თეგი: წარმოება
IDS ბორჯომი სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს
Europetime-ს IDS ბორჯომში დაუდასტურეს, რომ მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია წარმოებას დროებით აჩერებს. ამასთან დაკავშირებით, კომპანია განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა. კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“, - ნათქვამია IDS ბორჯომის განცხადებაში. 2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss. უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.
„ბორჯომის“ აქციების უსასყიდლოდ გადმოცემაზე გადაწყვეტილებას, მთავრობის უახლოეს სხდომაზე მიიღებენ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ყურადღება გამახვილდა კომპანია „ბორჯომის“ შეთავაზებაზე, რაც მფლობელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროებს აქტიურად მუშაობა დაავალა, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს. მიღებული გადაწყვეტილება მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი. „ბორჯომის“ მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს IDS ბორჯომი სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს "ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კომპანია ბორჯომის შეთავაზებაზე, მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა სამინისტროებს დაავალა აქტიურად იმუშაონ, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი". - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 29 აპრილს IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცახდა. 19 მაისს „ბორჯომის“ მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს. 2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss. უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.
აზერბაიჯანში, იანვარ-მაისში ბენზინისა და დიზელის წარმოება შემცირდა. მიზეზები
აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ნავთობპროდუქტების წარმოება აზერბაიჯანში ფულად განზომილებაში 18,4%-ით შემცირდა და $803,2 მლნ შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, მითითებულ პერიოდში თვითმფრინავის საწვავის წარმოებამ შეადგინა 199,1 ათასი ტონა (ზრდა 5,1%), გათბობის ზეთი - 61,4 ათასი ტონა (ზრდა 2,5-ჯერ), ნავთობის ბიტუმი - 129,4 ათასი ტ (ზრდა. 40,3%-ით. საავტომობილო ბენზინის წარმოებამ შეადგინა 386,8 ათასი ტონა (კლება 19,2%), პირდაპირი ბენზინის (ნაფტა) - 111,9 ათასი ტონა (კლება 33,4%), საპოხი ზეთები - 17,1 ათასი ტონა (კლება 25,3%), ნავთობის კოქსი - 61 ათასი ტონა (კლება 44,8%). აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ნავთობპროდუქტების მოპოვების შემცირება დაკავშირებულია გეგმურ სარემონტო სამუშაოებთან, რომელიც 4 აპრილიდან 27 მაისამდე ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ( SOCAR -ის ნაწილი) განხორციელდა. 2022 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის (BOR) საწყობებში მზა პროდუქციის მარაგების სახით არის: საავტომობილო ბენზინი - 3,7 ათასი ტონა, ნაფტა - 2,3 ათასი ტონა, თვითმფრინავის საწვავი - 9,1 ათასი ტონა, დიზელის საწვავი - 7 ათასი ტონა, მაზუთი - 9,6 ათასი ტონა, საპოხი ზეთები - 4,5 ათასი ტონა, ნავთობის ბიტუმი - 7,6 ათასი ტონა, ნავთობის კოქსი - 7,4 ათასი ტონა. აზერბაიჯანში ამჟამად მხოლოდ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს.
რატომ ვერ ვითარდება მზესუმზირის ზეთის ადგილობრივი წარმოება - მიზეზები
