თეგი: წითელი ჯვარი

Reuters: უკრაინამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს თხოვნით მიმართა, რომ როსტოვში ოფისი არ გახსნას

უკრაინამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართა თხოვნით, არ გახსნას რუსეთში, დონის როსტოვში ოფისი, რაც დაგეგმილი ჰქონდათ. კიევის შეფასებით, ეს იქნება მოსკოვის „ჰუმანიტარული დერეფნების“, უკრაინელების გატაცებისა და იძულებითი დეპორტაციის ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. ცნობისთვის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა ხუთშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის არმიებს შორის შეთანხმება იყო საჭირო, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდებოდა. ასევე წაიკითხეთ: გაერო: რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, უკრაინაში 1 104 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

„წითელი ჯვარი“ უკრაინას და რუსეთს მოუწოდებს, რომ ევაკუაციისას უსაფრთხოებაზე შეთანხმდნენ

"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა" 29 მარტს მოუწოდა უკრაინას და რუსეთს, მკაფიო შეთანხმებას მიაღწიონ მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციის შესახებ ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან და სხვა ქალაქებიდან, რადგან სრულდება სასიცოცხლოდ აუცილებელი მარგები. ამასთან, „წითელი ჯვრის“ გენერალურმა დირექტორმა, რობერტ მარდინიმ, სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ მისი ჰუმანიტარული და ნეიტრალური ორგანიზაცია არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინიდან სამოქალაქო პირების იძულებით ევაკუაციაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანახმად, მას არ აქვს ინფორმაცია პირველწყაროსგან იმის შესახებ, თუ რა ხდება ადგილზე. მარდინიმ ასევე თქვა, რომ სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს „დეზინფორმაციის კამპანია“ "წითელი ჯვრის" წინააღმდეგ. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

გაეროს ცნობით, პუტინი აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროს და წითელი ჯვრის ჩართვას „პრინციპში დათანხმდა“

გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას მარიუპოლში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. გაეროს ცნობით, პირისპირ შეხვედრის დროს გენერალურმა მდივანმა უკრაინასთან დაკავშირებით გაეროს პოზიცია გაიმეორა და ჰუმანიტარული დახმარების, ასევე, კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ წინადადებები განიხილა. გაეროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას „პრინციპში დათანხმდა“. ანტონიო გუტერეშის თქმით, გაერო მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის. გაეროს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს კრემლში შეხვდა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გუტერეში თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. მარიუპოლიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 150 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა ევაკუირებული. უკრაინული მედია წერს, რომ ქალაქში რჩება დაახლოებით 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე. სავარაუდოდ, დაახლოებით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაკრძალეს მასობრივ საფლავში მარიუპოლის გარეუბანში, სოფელ ვინოჰრადნეში. მანჰუშში კი, შესაძლოა, რუსების მიერ მოკლული 3000-დან 9000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დაკრძალული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და წითელმა ჯვარმა მოითხოვეს ბრძოლების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დატოვონ სამხრეთ საპორტო ქალაქი. საკუთარ განცხადებაში წითელი ჯვარი ამბობს, რომ ღრმად შეშფოთებულია მარიუპოლში მომხდარის გამო. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ  ანტონიო გუტერეში: პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს ანტონიო გუტერეში რუსეთში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება უკრაინა: მარიუპოლის მახლობლად კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს

წითელი ჯვარი აცხადებს, რომ სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, უკრაინაში მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში განაგრძობს

წითელმა ჯვარმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში მუშაობას შეწყვეტს. გავრცელებულ ცნობებს ორგანიზაციამ სიყალბე უწოდა. „უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოება მუშაობს გაძლიერებულ რეჟიმში და დახმარებას უწევს დაზარალებულებს“, - წერს ორგანიზაცია Facebook-ზე. 10 ოქტომბერს უკრაინის დიდ ქალაქებზე მრავალჯერადი სარაკეტო დარტყმის შემდეგ, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 10 მშვიდობიანი მოქალაქე, Reuters-ის ცნობით, წითელმა ჯვარმა უკრაინაში „უსაფრთხოების მიზნით" მუშაობა შეაჩერა.  

