თეგი: ხანძარი მსხვერპლი

მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

MEGA ხიმკის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რუსული მედია მოსკოვის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარ სამმართველზე დაყრდნობით წერს.  ხანძარი სავაჭრო ცენტრ MEGA ხიმკის მაღაზია OBI-ში დილის ექვს საათზე გაჩნდა. 150 მეტრ ფართობზე სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. 08:25 საათზე ხანძარი შვიდ ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ლოკალიზდა.