თეგი: წალენჯიხა
წალენჯიხაში პოლიციელის მიერ მოქალაქის დაჭრის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წალენჯიხაში შსს-ს თანამშრომლის მიერ ყოფით ნიადაგზე მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წალენჯიხაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ ყოფით ნიადაგზე, მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.
წალენჯიხაში, ახალგაზრდა კაცმა მამა, სავარაუდოდ, სასიკვდილოდ სცემა
გავრცელებული ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში 35 წლამდე კაცმა მამა სასიკვდილოდ სცემა. კაცი სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წალენჯიხის მერიის ცნობით, მუჟავის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ მუჟავის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა. შესაბამის ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, მეწყერის შედეგად მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება, რამაც გამოიწვია წყლის ბუნებრივი დაგუბება, ამან კი შესაძლოა, ძლიერი წვიმის დროს წყალდიდობა გამოიწვიოს. „აღნიშნულიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა შესაბამისი უწყებებისა და მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის დაუწყება, რათა მოხდეს დროული რეაგირება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ზომებს იღებს საფრთხის თავიდან ასაცილებლად. საკითხის შესასწავლად და დროული რეაგირებისათვის 8 აგვისტოს ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი, რომელმაც დეტალურად შეისწავლა არსებული მდგომარეობა და დააუწყა თვითმმართველობა, რათა კოორდინირებულად მოხდეს საქმის შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება,” - ნათქვამია ინფორმაციაში. განახლება: სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარე ტებენეს ხეობაში არსებული ვითარება შეისწავლეს და ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია. გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ დასკვნა მზადდება. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავის ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიგო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ. გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, შეფასდა სიტუაცია. მზადდება ოფიციალური დასკვნა. სპეციალისტების განმარტებით, ამ დროისთვის, საფრთხის დონე დაბალია. მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინ, 8 აგვისტოს გაავრცელა, მომხდარზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართო. სააგენტოს წარმომადგენლები ინფორმაციის გავრცელების მეორე დღესვე ავიდნენ ხეობაში," - აღნიშნულია ინფორმაციაში.
წალენჯიხის მერიამ მდინარის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, ამაღამ სახლებს გაერიდონ
წალენჯიხის მერიამ მდინარის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, ამაღამ სახლებს გაერიდონ. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებს. ადგილზე სიტუაციის გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსთან და წალენჯიხის მერთან ერთად იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება, თუმცა ხოკოს ხეობის ზედა ნაწილის დათვალიერება დაღამების გამო ვერ მოხერხდა, შესაბამისად ხვალიდან ტერიტორიის შესწავლაში სპეციალისტები ჩაერთვებიან. ადგილზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, წალენჯიხის მერიამ მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის გაფრთხილება მოახდინა, რათა საშიშროების თავიდან აცილების მიზნით მდინარის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ამაღამ საცხოვრებელ სახლებს გაერიდოს,“ - წერია განცხადებაში. 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი
სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით წალენჯიხის მერიის თანამშრომლები დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი. „გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა
54 წლის ასაკში გარდაიცვალა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის უეცარი გართულება გახდა. 2006–2010 წლებში გია ხარჩილავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში წალენჯიხა ერთადერთი თვითმმართველი თემი იყო, სადაც მერის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გია ხარჩილავამ მაშინ ხმების 51.10% მიიღო.