თეგი: ჰადას მეიცადი

ისრაელს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

ისრაელის ახლად დანიშნული ელჩი ჰადას მეიცადი საქართველოშია. მან ამ თანამდებობაზე რან გიდორი შეცვალა, რომელსაც ვადა ამოეწურა. „ჩემთვის დიდი პატივია და უაღრესად მოხარული ვარ, შევუდგე საქმიანობას საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნული ელჩის რანგში. ისრაელსა და საქართველოს მეგობრობისა და დიპლომატიური კავშირების მდიდარი ისტორია აქვთ. მოუთმენლად ველი, საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში და ასევე, უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყნა“, - აცხადებს ისრაელის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი, რომლის კომენტარს საელჩო ავრცელებს. ჰადას მეიცადს გაეროში ისრაელის მისიაში პოლიტიკური მრჩევლის პოზიცია ეკავა.  

ისრაელის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი საქართველოს ეწვევა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰადას მეიცადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის სამართალდაცვით უწყებებს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ეფექტიანობა. ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში პოლიციის ატაშეების როლზე და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება საქართველოს პოლიციის ატაშეს წარგზავნა ისრაელში, რაც არსებულ საპოლიციო თანამშრომლობას კიდევ უფრო ნაყოფიერს და ინტენსიურს გახდის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ისრაელის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის ვიზიტზე საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება. „შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და სხვადასხვა მიმართულებით არსებული კავშირების გაფართოების პერსპექტივები დასახეს“, - ნათქამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რთული დილის მიუხედავად, ისრაელმა იცის, როგორ დაიცვას თავი - საქართველოში ისრაელის ელჩი

საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ზომებს იღებს, რთული დილის მიუხედავად, ისრაელმა იცის, როგორ დაიცვას თავი, როგორ დაუბრუნოს უსაფრთხოება მის მოქალაქეებს. ელჩის თქმით, ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“, რომელიც დომინირებს ღაზაში, წამოიწყო მასშტაბური თავდასხმა ყოველგვარი კონტექსტის გარეშე და სარაკეტო თავდასხმების პარალელურად, ათობით ტერორისტი შევიდა ღაზადან ისრაელში. სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე: ევროპელი ლიდერების გამოხმაურებები მისივე თქმით, ახლა მთელი ყურადღება გადატანილია არსებული კრიზისის გამკლავებაზე, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. „დღეს ძალიან მძიმე ვითარებაში გავიღვიძეთ ისრაელში. შაბათს, დილის 06:00 საათზე, როდესაც ებრაულ დღესასწაულს აღვნიშნავთ, ისრაელის მოქალაქეებმა მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის ფონზე გაიღვიძეს. ახლა, როდესაც ვსაუბრობ, თავდასხმამ ისრაელის სამხრეთი და ცენტრალური ნაწილი მოიცვა, თელ-ავივი, იერუსალიმი, ბერშევა, ყველა მსხვილი ქალაქი იბომბება და თავს ესხმიან. ეს ამ წუთებშიც გრძელდება. ისრაელის ცენტრში მდებარე ჩემი მშობლიური ქალაქი პირველი ორი საათის განმავლობაში ოთხივე მხრიდან იბომბებოდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, მაგრამ ჩემი მშობლები, ოჯახი, მილიონობით სხვა მოქალაქესთან ერთად თავშესაფარშია და ამ ყველაფრის დასრულებას ელოდებიან,“ – განაცხადა მეიცადმა. როგორც ელჩმა აღნიშნა „ჰამასი“ არეულობას ქმნის დასახლებებში ებრაული ოჯახების დახოცვის მიზნით და ათასობით ოჯახი თავშესაფარს ეძებს.“ „მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც აღვნიშნო, ღაზის სექტორში მცხოვრები ხალხი ისრაელის მტერი არ არის. სამწუხაროდ, „ჰამასი“, რომელიც უკვე მრავალი წელია, აკონტროლებს ღაზას, ისრაელზე განხორციელებულ ყველა თავდასხმის უკან დგას. ის ცნობილია ასეთი დანაშაულების ჩადენით. თავს ესხმის ისრაელის მოქალაქეებს და იმალებიან მშვიდობიანი მოქალაქეების ზურგს უკან. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს თანამშრომლობა „ჰამასსა“ და ირანს შორის, რომ ირანი ცდილობს, თავს დაესხას ისრაელს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე განახორციელოს თავდასხმები ისრაელის ობიექტებზე, როგორც ეს სამწუხაროდ, ადრე საქართველოში ვიხილეთ. დილიდან ვიღებ სოლიდარობის უამრავ შეტყობინებას მეგობრებისგან, მაღალჩინოსნებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სოლიდარობის ასეთი მასშტაბური გამოხატვა ქართველი ხალხისგან,“ – აღნიშნა ელჩმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 545 ადამიანი დაშავდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა

პრეზიდენტმა ისრაელის ელჩთან ისრაელში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ორბელიანების სასახლეში ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ისრაელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება და მწუხარება გამოთქვა და ქართველი ხალხის სახელით ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ისრაელის სახეოლმწიფოსა და მისი ხალხის მიმართ. საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის ელჩს სამძიმრის წერილი გადასცა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს გაუგზავნა.  7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.