მზესუმზირის ზეთი სამომხმარებლო კალათაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი პროდუქტია. 2022 წლის ივნისში საქსტატმა გაასაჯაროვა ინფლაციის მონაცემები, (13,3%) რომელშიც სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წილი 6,88%-ია და ზეთი და ცხიმები კიდევ 17,7%-ით გაძვირდა. რატომ ძვირდება მზესუმზირის ზეთი ადგილობრივი ბაზარი ზეთის იმპორტზე თითქმის სრულადაა დამოკიდებული. Europetime-ს მიერ „საქსტატიდან“ გამოთხოვილი მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია. მზესუმზირის ზეთის იმპორტი 2022 წლის იანვარ-აპრილის მონაცემები: რუსეთი - $3,460.5 ათასი - 2,055.6 ტონა; აზერბაიჯანი - $1,976.9 ათასი - 1,040.3 ტონა; უკრაინა - $ 416.1 ათასი - 239.3 ტონა; იტალია - $ 16.0 ათასი, 5.2 ტონა; სომხეთი - $ 5.9 ათასი - 3.2 ტონა; გერმანია - $ 4.8 ათასი - 1.8 ტონა; ბელგია - $ 0.3 ათასი - 0.1 ტონა; თურქეთი - $ 0.1 ათასი - 0.1 ტონა; ამასთან, საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ მზესუმზირის ზეთის იმპორტისთვის ქვეყნიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა გადის. 2019 წელს საქართველოში $38,284.6 ათასის ღირებულების მზესუმზირის ზეთი იმპორტირდა, 2020 წელს ამ პროდუქტის იმპორტისთვის ქვეყნიდან $45,650.7 ათასი გავიდა, 2021 წელს - $47,280.0 ათასი, 2022- 4 თვეში $ 5,881.6 ათასი. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, კომპანია „ქარვა“ რომელსაც ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებდა და შეიძლება ითქვას, ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყო, გაჩერებულია. როგორც კომპანიაში გვითხრეს ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეულით მზესუმზირის ზეთის წარმოება ჯერ კიდევ პანდემიამდე ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტეს. წარმოებას ნაწილობრივ უკრაინიდან მზესუმზირას იმპორტით აბალანსებდნენ. „ახლა კი უკრაინაში ომია და შესაბამისად ნედლეულის ეს ბაზარიც ჩაიკეტა“, - აცხადებენ კომპანიაში. ამ დროისთვის, ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულით მხოლოდ მცირე, ოჯახური ზეთის სახდელები მუშაობენ. ისიც, მხოლოდ სეზონურად. ბიომეურნეობა „სამყურას“ დამფუძნებელი ნიკა ბაგალიშვილი, რომელიც სიღნაღის რაიონში, წნორში მზესუმზირისგან ბიოზეთს აწარმოებს, Europetim-თან ინტერვიუში ამბობს, რომ საწარმოო სიმძლავრის ზრდას მზესუმზირი მოსავლის დაბალი მაჩვენებელი აფერხებს. „მზესუმზირას სჭირდება წყალი და ძირითადად ამინდზე ხარ დამოკიდებული. ამიტომ მზესუმზირის წარმოება მცირეა. მცენარე ძირითადად იმ ტერიტორიებზე ითესება, სადაც ურწყავი მიწებია“, - ამბობს ბეგალიშვილი. ფერმერი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულთან შედარებით მაღალი ფასის მიუხედავად, მზესუმზირის ზეთის რეალიზაციის პრობლემა არ დგას. „ერთ ჰექტარზე სამ ტონამდე მზესუმზირის მოსავალი მივიღე. წარმოებამ 300-400 ლიტრი შეადგინა. პროდუქტი ადგილობრივ მომხმარებელზეა გათვლილი, ლიტრის ფასი 15 ლარია. ზეთს მცირე 350 გრამიანი დაფასოებით ვყიდი, რომლის ფასიც 6 ლარია“- ამბობს ბიომეურნეობა „სამყურას“ დამფუძნებელი. მზესუმზირის ნათესი ფართობები საქართველოში: 2016 წელი - 3.7 ათასი ჰექტარი - მოსავალი 3.2 ათასი ტონა; 2017 წელი - 4.6 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,2 ათასი ტონა; 2018 წელი - 2,9 ათასი ჰექტარი - მოსავალი 3 ათასი ტონა; 2019წელი - 2,6 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,6 ათასი ტონა; 2020 წელი - 2,5 ათასი ჰექტარი - მოსავალი 1,9 ათასი ტონა; 2021 წელი - 3.0 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,1 ათასი ტონა; სტატისტიკა აჩვენებს, რომ მზესუმზირის ნათესი ფართობები საქართველოში საკმაოდ მცირეა. რატომ ვერ ვითარდება ქვეყანაში მზესუმზირის ადგილობრივი წარმოება? არსებობს თუ არა შანსი, რომ მზესუმზირის ზეთის იმპორტი ადგილობრივი წარმოების ხარჯზე მომავალში მაინც მცირედით შემცირდეს? სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი Europetime-თან ამბობს, რომ მზესუმზირა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის არასდროს ყოფილა ძირითადი კულტურა. ამასთან, მისი განვითარება და მასშტაბები არასდროს ყოფილა შთამბეჭდავი და ვითარება არც მომავალში შეიცვლება. „მზესუმზირა, საქართველოში ხორბლისა და ქერის წარმოებისთვის იყო ჩანაცვლებადი კულტურა იმისთვის, რომ მიწას დაესვენა და მონაცვლეობის თემა დალაგებულიყო, ამიტომ მზესუმზიროს ნათესი ფართობის მასშტაბი არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი. ძირითადად, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ზოგადად მარცვლეულის წარმოების განვითარებაზე, უფრო მეტი აქცენტი კეთდება ხორბალზე, როგორც სასურსათო უზრუნველყოფის სეგმენტზე, ქერზე და სიმინდზე, როგორც მეცხოველეობა-მეფრინველეობის დარგის განვითარებისთვის საჭირო მარცვლეულზე. რა თქმა უნდა კარგია, რომ მზესუმზირის ნათესი ფართობები გავზარდოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მზესუმზირას განსხვავებით ხორბლისა და ქერისგან სჭირდება მორწყვა და სასურველია დაითესოს მიწის ისეთ ნაკვეთებზე, რომელიც ირწყვება. სადაც დღეს მზესუმზირა იწარმოება, (პატარა შირაქი, კასრისწყალი და ა.