თეგი: ციმბირი

ციმბირში, ქალაქ ირკუტსკში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ორსართულიან სახლს შეეჯახა

რუსული მოიერიშე თვითმფრინავი კვირას ციმბირის ქალაქ ირკუტსკში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა და ორი პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ირკუტსკის გუბერნატორმა იგორ კობზევმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი ქალაქში ორსართულიან სახლს შეეჯახა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, პილოტები დაიღუპნენ, თუმცა სხვა მსხვერპლი არ ყოფილა. ექვს დღეში ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევა იყო. გასულ ორშაბათს, რუსული მოიერიშე თვითმფრინავი სამხრეთ უკრაინის მახლობლად, ქალაქ იეისკში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა და სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. მაშინ პილოტი გადარჩა.  

ციმბირში, ანგარსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია

ციმბირში, ანგარსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „27 ნოემბერს დილით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში სითბოს გადამცვლელის პროცესორის განყოფილებას ცეცხლი გაუჩნდა“, - იტყობინება რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი დირექტორატი. მეხანძრე-მაშველების მისვლამდე ხანძრის ფართობი 200 კვ.მ იყო. 09:12 საათზე ცეცხლი 250 კვადრატულ ფართობზე გავრცელდა.  ხანძრის ჩაქრობაში 104 ადამიანი და 25 ტექნიკა მონაწილეობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „მიმდინარეობს ტექნიკის და მონტაჟის გაგრილება, ჩაქრობა გრძელდება სპეციალური საშუალებებით. ინსტალაციაში მასალების მიწოდება დაბლოკილია“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში. ანგარსკის პეტროქიმიური კომპანია, აღმოსავლეთ ციმბირში ნავთობპროდუქტების გადამუშავებისა და წარმოებისთვის უდიდესი ქარხანაა. ეს საწარმო „როსნეფტის“ ნაწილია. ANHK-ი რუსეთის ფედერაციის 10 უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას შორისაა. საწარმოში ყოველწლიურად 9 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავება ხდება.  

რუსეთში შვეულმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა 6 ადამიანი

რუსეთში, ალთაის მხარეში, ციმბირში, შვეულმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.