თეგი: ჰააგა

პროკურატურა: ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატამ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ, დაკავების განჩინებები გამოსცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებები გამოსცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია. „სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია, დღეს უკვე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებები გამოსცა. დაკავების განჩინებები გამოიცა მიხეილ მინძაევის, ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დავით სანაკოევის მიმართ. მინძაევი დე-ფაქტო ცხინვალის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 2005-2008 წლებში, გუჩმაზოვი დე-ფაქტო შს სამინისტროში წინასწარი დაკავების განყოფილებას ხელმძღვანელობდა 2008 წლის ომის დროს, ხოლო დავით სანაკოევი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის მაშინდელი წარმომადგენელი იყო. ჰააგის სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების განჩინებები ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეთნიკურად ქართველების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, მათ მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომ უკანონო გადაცემას. ყველა აღნიშნული ქმედება წარმოადგენს უმძიმეს ომის დანაშაულს. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხსენებული დანაშაულების ჩადენა მოხდა რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში. პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების ხელმძღვანელის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის როლი მითითებული დანაშაულების ჩადენაში, თუმცა, იგი ამჟამად გარდაცვლილია“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. მათვე ცნობით, წინასასამართლო პალატის მიერ გამოცემული დაკავების განჩინებები გაეგზავნება ყველა რელევანტურ სახელმწიფოს, რათა უზრუნველყონ ამ პირების დაკავება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენა. „აღნიშნულ საქმეზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურატურა. ჰააგის სასამართლოში ქართული მხარის მიერ გამოძიებით მოპოვებული ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა. ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ვულოცავთ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ დიდ წარმატებას. უმნიშვნელოვანესია ამ გამარჯვებაში საქართველოს პროკურატურასთან ერთად საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი. აქვე, მადლობას ვუხდით პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს – საგამოძიებო ჯგუფის წევრებს წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.  

ნიდერლანდების პარლამენტმა ჰააგაში, რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

ნიდერლანდების პარლამენტმა, ჰააგაში, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის წინადადებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ჰააგაში Ukrinform-ის კორესპონდენტი იტყობინება. „ჰოლანდიის პარლამენტის უმრავლესობა მხარს უჭერს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის აგრესიის საქმეს განიხილავს. ჩვენ შეგვიძლია და უნდა დავაკიროთ პასუხისმგებლობა პუტინს“, - წერს დეპუტატი D66 პარტიის წევრი სორდ ვიმერ სორდსი TWITTER-ზე. ამრიგად, წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა მხარს უჭერს D66-ის წინადადებას ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესრელიზში წერია, რომ წინასასამართლო საქმეწარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც სულ მცირე, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა. „წინასასამართლო საქმეწარმოების II პალატამ, პროკურატურის 2023 წლის 22 თებერვლით დათარიღებული შუამდგომლობის საფუძველზე დაადგინა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი საიმისოდ, რომ თითოეული ეჭვმიტანილი პასუხისმგებელია უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის უკანონო დეპორტაციისა და მოსახლეობის უკანონო გადაყვანის ომის დანაშაულზე, რამაც ზიანი მიაყენა უკრაინელ ბავშვებს”, - ვკითხულობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ცნობაში. საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართეს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.

აშშ ჰააგაში პროკურორს გზავნის

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ჰააგაში გამოცდილი პროკურორის გაგზავნას გეგმავს. ამერიკელი ოფიციალური პირი ჰააგაში რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში ჩავა.  ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა ორშაბათს უკრაინელ კოლეგასთან ანდრეი კოსტინთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, „ამ პარტნიორობის შემდგომში გასაძლიერებლად, იუსტიციის დეპარტამენტი დეტალურად მიავლენს“, - აღნიშნა გერლანდმა. მან განმარტა, რომ აშშ-ის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი განთავსდება ჰააგაში, ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოში. გარდა ამისა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გეგმავს, რომ ამ ზაფხულს გაგზავნოს თავისი რეზიდენტი იურიდიული მრჩეველი საელჩოში, კიევში. „ის იმუშავებს ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან მართლმსაჯულების სექტორის სხვადასხვა რთულ საკითხებზე“, - აღნიშნა გერლანდმა.  

ჩვენ ყველას გვინდა, აქ სხვა ვლადიმერი ვნახოთ - ზელენსკი ჰააგაში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა დაისაჯოს მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს, ჰააგაში ვიზიტისას, სადაც მდებარეობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC).  „ჩვენ ყველას გვსურს, ვიხილოთ სხვა ვლადიმერი აქ, ჰააგაში, ის, ვინც იმსახურებს დასჯას მისი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის აქ. საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, უკრაინიდან ბავშვების ეჭვმიტანილი დეპორტაციის გამო, ICC-მ პუტინის დაპატიმრების ორდერი მარტში გასცა.        

