თეგი: ჩრდილოეთის ნაკადი 2
ჯო ბაიდენი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეაჩერებს Nord Stream 2-ს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. „თუ რუსეთი შემოიჭრება - რაც ნიშნავს იმას, რომ ტანკები ან ჯარები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, მაშინ აღარ იქნება Nord Stream 2“, - განაცხადა ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „გპირდებით, ჩვენ ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, თუმცა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ არ დააკონკრეტა, როგორ შეუძლია ასეთი დაპირების გაცემა, როდესაც გერმანია აკონტროლებს მილსადენს. თავის მხრივ, შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია და აშშ მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უკრაინაზე ახალი თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სწრაფად დაწესდეს.როდესაც ჰკითხეს Nord Stream 2-ზე, მან თქვა, რომ ზოგიერთი დეტალი ბაიდენთან დისკუსიიდან არ შეიძლება, საჯარო გახდეს. საერთაშორისო მედია წერს, რომ ბაიდენმა შეამცირა შეშფოთება იმის შესახებ, რომ ბერლინი სრულად არ არის ჩართული აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მცდელობებში უკრაინასთან დაკავშირებით, რუსული სამხედრო ზეწოლის წინააღმდეგ. „ერთად ვმოქმედებთ, ჩვენ აბსოლუტურად ერთიანი ვართ და არ გადავდგამთ განსხვავებულ ნაბიჯებს, ჩვენ იგივე ნაბიჯებს გადავდგამთ და ეს ძალიან, ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. თავის მხრივ ბაიდენმა აღნიშნა, რომ გერმანიას სრულად ენდობა.
შოლცმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე ისაუბრა: გერმანიამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში
ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შესახებ კითხვის საპასუხოდ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში. მისი თქმით, გერმანიას სურს დარწმუნდეს, რომ უკრაინის გამო ომი არ იქნება, რადგან მას ექნება შორსმიმავალი შედეგები. გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ „უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ერთად და არა რუსეთის წინააღმდეგ“. მისი თქმით, NATO და ევროპა ერთ პოზიციაზე არიან, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რაც არ უნდა რთული იყოს. „ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მამაცები და პასუხისმგებელი ჩვენს ქმედებებში. ომი ევროპაში წარმოუდგენელია და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეც დარჩება“, - აღნიშნა შოლცმა. მთავარი გზავნილები რუსეთში შოლცის ვიზიტიდან
გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2" ტექნიკურად გამოუსადეგარია
გერმანიის მთავრობა, მიიჩნევს, რომ Nord Stream2-ის გაზსადენის ტექნიკური გამოყენება ამ დროისთვის შეუძლებელია. სააგენტო dpa-ს ცნობით, ფედერალური მთავრობისგან ეს პასუხი მიიღო პარლამენტის წევრმა, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ლაიფ-ერიკ ჰოლმმა, რომელმაც მთავრობას ოფიციალური შეკითხვით ცოტა ხნის წინ მიმართა. ჯო ბაიდენი: Nord Stream-ის ორივე მილსადენის დაზიანება, მიზანმიმართული დივერსიაა პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ Nord Stream2-ს ჯერ არ მიუღია საჭირო სერთიფიკატი და, შესაბამისად, მისი გაშვება შეუძლებელია. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ეწინააღმდეგება "სოციალ-დემოკრატების", "თავისუფალი დემოკრატების" და "მწვანეების" კოალიციური მთავრობის პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას. NATO: „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებაზე: ყველა ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს დივერსიის შედეგია რუსეთში მიაჩნიათ, რომ Nord Stream2-ი ექსპლუატაციისთვის მზადაა. ორი კვირის წინ, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს" შეუძლია გაზის ტრანსპორტირება და საჭიროა მხოლოდ ონკანის გახსნა. სექტემბრის ბოლოს, Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის მილსადენებზე აფეთქებების შედეგად, ბალტიის ზღვაში, კუნძულ ბორნჰოლმთან, დანიისა და შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში, გაზსადენების ოთხ მონაკვეთზე გაჟონვა დაიწყო. The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.