თეგი: ჩრდილოეთ ევროპა

ჩრდილოეთ ევროპაში 1,4 მილიონი წლით დათარიღებული სახის ძვლები აღმოაჩინეს

ესაა გარღვევა, რომელიც ადამიანის ევოლუციის ისტორიის გადაწერაში დაგვეხმარება - ჩრდილოეთ ევროპაში 1,4 მილიონი წლით დათარიღებული სახის ძვლები აღმოაჩინეს. წერს სააგენტო Anadolu. „ესაა გარღვევა, რომელიც ადამიანის ევოლუციის ისტორიის გადაწერაში დაგვეხმარება. შეიძლება ვთქვათ, რომ 1 მილიონი წლით უკან გადავწიეთ ადამიანთა ევოლუცია ევროპაში. ჩვენ ჯერ არ ვიცით, პირველი ადამიანის რომელ პოპულაციასა და სახეობას მიეკუთვნება აღმოჩენილი ფრაგმენტები“, - აცხადებს არქეოლოგი ავრორა მარტინი. ცნობისთვის, 1994 წლამდე ცნობილი იყო, რომ ევროპაში, 500 000 წლის წინანდელ პერიოდზე ადრე, ადამიანის სახეობა არ არსებობდა.   

დიდი ბრიტანეთი რუსული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ჩრდილოეთ ევროპაში 20 000 სამხედროს განალაგებს

დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ აპირებს, გააძლიეროს თავისი სამხედრო ყოფნა ჩრდილოეთ ევროპაში, მათ შორის მომავალ წელს რეგიონში 20,000 ჯარისკაცის განლაგებით. დიდი ბრიტანეთის მიზანია, რუსული დივერსიის გამო მზარდი შეშფოთების ფონზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას დაეხმაროს. ბრიტანეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 000 ჯარისკაცს, დამატებით, სამეფო საზღვაო ძალების რვა ხომალდს, თვითმფრინავების და სამხედრო ვერტმფრენების ჯგუფს გაგზავნოს, რათა დაეხმაროს საპოლიციო მისიას და თავიდან აიცილოს საფრთხე რუსეთის მხრიდან.  

დიდი ბრიტანეთი ჩრდილოეთ ევროპაში სამხედრო ყოფნას გააძლიერებს

დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ აპირებს, გააძლიეროს თავისი სამხედრო ყოფნა ჩრდილოეთ ევროპაში, მათ შორის მომავალ წელს რეგიონში 20,000 ჯარისკაცის განლაგებით. დიდი ბრიტანეთის მიზანია, რუსული დივერსიის გამო მზარდი შეშფოთების ფონზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას დაეხმაროს. ბრიტანეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 000 ჯარისკაცს, დამატებით, სამეფო საზღვაო ძალების რვა ხომალდს, თვითმფრინავების და სამხედრო ვერტმფრენების ჯგუფს გაგზავნის, რათა საპოლიციო მისიას დაეხმაროს და რუსეთის მხრიდან საფრთხე აირიდოს. ბრიტანელები ფართომასშტაბიან, მრავალეროვნულ წვრთნებში ჩაერთვებიან. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთიანები  ვიყოთ  მავნე განზრახვის მქონე ადამიანების წინააღმდეგ," - ნათქვამია პრემიერ სუნაკის განცხადებაში.