ევროკავშირი-სამხრეთ კავკასიის ურთიერთობების მომავალზე დისკუსიას ჰააგა მასპინძლობს

ევროკავშირი-სამხრეთ კავკასიის ურთიერთობების მომავალზე მსჯელობენ ჰააგაში. ოფიციალური პირები, ექსპერტები, დეპუტატები და აქტივისტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან დღეს ევროპელ კოლეგებს დღეს შეუერთდნენ. მასპინძელი ორგანიზაციის LINKS Europe-ის სპიკერი ამბობს, რომ შეხვედრები ფოკუსირებულია სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავლისა და მისი ევროპასთან ურთიერთობის კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპზე. შეხვედრების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ დისკუსიები ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და შერიგების უფრო ფართო მიმდინარე პროცესს და რეგიონსა და დანარჩენ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებს. დაახლოებით ოცდაათი ოფიციალური პირი, ექსპერტი, დეპუტატი და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან შეუერთდება ევროპელ კოლეგებს ევროკავშირი-სამხრეთ კავკასიის ურთიერთობების მომავალზე ინტენსიური დისკუსიისთვის, რომელიც ჰააგის ისტორიულ Nuithuis შენობაში იმართება. ღონისძიებაზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის ურთიერთობების პერსპექტივები, რეგიონში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარება. ვინ ესწრება ღონისძიებას, ორგანიზაციას დაკონკრეტებული არ აქვს. LINKS Europe არის ნიდერლანდებში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც LINKS ქსელის ნაწილია. LINKS ქსელი 1997 წელს შეიქმნა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და ევროპის სამეზობლოში გარდამავალ პროცესს.  

ჰააგის სასამართლო განიხილავს რუსეთის მტკიცებას უკრაინაში გენოციდის თავიდან აცილების შესახებ

უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გენოციდის კონვენციის საფუძველზე შეტანილი სარჩელის ირგვლივ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლო მოსმენებს განაახლებს. საქმე ეხება მოსკოვის მტკიცებას იმის შესახებ, რომ უკრაინაში მისი შეჭრა, გენოციდის თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა. უკრაინული მხარის განმარტებით, რომ მის ტერიტორიაზე არ ყოფილა გენოციდი, რომლითაც პუტინი თავის შეიარაღებული აგრესიის გამართლებას ცდილობს. გარდა ამისა, კიევი რუსეთის ფედერაციას „უკრაინაში გენოციდის აქტების დაგეგმვაში“ თავად ადანაშაულებს. იურისტები უპრეცედენტოდ აფასებენ იმ ფაქტს, რომ სასამართლო სხდომაში დამატებით, 32 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. DW-ს ცნობით, ამ ქვეყნებს შორის არის ევროკავშირის ყველა ქვეყანა უნგრეთის გარდა; ასევე ლიხტენშტეინი, ნორვეგია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია და ავსტრალია. სპეციალისტების თქმით, როგორც გენოციდის დანაშაულის შესახებ 1948 წლის კონვენციის მონაწილეებს, ამ ქვეყნებს პროცესში ჩართვის უფლება აქვთ.  

უპრეცედენტო განხილვა ჰააგის სასამართლოში - უკრაინის სარჩელს მხარს 32 სახელმწიფო უჭერს