შ.) ყველგან ურწყავი ფართობებია, ამიტომ ნათესი ფართობების მასშტაბების გაზრდაზე დღეს ძალისხმევის მიმართვა არაეფექტური და არასწორი იქნება. მაშინ ეს მიწები პირველ რიგში უნდა გასარწყავიანდეს. დღეს, რომ მზესუმზირის წამახალისებელი პროგრამა გვქონდეს, დავხარჯავდით ფულს, მაგრამ ის ადგილები ვერ ირწყვება და შესაბამისად შედეგი არ იქნება. ახლა ვნერგავთ მიწის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიას, რაც მზესუმზირის მოსავლიანობას გაზრდის, თუმცა საქართველოში ვერასოდეს მოვიყვანთ იმდენ მზესუმზირას, რომ ზეთზე მოსახლობის მოთხოვნა 100% დაკმაყოფილდეს. ადგილობრივი მცირე ზეთის სახდელები კახეთშია და მათი წარმადობა იმ მასშტაბის ადეკვატურია, რა რაოდენობის მზესუმზირაც იწარმოება. დედოფლის წყაროში ძალიან ბევრი ზეთსახდელია, რომელიც ამარაგებს ქვეყანას კახეთში წარმოებული რაფინირებული ზეთით. ეს პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე წარმატებულად იყიდება“- აცხადებს გელა ხანიშვილი. P.S.ივნისის მონაცემებით, ბაზარზე და სავაჭრო ქსელებში იმპორტირებული მზესუმზირას ზეთის ფასი, ბრენდისა და ხარისხის მიხედვით 8,5 -ლარიდან 12 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ადგილობრივ ოჯახურ საწარმოებში დაწურული მზესუმზირას ზეთის ფასს, 1 ლიტრის ღირებულება ადგილზე 10 ლარია, ხოლო საკოლმეურნეო ბაზრებში 15 ლარს შეადგენს.
რუსეთში მსუბუქი ავტომობილების წარმოება 97%-ით შემცირდა
2022 წლის მაისში, რუსეთში მსუბუქი ავტომობილების წარმოება წლიურ ჭრილში 96,7%-ით დაეცა. ამის შესახებ რუსული მედია, „რუსსტატზე“ დაყრდნობით წერს. აპრილთან შედარებით წარმოება 81,3%-ით შემცირდა. 2022 წლის იანვარ-მაისში რუსეთში სულ 268 ათასი მსუბუქი მანქანა აწარმოებს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,4%-ით ნაკლებია. ამასთან, მაისში, სატვირთო მანქანების წარმოება 39.3% - ით შემცირდა. მედიის შეფასებით, მანქანების წარმოების ვარდნა, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს და შედეგად დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.
რუსეთში მეორადი ტყვიის წარმოების უდიდესი ქარხანა გაჩერდა
მოსკოვთან მდებარე, მეორადი ტყვიის წარმოება „ფრეგატმა“, მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ, წარმოების თანამშრომლებზე დაყრდნობით, რუსული მედია წერს. საწარმოს გაჩერების მიზეზი, ტყვიის ექსპორტისთვის საჭირო ლიცენზიის ვადის ამოწურვა გახდა. მაისის შემდეგ, „მინპრომტორგს“ ახალი ლიცენზიები არ გაუცია. ექსპორტის შემცირების გამო რუსეთში ტყვიის ქარხნები დახურვის პირასაა - მედია „ჯერ-ჯერობით საწარმო ერთი თვით გაჩერდა. დაველოდებით, რა პროცესი განვითარდება ლიცენზიებთან დაკავშირებით. ვეძებთ გასაღების ბაზრებს“,- აცხადებენ „ფრეგატში“. რუსეთში ტყვიას, რამდენიმე ათეული ქარხანა აწარმოებს. „კომერსანტის“ წყაროების ცნობით, ახლა ზოგიერთი საწარმო სრული გათიშვის პირასაა, ზოგი კი დაუგეგმავ რემონტზეა გასული. ცნობილია, რომ ნედლი ტყვიის ექსპორტი ევროკავშირში მარტში პრაქტიკულად შეჩერდა. სანქციების ფონზე ლოჯისტიკასთან და ბანკთაშორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რუსეთში წარმოება შემცირდა. 10 ივლისიდან კი ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტით ნედლი ტყვიის ექსპორტი ამ ბაზარზე ოფიციალურად იკრძალება. სხვა ქვეყნებში ტყვიის ექსპორტისთვის, 2022 წლის 16 მაისიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, მწარმოებლებმა უნდა მიიღონ სპეციალური ლიცენზია, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს შესაბამისი ნებართვები ჯერ არ გაუცია.
