თეგი: ჰაკიმ ჯეფრისი
ნენსი პელოსს ჰაკიმ ჯეფრისი შეცვლის
CNN-ის ცნპბით, აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ, წარმომადგენელთა პალატაში, პარტიის ლიდერად ჰაკიმ ჯეფრისი აირჩია, რომელიც 1-ელი იანვრიდან კონგრესის ქვედა პალატაში 83 წლის ნენსი პელოსს შეცვლის. მედიის ცნობოთ, 52 წლის ჰაკიმ ჯეფრისი პირველი აფროამერიკული წარმოშობის პირია, რომელიც კონგრესში ასეთ მაღალ თანამდებობას დაიკავებს. ცნობილია, რომ ნენსი პელოსი პირველი ქალი იყო, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობა ეკავა.
ჰაკიმ ჯეფრისი: პუტინი შეიჭრა საქართველოში, მაგრამ არ შეჩერდა საქართველოში, პუტინი უკრაინაშიც არ შეჩერდება - მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს
წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ ლიდერის ჰაკიმ ჯეფრისის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა თავიდან აიცილოს უფრო ფართო ომი. „ჩვენ ვერ დავუშვებთ უკრაინას დაცემას, რადგან თუ ეს ასე მოხდა, მაშინ, დიდი ალბათობით, ამერიკას მოუწევს კონფლიქტში ჩართვა - არა უბრალოდ ჩვენი ფულით, არამედ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებით,“ - განაცხადა ჯეფრისმა CBS-თან ინტერვიუში. ის მიიჩნევს, რომ პუტინი ცდილობს, საბჭოთა კავშირის ხელახლა შექმნას და ამით NATO-ს მოკავშირეებს საფრთხეს შეუქმნის. „თუ ვლადიმერ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ის არ შეჩერდება. ვლადიმერ პუტინი შეიჭრა საქართველოში, მაგრამ ის არ შეჩერდა საქართველოში, ის შევიდა ყირიმში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ყირიმს არ ეხებოდა, რადგან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შეიჭრა. უნდა გვჯეროდეს, რომ ასეთი თანმიმდევრული აგრესიის ფონზე, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჩერდება? რა თქმა უნდა - არა. მოდით, ნუ დავუჯერებთ მის სიტყვებს, დავუჯეროთ მის მოქმედებებს და მისი მოქმედებები გვთავაზობს, რომ მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, რაც საფრთხეს შუქმნის ნატო-ს მოკავშირეებს და ლოგიკური შედეგებით გამოიწვევს ამერიკული ჯარების ბრძოლაში ჩართვას,“ - აღნიშნა ჰაკიმ ჯეფრისმა.