თეგი: ჯაველინი
ესტონეთმა უკრაინას „ჯაველინები“ მიაწოდა
ესტონეთმა უკრაინას ამერიკული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მიაწოდა. „ეს არის ესტონეთის მცირე ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ეს არის რეალური და ხელშესახები წვლილი რუსული აგრესიისგან დაცვაში“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა მარტინ ჰერემმა. NATO-ს წევრებმა ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ 21 იანვარს განაცხადეს, რომ უკრაინას ამერიკული წარმოების ჯავშანსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან. მათ გადაწყვეტილებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუჭირა მხარი. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 18 თებერვალს უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო 2000 ტონაზე მეტი ტვირთი საერთაშორისო პარტნიორებისგან თანამედროვე იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის სახით. (Javeline - ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსია ტანდემური კუმულაციური ქობინით. რაკეტის მიზანზე გაყვანა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში ინფრაწითელი გამიზვნის სისტემით, რითაც კომპლექსში უზრუნველყოფილია „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპი).
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინა დამატებითი შესაძლებლობებით უზრუნველვყოთ
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ გააგრძელებას მუშაობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინა დამატებითი შესაძლებლობებით იყოს უზრუნველყოფილი. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა. „ჩვენ არ შეგვიძლია, კომენტარი გავაკეთოთ უკრაინის მიერ მოთხოვნილ კონკრეტულ სისტემებთან დაკავშირებულ შიდა განხილვებზე. ზოგადად კი, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის უსაფრთხოების დახმარებას, ვიდრე ეს მას დასჭირდება და გავაგრძელებთ მუშაობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა გამოვავლინოთ საჭიროებები და მივაწოდოთ უკრაინას დამატებითი შესაძლებლობები. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად განვითარდა აშშ-ის სამხედრო დახმარება და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი დახმარების განსაზღვრას, რათა ის შეესაბამებოდეს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას ახლა და მომავალში“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის თქმით, საქართველოს მიერ უკრაინისთვის „ჯაველინების“ გადაცემასთან დაკავშირებით იყო არამხოლოდ თანხმობა აშშ-ის მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.