თეგი: ჯეიმს კლევერლი
დიდი ბრიტანეთი: რუსეთს ყველაზე მკაცრი სანქციები ელის, რაც არასდროს უნახავს
გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო და კოორდინირებულ სანქციების პაკეტს წარადგენს. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ სანქციები დღეს დაიწყება. „ეს იქნება ყველაზე დიდი და მკაცრი სანქციები, რაც რუსეთს ოდესმე უნახავს“, განუცხადა მან Sky News-ს. ეს უკვე დიდი ხანია დაგეგმილია ვლადიმერ პუტინის მიერ. ეს არის შეჭრა სრულიად არაპროვოცირებული და გაუმართლებელი. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
ჯეიმს კლევერლი საქართველოში ვიზიტამდე მოლდოვას ეწვია და $12 მილიონიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმისგან მოლდოვის დაცვის საუკეთესო გზა უკრაინის დახმარებაა. ჯეიმს კლევერლიმ მოლდოვაში ვიზიტის დროს, ამ ქვეყნისთვის $12 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. პაკეტი ეკონომიკური და მმართველობის რეფორმების მხარდასაჭერად გამოიყოფა. ამასთან, Sky news-ი წერს, რომ დიდი ბრიტანეთი პირობას დებს, რომ მოლდოვასა და საქართველოს რუსეთის ჩარევისგან დაცვაში დაეხმარებიან. ერთი წლის წინ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოლდოვის პროდასავლური მთავრობა და მისი მოკავშირეები შიშობდნენ, რომ ის შეიძლება კონფლიქტში ჩაითრიონ. 2,5 მილიონიანი ერი ესაზღვრება უკრაინას და ჰყავს რუსი სამშვიდობოები განლაგებული დნესტრისპირეთის პრომოსკოვის სეპარატისტულ რეგიონში. ჟურნალისტების კითხვას, გეგმავს თუ არა ლონდონი მოლდოვის სამხედრო მხარდაჭერას კლევერლიმ უპასუხა: „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მოლდოვის ფიზიკური თავდასხმისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა უკრაინელების დახმარება რუსეთისგან თავის დაცვაში”. ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინისკენ მიმართულმა რუსულმა რაკეტებმა შეაღწიეს მოლდოვის საჰაერო სივრცეში, ხოლო ხელისუფლება კრემლს ადანაშაულებს ანტისამთავრობო პროტესტის გაღვივებაში, რასაც კრემლი უარყოფს. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ასევე დაადანაშაულა მოსკოვი თებერვალში ხელისუფლების დამხობის მიზნით გადატრიალების დაგეგმვაში.
ჯეიმს კლევერლი საქართველოშია
16 მარტს, საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროს ჯეიმს კლევერლი შეხვდება ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს და საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთან, ის ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. 2024 წლის არჩევნების გარე ჩარევისგან დასაცავად, დიდი ბრიტანეთი საქართველოს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს 2016 წლის შემდეგ, ეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია საქართველოში.
მოგიწოდებთ, გააძლიეროთ ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით - კლევერლი
ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საგარეო საქმეთა სამინისტროში ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ჯეიმს კლევერლი საქართველოშია „ძლიერი და ერთიანი NATO გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ევროპაში და მის საზღვრებს გარეთაც. ამიტომაც სპეციალურად მორგებული პაკეტი არის შემუშავებული საქართველოსთვის 2023 წელს. 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო რუმინეთის საელჩოსთან იმოქმედებს, როგორც NATO-ს საკონტაქტო პირი საქართველოში. ჩვენი ორმხრივი დაცვის თანამშრომლობა სცდება მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებს და მოიცავს ერთობლივ სამუშაოს კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით. საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ. იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოგიწოდებთ, გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ და დავრჩებით საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობარი. მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები. ველი იმას, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.
