თეგი: ჰაკან ფიდანი
თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ხვალ, 31 აგვისტოს ეწვევა
თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ხვალ, 31 აგვისტოს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩადის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლავროვი და ჰაკან ფიდანი განიხილავენ „რეგიონში არსებულ ვითარებას, განსაკუთრებით კი, უკრაინაში, სირიაში, ლიბიაში, ამიერკავკასიაში“ მიმდინარე მოვლენებს. ცნობისთვის, უახლოეს მომავალში ელიან ასევე თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას, რომლის გამართვის თარიღის შესახებ მედიაში განასხვავებული ცნობები ვრცელდება. შეგახსენებთ, 25 აგვისტოს, ფიდანი უკრაინაში იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას, რუსეთის მიერ მარცვლეულის დერეფნის ბლოკირება და უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელების საკითხები განიხილა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ შავ ზღვაში ალტერნატიული „მარცვლეულის დერეფანი“ შექმნა, თუმცა მას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. მოგვიანებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რისკებს გათვალისწინებით, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ ალტერნატივა სხვა ვარიანტი ვერ გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისთვის ძალისხმევას განაგრძობს. „ჩვენ ვიცით, რომ ამჟამად ეძებენ ალტერნატიულ გზებს მარცვლეულის ექსპორტისთვის. თუმცა ასევე ვხედავთ, რომ ეს გზები არ შეიძლება, ალტერნატივად განიხილებოდეს, რადგან ეს რისკებს შეიცავს,“ - განაცხადა ფიდანმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მჯერა, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია ზელენსკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა.
ფიდანი ლავროვთან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასაც განიხილავს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მოლაპარალებების მიზანი, რუსეთისა და თურქეთის ლიდერების ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოახლოებული შეხვედრისთვის მზადებაა. „ჩვენ განვიხილავთ „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენისა და უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის შექმნის საკითხებს. გარდა ამისა, დღის წესრიგში იქნება სიტუაცია სირიასა და სამხრეთ კავკასიაში. მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს (სერგეი ლავროვს) სტუმართმოყვარეობისა და თბილი დახვედრისთვის,“ - განაცხადა ფიდანმა. ფიდანი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მოსკოვში პირველად ჩავიდა.
ფიდანი ლავროვთან შეხვედრაზე: გაეროს ახალმა წინადადებებმა შესაძლოა, „მარცვლეულის შეთანხმება“ აღადგინოს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა გაეროს ახალმა წინადადებებმა შესაძლოა, „მარცვლეულის შეთანხმება“ აღადგინოს. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან რუსეთში სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქმა მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წლის ივლისის შეთანხმება „უაღრესად მნიშვნელოვანია“ გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისა და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისთვის. ფიდანმა ხაზი გაუსვა შეთანხმების აღდგენის მნიშვნელობას და თურქეთის მზაობა დაადასტურა, ამ მხრივ ძალისხმევაში შეიტანოს წვლილი. „გავაგრძელებთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენაზე მუშაობას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისთვისა და მშვიდობისთვის,“ - განაცხადა ფიდანმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ გაეროს ახალმა წინადადებებმა შეიძლება, აღადგინოს შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმება.“ „ვთვლით, რომ ეს სათანადო ნიადაგს უზრუნველყოფს შეთანხმების აღსადგენად,” - განაცხადა ფიდანმა. ფიდანი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მოსკოვში პირველად, დღეს, 31 აგვისტოს ჩავიდა. ფიდანი ლავროვთან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასაც განიხილავს
ენტონი ბლინკენისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ოფიციალური განცხადებების გარეშე დასრულდა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ერთმანეთს ანკარაში შეხვდნენ. თურქული მედიის ცნობით, მხარეებმა ისრაელ- „ჰამასის“ ომის თემა განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ, წყაროების მიხედვით, ფიდანმა თავის ამერიკელ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა აუცილებლობას, რომ ღაზის სექტორში ისრაელის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა გახდეს. ამასთან, ფიდანი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა. Anadolu-ს ცნობით, ორივე მხარემ ისაუბრა ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტად მიწოდების საკითხზე. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისთვის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას." ბლინკენმა ფიდანთან ასევე განიხილა შვედეთის განაცხადი NATO-ში გაწევრიანების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის რატიფიცირებული თურქეთის მიერ, ასევე ორმხრივი და რეგიონული საკითხები. საერთო ჯამში შეხვედრა დაახლოებით 2,5 საათს გაგრძელდა. ერაყში, დაუანონსებელი ვიზიტის შემდეგ, ბლინკენი 6 ნოემბერს, დილით, თურქეთში ჩავიდა. ეს მისი ბოლო გაჩერებაა რეგიონში, აზიაში გამგზავრებამდე. ერთი დღით ადრე ბლინკენი იმყოფებოდა ისრაელსა და იორდანიაში. ის ასევე შეხვდა პალესტინის ეროვნული ხელისუფლების პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, შუა დერეფანი, უსაფრთხოების გამოწვევები - დარჩიაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაქან ფიდანთან. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის, თანამშრომლობის საკითხები ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სტრატეგიული რეგიონული პროექტების, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ამასთან, წარმატებულად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის საკითხზე. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალი. ამ კონტექსტში, აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის, ასევე, შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობა. აღინიშნა ასევე საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფომატის მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესების და უსაფრთხოების გამოწვევებს. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყურადღება გამახვილდა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზე, ასევე, საქართველოსა და თურქეთის როლზე რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის წარმატებულ ფორმატს, რომლის ფარგლებშიც მარტის თვეში გაიმართება საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი. საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია აქტუალურ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით და განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დროა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის დიალოგი დაიწყოს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, დროა, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს. მისი თქმით, თურქეთს მიაჩნია, რომ დადგა დრო, ოკუპაციის აღიარებისა და სუვერენიტეტის საკითხები ცეცხლის შეწყვეტის საკითხს გამოეყოს. „ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს. ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ოკუპაციის აღიარებას. როგორც ჩანს, ორივე მხარემ მიაღწია იმ შედეგების ზღვარს, რომლის მიღწევაც ომის გზით შეუძლიათ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროა, დაიწყოს დიალოგი ცეცხლის შეწყვეტისთვის," წერს ჰაკან ფიდანი სოციალურ ქსელ X-ში. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
„აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესში პროგრესი გადამწყვეტი იქნება რეგიონის კეთილდღეობისთვის“ - შეხვედრა ვაშინგტონში
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახელის მრჩეველს ჯეიკ სალივანს ვაშინგტონში შეხვდა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი, ისრაელ - „ჰამასის“ კონფლიქტი, სირია, ერაყი - ამ საკითხების გარდა, მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრეს. კერძოდ, თურქული მედიის ცნობით, განიხილეს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ კუთხით პროგრესი გადამწყვეტი იქნება კავკასიის რეგიონის კეთილდღეობისთვის. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესის მნიშვნელოვან როლს კავკასიის რეგიონის კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. სომხური მედია კი, წერს, რომ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ფიდანმა და სალივანმა ისაუბრეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე და აღნიშნეს, რომ სამშვიდობო პროცესში წარმატება ხელს შეუწყობს კავკასიის საერთო კეთილდღეობასა და სტაბილურობას. შეგახსენებთ, თებერვლის ბოლოს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოლაპარაკებების მიზნით, ბერლინში შეხვდნენ. ცნობისთვის, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“
რეგიონში პოზიტიური ცვლილებებია, აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო - ფიდანი
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ცენტრად გადაქცევის აუცილებლობას. ბაქოში აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფიდანმა აღნიშნა, რომ თბილისში შეხვედრის შემდეგ მსოფლიოში არაერთი ნეგატიური მოვლენა მოხდა, თუმცა აღნიშნა, რომ რეგიონში პოზიტიური ცვლილებებია. „აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში,“ - განაცხადა ფიდანმა. ფიდანმა ასევე განაცხადა, რომ „ყარაბაღში გამარჯვებამ რეგიონში ახალი რეალობა შექმნა.“ „ამ მომენტში, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა უკვე შესაძლებელია,” - განმარტა თურქმა დიპლომატმა.
