თეგი: ჯარის გაყვანა
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილიდან რუსეთს ჯარები გაჰყავს. რუსი სამხედროები გადიან სოფელ მიხაილოვკადან, ქალაქ პოლოგიდან და სოფელ ინჟენერნოედან, სოფელ ბურჩაკში კი მოსახლეობას ევაკუაციას სთავაზობენ. „არსებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები ამზადებენ ცალკეულ ქვედანაყოფებს და ევაკუაციისთვის ამზადებენ ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დასახლებების საოკუპაციო ადმინისტრაციების პერსონალს. ასე რომ, ნაწილებმა, რომლებიც განლაგებული იყო პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში და ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დატოვეს სოფელი მიხაილოვკა. პოლოგისა და ინჟენერნოიეს დასახლებებში ოკუპანტები ტოვებენ სახლებს, სადაც ისინი იყვნენ დასახლებულები და გააქვთ მოპარული ქონება", - აცხადებს უკრაინის გენშტაბი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, წინა დღეებში ზაპოროჟიეს რაიონის დასახლებებში მირნოე, ტოკმაკი, ინჟენერნოიე, პოლოგი, იასნოე და კონსკიე დრაჟრი, რუსეთის ფედერაციის დანაკარგმა 230-ზე მეტი სამხედრო შეადგინა. დაჭრილი და ლიკვიდირებული ოკუპანტების რაოდენობა ზუსტდება, განადგურებულია 15-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და საწყობი.