თეგი: წარმომადგენლობითი პალატა
ბოლო 100 წელიწადში პირველად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პირველი კენჭისყრით სპიკერი ვერ აირჩია
ბოლო 100 წელიწადში პირველად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პირველი კენჭისყრით სპიკერი ვერ აირჩია. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, კევინ მაკარტიმ ვერ მიიღო საკმარისი ხმები. კევინ მაკარტიმ, მხოლოდ 203 ხმის მიღება შეძლო, ხოლო არჩევისთვის კი, სულ მცირე, 218 ხმა სჭირდებოდა. დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰაკიმ ჯეფრისმა 212 ხმა მიიღო. „დემოკრატიულ პარტიას არ აქვს უმრავლესობა კონგრესის ქვედა პალატაში, ამიტომ ჯეფრისის კანდიდატურა, უპირველეს ყოვლისა, სიმბოლურ ხასაითს ატარებს. მაკარტის ხმები ენდი ბიგსმა წაართვა, რომელიც კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ტრამპისტულ ფრთის წარმომადგენელია“, - წერს მედია.