თეგი: ხახვი
ფილიპინების საბაჟო სამსახურმა $310,000-ის ღირებულების კონტრაბანდული თეთრი ხახვი ამოიღო
CNN: ფილიპინებზე ხახვი ისე გაძვირდა, რომ ქვეყანაში კონტრაბანდულად შეაქვთ ხახვი თითქმის ყველა ფილიპინური კერძის მთავარი ინგრედიენტია. მაგრამ ახლა ის თითქმის სამჯერ მეტი ღირს, ვიდრე ქათამი, იტყობინება CNN. ქვეყნის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, წითელი და თეთრი ხახვი 600 ფილიპინურ პესოდ იყიდება ($11) მაშინ, როდესაც 220 პესო თითო კილოგრამი ქათამი ღირს. ერთი კილო ხახვის ფასი დღიურ მინიმალურ ხელფასს აჭარბებს. ფასები მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ წელს, ფილიპინებს ტაიფუნების ტალღამ გადაუარა, რამაც ათობით მილიარდი პესოს ღირებულების მოსავალი დააზიანა. ფილიპინების სტატისტიკური სამსახურის ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანამ ინფლაციის ზრდა განიცადა, სამომხმარებლო ფასები დეკემბერში 8.1 პროცენტით გაიზარდა და 14 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ფი ლიპინების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საბაჟო სამსახურმა 23 დეკემბერს, ტანსაცმლის ტვირთში დამალული $310,000 ღირებულების თეთრი ხახვი ამოიღეს. ორი დღით ადრე, ასევე ამოიღეს ჩინეთიდან შესული $364,000 ღირებულების წითელი ხახვი, რომელიც ყუთებში იყო ჩაფლული.