თეგი: ჯაშუში თანამგზავრი
კიმ ჩენ ინმა ქვეყნის პირველი ჯაშუში თანამგზავრის კოსმოსში გაშვების ბრძანება გასცა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის პირველი ჯაშუში თანამგზავრის კოსმოსში გაშვების ბრძანება გასცა. სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ამ მიზნით ფხენიანმა მუშაობა დაასრულა. კიმ ჩენ ინი იმედოვნებს, რომ თანამგზავრს აპრილის ბოლოს გაუშვებს. მისივე განცხადებით, „დაზვერვის შესაძლებლობების გაძლიერება პრიორიტეტია აშშ-ისა და სამხრეთ კორეის საფრთხეების დასაძლევად“. ჩრდილოეთ კორეაში ახლა ამ ამოცანის შესრულების მიზნით, მოსამზადებელი კომიტეტის შექმნას განიხილავენ, რომელიც მისიის დაგეგმილ დროში განხორციელებას გაუწევს მონიტორინგს.