თეგი: ჯორჯა მელონი
ჯორჯა მელონი: უკრაინას შეუძლია იტალიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს
იტალიის მმართველი მემარჯვენე პარტიის „იტალიის ძმების“ ლიდერი, ჯორჯა მელონი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდა. იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა ამის შესახებ მან Twitter-ზე, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მილოცვის პასუხად დაწერა. „ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ ჩვენი ერთგული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის. იყავით მტკიცე და შეინარჩუნეთ თქვენი ურყევი რწმენა!" - წერს მელონი. შეგახსენებთ, რომ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა.
ჯორჯა მელონი, იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა
ჯორჯა მელონი მთავრობის ფორმირების პროცესს დათანხმდა. ის იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა „ჯორჯა მელონიმ მიიღო მანდატი და წარადგინა მინისტრების სია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უგო ზამპეტიმ, მელონისა და პრეზიდენტ, სერჯო მატარელის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა. ახალი მთავრობა ოფიციალურად ფიცს ხვალ, 22 ოქტომბერს დილით დადებს, მომავალ კვირას კი პარლამენტის ორივე პალატა კენჭისყრის გზით ნდობას გამოუცხადებს. შეგახსენებთ, რომ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა.
ზურაბიშვილი: შესანიშნავი საუბარი მქონდა პრემიერ ჯორჯა მელონისთან, ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილის სოციალურ ქსელ facebook-ში წერს. „შესანიშნავი საუაბრი მქონდა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან. ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები. მადლობა გადავუხადე მას ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, იტალიის მიერ მხარდაჭერილი, ევროკავშირის ძლიერი და გადამწყვეტი ქმედებისთვის. მადლობა იტალია,“ წერს ზურაბიშვილი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად ესწრება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის (Notre Dame de Paris) გახსნის ცერემონიას, რომელიც 7-8 დეკემბერს იმართება. ტაძრის გახსნის ცერემონიაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით ასევე მონაწილეობენ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პრინცი უილიამი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და სხვა ლიდერები.
თურქეთმა, იტალიამ და ლიბიამ სტამბოლში, თანამშრომლობის სამიტი გამართეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს, პირველ აგვისტოს, სტამბოლში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის და ლიბიის პრემიერ-მინისტრ აბდულ-ჰამიდ დბეიბაჰს უმასპინძლა სამიტზე, რომელიც მიგრაციის საკითხებზე, თანამშრომლობის გაძლიერებასა და ლიბიის პოლიტიკური სტაბილურობის მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული. შესაბამის ინფორმაციას AP ავრცელებს. დახურულ კარს მიღმა გამართული სხდომის შემდეგ, მელონის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამივე მხარემ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერება განიხილა, მათ შორის, მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულება. „მელონიმ შეაქო თურქეთთან მიგრაციის კონტროლის სფეროში თანამშრომლობით მიღწეული „შესანიშნავი შედეგები“ და აღნიშნა, რომ ანკარასთან თანამშრომლობით მიღებული გაკვეთილები, გამოყენებული უნდა იყოს მიგრაციის საკითხთან დაკავშირებული ძალისხმევის მხარდასაჭერად, ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში. ერდოღანმა თავის მხრივ, განაცხადა, რომ მიგრაციის ძირითადი მიზეზის აღმოსაფხვრელად საჭიროა „გრძელვადიანი და მდგრადი“ გადაწყვეტილებები, ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში. ლიბია, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ომსა და სიღარიბეს გამოქცეული მიგრანტებისთვის დომინანტური სატრანზიტო პუნქტია. ქვეყნის სანაპიროსთან დაღუპვის შემთხვევები ხშირია. დეკემბერში, ლიბიის დასავლეთ სანაპიროზე, სულ მცირე 61 მიგრანტი დაიხრჩო, მათ შორის, ქალები და ბავშვებიც იყვნენ. ცნობისთვის, ამ შეხვედრამდე, ერდოღანმა და მელონიმ სატელეფონო საუბრები გამართეს. ერდოღანი ბოლოს რომს აპრილის ბოლოს ეწვია ორ ქვეყანას შორის მეოთხე სამთავრობათაშორისო სამიტზე. მან და მელონიმ გეოპოლიტიკური კრიზისები, ასევე, ლიბიის მომავალი განიხილეს.