თეგი: ჩილე
ჩილეში, მაღალი ტემპერატურის შედეგად მყინვარი ჩამოიშალა
მაღალი ტემპერატურისა და ნალექის შედეგად ჩილეში, დედაქალაქის სამხრეთით, 1200 კილომეტრზე, პატაგონიის რეგიონის ეროვნულ პარკში მყინვარი ჩამოიშალა. როგორც ტურისტების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მთის მწვერვალზე არსებული ყინულის კედლები 200 მეტრის სიმაღლიდან ვარდება. კლიმატის ცვლილების ექსპერტების თანახმად, მომხდარი გლობალური დათბობის შედეგია.
ჩილეში ტყის ხანძრებს 13 ადამიანი ემსხვერპლა
ჩილეს ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში მძვინვარე ტყის ხანძრებს უკვე 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, მაურისიო ტაპიამ განაცხადა. "ამ ეტაპზე სხვადასხვა ოლქებში ტყის ხანძრების 50-ზე მეტი კერა ფიქსირდება, სრულად განადგურებულია 45000 ჰექტარზე მეტი ტყე", - განაცხადა ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი, ასობით სახლი კი სრულად დაიწვა.
კოლუმბიამ და ჩილემ ისრაელიდან ელჩები გაიწვიეს, ბოლივია ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს
ბოლივიის წარმომადგენელმა გაეროში, დიეგო პარიმ სამშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ მხარს უჭერენ პალესტინელი ხალხის უფლებებს. „შედეგად, ბოლივიელმა ხალხმა და მთავრობამ მიიღეს გადაწყვეტილება, გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელის სახელმწიფოსთან, რადგან ჩვენ მას მივიჩნევთ სახელმწიფოდ, რომელიც არ სცემს პატივს ადამიანთა სიცოცხლეს, საერთაშორისო კანონს ან საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს,“ - აღნიშნა პარიმ. ბოლივია ასევე ემზადება ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად. კოლუმბიამ და ჩილემ ისრაელიდან კონსულტაციებისთვის თავიანთი ელჩები გაიწვიეს. „თუ ისრაელი არ შეაჩერებს პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით,“ - განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ. თავის მხრივ, ჩილეს პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანა იწვევს თავის ელჩს ისრაელიდან ღაზის სექტორში ისრაელის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამო. განცხადება გაავრცელა ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც აღნიშნავს, რომ მკაცრად გმობენ და დიდი შეშფოთებით აკვირდებიან სამხედრო ოპერაციებს, „რომლებიც მათი განვითარების ამ ეტაპზე გულისხმობს ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის კოლექტიურ დასჯას, პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რისი დემონსტრირებაცაა რვა ათასი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე, ძირითადად ქალები და ბავშვები“.