ჯეიმს კლევერლი: მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ისევე როგორც უკრაინაში, საქართველოს მოსახლეობის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი
თბილისში ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისევე, როგორც უკრაინაში, საქართველოს მოსახლეობის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. „ეს უფლება დაცული უნდა იყოს. ამიტომაც, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორია გაერთიანებული სამეფოსთვის. „საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორი გაერთიანებული სამეფოსთვის. ჩვენი ქვეყნები ძალიან მყარ ურთიერთობაზე დგანან ბოლო 30 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინეთ. ხანგრძლივი პერიოდი გავიარეთ ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით და მაქსიმალური სარგებელი მივიღეთ ჩვენი ისტორიული კავშირებიდან. მახსოვს იმ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ ტეტჩერი, მახსოვს მისი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში, 4 წლის შემდეგ მოხდა საბჭოთა კავშირის ნგრევა. თქვენი სურვილი და მისწრაფება თავისუფლებისა და მისწრაფება თვითგამორკვევისთვის იმ დროსაც ნათელი იყო და ახლა კიდევ უფრო ძლიერი გახლავთ", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და რუსეთს მოუწოდა, შეასრულოს თავისი ვალდებულები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში. „რუსეთის შეჭრამ 2008 წელს საქართველოში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ყოფნამ ძალიან ღრმა ადამიანური ტანჯვა გამოიწვია, გაყო ქვეყანა, გაყო ოჯახები, შეზღუდა წინაპრების მიწაზე და წმინდა რელიგიურ ადგილებზე წვდომა. ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ მხარდაჭერას თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, ისე ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებით, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა ოჯახები რუსული აგრესიის გამო“, - აღნიშნა კლევერლიმ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები - ჯეიმს კლევერლი
„რუსეთის შეჭრამ 2008 წელს საქართველოში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ყოფნამ ძალიან ღრმა ადამიანური ტანჯვა გამოიწვია, გაყო ქვეყანა, გაყო ოჯახები, შეზღუდა წინაპრების მიწაზე და წმინდა რელიგიურ ადგილებზე წვდომა“, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ისევე, როგორც უკრაინაში, საქართველოს მოსახლეობის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. ჯეიმს კლევერლი: მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ისევე როგორც უკრაინაში, საქართველოს მოსახლეობის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი „ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ მხარდაჭერას თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, ისე ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებით, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა ოჯახები რუსული აგრესიის გამო“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.
ჯეიმს კლევერლი: თბილისში მკაფიო მიზნით ვიმყოფები, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას
16 მარტს, საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია. მან დღეს შეხვედრები გამართა ქართველ კოლეგასთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან. განცხადებები ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. ვიზიტის შესახებ კი თავად კლევერლიმ Twitter-ზე ცოტა ხნის წინ დაწერა. „დღეს თბილისში ვიმყოფები მკაფიო მიზნით. დავაფიქსირო დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის სიძლიერეს, მედეგობასა და დემოკრატიულ ნებას“, - წერს გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი. როგორც ცნობილია, ვიზიტის პროგრამის მიხედვით, კლევერლი საოკუპაციო ხაზსაც უნდა ეწვიოს.
ჯეიმს კლევერლი: ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად, ასევე ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია
როგორ აფასებს უკრაინისთვის საქართველოს მიერ გაწეულ დახმარებას და იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, უნდა იყოს თუ არა მხედველობაში მიღებული ხელისუფლების არგუმენტი, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევაში უფრო შორს ვერ წავლენ. ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოდან გამგზავრებამდე გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ. „ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად, ასევე ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია, მაგალითად, გაერთიანებული სამეფოსთვის ბევრად უფრო მარტივია თუნდაც სამხედრო დახმარების მიწოდება. ჩვენ ვიკვლევთ რამდენის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნებს უკრაინისთვის თავდაცვაში დასახმარებლად. „მე ვისაუბრე იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველომ უკრაინის დასახმარებლად გადადგა - ის მასპინძლობს უკრაინელ ლტოლვილებს. მე მესმის ის ზეწოლა, რომელსაც საქართველოსა და ქართველებზე მოსკოვი ახორციელებს, რომელიც ცდილობს უფრო მეტად დაამძიმოს ვითარება ქვეყნისთვის, რომელიც უკვე ხედავს რუსული ჯარების წარმომადგენლობას მის ტერიტორიაზე და რომელიც ხედავს რუსეთის ჩარევას მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად და, რა თქმა უნდა, ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს რუსული აგრესია. ასევე, ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია, მაგალითად გაერთიანებული სამეფოსთვის ბევრად უფრო მარტივია თუნდაც სამხედრო დახმარების მიწოდება, ყველა ქვეყანას ამის გაკეთება არ შეუძლია. ჯეიმს კლევერლი: მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ისევე როგორც უკრაინაში, საქართველოს მოსახლეობის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი ჩვენ ვიკვლევთ, რამდენის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნებს, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინისთვის თავდაცვაში დასახმარებლად. რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესებშია და ხელისუფლებაც აღიარებს ამას, რომ პრინციპები, როგორიც არის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და გაეროს კონვენცია იყოს დაცული, რადგან საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა მის ტერიტორიებში შემოჭრა, სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, რათა ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება ქართველების დასაცავად და ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად უფრო ფართო რეგიონში“,- განაცხადა კლევერლიმ.
