თეგი: ჯაბა სამუშია

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, ჯაბა სამუშია აირჩიეს

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს. სამუშია ერთადერთი იყო, რომელიც კონკურსში მონაწილეობას იღებდა.  თსუ-ს სტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას ითხოვენ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩია. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. სტუდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ უნივერსიტეტი გარკვეული „კლანის" მიერ იმართება, ხოლო ჯაბა სამუშიას რექტორად დანიშვნა აბსოლუტურად მიუღებელია შეგახსენებთ, რომ თსუ-ის რექტორმა, გიორგი შარვაშიძე თანამდებობა 7 ოქტომბერს დატოვა. ცნობისთვის, ჯაბა სამუშიამ 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი. 2000 წელს კი ლონდონის Edwards Language School. ჯაბა სამუშია 1994 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.   

თსუ-ს რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად, ერთადერთი კანდიდატი, ჯაბა სამუშია აირჩიეს. თსუ-ში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს თსუ-ს რექტორობაზე განცხადება მხოლოდ ერთ კანდიდატს, ჯაბა სამუშიას ჰქონდა შეტანილი. ჯაბა სამუშია ამ დრომდე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 30-ე რექტორი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. არჩევნებზე კენჭისყრის დათვლის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ორი დამკვირვებელი აკვირდებოდა.  

ჯაბა სამუშია: თსუ-ს არჩევანი ევროპაა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ თსუ-ს არჩევანი ევროპაა. ის Facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება „უცხოეთის გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის გამო მიმდინარე პროტესტს, რომელსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ. „თსუ-ს არჩევანი ევროპაა. როგორც თსუ-ს რექტორს მიმაჩნია, რომ დაუშვებელია სტუდენტების გულწრფელი პროტესტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩემთვის, იმავდროულად, მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის უსაფრთხოება. უახლოეს დღეებში ვფიქრობ სტუდენტებთან შეხვედრას ამ კანონის შესახებ", - წერს ჯაბა სამუშია. „ჩვენი არჩევანი ევროპაა! საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, ქართული სახელმწიფოს მიერ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული საგარეო-პოლიტიკური კურსის კანონზომიერი გაგრძელებაა. შუა საუკუნეებში დასავლური ცივილიზაცია ქრისტიანულ სამყაროსთან ასოცირდებოდა. რელიგიურმა ფაქტორმა მართლაც დიდი როლი ითამაშა ევროპის, როგორც ერთიანი გეოკულტურული სივრცის ფორმირებაში. ქართველების სწრაფვა ევროპისკენ სწორედ ამით იყო განპირობებული, რადგან ჩვენ ამ სივრცეში ვეძებდით ეროვნული უსაფრთხოების გარანტიებს. საერთო ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პერსპექტივა 1918-1921 წლებშიც არსებობდა. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტს ევროპულ ქვეყნებთან და სტრუქტურებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა. ისტორიულად და დღევანდელ რეალობაშიც საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია! საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია! შინ ევროპისკენ!" - წერდა სამუშია უფრო ადრე გამოქვეყნებულ პოსტში.