თეგი: ჯასინდა არდერნი

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, არ სჯერა, რომ ქვეყნის ახალი არჩევნებისთვის, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს, მზად იქნება. არდერნი მმართველი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს 7 თებერვალს დატოვებს. ის მოელის, რომ პარტია უახლოეს მომავალში აირჩევს ახალ თავმჯდომარეს რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც დაიკავებს. „ეს გადაწყვეტილება მე მეკუთვნოდა. ქვეყნის ხელმძღვანელობა არის ყველაზე დიდი პრივილეგია, რომელიც ოდესმე შეიძლება, ვინმეს მიენიჭოს, მაგრამ ეს ასევე ყველაზე რთული რამ არის. შენ არ შეგიძლია და არ უნდა აკეთო საქმე, თუ არ გაქვს ცოტა რეზერვი დაუგეგმავი და მოულოდნელი გამოწვევებისთვის“, - აღნიშნა ჯასინდა არდენმა პრესკონფერენციაზე. არდერნი 2017 წელს 37 წლის ასაკში გახდა პრემიერ-მინსიტრი და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი იყო. 2020 წელს კი, მეორე ვადით აირჩიეს.