შვედეთმა უკრაინისთვის იარაღის წარმოება დაუშვა
კოპენჰაგენში გამართულ კონფერენციაზე შეხვედრის შედეგად, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის საჭიროებისთვის იარაღის წარმოება დაუშვა. კოპენჰაგენში კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრების შეხვედრისას გრძელვადიანი მხარდაჭერის სამი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა. შვედეთს, რომელმაც უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად 120 ინსტრუქტორი უზრუნველყო, უკრაინისთვის იარაღის დამზადება შეუძლია. „სლოვაკეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა უკვე მიუთითეს, რომ მათ შეუძლიათ, დაეხმარონ იარაღის წარმოებაში. ჩვენ ვსაუბრობთ საწარმოო ხაზების გამოყენებაზე სხვადასხვა ქვეყანაში იარაღის წარმოებისთვის, რომელიც უკრაინას შეიძლება, პირდაპირ მივაწოდოთ“, - ამბობს პიტერ ჰულტკვისტი. მანამდე შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეუერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებიც დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებაში მონაწილეობენ.
„გაზპრომმა“ გაზის წარმოება და ექსპორტი მკვეთრად შეამცირა
რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ გაზის მოპოვება და ექსპორტი მკვეთრად შეამცირა. რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს გაზპრომმა, კომპანიის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 300,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აწარმოა. რაც 15,9 პროცენტით (56,8 მილიარდი კუბური მეტრით) ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. შიდა ბაზარზე კომპანიის გაზზე გადამცემი სისტემიდან მოთხოვნა ამ პერიოდში 3,3 პროცენტით (5,4 მილიარდი კუბური მეტრით) შემცირდა. Reuters: „გაზპრომი“ პირველი რუსული კომპანიაა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟა დატოვა დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში ექსპორტმა 84,8 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. რაც - 38,8 პროცენტით (53,7 მლრდ კუბური მეტრით) ნაკლები 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. „გაზპრომი“ გაზს დადასტურებული შეკვეთების მიხედვით აწვდის. ამასთან, გაზის ექსპორტი ჩინეთში იზრდება Power of Siberia გაზსადენის მეშვეობით გაზპრომსა და CNPC-ს შორის ორმხრივი გრძელვადიანი კონტრაქტით. სექტემბერში მიწოდება რეგულარულად სცილდება დღიური კონტრაქტის რაოდენობას. „10 სექტემბერს დღიური ექსპორტის მოცულობის ახალი ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა“, - აცხადებენ კომპანიაში. Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, 13 სექტემბრის მდგომარეობით, ევროპის UGSF-ებში გაზის მარაგი 58,4 მილიარდი კუბური მეტრით შეივსო. 2019/2020 წლების გატანის სეზონის დასაწყისში UGS-ის დაკავების დონის მისაღწევად, კომპანიებს მოუწევთ კიდევ 14 მილიარდი კუბური მეტრის ამოტუმბვა.
თურქეთმა პირველი ელექტრომობილი გამოუშვა
რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, თურქეთში პირველი ელექტრომობილის, Togg-ის პრეზენტაცია გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ბურსაში გემლიკის ქარხანას ეწვია, სადაც შიდა TOGG-ის ელექტრომობილის მასობრივი წარმოება იწყება. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ყოველწლიურად 175,000 ავტომობილის წარმოება იგეგმება. მისივე თქმით, საწარმო ათასობით ადამიანს დაასაქმებს. „TOGG-ი, როგორც პრესტიჟული თურქული ბრენდი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გზებს დაამშვენებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა. ერდოღანის თქმით, მოქალაქეებს Togg-ის ავტომობილების წინასწარ შეკვეთა 2023 წლის თებერვლიდან შეეძლებათ.
