თეგი: წყალსაცავი
თურქეთში უდიდესი და მსოფლიოში მეხუთე „იუსუფელის “მაღალმთიანი წყალსაცავი იხსნება
თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დღეს, ქვეყანაში ყველაზე დიდი და მსოფლიოში მეხუთე მაღალმთიანი წყალსაცავი „იუსუფელი“ იხსნება. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მდინარე ჭორუხზე ჰიდროელექტროსადგურისა და წყალსაცავის გახსნის ცერემონიაში მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხელოვნური წყალსაცავის მშენებლობა ქალაქ ართვინიდან სამხრეთ-დასავლეთით 70 კმ-ში, 2012 წლიდან მიმდინარეობს. წყალსაცავის კაშხლის სიმაღლე 275 მეტრს აღწევს, რაც ასსართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამება. წყლის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 130 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ახალი ჰესი 1,9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც თურქეთს წლიურ შემოსავალს 5 მილიარდ ლირას მოუტანს. „იუსუფელის წყალსაცავის“ ექსპლუატაცია ართვინის, დერინერის, ბორჩკასა და მურათლის ხელოვნური რეზერვუარებით დარეგულირდება, რაც ანატოლიის სამხრეთ-აღმოსავლეთში ელექტროენერგიის წარმოებას გაზრდის. თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა წყალსაცავის მშენებლობის ზონიდან 5 844 ხე გადაარგეს.