თეგი: ჯუანშერ ბურძულაძე

ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები - ისრაელში გავაგზავნეთ მოდერნიზაციისთვის არსებული საშუალებები - თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება საქართველოში. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ქვეყანა წლის ბოლომდე მიიღებს სატესტო ვერსიებს. „უკრაინის ომში დრონები გამოცდილია. ჩვენ წლის ბოლომდე მივიღებთ სატესტო ვერსიებს და მომავალ წელს გადავალთ მასიურ წარმოებაზე. ამასთან ერთად, ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები - ისრაელში გავაგზავნეთ მოდერნიზაციისთვის არსებული საშუალებები“. „ჩვენ თავდაცვით შესაძლებლობებს განვავითარებთ და შესყიდვების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით ორ-სამ წელიწადში დიდ მასშტაბებს მივაღწევთ“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო „იმედის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

თავდაცვის მინისტრი: ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ ადამიანმა მექანიკურად აარიდოს თავი ჯარს

თავდაცვის მინისტრმა ჯარის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე, წვევამდელთა სისტემის მოდერნიზაციასა და ამ მიზნით განსახორციელებლ უწყების გეგმებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ჯარის პოპულარიზაცია დიდწილად დასახული მიზნების მიღწევის საშუალებასაც წარმოადგენს.  „მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ შევქმნათ უსაფრთხო გარემო, შევამციროთ რისკები და შევქმნათ ბრძოლისუნარიანი ჯარი, რომელიც შეძლებს, წინააღმდეგობა გაუწიო ნებისმიერი შემადგენლობის მოწინააღმდეგეს. ჯარის პოპულარიზაციის საკითხი გამოწვევად რჩება. ეს ის საკითხია, სადაც მთელი საზოგადოება უნდა იყოს გაერთიანებული. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, თავდაცვის სამინისტრო, ძლიერი რეზერვის მოდელის შექმნაზე მუშაობს ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ მეტად პოპულარული გავხადოთ ჯარი, ეს საკითხი მთელ საზოგადოებას უნდა შეეხოს. პირველ ეტაპზე ამას რადიკალური ნაბიჯების ხარჯზე ვერ გავაკეთებთ, ძირითადი აქცენტები საზოგადოებისთვის ჯარის გაცნობაზე იქნება გაკეთებული“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აღნიშნა, რომ დასახული ამოცანების მისაღწევად სხვადასხვა დონეზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ცვლილებები და გადასადგმელი ნაბიჯები წარმოდგენილი იქნება თავდაცვის კოდექსში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად უახლოეს მომავალში შევა. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კოდექსზე მუშაობისას, მნიშვნელოვანი ადგილი წვევამდელთა სისტემის მოდერნიზაციის საკითხებს დაეთმო. უწყებამ რამდენიმე ქვეყნის მოდელით იხელმძღვანელა და საქართველოს სპეციფიკისა და მენტალიტეტის გათვალისწინებით, არსებულ რეალობასთან ადაპტირებას შეეცადა. „ვფიქრობ, ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ მექანიკურად აარიდოს თავი ადამიანმა სავალდებულო სამსახურს, თუმცა ჩვენ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ დღეს არ გვაქვს იმის რესურსი, პოტენციურად, რამდენი ადამიანიც შეიძლება იყოს წვევამდელთა კატეგორიაში, ყველა გავიწვიოთ, ამის არც საშუალება გვაქვს და პრინციპში არც საჭიროება დგას ამ ეტაპზე. საკმაოდ დიდი გამოწვევაა ეს საკითხიც. ზოგადად, პოტენციურად შეიძლებ,ა წელიწადში გვყავდეს 16-17 ათასი გასაწვევი მოქალაქე. ზოგადად, სახელიც გვინდა რომ შევცვალოთ. სავალდებულო ძველი ტერმინია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ სისტემა იყოს მოქნილი, სადაც ნებაყოფლობითობას გაუთანაბრდება ჯარში მსახური. ესეც პოპულარიზაციის ნაწილია, რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება გვაქვს და მათგან შევარჩევთ საუკეთესოს, რელევანტურს ჩვენს მდგომარეობასთან და გარემოსთან შესაბამისობაში“. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯარის მიმართ საზოგადოების ნდობის მაღალ მაჩვენებელზე, ზოგადად ცივილიზებულ სამყაროში ჯარის, ჩვენი ქვეყნის, ოჯახების დამცველის დაფასების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული ინსტიტუციისადმი ნდობის მაღალი კოეპიციენტი და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მიმართ ნაკლები ინტერესი ერთმანეთისგან განცალკევებული თემებია. „ჯარი ყველაზე პოპულარული ინსტიტუციაა, რომელიც არ არის დაკავშირებული ისეთ ნეგატივებთან, როგორთანაც შეიძლება სხვა უწყება იყოს დაკავშირებული. რატომ აფასებს მსოფლიო და ცივილიზებული სამყარო ჯარისკაცს?! შეიძლება გავიდეს ეპოქა, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც ომი არ დადგება, თუმცა ჯარისკაცი გამოხატავს მზაობას, თავი გასწიროს ქვეყნისთვის და ჩვენი ოჯახებისთვის. ეს კარგად აქვს გაცნობიერებული ცივილურ სამყაროს. ადამიანებს ინტუიციურ დონეზე გააზრებული აქვთ თუ რა ღირებულება აქვს ჯარს, თუმცა ასევე ჩვენი ერთ-ერთი მიზანი და ამოცანა იქნება, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რატომ აფასებენ ცივილურ სამყაროში ჯარისკაცს“, - განაცხადა ბურჭულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი თქმით, დღეს ბევრი ლეგალური საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა ჯარს თავი აარიდოს, რაც ძალიან სამწუხაროა და ეს შეიცვლება. „არის ერთი ორგანიზაცია, რომლის სახელი არც მინდა, დავასახელო, თუმცა მარტო ამ ერთი ორგანიზაციის მეშვეობით წელს ჯარს თავი აარიდა 12 000-მა ადამიანმა. ეს, რა თქმა უნდა, სხვა რისკებთან და საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული. ეს ხალხი ფაქტობრივად, შეიძლება, იყოს მართული რაღაც ძალის მიერ, რომელიც შეიძლება, იყოს გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ ამაზეც დავხარჯეთ ძალისხმევა და ვფიქრობ, ჩვენ ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ სავალდებულო სამსახურს ასე მექანიკურად აარიდოს თავი ადამიანმა. ჩვენ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ დღეს არ გვაქვს იმის რესურსი, რომ პოტენციურად რამდენი ადამიანიც შეიძლება, იყოს წვევამდელთა კატეგორიაში, დღეს ყველა გავიწვიოთ. ამის არც საშუალება გვაქვს და პრინციპში, ამ ეტაპზე ამის არც საჭიროება დგას, თუმცა უსამართლობას მაქსიმალურად შევამცირებთ“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.