წითელი ჯვარი უკრაინაში საველე სამუშაოს აჩერებს - Reuters

განახლება: წითელი ჯვარი აცხადებს, რომ სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, უკრაინაში მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში განაგრძობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და სულ მცირე კიდევ ერთმა დამხმარე ჯგუფმა უკრაინაში, უსაფრთხოების მიზეზების გამო, მუშაობა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ორგანიზაცის სპიკერმა Reuters-ს განუცხადა. ICRC-ს დაახლოებით 700 თანამშრომელი ჰყავს. ისინი ქვეყნის მასშტაბით, 10 ლოკაციაზე მუშაობენ. მედიკამენტებს და სხვა სახის დახმარებას აწვდიან მათ შორის მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დევნილ მილიონობით ადამიანს. განახლება: ICRC-ის მეორე სპიკერმა მოგვიანებით განმარტა, რომ ვიდრე საველე სამუშაო შეჩერდება, მუშაკები საოფისე საქმიანობას განაგრძობენ. „როგორც კი უსაფრთხო იქნება გადაადგილება, ისინი გადაადგილდებიან”, - განმარტა ორგანიზაციის წარმომადგენელმა. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი უკრაინაში ოთხდღიანი ვიზიტით ჩავიდა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი მირიანა სპოლჯარიჩი ოთხდღიანი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ზე განათავსა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტის თქმით, ის რამდენიმე შეხვედრის გამართვას ელის. „აქ მშვიდობიანი მოქალაქეები უზარმაზარ ფასს იხდიან...დღეს მე შევხვდები ადამიანებს მიკოლაივსა და ხერსონის ოლქში, რომლებსაც სასოწარკვეთილი ზამთარი ემუქრებათ. ასევე შევხვდები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უკრაინაში და ორგანიზაციის უკრაინის გუნდებს“, - აღნიშნავს მირიანა სპოლჯარიჩი.  

ევროკავშირი მოსკოვს მოუწოდებს, უკრაინელ ტყვეებთან წითელი ჯვრის თანამშრომლები დაუშვას

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს რუსი სამხედროების მხრიდან უკრაინელი ტყვეების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო და მოსკოვს მოუწოდებს, რომ მათთან წითელი ჯვრის თანამშრომლები დაუშვას. „ევროკავშირი ღრმად არის შეშფოთებული რუსეთის შეიარაღებული ძალების, ასევე რუსული გასამხედროებული ჯგუფის „ვაგნერის“ მხრიდან უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს ეს უკანონო ქმედებები და უკრაინელ სამხედრო ტყვეებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად მოეპყრონ“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაკეთდა.  შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, უკრაინელი ბავშვების ბელორუსში გადაყვანაში ბელორუსის წითელი ჯვრის მონაწილეობის ფაქტს იკვლევს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გამოძიება დაიწყო ბელორუსის წითელი ჯვრის ხელმძღვანელის, დიმიტრი შევცოვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან უკრაინის უკრაინელი ბავშვების ბელორუში გადაყვანაში მონაწილეობა აღიარა. „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციამ (IFRC) მედიისგან შეიტყო, რომ ბელორუსის წითელი ჯვრის გენერალური მდივანი ცოტა ხნის წინ ეწვია ლუგანსკსა და დონეცკს. ჩვენ არ ვიყავით ინფორმირებულნი ამ ვიზიტის შესახებ და არცერთ აქტივობაში არ ვიყავით ჩართული, მათ შორის ბავშვებთან დაკავშირებით. ჩვენ დავუკავშირდით ბელორუსის წითელ ჯვარს, რომ გამოვხატოთ ჩვენი სერიოზული შეშფოთება და რომ მომავალში შეწყვიტონ მსგავსი ქმედება,“ - ნათქვამია განცხადებაში. 20 ივლისს ბელორუსის ოპოზიციურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელორუსის წითელი ჯვრის ხელმძღვანელი, დიმიტრი შევცოვი გაემგზავრა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიით აღიარა, რომ ქვეყნის წითელი ჯვარი წაიყვანს ბავშვებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მანამდე ბელორუსის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შენცოვი იქ წინა მოგზაურობისას შენიშნეს შენიღბვით, რომელზეც რუსეთის ომის სიმბოლო - „Z“ იყო გამოსახული. ივნისში, ბელორუსის წითელი ჯვრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში 700-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი იმყოფებოდა.   

წითელი ჯვარი: შოვში, სტიქიის ზონაში საძიებო სამუშაოს დროს, ტეტანუსის აცრის მობილური პუნქტი იმუშავებს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცნობით, შოვში, დამეწყრილი ზონიდან 100 მეტრის რადიუსში ტეტანუსის აცრის მობილური პუნქტი იფუნქციონირებს. შესაბამის ინფორმაციას ორგანიზაცია Facebook-ზე ავრცელებს. „ყველა დაზარალებულმა ან მოხალისემ, რომელიც იმყოფება ან ასრულებს ფიზიკურ სამუშაოს სტიქიის უბნებში, ნებისმიერი, თუნდაც მცირე ზომის ჭრილობის ან მეწყრულ მასასთან შემხებლობის შემთხვევაშიც კი, უნდა მიმართოს დაავადებათა კონტროლის ტეტანუსის აცრის მობილურ პუნქტს. აცრის პუნქტი განთავსებულია შოვში, დამეწყრილი ზონიდან 100 მეტრის რადიუსში და იფუნქციონირებს 10:00-18:00 საათებში, ვიდრე მიმდინარეობს საძიებო სამუშაო.“

