თეგი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: გვაქვს მოლოდინი, რომ პანდემიის მწვავე ფაზა წელს დასრულდება
"გვაქვს მოლოდინი, რომ პანდემიის მწვავე ფაზა წელს დასრულდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი კეიპ ტაუნში, კომპანია Afrigen Biologics & Vaccines-ს ესტუმრა, რომელმაც, აფრიკის კონტინენტზე, რიბონუკლეიდის მჟავაზე (რნმ-ზე) დაფუძნებული პირველი ვაქცინა შექმნა. „გვაქვს მოლოდინი, რომ პანდემიის მწვავე ფაზა წელს დასრულდება. ეს მხოლოდ ერთი პირობით მოხდება - თუ, ივნის-ივლისისთვის, მოსახლეობის 70% ვაქცინირებული იქნება. მწვავე ფაზის დასრულება ჩვენს ხელშია“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას.