თეგი: ხაზიინა
აშშ-ის ხაზინა: რუსმა ოლიგარქებმა, უკრაინაში შეჭრის თარიღი იცოდნენ და აქტივები ნათესავებს გადასცეს
აშშ-ის სახაზინო სამსახურის ფინანსური დანაშაულის აღსრულების სააგენტომ FinCen-მა, რუსი ოლიგარქების ქმედებების გამოძიების შედეგების შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. Guardian: სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა მაზეპინმა, სარდინიაზე, იტალიის მთავრობის მიერ დაყადაღებული იახტა გადამალა შუალედური ანგარიშის თანახმად, რუსმა ოლიგარქებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ აქტივები ნათესავებს გადაუფორმეს. FinCen-ის ცნობით, მათ, როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის თარიღის შესახებ წინასწარ იცოდნენ და ამ ქმედების შედეგად, სანქციებს აარიდეს თავი. Guardian-ი: აბრამოვიჩმა სანქციებს $4 მილიარდი გაარიდა თავის მოხსენებაში FinCen-ი ადასტურებს ამ ინფორმაციას და სხვა სტრუქტურების ანგარიშებს ეყრდნობა, სადაც საეჭვო ტრანზაქციების კვალი ჩანს. იანვრის დასაწყისში, ბრიტანული Guardian-ი დეტალურად წერდა რომან აბრამოვიჩის მიერ აქტივების გადამალვის კუთხით განხორციელებულ ქმედებებზე. გამოცემის თანახმად, თებერვლის დასაწყისში, ომის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, აბრამოვიჩის ათ ოფშორულ ანგარიშზე მოხდა სწრაფი რეორგანიზაცია. შედეგად, სულ მცირე ოთხი მილიარდი დოლარის საერთო აქტივების მქონე სახსრების ბენეფიციარები აბრამოვიჩის შვიდი შვილი გახდა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ცხრა წლისაა. აქტივებში ასევე შედის უძრავი ქონება, იახტები და კერძო თვითმფრინავები. FinCen-მა თავის ანგარიშში აჩვენა, რომ საუბარია რამდენიმე რუს ოლიგარქზე და ელიტაზე, რომლებმაც იგივე სქემა გამოიყენეს. მაგრამ სხვა პირების ვინაობა ჯერ არ სახელდება.