თეგი: ჯანდაცვის მინისტრი
ზურაბ აზარაშვილის თქმით, COVID19 დასასრულს უახლოვდება
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, კორონავირუსის პანდემია დასასრულს უახლოვდება. „დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე, პანდემია დასასრულს უახლოვდება. მოვხსენით დღეს გარე სივრცეებში პირბადე. ორშაბათიდან ამის საჭიროება აღარ იქნება. დარჩა მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა, შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება და ასევე საზღვარზე შემოსვლისას უცხო მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები. პანდემიის დასასრულისკენ მივდივართ ნამდვილად, რადგან მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ასევე შემცირებულია ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები. 800-ზე ნაკლებია მათი რიცხვი, ვინც დღეს ჰოსპიტალში მკურნალობს. ასევე სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია, ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე ცოტა 7 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე ყველა ეს დადებითი ტრენდი აღვნიშნოთ და პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს“, - განაცხადა აზარაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება
საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ შემოვა
მიმდინარე კვირაში საქართველოში კოვიდის სამკურნალო პრეპარატი, Pfizer-ის მიერ შექმნილი - „პაქსლოვიდი“ შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ეს პრეპარატი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას აქვს. „პაქსლოვიდი“ უფასო იქნება ყველასთვის, ვინც პოტენციურად შეიძლება დამძიმდეს ინფიცირების მიმდინარეობისას, აგრეთვე ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. „ყველა, პოტენციურად ვინც შეიძლება დამძიმდეს ინფიცირებისას და ქრონიკული დაავადებები ახლავთ თან, ყველას დავურიგებთ უფასოდ და ისინი იმკურნალებენ. ინფიცირებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში აუცილებელია ამ მედიკამენტის მიღება“,- განაცხადა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ ზურაბ აზარაშვილის თქმით, COVID19 დასასრულს უახლოვდება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება
ჯანდაცვის მინისტრი: დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება ჯერ არ განიხილება
"ვაკვირდებით სხვა ქვეყნების ტენდენციებსაც. ჯერჯერობით ზოგიერთი ქვეყანა ისევ ტოვებს შიდა სივრცეებში პირბადეს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამას არ განვიხილავთ", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდვითარებას განსაზღვრავს. „რამდენიმე კვირის წინაც ვთქვი, რომ ძალიან მალე იქნება ეს. ვიმედოვნებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ძალიან მალე გამოაცხადებს პანდემიის დასასრულს, როგორც წლების წინ გამოაცხადა პანდემიის დასაწყისი. დღეისთვის მნიშვნელოვნად გვაქვს გაუმჯობესებული ყველა პარამეტრი, კრიტერიუმი, რითაც იზომება პანდემია ქვეყანაში. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე საკმაოდ არის შემცირებული ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი. ვფიქრობ, ამ ტენდენციით, დასასრული შორს არ უნდა იყოს. რაც შეეხება შეზღუდვებს, ერთადერთი შეზღუდვაა დარჩენილი, შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება. ვაკვირდებით სხვა ქვეყნების ტენდენციებსაც. ჯერჯერობით ზოგიერთი ქვეყანა ისევ ტოვებს შიდა სივრცეებში პირბადეს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამას არ განვიხილავთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი
ზურაბ აზარაშვილი იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და იმამურა აკირამ ის პროექტები განიხილეს, რომლებიც COVID19-ის ეფექტური მართვისთვის, იაპონიის მხარდაჭერით, საქართველოში განხორციელდა. ასევე, ისაუბრეს 2 ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობაზე. ზურაბ აზარაშვილმა და იმამურა აკირამ, შეხვედრაზე, სამომავლო გეგმებიც განიხილეს. იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული, თუ მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ყირგიზეთში კორუფციის ბრალდებით ჯანდაცვის მინისტრი დააკავეს
