თეგი: ჯასტინ ტრიუდო
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო კანადის ხელისუფლება სანქციებს აწესებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს 160 წევრს. განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ NATO-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მანამდე კანადის ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენებს რომან აბრამოვიჩსა და ალიშერ უსმანოვს, ასევე რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ელა პამფილოვას სანქციები დაუწესა. ამასთან, ფედერალურმა ხელისუფლებამ 32 რუსულ კომპანიას და სამთავრობო ორგანიზაციას აუკრძალა კანადიდან თავდაცვის აღჭურვილობისა და მარაგის მიღება. საპასუხოდ, რუსეთმა კანადის 313 წარმომადგენელი „შავ სიაში“ შეიყვანა და ტრუდოს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დღეს აშშ-მ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალი სანქციები დაუწესა. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ შვეიცარიამ $6 მილიარდზე მეტი სანქცირებული რუსული აქტივი გაყინა ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
კანადა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად პოლონეთში სამხედრო პერსონალს განათავსებს
კანადა პოლონეთში სამხედრო პერსონალს განათავსებს, რათა უკრაინელ ლტოლვილებს დაეხმაროს. ამის შესახებ Reuters-ი კანადის თავდაცვის მინისტრ, ანიტა ანანდის კომენტარზე დაყრდნობით წერს. ამ მიზნით კანადა პოლონეთში 150 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის. კანადის შეიარაღებული ძალების წევრები ასევე მხარს დაუჭერენ პოლონურ სამუშაო ჯგუფს ჰუმანიტარული დახმარებისთვის და უკრაინელებს კანადაში გადასახლებაში დაეხმარებიან. ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა 4,6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათგან ნახევარზე მეტი მეზობელ პოლონეთში წავიდა.