თეგი: ჩრდლოეთ ოსეთი
ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობამ „მაღალი მზადყოფნის რეჟიმი“ შემოიღო
ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ, რესპუბლიკაში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმის“ შემოღების შესახებ, განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლიც თანახმადაც რუსეთის სხვა რეგიონებიდან მანქანებს ჩრდილოეთ ოსეთში შესვლა ეკრძალებათ. რუსული მედიის ცნობით, ზემო ლარსთან შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს განკარგულების მიხედვით, შეზღუდვა არ ეხება საქართველოსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებულ ავტომობილებს. ვოლოდინი: რუსეთის ხელისუფლება ქვეყნიდან წასული ადამიანების სიებს ადგენს გასულ კვირას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. რუსული მედია: ზემო ლარსზე, მობილიზაციას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს, გაწვევის უწყებებს ურიგებენ 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინის მიერ, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, რამაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გადატვირთვა გამოიწვია. საქართველოს საზღვართან კლომეტრიანი რიგებია. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.