ჯეიმს კლევერლი: გვსურს, დავინახოთ, რომ საქართველო აგრძელებს გზას, რათა გახდეს NATO-ს წევრი, სრულად ინტეგრირებული ევროპული ქვეყანა
საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „გაერთიანებული სამეფო დიდი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს თავისუფლებისა და თვითგამორკვევის სურვილის მხარდამჭერი. კლევერლის თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ დააჩქაროს ინტეგრაციის პროცესი, მას უნდა ჰქონდეს გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესები, თავისუფალი მედია გარემო და სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის. „როდესაც მარგარეტ ტეტჩერი ვიზიტით ჩამოვიდა გვიან 1980-იან წლებში, სწორედ ეს იყო, რასაც მან ხელი შეუწყო და გაერთიანებული სამეფო ამ სვლას ათწლეულების განმავლობაში უჭერს მხარს. ჩვენ გვსურს, რომ ეს სვლა გაგრძელდეს, გვსურს, დავინახოთ ნამდვილად მაღალფუნქციური დემოკრატია საქართველოში. გვსურს, დავინახოთ, რომ საქართველო აგრძელებს გზას, რათა გახდეს სრულად ინტეგრირებული ევროპული ქვეყანა და NATO-ს წევრი, ჩვენ ამის მხარდაჭერას ვაგრძელებთ. ჩვენ განვიხილეთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ ეს უფრო სწრაფი და ეფექტური გახადოს. ამისთვის სამართლებრივი პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა საჭირო, ასევე ღია მედია ლანდშაფტის ქონა, სივრცის შექმნა სამოქალაქო საზოგადოებისთვის და კონკურენტუნარიანი, თუმცა თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური დებატების წარმოება. ყველა ეს პროცესი სარგებელს მოუტანს საქართველოს და სარგებელს მოუტანს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, საჯაროდ გამოხატულ მისწრაფების მიღწევაში, განაგრძონ ინტეგრაცია ევროკავშირსა და NATO-ში“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ. „მე მოვისმინე საუბრები პირდაპირ სამხედრო საფრთხეებთან დაკავშირებით. მე განვიხილე ჩემს ქართველ კოლეგასთან აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან" დამოკიდებულება და ხელისუფლება ურყევად აცხადებს, რომ ამის გადაწყვეტა მშვიდობიანი გზით სურს. ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით ამას. უკანასკნელი რამ, რაც შეიძლება, გვინდოდეს, არის კონფლიქტის ხილვა საქართველოში, ამიტომ ვაგრძელებთ მისი მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ IPN-ის ცნობით.
ჯეიმს კლევერლი ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები - ჯეიმს კლევერლი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, ბრიტანელ სტუმარს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამჭერის მნიშვნელობაზე.ჯეიმს კლევერლი ესტუმრა სოფელ ოძისის საშუალო სკოლასაც, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
ჯეიმს კლევერლი: გვსურს, საქართველოს დავეხმაროთ, თავი დაიცვას კიბერთავდასხმებისგან
ვიცით, რომ არის კიბერთავდასხმები და გვსურს, საქართველოს დავეხმაროთ, თავი დაიცვას კიბერთავდასხმებისგან. ვიცით, რომ ადგილი ჰქონია საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციებს, ასევე ყოფილა საქართველოს პოლიტიკური გარემოს დამძიმების მცდელობები და, რა თქმა უნდა, იყო დიდი რაოდენობით პროპაგანდა, აქედან გამომდინარე, გვსურს მხარი დავუჭიროთ თავისუფალ მედიას, გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს, შეინარჩუნოს ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას იმ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა, რომლის დასაძლევადაც ოფიციალურმა ლონდონმა საქართველოს ფინანსური დახმარება გამოუყო. მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფო მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის პროცესში და ამ ორგანიზაციებთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაში. „ახლახან დავბრუნდი ადგილიდან, სადაც მოვინახულე საზოგადოება, რომელიც ორად არის გაყოფილი. რუსული ჯარი ხეობის ერთ მხარესაა, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლი,ა დავინახოთ რუსული ჯარის ფიზიკური წარმომადგენლობა აქ, საქართველოში. იმგვარ კონფლიქტს, რა თქმა უნდა, აღარ ვხედავთ, როგორც ეს წინა წლებში იყო, თუმცა საქართველო არის ჰიბრიდული თავდასხმის სამიზნე. ჩვენ ვიცით, რომ არის კიბერ თავდასხმები და გვსურს, საქართველოს დავეხმაროთ, თავი დაიცვას კიბერთავდასხმებისგან. ვიცით, რომ ადგილი ჰქონია საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციებს, ასევე ვიცით, რომ ყოფილა საქართველოს პოლიტიკური გარემოს დამძიმების მცდელობები და, რა თქმა უნდა, იყო დიდი რაოდენობით პროპაგანდა. აქედან გამომდინარე, ჩვენს გვსურს, მხარი დავუჭიროთ თავისუფალ მედიას, გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, შეინარჩუნოს ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, ვგეგმავთ დავეხმაროთ მას კიბერ თავდასხმებისგან თავდაცვაში და ასევე ვაპირებთ, გავაგრძელოთ, დავეხმაროთ მას ევროპასთან, ევროკავშირთან და NATO-სთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნების გზაზე“,- განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პირველმა დიპლომატმა. „მე განვიხილე მედია თავისუფლების მნიშვნელობა, აღვნიშნე, რომ ეს თავდაჯერებული ხელისუფლების ნიშანია და ეს არის მაღალფუნქციური დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ თქვენ გქონდეთ კონკურენტული პოლიტიკური ლანდშაფტი, თავისუფალი, სამართლიანი და ღია საზოგადოება, რომ მედია თავისუფლება მნიშვნელოვანია. ეს არის ის საკითხები, რომლებიც განვიხილეთ. სწორი არ იქნება ჩემი მხრივ კონკრეტული პირების საქმეებზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ მე აღვნიშნე, რომ დამოუკიდებელი სასამართლო, გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესი არის ის, რასაც ყველა სახელმწიფო უნდა ესწრაფოდეს და საქართველომაც უნდა დაუჭიროს ამას მხარი. გაერთიანებულ სამეფოს სურს ნახოს ძლიერი, ღია, სამართლიანი დემოკრატია საქართველოში, რომელიც სულ უფრო მეტად ინტეგრირებული ხდება მის მეგობრებთან ევროპის მასშტაბით. ჩვენ განვიხილეთ საუკეთესო გზები, რომლითაც ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს, რათა ხელი შეუწყოს ინტეგრაციას ევროკავშირში, NATO-ში და გააგრძელოს მუშაობა გაერთიანებულ სამეფოსთან“, - განაცხადა კლევერლიმ IPN-ის ცნობით.
დიდი ბრიტანეთის საელჩო: აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. კლევერლიმ საქართველო უკვე დატოვა. ამ შეხვედრის შესახებ კი სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო. „საინტერესო შეხვედრა შედგა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს ყველა იმ ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახთან დაახლოებისკენ“, - აღნიშნულია Twitter-ზე განთავსებულ პოსტში.
ზელენსკი კიევში ვიზიტით მყოფ ჯეიმს კლევერლის შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა და განვითარების სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს კლევერლიმ NATO-ს სამიტისთვის მზადების, სამშვიდობო ფორმულის განხორციელებისა და უკრაინის აღდგენის საკითხები განიხილეს. „შეხვედრაზე განვიხილეთ აქტუალური საკითხები: უკრაინის მოლოდინები ვილნიუსის სამიტიდან, უკრაინის სამშვიდობო ფორმულის პოპულარიზაცია და გლობალური სამიტის მომზადება მის განსახორციელებლად, ასევე, ლონდონის საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა კლევერლის მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების გამო, რის მიხედვითაც გაერთიანებული სამეფო საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებისთვის, უკრაინელი მფრინავების გაწვრთნას დაიწყებს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი უკრაინის დედაქალაქს ბოლოს ზამთარში ეწვია.
ჯეიმს კლევერლი: ირანი რუსეთს იარაღისა და საბრძოლო მასალების მუდმივი ნაკადით უზრუნველყოფს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ პირველად დაადანაშაულა ირანი რუსეთისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებაში, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. კლევერლის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა და მისმა პარტნიორებმა უკვე დაუწესეს სანქციები პასუხისმგებელ პირებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ალიანსმა პასუხი აგოს. „ირანი უზრუნველყოფს რუსეთს იარაღისა და საბრძოლო მასალების მუდმივი ნაკადით, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინაში სამოქალაქო პირების მკვლელობისთვის ”, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, სანაცვლოდ რუსეთისგან ირანი იღებს მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობას სამხედრო მიზნებისთვის, და ასევე, ფინანსურ მხარდაჭერასა და კონსულტაციებს, რაც ირანის რეჟიმს შეუძლია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დაშინებასა და პროტესტების ჩახშობისთვის გამოიყენოს.
ილია დარჩიაშვილი ვილნიუსში NATO-ელ კოლეგებს შეხვდა
NATO-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ჩამოყალიბებული ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული კავშირები. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, სადაც ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში გაერთიანებული სამეფოს მხარდამჭერის მნიშვნელობაზე. კოლეგებმა შეფასეს ვილნიუსის სამიტიც, სადაც ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ სამიტზე საქართველომ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო ილია დარჩიაშვილმა და ჯეიმს კლევერლიმ ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და შეთანხმდნენ, რომ ამ კუთხით აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბრიტანელ კოლეგას ქვეყნის მხარდაჭერითვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას, მარგუს ცაჰკნასაც შეხვდა. ისაუბრეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ესტონეთს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ გზაზე საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ესტონეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით არსებული რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პოლიტიკური დიალოგისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია. ფინელ კოლეგასთან, ელინა ვალტონენსთან შეხვედრაზეასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ არსებულ პროგრესზე. აღინიშნა ფინეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების გზაზე. მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და ისაუბრეს ურთიერთობის გაძლიერების პერსპექტივებზე. NATO-ს გაწევრიანების კონტექსტში, დადებითი შეაფასება მიეცა ვილნიუსის სამიტს და საქართველოს მიმართ გამოხატულ მნიშვნელოვან მხარდამჭერ გზავნილებს. ფინელმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ილია დარჩიაშვილმა ვიზიტით საქართველოში ელინა ვალტონენიც მოიწვია. ვილნიუსში სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩაშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიორგოს გერაპეტრიტისს შეხვდა. საგარეო უწყება აცხადებდს, რომ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგი. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს საბერძნეთის რესპუბლიკასთან მრავალგანზომილებიან თანამშრომლობას, რომელიც ისტორიულ კავშირებსა და საერთო ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. გარდა ამისა, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს შესახებ და ხაზი გაუსვეს საქართველოს, როგორც ნატოს სანდო პარტნიორის, როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტი ძალიან წარმატებული იყო საქართველოს, ვინაიდან აღნიშნულ სამიტზე ქვეყანამ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი აფასებს საბერძნეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიმართ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ რთულ გარემოში. ილია დარჩიაშვილმა ბერძენი კოლეგა ასევე მოიწვია საქართველოში ვიზიტით. ორდღიანი სამიტი ვილნიუსში დღეს სრულდება.
ჯეიმს კლევერლი: ვერ დავუშვებთ, რომ ეს ომი კიდევ 500 დღეს გაგრძელდეს
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ვერ დაუშვებს უკრაინაში მიმდინარე ომის გაჭიანურებას. მან მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. „ვერ დავუშვებთ, რომ ეს ომი კიდევ 500 დღეს გაგრძელდეს. პრეზიდენტ ზელენსკის ათპუნქტიანმა გეგმამ წინსვლის გზა აჩვენა. უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენ გვინდა მშვიდობა. მთელ მსოფლიოს სურს მშვიდობა", - განაცხადა კლევერლიმ ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არის ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებას სურს და რუსეთმა ეს არჩევანი დღესვე უნდა გააკეთოს უკრაინიდან მთელი თავისი ჯარის გაყვანით. „ბატონო პუტინო, დააბრუნეთ თქვენი ჯარები შინ, დაასრულეთ ეს ომი ახლავე“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.