ყირგიზეთის გენერალურმა პროკურატურამ 2 ივნისს, კორუფციის ბრალდებით ჯანდაცვის მინისტრი ალიმკადირ ბეიშენალიევი დააკავა. უწყებამ მომხდარზე სპეციალური განცხადება გაავრცელა. გენერალური პროკურატურის ცნობით, 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე ყირგიზეთმა 451 ათას 560 დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დახმარების სახით საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან და აზერბაიჯანიდან მიიღო. მოგვიანებით ყირგიზეთის პრეზიდენტმა მიაღწია შეთანხმებას ქვეყნის ხელმძღვანელებთან. ამასთან, ზედამხედველი ორგანოს თანახმად, მინისტრმა გასცა 1,5 მილიარდი სომის ღირებულების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენის განკარგულება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით იყო სხვა სახელმწიფოების დახმარებით მიღებული წამლები. გამოძიების ინფორმაციით, საბიუჯეტო თანხები ოფშორულ ზონაშია გატანილი. შედეგად, ზედამხედველობის ორგანო აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული ვაქცინების და შეძენილი წამლის არსებობის გამო, წარმოიქმნა ჭარბი რაოდენობა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო 243 223 დოზა გამოუსადეგარი გახდა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი მილიარდ 581 მილიონ 474 ათას სომად არის შეფასებული. სისხლის სამართლის საქმე „კორუფციის“ მუხლით აღიძრა. გარდა ამისა, ყირგიზეთის გენერალური პროკურატურა იტყობინება, რომ ბეიშენალიევისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარეობს კიდევ ხუთი სისხლის სამართლის საქმე. მინისტრ ალიმკადირ ბეიშენალიევის ადვოკატებს გენერალური პროკურატურის ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ჯანდაცვის მინისტრი მალდიველ კოლეგას შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მალდივის რესპუბლიკის გენდერის, ოჯახის, სოციალური სერვისების მინისტრსა და განათლების მინისტრს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა სტუმრებს, სოციალური მიმართულებით სამინისტროს გამოცდილების გაუზიარა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები ბავშვთა ზრუნვის, მოწყვლადი ჯგუფების, ძალადობის მსხვერპლი პირების დაცვის და შშმ პირთა სერვისებით დაინტერესდნენ. საუბარი შეეხო დიდი ზომის ბავშვთა სახლებისა და პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში საქართველოს მიღწეულ წარმატებას. უწყების ცნობით, დაგეგმილია დელეგაციის წევრების ვიზიტი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში, სადაც ისინი იმ სერვისებს გაეცნობიან, რასაც სააგენტო მოწყვლად ჯგუფებს სთავაზობს. ამასთან, შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თეა გვარამაძე ესწრებოდნენ.
100-მდე კლინიკა ჯანდაცვის მინისტრს წერილობით მიმართავს
ააიპ „ჯანდაცვის ასოციაცია“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს წერილით მიმართავს. ასოციაცია მიმართვის წერილში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საუბრობს იმაზე, რომ რომ DRG სისტემის დანერგვის პარალელურად, უმოკლეს ვადაში უნდა უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსების შუალედურ გამოსავალთან დაკავშირებით. ამასთან, მინისტრს 20 ივლისამდე შეხვედრას სთავაზობენ. „მოგმართავთ ააიპ „ჯანდაცვის ასოციაციის სახელით“, რომელიც 100-მდე კლინიკას, 23 000-ამდე თანამშრომელს აერთიანებს და 1 000 000 კაპიტაციურ ბენეფიციარს ემსახურება. როგორც მოგეხსენებათ, ასოციაციაში შემავალი კლინიკები, მეტნაკლებად, საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, რისი გადაჭრაც სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. ჩვენი ასოციაციის მიზანი, სწორედ სახელმწიფოსთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემური საკითხების მოგვარება და სფეროს გაუმჯობესებაში წვლილის შეტანაა. პაციენტის უსაფრთხოება და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ჩვენი საქმიანობის საფუძველი და ამოსავალი პრინციპია, რაც ყველას გვაერთიანებს. ასოციაცია ოქტომბრის თვიდან ცდილობს ითანამშრომლოს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთანაც, თუმცა 9 თვის მანძილზე, ჩვენს მიერ დაყენებულ ვერცერთ საკითხზე ვერ მოხდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა და წარმოადგენს ტარიფებზე შეთანხმება და ინდექსაცია - თუ რატომ, შევეცდებით 11 ივლისს თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პასუხით გამოვეხმაუროთ. 1. სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან, მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე აპელირება და DRG სისტემის დანერგვა მოგახსენებთ, რომ კლინიკებს მძიმე ტვირთად გვაწვება 2013 წლის ტარიფებით ფუნქციონირება (ინფლაცია, კომუნალური ტარიფების გაზრდა, სახარჯი მასალის გაძვირება და სხვა - კომუნალური გადასახადების ზრდა - ელ.ენერგია - 85.7%, წყალმომარაგება - 47%, გაზი - 28%; მხოლოდ 2018 წლის შემდეგ ინფლაციის კუმულაციური მაჩვენებლი - 24.5%; 2019 წლის მესამე კვარტლის შემდეგ ლარი გაუფასურდა - 24.6% ), რაც პირველ რიგში აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. სექტემბრის თვიდან დღემდე, ასოციაცია, სამუშაო შეხვედრების, საჯარო თუ დახურული დისკუსიების მეშვეობით აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა ჯანდაცვის სამინისტროსთან კლინიკებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფების ინდექსაციასთან, ფასების გათანაბრებასთან, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის მნიშვნელობას და ტარიფის ცვლილების აუცილებლობას ჯანდაცვის სამინისტრო, ყველა შეხვედრაზე, იზიარებდა. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან გამართული შეხვედრებისას, ჩვენ ვიღებდით ინფორმაციას, რომ სამინისტრო, არაუგვიანეს ივნისის თვის, რეანიმაციის სტანდარტების დანერგვას, ხოლო აგვისტოს თვიდან დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) სისტემის დანერგვას გეგმავდა, რაც კლინიკებს „ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა“. შეთანხმებისამებრ, რეანიმაციის სტანდარტებს უნდა მოყოლოდა ინდექსაცია, რასაც თქვენთან ერთად მისაღებ პროცესად მივიჩნევდით. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო 11 ივლისს, მთავრობის სხდომაზე თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება ტარიფების ინდექსაციის არ განხორციელების და დიაგნოზს შეჭიდული ჯგუფების სისტემის დანერგვის ვადებთან დაკავშირებით. მივესალმებით დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) საავადმყოფოების დაფინანსების მეთოდზე გადასვლას, თუ აღნიშნული სწორი მეთოდოლოგიით და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე რესურსით განხორციელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის ექსპერტების მონაწილეობით გამართულმა სამუშაო შეხვედრამ ნათლად დაგვანახა, რომ აღნიშნული სისტემის დანერგვის პროცესამდე, მთელი რიგი ეტაპებია განსახორციელებლი, რაც დიდ ადამიანურ რესურსს და დროს მოითხოვს. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული სისტემის დანერგვას წლები დასჭირდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ DRG სისტემის დანერგვის პარალელურად, უმოკლეს ვადაში უნდა უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსების შუალედურ გამოსავალთან დაკავშირებით; 2. სამედიცინო მომსახურების ხარისხი და კონტროლი მოგეხსენებათ, რომ პაციენტისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას, მაღალკვალიფიციური და მოტივირებულ პერსონალის საქმიანობას, კლინიკების ფინანსური მდგრადობა განაპირობებს, რისი შენარჩუნებაც არარენტაბელური ტარიფების და გაზრდილი ხარჯების პირობებში, ფიზიკურად შეუძლებელი გახდა. თქვენს სამინისტროსთან შეთანხმებით, სწორედ ხარისხის მაჩვენებელ ახალ სტანდარტებზე უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ინდექსაცია, რასაც 11 ივლისის თქვენივე განცხადებით, ანულირება გაუკეთეთ. 3. რატომ 520-ე დადგენილება? საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაში ჰოსპიტალური სექტორი 2013 წელს ჩაერთო, იმ მომენტისათვის მინიმალური ტარიფებით და კლინიკების მხრიდან შეთანხმებული ფასით, რაც დღემდე უცვლელია. 