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) უკრაინის სარჩელის შესახებ მოსმენები განაახლა. საქმე ეხება მოსკოვის მტკიცებას იმის შესახებ, რომ უკრაინაში მისი შეჭრა, გენოციდის თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა. უკრაინის სარჩელს მხარს სხდომაში მონაწილეობით 32 სახელმწიფო უჭერს. ისინი განცხადებებს 20 სექტემბერს გააკეთებენ. პირველი, გერმანია იქნება. უკრაინული მხარის განმარტებით, მის ტერიტორიაზე არ ყოფილა გენოციდი, რომლითაც პუტინი თავის შეიარაღებული აგრესიის გამართლებას ცდილობს. გარდა ამისა, კიევი რუსეთის ფედერაციას „უკრაინაში გენოციდის აქტების დაგეგმვაში“ თავად ადანაშაულებს. კიევის ადვოკატებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთი განზრახ კლავს და სერიოზულ ზიანს აყენებს უკრაინული ეროვნების ადამიანებს. ჰააგის სასამართლო განიხილავს რუსეთის მტკიცებას უკრაინაში გენოციდის თავიდან აცილების შესახებ იურისტები უპრეცედენტოდ აფასებენ იმ ფაქტს, რომ სასამართლო სხდომაში დამატებით, 32 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. DW-ს ცნობით, ამ ქვეყნებს შორის არის ევროკავშირის ყველა ქვეყანა უნგრეთის გარდა; ასევე ლიხტენშტეინი, ნორვეგია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია და ავსტრალია. სპეციალისტების თქმით, როგორც გენოციდის დანაშაულის შესახებ 1948 წლის კონვენციის მონაწილეებს, ამ ქვეყნებს პროცესში ჩართვის უფლება აქვთ. წინასწარი ინფორმაციით, ჩართული ქვეყნებიდან პირველი სიტყვით გერმანია გამოვა. უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ჰააგაში 2022 წლის თებერვალში შეიტანა. რვა ქვეყნის პარლამენტმა, მათ შორის უკრაინამ, უკვე აღიარა რუსული დამპყრობლების მიერ ჩადენილი ქმედებები გენოციდად. ჰააგის კიდევ ერთი სამთავრობათაშორისო ტრიბუნალი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ გამოსცა დაპატიმრების ორდერი გასცა. ინფორმაციისთვის, რუსეთის წარმომადგენელმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოც ახსენა. ის ამტკიცებდა, რომ საქართველო 2008 წელს ცდილობდა კონტროლის აღდგენას ორ სეპარატისტულ რეგიონზე ძალის გამოყენებით. შეგახსენებთ, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების აქვს ოკუპირებული, 2008 წლის ომის შემდეგ კი, მათი ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან რატომ არ შეუერთდა საქართველო გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მხარდამჭერ 40-ზე მეტი ქვეყნის განცხადებას - საგარეო უწყების განმარტება შეგახსენებთ, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მხარდასაჭერად, 40-ზე მეტი ქვეყნის სახელით ერთობლივ განცხადებაზე არმიერთების საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა. უწყებაში Europetime-ს განუცხადეს, რომ „გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე.“ ცნობისთვის, 40-ზე მეტმა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მხარდაჭერის შესახებ, გასული წლის ივლისში გაავრცელა.

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ყარაბაღის საკითხზე 12 ოქტომბერს იმსჯელებს

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ყარაბაღის თემაზე 12 ოქტომბერს იმსჯელებს. სასამართლომ უნდა განიხილოს სომხეთის მოთხოვნა, გაიყვანოს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო დასახლებებიდან შეიარაღებული ძალები. ეს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გადაუდებელი ზომების მოთხოვნას განიხილავს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის პირობებში. ორივე სახელმწიფო სასამართლოს წინაშე ერთმანეთს ადანაშაულებს გაეროს ანტიდისკრიმინაციული ხელშეკრულების პირობების დარღვევაში. თებერვალში, გაეროს უმაღლესმა სასამართლომ აზერბაიჯანს მოსთხოვა, უზრუნველეყო ლაჩინის დერეფანში მთიანი ყარაბაღის მიმართულებით და იქიდან მომავალ გზაზე გადაადგილების თავისუფლება. გასული წლის დეკემბერში კი ორივე მხარეს მოუწოდა, შეეკავებინათ თავი ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რაც მათ შორის კონფლიქტს გაამწვავებდა. ჰააგის სასამართლო გაეროს სასამართლოა, რომელიც ქვეყანათაშორის დავებს განიხილავს. მისი ბრძანებების შესრულება სავალდებულოა, თუმცა სასამართლოს მათი პირდაპირი აღსრულების მექანიზმები არ აქვს. სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში 30 სექტემბერს შეიტანა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. 100 000-ზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. ევროპარლამენტი: მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები.   

ჰააგის სასამართლომ ნეთანიაჰუს, გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის დაპატიმრების ორდერები გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერები გასცა. ორდერი გაიცა მოჰამედ დეიფზე, თუმცა ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ის ივლისში, ღაზის სექტორში საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. მაისში, ICC-ის პროკურორმა კარიმ ხანმა მოითხოვა ორდერი ნეთანიაჰუს, გალანტის, დეიფის და „ჰამასის“ ორი სხვა ლიდერისთვის - ისმაილ ჰანიესა და იაჰია სინვარისთვის, რომლებიც გავრცელებული ცნობით, ასევე ისრაელის სამხედრო დარტყმების შედეგად დაიღუპნენ. გავრცელებული ცნობით, „მათ წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერები ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასცეს.“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ ის ითხოვდა დაპატიმრების ორდერებს სავარაუდო დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებული იყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასა და ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო პასუხთან. ისრაელი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს და უარყოფს ომის დანაშაულების ჩადენას. შეერთებული შტატები ასევე ეწინააღმდეგება ICC-ის იურისდიქციას ნეთანიაჰუსა და გალანტის მიმართ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღმაშფოთებელი უწოდა ICC-ის ჩარევას ისრაელთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, აშშ-ს და ევროკავშირს „ჰამასი“ ტერორისტულ ჯგუფად ჰყავთ აღიარებული.