისთვის მზად ვართ. ყველა გუნდი ჩვენ წინააღმდეგ შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენც შევეცდებით, როგორც ყოველთვის, თავი დავიცვათ და ვიბრძოლოთ. ფეხბურთი ომს აჩერებს, ჩვენ გვიყვარს ეს სპორტი და ასეთ დონეზე თამაშის შანსი გვაქვს, რაც საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა. ვფიქრობ, ყველა ქართველი ბედნიერია და დროა, შეხვედრაზე ვიფიქროთ, იმაზე, რაც ხვალ გველოდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველმა გულშემატკივარმა იამაყოს. რთული თამაში იქნება, მაგრამ მზად ვართ. აქამდე შრომით, თავდაჯერებითა, ყოველდღიური ვარჯიშით მოვედით. მოედანზე ისე არ უნდა გავიდე, როგორც ბრძოლის ველზე, არამედ ამ ყველაფრით უნდა ვისიამოვნო. როდესაც საქმიდან სიამოვნებას იღებ, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე გამოგდის. ჩემი დანიშნულებაც ესაა, ვისიამოვნო და თანაგუნდელებს დავეხმარო. მწვრთნელს ვეთანხმები, მხოლოდ შედეგისთვის არ ვთამაშობთ. მთავარია, მოედანზე მაქსიმუმი გავიღოთ და ვნახოთ, რა შეგვიძლია. შორიდან დარტყმები ჩვენც გამოგვდის. მაგალითად, მე ყოველდღე ვმუშაობ, რომ ეს კომპონენტი დავხვეწო. თუ შორიდან დარტყმის შესაძლებლობა მომეცემა, ვეცდები, გოლი გავიტანო. დიდად არ მიყვარს ჩემი მეტოქის თამაშის ყურება, მაქსიმუმ, 5-10 წუთით დავაკვირდე და გავიგო, რას წარმოადგენს,“ – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.
ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი: ეს იყო ჩემი ყველაზე ცუდი მატჩი, სკოლის მოსწავლეებივით ვიქცეოდით
ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი ტომას სოუჩეკი ამბობს, რომ ეროვნული გუნდის ფორმით ჩატარებული 73-ე მატჩი საკუთარ კარიერაში ყველაზე წარუმატებელი იყო. „ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რამდენიმე წინადადება ვთქვათ და ყველა უარყოფითი იქნება. ეს ალბათ ნაკრებში ჩემი ყველაზე ცუდი მატჩი იყო. შედეგი ერთია, მაგრამ თამაში სხვაა. ჩვენ აბსოლუტურად ვერაფერი გავაკეთეთ შეტევაში და ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში“, – განაცხადა ჩეხეთის კაპიტანმა და „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა მატჩის შემდეგ ČT sport-თან ინტერვიუში. „ზოგჯერ მქონდა განცდა, რომ სკოლის მოსწავლეებივით ვიქცეოდით. ისეთ კონტრშეტევებს გვიწყობდნენ, გაკვეთილი ჩაგვიტარეს. სწრაფად მიდიოდნენ კარისკენ და გოლები ასე გაიტანეს. მატჩის შემდეგ ჩვენ რაღაც გვქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ – განაგრძო სოუჩეკმა. ჩეხები საქართველოს ისტორიაში მეორედ შეხვდნენ. ივნისში, გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. „საქართველოს წინააღმდეგ ისე გვსურდა გვეთამაშა, როგორც ევროზე, იქ უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ ამჯერად მათ თავი საუკეთესო კუთხით გვაჩვენეს და აშკარად გვჯობდნენ. ჩვენ აუცილებლად გვსურს, რომ ქართველებთან საშინაო თამაშში რევანში ავიღოთ,“ – ამბობს სოუჩეკი. საქართველოს გარდა, B1 ჯგუფში ჩეხების მეტოქეები უკრაინა და ალბანეთი არიან. ისინი მომავალ კვირას უკრაინას „ედენ პრაღაში“ დაუპირისპირდებიან. ერთა ლიგის მეოთხე გათამაშებაში გუნდები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვიან. ტურნირის პლეი ოფში გავა ოთხი საუკეთესო გუნდი, რომელიც კლასიკურ საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გადალახავს. „მატჩის შემდეგ გასახდელში მოკლე, მაგრამ შინაარსიანი საუბარი გვქონდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩეხეთის ნაკრებში ასე თამაშის უფლება არ გაგვაჩნია. ერთია შეცდომის დაშვება, მაგრამ სხვა საკითხია პასუხისმგებლობის აღება და გუნდისთვის მაქსიმუმის გაკეთება, რაც ჩვენი მოვალეობაა. ჩვენ ამის შესახებ უკრაინასთან მატჩამდე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. მე მაინც მჯერა, რომ გუნდს აქვს საკმარისი ძალები, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, არა ასეთი თამაშით, რადგან ასე ჩვენ ერთა ლიგის „ბ“ ჯგუფშიც ვეღარ მოვხდებით,“ – ამბობს სოუჩეკი. ჩეხეთის ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის სტარტზე საქართველოსთან დიდი ანგარიშით 4:1 დამარცხდა.
ჩეხური კომპანია შუა დერეფნის მარშრუტზე საპილოტე პროექტს ახორციელებს
ჩეხური საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია MALBI-trans-ი ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (შუა დერეფანი) საპილოტე პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლილიანა კრუტონოგმა განუცხადა. „ჩვენი მიზანია, ავითვისოთ სრული მარშრუტი რუმინეთის პორტ კონსტანცის გავლით. ჩვენი წინა გადაზიდვები არ იყო ამ პორტის გავლით. წელს ვგეგმავთ ტრანსპორტირებას კონსტანცის გავლით. ჩვენ ვაპირებთ, კვირაში დაახლოებით ერთი რეისის შესრულებას. ამჟამად ვიკვლევთ შესაძლო საკითხებს,“ - აღნიშნა კრუტონოგმა. ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების „ხელშესახები წინსვლისთვის“, აშშ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის პოტენციურ სფეროებს აფასებს