თეგი: წყალბურთი

ისტორიაში პირველად, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ნიდერლანდების დამარცხებით ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქე ხორვატიის ნაკრები იქნება.  

წყალბურთის გუნდი “აპოლო” ევროლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ემზადება

წყალბურთის გუნდი „აპოლო“ ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშისთვის ემზადება.  ისტორიაში პირველად, გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა, რითაც „აპოლომ“ მოპოვებულ ტიტულთან ერთად, ევროტურნირებზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. "აპოლო" ევროლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს - 3, 4 და 5 ოქტომბერს, ათენში ჩაატარებს. ტურნირზე წარმატების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე, გუნდი წრიული სისტემით ითამაშებს. ცნობისთვის, გუნდის სრული რებრენდინგის შემდეგ, შეიცვალა - ლოგო, სახელი -  გუნდი „სპორტ მენეჯმენტის” ნაცვლად, „აპოლოს“ სახელით ითამაშებს. კლუბის გრანდიოზილი პრეზენტაცია 25 სექტემბერს გაიმართა.  პრეზენტაციას ესწრებოდნენ ვეტერანი წყალბურთელები, ლეგენდები: უნგრეთი, 1976 წელს ოლიმპიური ჩემპიონი ატილა შუდარი; იუგოსლავია, ბოსკო ლოზიცა - 1980 წელს ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი; გეორგი ჰორკაი - უნგრეთი, 1976 წელს ოლიმპიური ჩემპიონი, 1980 ბრინჯაო; მილივოი ბებიჩი - ხორვატია, 1980 წელს ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი, 1984 წელს ოქრო; სერგეი კოტენკო - ყაზახეთი, 1980 წელს ოქროს მედლის მფლობელი (საბჭოთა კავშირის ნაკრებში), 1988 წელს ბრინჯაო; გიორგი მშვენიერაძე - საქართველო, 1980 წელს ოქროს მედლის მფლობელი (საბჭოთა კავშირის ნაკრები), 1988 წელს ბრინჯაო. პრეზენტაციას ასევე ასევე ესწრებოდა ანტონიო სილვა — ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც, ბიზნესმენ და მეცენატ და თავად ვეტერან წყალბურთელს, ,,აპოლოს'' სულისჩამდგმელს, დიმიტრი აბდუშელიშვილს, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის სახელით გადასცა საპატიო ჯილდო, მის მიერ შეტანილი წვლილისთვის წყალბურთის განვითარების საქმეში. სპეციალისტების შეფასებით, „აპოლოს“ წარმატება სწორი მმართველობის და სწორად განხორციელებული ინვესტიციების შედეგია.  

წყალბურთის გუნდმა „აპოლომ“ ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონმა „აპოლომ“ ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჯგუფის მესამე მატჩი გერმანული „შპანდაუ“ ანგარიშით 16:11 დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონმა გერმანელებს ოთხიდან სამი მეოთხედი მოუგო. საკვალიფიკაციო ეტაპზე 16 გუნდი მონაწილეობს. ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან გათამაშების ძირითად ეტაპის საგზურს 7 გუნდი მოიპოვებს. ძირითადი ეტაპის მატჩები 2025 წლის 16 ოქტომბერდ დაიწყება და 2026 წლის 12 თებერვლამდე გაგრძელდება.  

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი გადალახა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი სლოვენიასთან გამართა. ჯგუფიდან სამი გუნდი გადიოდა და მესამე გამსვლელი ადგილისთვის სწორედ სლოვენია და საქართველო იბრძოდნენ. ქართველმა წლალბურთელებმა მეტოქე 22:11 დაამარცხეს.  საქართველოს ნაკრები უახლოეს მატჩს 17 იანვარს იტალიის წინააღმდეგ გამართავს.   

საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - დიმიტრი აბდუშელიშვილი

დიმიტრი აბდუშელიშვილი საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ახალი პრეზიდენტია. ცნობისთვის, დიმიტრი აბდუშელიშვილი დაიბადა 1973 წლის 18 ივნისს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში; იყო წყალბურთის 1973-იანი წლების თაობის ერთ-ერთი გამოცდილი და სტაჟიანი მოთამაშე, თავდამსხმელის პოზიციაზე. თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში. 1990 წლების ბოლოდან მისი კარიერა უცხოეთში განვითარდა. დიმიტრი აბდუშელიშვილი მენცენატი, ბიზნესმენი და ვეტერანი წყალბურთელია - მან სულ ცოტა ხნის წინ შექმნა წყალბურთის ახალი გუნდი "აპოლო", რომელიც პირველივე წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. ცენტრალურ აზიაში ჩამოაყალიბა თავისი კომპანია და დღემდე კერძო სექტორში საქმიანობს. მისი ბიზნესაქმიანობის არეალი მოიცავს ლოგისტიკურ სფეროს და აერთიანებს ისეთ დიდ, მასშტაბურ პროექტებს როგორიცაა, შუა კორიდორი, სატრანზიტო ჰაბი. იყო ერთ- ერთი ინვესტორი და ანაკლიის აშენების გულმხურვალე მხარდამჭერი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საფუძველი ჩაუყარა ბათუმის პორტის ტერმინალის მშენებლობას, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვანძო ჰაბად იქცა შუა კორიდორის მიმართულებით. არის იდეის ავტორი და ფინანსური მხარდამჭერი ბევრი ეროვნული მნოშვნელობის პროექტის. როგორიცაა, ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემა, საქვეყნოდ ცნობილი ხელოვანის, გუჯი ამაშუმელის მონაწილეობით. ამ გამოცემის ორიგინალი ვერსია დაცულია გაეროს სათაო შტაბ-ბინაში. ასევე არის სხვადასხვა უამრავი პატრიოტული და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულების ხელშემწყობი. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.