მედიის ცნობით, ხერსონის მერი კვლავ რუსეთის ტყვეობაშია

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაადასტურა, რომ უკრაინის ქალაქ ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი, რომელიც პოსტს 2022 წელს რუსეთის შეჭრის დროს იკავებდა, ტყვეობაში იმყოფება. ამის შესახებ კოლიხაევის ვაჟმა სვიატოსლავმა განაცხადა. მერის ზუსტი ადგილმდებარეობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. „წითელ ჯვარს დავუკავშირდი და მათ მხოლოდ მითხრეს, რომ რუსულმა მხარემ მამაჩემი სამხედრო ტყვეთა სიაში შეიყვანა,“ - განაცხადა სვიატოსლავ კოლიხაევმა. იგორ კოლიხაევი გასული წლის ივნისში რუსმა სამხედროებმა მერი მისი ოფისიდან გაურკვეველ ადგილას წაიყვანეს. დიდი ხნის განმავლობაში კოლიხაევი დაკარგულად ითვლებოდა. 2022 წლის ნოემბერში რუსეთის ჯარები დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან გავიდნენ და ხერსონი დატოვეს. ახლა ხერსონის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას უკრაინის სამხრეთის რეგიონის სამხედრო პროკურორის ყოფილი მოადგილე რომან მროჩკო ასრულებს.  

წითელი ჯვრის განცხადებით, „ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა - BBC

წითელი ჯვრის განცხადებით, „ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა, რომლებიც ეგვიპტეში რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით გადაიყვანეს. მას დეტალები არ დაუსახელებია, მაგრამ კატარმა განაცხადა, რომ ჯგუფში ისრაელის 13 მოქალაქე, 10 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელი შედიოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კატარი შუამავლობდა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმებას, რომელიც ისრაელის ციხიდან 39 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებდა. შეთანხმების პირობების თანახმად, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დროს ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი და 150 პალესტინელი პატიმარი უნდა გათავისუფლდნენ. ღაზის სექტოში ასევე დაიშვება უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავი ამოქმედდა  

ბელორუსს საერთაშორისო წითელი ჯვრის წევრობა შეუჩერეს

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციამ ბელარუსის წითელ ჯვარს ორგანიზაციის წევრობა შეუჩერა. ფედერაციის პრესრელიზში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება მათ მიიღეს ბელარუსის წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის, დმიტრი შევცოვის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. საერთაშორისო ფედერაციის განმარტებით, ორგანიზაციის გამგეობამ შევცოვის თანამდებობიდან გადაყენება მის მიმართ არსებული ბრალდებების გამოძიების შემდგომ მოითხოვა. ეს ბრალდებები უკავშირდება მის განცხადებებს, ბირთვული იარაღის საკითხზე, უკრაინელი ბავშვების ბელარუსში გადაყვანის ფაქტებზე, ასევე მის ვიზიტზე ლუგანსკსა და დონეცკში. გამოცემა „მედუზას“ ცნობით, შევცოვმა საერთაშორისო წითელი ჯვრის გადაწყვეტილებას „აბსოლუტურად პოლიტიზებული“ უწოდა. „ბელორუსის წითელი ჯვარი დაიბრუნებს თავის პოზიციას, თუ შესრულდება საბჭოს გადაწყვეტილება,“ - ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის პრესრელიზში.  

აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა. ამოცნობის შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ოჯახებს ახლობლების ნეშტების მოძიების, ექსჰუმაციისა და ამოცნობის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. „გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რადგან წელს მათი პასუხისმგებლობები უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების მხარდაჭერისა ჰუმანიტარული ამოცნობის პროცესის კუთხით გაიზრდება. 2024 წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთობლივად, ასევე, განვაგრძობთ დაკარგული პირების ოჯახების ინფორმირებას, კონსულტაციებს, რათა მათი მოსაზრებები და წუხილი სათანადოდ იქნას გათვალისწინებული,“ - წერია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გავრცელებულ განცხადებაში. 2010 წლიდან, საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, სულ მოძიებულია და ოჯახებს დაუბრუნდა 285 ადამიანის ნეშტი, რომლებიც 1992-93 წწ. აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას და მის შემდგომ უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. ბოლო მონაცემებით, ჯერაც დაკარგულად ითვლება 1859 სამხედრო და სამოქალაქო პირი. გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რადგან წელს მათი პასუხისმგებლობები უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების მხარდაჭერისა ჰუმანიტარული ამოცნობის პროცესის კუთხით გაიზრდება. 2024 წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთობლივად, ასევე, განვაგრძობთ დაკარგული პირების ოჯახების ინფორმირებას, კონსულტაციებს, რათა მათი მოსაზრებები და წუხილი სათანადოდ იქნას გათვალისწინებული,“ - აღნიშნა ICRC-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ან მონტავონმა.