თეგი: ცინ განი
Bloomberg: ჯეიმს კლევერლიმ ჩინელი დიპლომატის „გაუჩინარების“ ფონზე, პეკინში ვიზიტი გადადო
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლერლიმ პეკინში, ამ თვეში დაგეგმილი ვიზიტი გადადო იმ ფონზე, რომ ჩინელი დიპლომატი ერთი თვეა, საჯაროდ არ გამოჩენილა. ამის შესახებ Bloomberg-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცინ განის არყოფნა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტი გადადო. ამავე წყაროს ცნობით, ორი ქვეყანა ვიზიტისთვის ალტერნატიულ თარიღებს განიხილავს. ჩინეთის საგარეო უწყება პასუხობს შეკითხვას, რატომ არ გამოჩენილა მინისტრი საჯაროდ 25 ივნისის შემდეგ პეკინი ბორელის ვიზიტის გაუქმების შემდეგ აცხადებს, რომ ევროკავშირთან კომუნიკაციას ინარჩუნებს
AFP: მინისტრ ცინ განის „გაუჩინარების“ ფონზე, ჩინეთში ორი მაღალჩინოსნის ვიზიტი გადაიდო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი თითქმის ერთი თვეა, საჯაროდ არ გამოჩენილა, რამაც მედიაში კითხვები გააჩინა. მაგალითად AFP (ფრანს პრესი) წერს, რომ ცინ განი საჯაროდ არ 25 ივნისის შემდეგ გამოჩენილა, როდესაც ის პეკინში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ანდრეი რუდენკოს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. ის არც ინდონეზიის სამიტს დასწრებია, რის შემდეგაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი არყოფნის მიზეზი „ჯანმრთელობის მიზეზებს“ უკავშირდება. ამ ფონზე ორი ვიზიტი - ჯერ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და შემდეგ უკვე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეკინში ჩასვლა გადაიდო. აღსანიშნავია, რომ აფრიკაში იოჰანესბურგში უსაფრთხოების საკითხებზე BRICS-ის შეხვედრაზე დასასწრებად, საგარეო პოლიტიკის მაღალჩინოსანი, ვან ი ამ გაემგზავრა. ჩინეთის საგარეო უწყება პასუხობს შეკითხვას, რატომ არ გამოჩენილა მინისტრი საჯაროდ 25 ივნისის შემდეგ პეკინი ბორელის ვიზიტის გაუქმების შემდეგ აცხადებს, რომ ევროკავშირთან კომუნიკაციას ინარჩუნებს
ჩინეთის ერთი თვის წინ გაუჩინარებული საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდენობიდან გაათავისუფლეს
ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ცინ განს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე „კომუნისტური პარტიის“ საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი ვან ი შეცვლის, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი 2013-2022 წლებში იყო. CNN-ის ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა, ოფიციალური მიზეზები დასახელებული არ არის. AFP: მინისტრ ცინ განის „გაუჩინარების“ ფონზე, ჩინეთში ორი მაღალჩინოსნის ვიზიტი გადაიდო ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნა ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე მოხდა, რომელიც მოულოდნელად ჩაინიშნა.