2019 წელს, 520-ე დადგენილებით, განსაზღვრული ტარიფები გაზრდის ნაცვლად, კიდევ უფრო შემცირდა. შესაბამისად, ტარიფების საკითხი ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ჰოსპიტალური სექტორისთვის, რომელიც 2020-2021 წლებიდან პირდაპირი ხარჯის დაფარვასაც ვეღარ ახერხებს, ზედმეტია საუბარი ჰოსპიტლებს საკუთარი კაპიტალით სუბსიდირებაზე. დღეს, ამის რესურსი, უბრალოდ აღარ არსებობს.მაგალითისათვის დღეს II-III დონის რეანიმაციული საწოლ დღე 440-240ლარით ფინანსდება, როდესაც კლინიკებისათვის ასეთი საწოლ დღის თვითღირებულება დაახლოებით 730ლარია. კიდევ ერთხელ ვიტოვებთ შედეგიანი თანამშრომლობის და ეფექტიანი კერძო-საჯარო პარტნიორობის იმედს და გთავაზობთ შეხვედრას 20 ივლისამდე, წინააღმეგ შემთხვევაში, რიგმა დაწესებულებებმა შესაძლოა ვეღარ მოახერხონ ოპერირების გაგრძელება, რაც წარმოშობს ქვეყანაში სერვისების მიწოდების შეფერხების საფრთხეს. გვჯერა, რომ ჯანმრთელობის დაცვა, როგორც უფლება ნიშნავს მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებას და არა "უფასო" ან დაბალი ხარისხით მომსახურებას. ასევე გვჯერა, რომ ამ პლატფორმაზე ერთიანია ჯანდაცვის ასოციაცია და ჯანდაცვის სამინისტრო და რომ ჩვენი თანამშრომლობით შესაძლებელია სამედიცინო პერსონალის პირობების გაუმჯობესება, უკეთესი და ინოვაციური სამედიცინო სერვისების დანერგა და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა.ჯანდაცვის ასოციაციის წევრი სტაციონარული და ამბულატორიული დაწესებულება: 1. ვანის სამედიცინო ქსელი 2. შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის'' ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო 3. ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 4. ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრი 5. ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი; 6. სამტრედიის ამბულატორიული ცენტრი 7. სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 8. ბაღდათის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 9. ხონის ამბულატორიული ცენტრი 10. გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 11. საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 12. სართიჭალის ამბულატორიული ცენტრი 13. კაჭრეთის ამბულატორიული ცენტრი 14. ველისციხის ამბულატორიული ცენტრი 15. იორმუღანლოს ამბულატორიული ცენტრი 16. მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 17. დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 18. ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 19. მარტყოფის ამბულატორიული ცენტრი 20. გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 21. მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 22. მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი 23. ავერსის ცენტრალური საავადმყოფო 24. ავერსის ისნის ფილიალი 25. ავერსის ბ/ხმელნიცკის ფილიალი 26. ავერსის თემქის ფილიალი 27. ავერსის რეაბილიტაციის ცენტრი 28. ბირთვული მედიცინის ცენტრი 29. ავერსის რუსთავის ფილიალი 30. ავერსის თელავის ფილიალი 31. ავერსის მარნეულის ფილიალი 32. ავერსის #2 მარნეულის ფილიალი 33. ავერსის გორის #1 ფილიალი 34. ავერსის გორის #2 ფილიალი 35. ავერსის რუსთავის ფილიალი 36. შპს ნიუ ჰოსპიტალსი 37. სს მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო 38. ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა 39. კავკასიის მედიცინის ცენტრი 40. კარაპს მედლაინი 41. ი.ციციშვილის სახ. ბავშვთა ახალი კლინიკა 42. თელავის რეფერალური ჰოსპიტალი 43. ხაშურის ჰოსპიტალი 44. ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი 45. ახალქალაქის ჰოსპიტალი 46. დასავლეთ საქართველოს მედიცინის ცენტრი 47. ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი 48. კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი 49. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო 50. ფოთის ჰოსპიტალი 51. ქობულეთის ჰოსპიტალი 52. მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი ჰოსპიტალი 53. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი 54. შპს „ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა" 55. სს „ჯერარსი“ 56. თბილისის ცენტრალური საავადმყოფო 57. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარი ცენტრი 58. ჟორდანიას კლინიკა 59. ინოვა 60. საბურთალოს პოლიკლინიკა 61. გლდანის პოლიკლინიკა 62. დიდი დიღმის პოლიკლინიკა 63. მთაწმინდის პოლიკლინიკა 64. დიდუბის პოლიკლინიკა 65. ქარელის ჰოსპიტალი 66. ისნის პოლიკლინიკა 67. ვარკეთილის პოლიკლინიკა 68. წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი 69. ტყიბულის ჰოსპიტალი 70. ქუთაისის პოლიკლინიკა 71. ხონის ჰოსპიტალი 72. წყალტუბოს ჰოსპიტალი 73. თერჯოლის ჰოსპიტალი 74. ზუგდიდის პოლიკლინიკა 75. მარტვილის პოლიკლინიკა 76. ფოთის პოლიკლინიკა 77. წალენჯიხის ჰოსპიტალი 78. ჩხოროწყუს ჰოსპიტალი 79. აბაშის ჰოსპიტალი 80. ნინოწმინდის ჰოსპიტალი 81. ადიგენის ჰოსპიტალი 82. ჩაქვის სამედიცინო ცენტრი 83. ბათუმის პოლიკლინიკა 84. ქედას ჰოსპიტალი 85. შუახევის ჰოსპიტალი 86. ხულოს ჰოსპიტალი 87. თელავის პოლიკლინიკა 88. ახმეტის ჰოსპიტალი 89. ყვარლის ჰოსპიტალი 90. შპს „კონსილიუმ მედულა“ 91. შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ 92. შპს „თბილისის გულის ცენტრი“ 93. შპს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა 94. შპს „ნეოლაბი“ 95. შპს „#5 კლინიკური საავადმყოფო“ 96. შპს „Mმედი 22“ 97. სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება“ 98. შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ 99. შპს „ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი“ 100. შპს საქართველოს უნივერსიტეტი“, - ნათქვამია მიმართვაში.
ზურაბ აზარაშვილი: დღეიდან სახელმწიფო მართვაში არსებული კლინიკების სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება იზრდება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დღეიდან სახელმწიფო მართვაში არსებული კლინიკების სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება. როგორც აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ანაზღაურება საშუალოდ 50%-ით გაეზრდება ქვეყნის მასშტაბით 17 ამბულატორიაში მომუშავე მედპერსონალსაც. „დღეიდან სახელმწიფო მართვაში არსებული კლინიკების სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება. საშუალო ანაზღაურება მთლიანად 1000 ადამიანს შეეხება. ექთნების შემთხვევაში 100%-ით გაიზარდა მათი ანაზღაურება და დღეიდან მიიღებენ გაორმაგებულ ანაზღაურებას. ეს არის ის მინიმუმი, რაც შეუძლია სახელმწიფოს მათი დაფინანსების ფარგლებში და შესაძლებლობა, რაც შეგვეძლო სამედიცინო პერსონალისთვის გაგვეკეთებინა პირველი აგვისტოდან. ვფიქრობ, ღირსეულ, ადეკვატურ ანაზღაურებამდე კიდევ ბევრი გვაქვს დარჩენილი, მაგრამ ეს არის ის, რაც დღეისათვის გავაკეთეთ. ეს ბევრ კერძო კლინიკასთნ მიმართებაში საკმაოდ კონკურენტულია და გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთ კერძო კლინიკაში, სადაც სამწუხაროდ, ისევ დარჩენილია დაბალი ანაზღაურება“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრი: უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით პოლიტიკოსებმა სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ, უკრაინელ ლტოლვილებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს
"უკრაინელ ლტოლვილებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს და თითოეულ ოჯახს დახმარების სახით ყოველთვიურად 300 ლარს ურიცხავს. პოლიტიკოსებმა სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ, დევნილების უდიდეს ნაწილს შესაბამისი დახმარებები უკვე დაერიცხათ, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. აზარაშვილის თქმით, რომ ყველა სპეკულაცია და ამ საკითხის „პოლიტიკურ თემებში“ გადაყვანა მიზანშეუწონელია. "მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროებისა და მათი მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო თითოეულ ოჯახს ეხმარება 300 ლარით და თითოეულ ადამიანს, თუ ამის საჭიროება აქვს, 45 ლარით. მოკლედ მსურს განვმარტო, თუ საიდან მივედით ამ თანხებამდე და როგორი პრაქტიკაა დღეისათვის ეს. მოგეხსენებათ, უკრაინელი ლტოლვილები არიან სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილებული და ყველა ამ ქვეყნის პრაქტიკა და მაგალითები ვნახეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვყავს 300 000-მდე ჩვენი დევნილი თანამემამულე. ასევე ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან და აქედან გამომდინარე ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულე დევნილებისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა სპეკულაცია და ამ საკითხის პოლიტიკურ თემებში გადაყვანა მიზანშეუწონელია და მოვუწოდებ იმ პოლიტიკოსებს, თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივათ გული ამ პრობლემის მიმართ, თავი დაანებონ პროვოკაციებს", - განაცხადა აზარაშვილმა. ცნობისთვის, გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები მთავრობას დახმარებას სთხოვენ. მათი განცხადებით 300 ლარი საკმარისი არ არის. უკრაინის მოქალაქეებთან, „ლელო“ აჭარის ორგანიზაციის წევრები მივიდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება ექნებათ - ჯანდაცვის მინისტრი
„მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან, ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებულება ექნება, რომ საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული ხუთი საერთაშორისო კომპანიიდან შეეძლებათ. „სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლონ. ეს ჩვენს მიერ შეთავაზებული ხუთი მააკრედიტებელი საერთაშორისო კომპანიიდან იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, 2024 წლიდან, სამედიცინო აღჭურვილობის და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირებაც სავალდებულო გახდება. „ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული ნებისმიერი სახარჯი აღჭურვილობა თუ მასალა ჩვენს მიერ მკაცრად იქნება გაკონტროლებული, ვინაიდან ეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ფარმაცევტული კომპანიების მიმართ, რომლებიც ბაზების გახსნის ვალდებულებას არ აკმაყოფილებენ, სხვადასხვა სანქციას გამოვიყენებთ - აზარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს, რომელთაც 15 მარტიდან ამოქმედებული გადაწყვეტილების თანახმად, მედიკამენტების ბაზა ჯერ კიდევ არ გაუხსნიათ, დღეიდან სანქციები დაუწესდებათ. მისივე თქმით, „ბოლო პერიოდში იყო უპასუხისმგებლო ფაქტები, თუმცა რეაგირების გარეშე არ დარჩება“. „ქვეყანაში გვაქვს დაახლოებით 3 ათასამდე აფთიაქი და ბაზარზე 7 ათასამდე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი ბრუნავს. 15 მარტიდან ძალაში შევიდა, რომ ყველა ფარმაცევტულ კომპანიას ვალდებულება აქვს, სამინისტროს თავიანთი ბაზები გაუხსნან და ვხედავდეთ, რა ფასები აქვთ მედიკამენტებზე. შესაბამისად, მექანიზმები, რაც შეიძლება ხელოვნური დეფიციტის შექმნასთან, ფასების ხელოვნურად გაზრდასთან, ან რეფერენტული ფასწარმოქმნის დარღვევასთან დაკავშირებით იყოს, შევიმუშავეთ. კომპანიები ერთვებიან. 15 მარტის შემდეგ ყველანაირი გონივრული ვადა, მათ შორის გაფრთხილებისთვის, გასულია. შესაბამისად, ყველა იმ კომპანიის მიმართ, დღეის მდგომარეობით, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ აკმაყოფილებს, სხვადასხვა სანქციას დღეიდან აუცილებლად გამოვიყენებთ. უფრო მკაცრი იქნება ამასთან დაკავშირებით რეაგირება. ჯერ კიდევ ნოემბრიდან იცოდნენ კომპანიებმა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ღონისძიებები დაწყებული გვქონდა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჩუტყვავილას ვაქცინის შემოტანა პრობლემა არ არის - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმეს რეგულირების სააგენტო სრულყოფილად შეისწავლის. გორში 4 წლის ბავშვი სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებით გარდაიცვალა „ჩუტყვავილასთან დაკავშირებით ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. რაც შეეხება ვაქცინას, ის საქართველოს ისტორიაში კალენდარულ ვაქცინაციაში არ ყოფილა. ეს არის სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებული, მათ შორის 80%-იანი მოცვა უნდა იყოს, რომ შედეგს ეფექტიანად მივაღწიოთ. ვაქცინის შემოტანის პრობლემა არ არის, პრობლემაა ამ აცრებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან არ ყოფილა რეკომენდაცია, რომ ამ ტიპის ვაქცინაცია დავიწყოთ. რეგულირების სააგენტო ამ საკითხს [4 წლის ბავშვის გარდაცვალებას] სრულყოფილად შეისწავლის და ძალიან მალე გვეცოდინება, რა მოხდა რეალურად“, - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, 4 წლის თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.