Bloomberg: ჯეიმს კლევერლიმ ჩინელი დიპლომატის „გაუჩინარების“ ფონზე, პეკინში ვიზიტი გადადო
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლერლიმ პეკინში, ამ თვეში დაგეგმილი ვიზიტი გადადო იმ ფონზე, რომ ჩინელი დიპლომატი ერთი თვეა, საჯაროდ არ გამოჩენილა. ამის შესახებ Bloomberg-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცინ განის არყოფნა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტი გადადო. ამავე წყაროს ცნობით, ორი ქვეყანა ვიზიტისთვის ალტერნატიულ თარიღებს განიხილავს. ჩინეთის საგარეო უწყება პასუხობს შეკითხვას, რატომ არ გამოჩენილა მინისტრი საჯაროდ 25 ივნისის შემდეგ პეკინი ბორელის ვიზიტის გაუქმების შემდეგ აცხადებს, რომ ევროკავშირთან კომუნიკაციას ინარჩუნებს
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების სიაში 19 პირი და ორგანიზაცია შეიყვანა. ამის შესახებ BBC წერს. კერძოდ, სანქცირებულთა შორისაა Orsha-ს თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა და ბორისოვის ელექტრონული იარაღის სარემონტო ქარხანა. ანტირუსული სანქციების ფარგლებში სანქციები დაესკისრა რამდენიმ ირანელ ფიზიკურ პირსა და სუბიექტს. ესენი არიან დრონების მწარმოებელი კომპანია Paravar Pars Company და თავად კომპანიის ხელმძღვანელები. სიას ასევე დაემატა რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ფირმა და კერძო პირი თურქეთში, დუბაიში, სლოვაკეთსა და შვეიცარიაში, რომლებსაც ბრიტანეთის ხელისუფლება სანქციების გვერდის ავლის სქემების მონაწილეებად მიიჩნევს. „დღევანდელი სანქციები მნიშვნელოვანი ეტაპია და კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის არსენალს და გაამკაცრებს მიწოდების ქსელს, რომელიც მხარს უჭერს პუტინის სამხედრო ინდუსტრიას“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ. ცნობისთვის, დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო მძიმე სანქციებს უწესებს. სანქციები ასევე ეხება მოსკოვის მოკავშირეს და რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდამჭერ ბელორუსს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად ეწვია
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი ჩინეთს ეწვია. ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია ჩინეთში. ჯეიმს კლევერლი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს, ხან ჩჟენს შეხვდა. BBC-ის ცნობით, კლევერლიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირისპირ მოსაზრებების გაცვლა ქვეყნებს გაუგებრობის თავიდან აცილებაში დაეხმარება. „ორმხრივ ურთიერთობებში ყველა ქვეყანას აქვს გარკვეული პრობლემები და უთანხმოება და მათი გადაწყვეტა მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა კლევერლიმ. თავის მხრივ, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ჩინეთსა და დიდი ბრიტანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზე და პრაქტიკულ თანამშრომლობაზე განვითარდება. ვიზიტის დროს კლევერლი ასევე გამართავს მოლაპარაკებებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ვან ითან. BBC-ის ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, მოლაპარაკებების დღის წესრიგშია ასევე უკრაინის ომი და კიბერუსაფრთხოება. აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის ტექნოლოგიების სფეროში შეზღუდვების დაწესება, დიდი ბრიტანეთისთვისაც აქტუალურია
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვევა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს თურქეთს ორდღიანი ვიზიტით დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯეიმს კლევერლი ეწვევა. „13-14 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრი, ეწვევა. მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობებსა და აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე იმსჯელებენ,“ - ნათქვამია განცხადებაში. თურქული მედიის თანახმად, საუბარი ასევე უკრაინაში ომს და შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებას“ შეეხება. დღეს ჯეიმს კლევერლი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. „მოსალოდნელია, რომ შეხვედრის დროს რუსეთ-უკრაინის ომის, მარცვლეულის ინიციატივის და NATO-ში შვედეთის გაწევრიანების საკითხები განიხილება“, - წერს თურქული NTV.