შავი ზღვა, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი - რაზე შეთანხმდნენ თურქი, აზერბაიჯანელი და ქართველი მინისტრები
ანკარა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ბაქოში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჰაქან ფიდანმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, სამმხრივ შეხვედრაზე თურქულმა მხარემ კვლავ გამოუცხადა სრული მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისკენ. მისივე შეფასებით, რეგიონის ქვეყნებს გაუჩნდათ რეალური შესაძლებლობა, გარდაქმნან სამხრეთ კავკასია მშვიდობის, სტაბილურობისა და საერთო კეთილდღეობის ზონად. „სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, გლობალური უსაფრთხოებისა და კავშირისთვის. მიგვაჩნია, რომ 2020 წლის ნოემბერში ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ გაჩნდა ისტორიული შესაძლებლობა ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ რეგიონის სხვა ქვეყნებისგან ველით კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც დაეფუძნება ორმხრივად სარგებლობის პრინციპსა და რეგიონულ და გლობალური პროექტებისადმი მხარდაჭერას, როგორიცაა, მაგალითად, ზანგეზურის დერეფნის პროექტი,“ - განაცხადა ფიდანმა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თბილისში მინისტრების ბოლო შეხვედრის შემდეგ, როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ დონეზე დიდი კრიზისებია. მისი თქმით, რეგიონში პოზიტიური ცვლილებები მოხდა - „30-წლიანი ოკუპაციის შემდეგ აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.“ თურქი დიპლომატის თქმით, მინისტრების შეხვედრაზე განიხილებოდა რეგიონში შექმნილი ახალი ვითარება და თანამშრომლობის გაფართოების გზები. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროებში სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ფიდანმა აღნიშნა, რომ სამმხრივ მოლაპარაკებებზე ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალის სრული სიმძლავრით რაც შეიძლება მალე ამოქმედების აუცილებლობა. „ჩვენ შევეხეთ მთელი რეგიონისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას, პირველ ყოვლისა, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. დავადასტურეთ ჩვენი სურვილი, ვითანამშრომლოთ, რათა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, კონკრეტული პროექტების მეშვეობით,“ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფიდანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა და საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თურქეთის მუშაობაში, მისი თავმჯდომარეობით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (BSEC). მინისტრის თქმით, მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ჯეიჰუნ ბაირამოვმა შეხვედრის მონაწილეებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თურქული მედიის ცნობით, „უკრაინაში შექმნილი ვითარების კომენტირებისას, ფიდანმა აღნიშნა, რომ „ომი უკრაინაში აგრძელებს უფრო და უფრო მეტ ჰუმანიტარულ და მატერიალურ ხარჯების მოტანას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.“
შავი ზღვის მილიტარიზაცია რეგიონის ქვეყნებისთვის საფრთხეს ქმნის - ჰაკან ფიდანი
ბაქოს მე-11 გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი შავი ზღვის დემილიტარიზაციის მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, ომამდე შავ ზღვაში სიმშვიდე სუფევდა. „ომის შემდეგ დაიწყო მილიტარიზაცია. რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მარცვლეულის შეთანხმებას მივაღწიეთ. პირობები უნდა შეიქმნას მარცვლეულისა და სხვა საქონლის ტრანსპორტირებისთვის შავი ზღვის გავლით. შავი ზღვის როლი რეგიონში არ უნდა დაიკარგოს, მილიტარიზაცია რეგიონის ქვეყნებს საფრთხის წინაშე აყენებს,“ აღნიშა ფიდანმა.
ჰაკან ფიდანი: თურქეთმა და ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ
თურქეთმა და ევროკავშირმა (EU) კოორდინირება უნდა გაუწიონ თავიანთ ქმედებებს სამხრეთ კავკასიაში, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას. ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთს და ევროკავშირს აქვთ გავლენა ბევრ რეგიონში, მათ შორის, კავკასიაში. „ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი პოზიციები დავაახლოოთ,“ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინებაა. „ბევრისგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებით არ ვმოქმედებთ,“ განაცხადა ფიდანმა.