თეგი: ჩოგბურთი
რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი დანიილ მედვედევი ხუთ სეტში, ანგარიშით 2:6, 6:7,6:4, 6:4, 7:5 დაამარცხა. მატჩი დაძაბული გამოდგა და 5 საათისა და 25 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. „ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე იყო. მხარდაჭერა, რომელიც მივიღე ამ ტურნირის დროს, უბრალოდ დარჩება ჩემს გულში, მთელი ცხოვრების განმავლობაში“, - თქვა ნადალმა მთავარი ტიტულის მოგების შემდეგ. 35 წლის ნადალმა პრესტიჟული ტურნირი მეორედ მოიგო.
რაფაელ ნადალმა საფრანგეთის ღია პირველობა მეთოთხმეტედ მოიგო
რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებულია. ესპანელმა ჩოგბურთელმა ეს ტიტული მეთოთხმეტედ მოიგო. საფრანგეთის ღია პირველობა მოიპოვა 36 წლის ნადალმა პირველად, 19 წლის ასაკში მოიგო. 6-3, 6-3, 6 -0 - ამ ანგარიშით რაფაელ ნადალმა ნორვეგიელი კასპერ რუდი დაამარცხა.
ჩოგბურთელი ნათელა ძალამიძე უიმბლდონის ტურნირზე რუსეთის ნაცვლად საქართველოს სახელით იასპარეზებს
ჩოგბურთელმა ნათელა ძალამიძემ რუსეთის მოქალაქეობა შეიცვალა და უიმბლდონის მომავალ ტურნირზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. უიმბლდონზე თამაში ყველა რუს მოთამაშეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აეკრძალა. ძალამიძეს ახლა წყვილთა თანრიგში ასპარეზობა შეუძლია, უიმბლდონზე მის მეწყვილედ WTA-ს ვებგვერდზე სერბი ალექსანდრა კრუნიჩია მითითებული. უიმბლდონის ტურნირი 27 ივნისს იწყება.