თეგი: ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი
ირანი, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის ფარგლებში, რეშტ-ასტარას რკინიგზის ხაზის აშენებას გეგმავს
ირანი, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის ფარგლებში, რეშტ-ასტარას რკინიგზის ხაზის აშენებას გეგმავს, ამის შესახებ ირანის გზებისა და ქალაქმშენებლობის მინისტრმა რუსტამ გასემმა განაცხადა. მედია: ირანი რუსეთისთვის შესაძლოა, სატრანსპორტო ჰაბი გახდეს მისი თქმით, რკინიგზის ამ ხაზის არ არსებობა, სატრანზიტო გადაზიდვებში პრობლემებს შექმნის. გასემის განცხადებით, დღეს ინდოეთიდან კონტეინერები ირანის „შაჰიდ რადჯაის“ პორტში შედიან და იქიდან ხდება გემებით კონტეინერების ტრანსპორტირება, შემდეგ კი რკინიგზით ქალაქ რაშტში გადაზიდვა. საიდანაც ტვირთი ქალაქ ასტარაში იგზავნება, შემდეგ კი აზერბაიჯანის რკინიგზით ფინეთში ხვდება. ტვირთის გადაზიდვას 17-18 დღე სჭირდება. ირანის გზებისა და ქალაქმშენებლობის მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ ირანის სამხრეთით მდებარე ქვეყნებმა, თეირანს მიმართეს, რომ შეიქმნას რკინიგზის ახალი მარშრუტი ირანის ტერიტორიაზე, რუსეთის მიმართულებით. „ცოტა ხნის წინ რუსეთსა და ირანს შორის 10 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება გაფორმდა. სხვა ქვეყნებმაც შემოიტანეს განაცხადები, ირანის გავლით საქონლის ტრანზიტზე, - განაცხადა გასემმა. შეგახსენებთ, რომ მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩრდილოეთ-სამხრეთის მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ, რუსეთმა, ინდოეთმა და ირანმა ჯერ კიდევ 2000 წელს მოაწერეს ხელი. შეთანხმების რატიფიცირება მოსკოვის მიერ 2002 წელს მოხდა. თუმცა ეს მარშრუტი მხოლოდ ახლა იწყებს უფრო აქტიურად განვითარებას. „ამის სტიმული იყო ევროკავშირის სანქციები და, შედეგად, სხვადასხვა შეზღუდვები და ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვის ვარდნა“, - წერს რუსული მედია.
რუსეთი, აზერბაიჯანი და ირანი ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე შეთანხმდნენ
რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ, დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ბაქოში, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის მთავრობების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის უფრო ეფექტური გამოყენებისა და განვითარების საკითხები განიხილეს. მოლაპარაკებების შემდეგ სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა დერეფნის განვითარების შესახებ დეკლარაციას მოაწერა ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა, ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრმა რუსტამ გასემმა. დეკლარაციის თანახმად, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო შესაძლებლობების შეფასებისა და ანალიზის სფეროში ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის სრულად გამოყენების მიზნით ითანამშრომლონ. მხარეებმა გამოაცხადეს მზადყოფნა სამი ქვეყნის ტერიტორიებს შორის, 30 მილიონი ტონა სატრანზიტო და ორმხრივი სატვირთო მიმოსვლის განხორციელებისთვის 2030 წლამდე რიგი საკითხები გადაწყვიტონ. სატრანსპორტო და სატრანზიტო ოპერაციების, ვაჭრობის პროცედურების გამარტივების მიზნით, იგეგმება ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის შეხვედრაც მომდევნო თვეში უნდა გაიმართოს. მიღწეულია შეთანხმება, რომ ჯგუფის მოახლოებული შეხვედრისთვის მომზადდება რაშტ-ასტარას რკინიგზის შესახებ შეთანხმების პროექტი და შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყება 2022 წლის ბოლოსაა მოსალოდნელი. ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი 2000 წლის 12 სექტემბერს რუსეთს, ირანსა და ინდოეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შეიქმნა. შემდგომ წლებში ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო კიდევ 10 ქვეყანამ, მათ შორის აზერბაიჯანმა და თურქეთმა. ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი შექმნილია ინდოეთიდან რუსეთში, ასევე ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში საქონლის ტრანსპორტირების დროის შესამცირებლად.
ირანი ცდილობს, ასტარა-რეშტის რკინიგზის მშენებლობის დასასრულებლად დაფინანსება რუსეთიდან მიიღოს
ირანს 800 მილიონი ევრო სჭირდება ასტარა-რაშტის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის დასასრულებლად, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (ITC) ნაწილია. რუსეთის რკინიგზა, აზერბაიჯანთან და ირანთან „რეშტ-ასტარას“ მარშრუტის გაშვებაზე შეთანხმებას ცდილობს ამის შესახებ ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრის მოადგილემ ჰეიროლა ხადემიმ განაცხადა. „ასტარა-რაშტი სარკინიგზო პროექტებს შორის მთავარი პრიორიტეტია... ამ პროექტის დასასრულებლად 800 მილიონი ევრო გვჭირდება“. მინისტრის მოადგილის თქმით, ირანი რუსული მხარისგან პასუხს უახლოეს კვირებში ელის. ირანელმა ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ თეირანს სურს ამ პროექტის განხორციელებისა და ექსპლუატაციისთვის სახსრები მოსკოვიდან კრედიტით ან რუსული კერძო სექტორისგან მიიღოს. ამავდროულად, ირანი მზადაა განიხილოს დაფინანსების სხვა წყაროები. ირანი, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის ფარგლებში, რეშტ-ასტარას რკინიგზის ხაზის აშენებას გეგმავს „რუსმა სპეციალისტებმა ირანული მხრიდან მიიღეს ტექნიკური დოკუმენტაცია და კვლევები, ჩაატარეს ტექნიკური დათვალიერება. ამ დროისთვის ირანული მხარე მოსკოვიდან ელოდება ინფორმაციას ფასებისა და სამუშაოს დაწყების პროცედურის შესახებ", - დასძინა ხადემმა. მედია: ირანი რუსეთისთვის შესაძლოა, სატრანსპორტო ჰაბი გახდეს „ასტარა-რეშტი არის მულტიმოდალური მარშრუტის ნაწილი სანკტ-პეტერბურგიდან მუმბაის პორტამდე (ინდოეთი), რომლის სიგრძე 7,2 ათასი კილომეტრია. ეს არის საზღვაო გზის ალტერნატივა, რომელიც აკავშირებს ევროპას, სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ინდოეთის ოკეანეს სუეცის არხის გავლით. არსებობს სამი ITC მარშრუტი: ტრანსკასპიური (რკინიგზისა და პორტების გამოყენებით), დასავლეთი და აღმოსავლეთი (სახმელეთო). ირანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ასტარა-რეშტის სარკინიგზო მშენებლობის პროექტზე ჯერ კიდევ 2005 წელს. მშენებლობის აქტიური ეტაპი მხოლოდ 2018 წელს დაიწყო.