რუსეთში სატვირთო ვაგონების წარმოება 21,6%-ით შემცირდა
2022 წლის ათ თვეში, რუსეთში, სატრანსპორტო საინჟინრო საწარმოებში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, (წინასწარი მონაცემებით), სატვირთო ვაგონების წარმოება 21,6%-ით 39 679 ერთეულამდე შეამცირდა. ამის შესახებ NP "რკინიგზის ტექნიკის მწარმოებელთა ასოციაცია" (OPZhT) იტყობინება. მსუბუქი ავტომობილების წარმოება იმავე პერიოდში 17,8%-ით შემცირდა და 383 ერთეული შეადგინა. სატვირთო ვაგონების (საწყობი და კაპიტალური) შეკეთების მოცულობა გასულ წელს 5,3%-ით გაიზარდა და 379 317 ერთეული შეადგინა. 10 თვის განმავლობაში სარკინიგზო ვაგონების წარმოება 2,2-ჯერ შემცირდა და 19 ერთეული შეადგინა. წარმოებული მრავალერთეული მოძრავი შემადგენლობის (MVPS) რაოდენობა 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში გაიზარდა 3,4%-ით და 422 ერთეულამდე, ხოლო ლიანდაგის მანქანების წარმოებამ 227 ერთეული შეადგინა და 16,8%-მდე შემცირდა. დიზელის ელმავლის გამოშვება 14%-ით შემცირდა და 358 სექცია შეადგინა. ასევე შემცირებულია ელმავლების გამომუშავება 3,9%-ით, 624 სექციამდე.
ყაზახეთში ბუნებრივი აირის წარმოება შემცირდა
ყაზახეთში ბუნებრივი აირის წარმოების მოცულობამ 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ფულადი თვალსაზრისით 259,9 მილიარდი ტენგე (554 მილიონი დოლარი) შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს 1,5 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ტელეგრამის არხი ავრცელებს. უწყების ცნობით, ყაზახეთმა საანგარიშო პერიოდში 43 366,8 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა, რაც ასევე 1,5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ასევე, წარმოებულია 25 777,1 მლნ კუბური მეტრი ასოცირებული ნავთობგაზი, რაც 2,9 პროცენტით ნაკლებია 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე. ყაზახეთში ბუნებრივი აირის მოპოვებით 4 საწარმოა დაკავებული. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ყაზახეთმა ნავთობპროდუქტებისა და გაზის ტრანზიტის დივერსიფიცირების შესახებ განაცხადა.
Tesla, შანხაის ქარხანაში წარმოებას აჩერებს
Tesla, შანხაის ქარხანაში დეკემბრის ბოლო კვირაში წარმოეას აჩერებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. Tesla-ს საბაზრო ღირებულება ერთ კვირაში $85 მილიარდით დაეცა კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც COVID-19 ინფექცირების მაჩვენებელი გაიზარდა, რადგან ჩინეთში COVID19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები შერბილდა. ელექტრომობილების გიგანტი გეგმავს შეაჩეროს Model Y წარმოება ქარხანაში 25 დეკემბრიდან 1 იანვრამდე, რადგან ქარხნის მუშები და მისი მომწოდებლები ავადდებიან COVID19-ის ახალი ტალღის ფარგლებში.
Covid19-ის ახალი ტალღის გამო, ჩინეთი წარმოებას მკვეთრად ამცირებს
ჩინეთში, წარმოება მცირდება, რადგან Covid19-ის ახალი ტალღა ძალიან სწრაფად გავრცელდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. შესაბამისად, ოფიციალური შესყიდვების მენეჯერების ინდექსი (PMI) დეკემბერში 47.0-მდე დაეცა ნოემბრის 48.0-დან, განაცხადა შაბათს ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ (NBS). ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ინფექციების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს მუშახელის დროებითი დეფიციტი და გაზრდილი მიწოდების ჯაჭვის შეფერხება. „საგარეო მოთხოვნის შემცირებამ გლობალური რეცესიის მზარდი შიშის ფონზე და საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა, ინფლაციამ და ომმა უკრაინაში შესაძლოა, კიდევ უფრო შეანელოს ჩინეთის ექსპორტი, ზიანი მიაყენოს წარმოების სექტორს და შეანელოს ეკონომიკური აღდგენა“.- წერს Reuters.
საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის ჭურვების წარმოებას იწყებენ
საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის 155 მმ-იანი ჭურვების წარმოებასა და მიწოდებაზე შეთანხმდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. „ერთობლივად ვაწარმოებთ რამდენიმე ათას 155 მმ-იანი ჭურვს“, - განაცხადა ლეკორნუმ. თავის მხრივ, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა ქვეყნებს შორის შეთანხმებას უწოდა ავსტრალიის „მრავალმილიონდოლარიანი პროექტი“ და „ახალი თანამშრომლობა ავსტრალიისა და საფრანგეთის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.