თეგი: ჰამასი“
პუტინმა ღაზის სექტორის ბლოკირება ლენინგრადის ბლოკადას შეადარა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკირება ნაცისტური გერმანიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს მოწყობის ლენინგრადის ბლოკადას შეადარა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, დსთ-ის სამიტის შემდეგ ისაუბრა და ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადა მიუღებელია. შეგახსენებთ, რუსეთი გასული წლის თებერვალში შეიჭრა უკრიანაში და ამ დრომდე აწარმოებს ომს, განურჩევლად ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
როგორ დააგროვა „ჰამასმა“ იარაღი, რომელიც ისრაელზე თავდასხმისთვის სჭირდებოდა - CNN-ის ანალიზი
ღაზა მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია, მცირე რესურსებით, ღარიბი - ის თითქმის მთლიანად მოწყვეტილი იყო დანარჩენ მსოფლიოსთან თითქმის 17 წლის განმავლობაში, რაც ბადებს კითხვას: როგორ დააგროვა „ჰამასმა“ უზარმაზარი რაოდენობის იარაღი ამ მასშტაბის და დახვეწილი შეტევის განსახორციელებლად?ამ თემაზე CNN-მა სტატია მოამზადა. რას ამბობენ ექსპერტები: ირანის ფაქტორი: „ჰამასი“ იარაღს გზით იძენს და იღებს გარკვეულ სამხედრო მხარდაჭერას ირანისგან,“- ნათქვამია CIA-ს World Factbook-ში. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელისა და აშშ-ის მთავრობებს ჯერ არ გამოუვლენიათ ირანის პირდაპირი როლი, ექსპერტები ამბობენ, რომ ისლამური რესპუბლიკა დიდი ხანია, „ჰამასის“ მთავარი სამხედრო მხარდამჭერია, რომელიც იარაღის კონტრაბანდას ატარებს ანკლავში ფარული ტრანსსასაზღვრო გვირაბებით ან ნავებით, რომლებიც გადაურჩნენ ხმელთაშუა ზღვის ბლოკადას. „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი, ირანის არმიის ფილიალი, რომელიც პირდაპირ პასუხობს ქვეყნის უზენაეს ლიდერს, თითქმის ორი ათეული წელია, „ჰამასის“ ინჟინრებს ამზადებს, ხოლო თეირანი აგრძელებს „ჰამასის“ იარაღის მწარმოებლების წვრთნას,“ ამბობს ჩარლზ ლისტერი, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი. „ჩვენ გვაქვს ადგილობრივი ქარხნები ყველაფრისთვის, რაკეტებისთვის 250 კმ, 160 კმ, 80 კმ და 10 კმ. ჩვენ გვაქვს ნაღმტყორცნების და მათი ჭურვების ქარხნები. ... ჩვენ გვაქვს კალაშნიკოვის (თოფების) და მათი ტყვიების ქარხნები. ტყვიებს რუსების ნებართვით ვამზადებთ. ჩვენ ვაშენებთ მას ღაზაში, ”- აცხადებს „ჰამასის“ „მაღალჩინოსანი,“ Russia Today-ის არაბული ახალი ამბების არხ RTArabic-თან „ლიბანიდან.“ როგორ აწარმოებს ჰამასი ნედლეულს იმ ძირძველი იარაღისთვის CNN ამ თემასაც განიხილავს. ღაზას არ აქვს არცერთი მძიმე ინდუსტრია, რომელიც ხელს შეუწყობდა იარაღის წარმოებას მსოფლიოს უმეტეს ნაწილში. მაგრამ მის ძირითად ექსპორტს შორის არის ჯართი, რომელსაც შეუძლია, მასალა იარაღის დასამზადებლად, ანკლავის ქვემოთ მდებარე გვირაბის ქსელში უზრუნველყოს. ეს ლითონი კი ხშირ შემთხვევაში ღაზაში წინა დესტრუქციული ბრძოლებიდან მოდის. აჰმედ ფუად ალხატიბი ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის ფორუმისთვის, 2021 წელს წერდა: „როდესაც ღაზის ინფრასტრუქტურა განადგურდა ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, რა დარჩა - ლითონის ფურცელი და ლითონის მილები, არმატურა, ელექტრო გაყვანილობა, მან თავისი გზა „ჰამასის იარაღის“ სახელოსნოსკენ იპოვა.“
„ჰამასი“ ისრაელზე თავდასხმის დროს გატაცებული მძევლის ვიდეოს ავრცელებს
Reuters-ის ცნობით, დასავლეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულმა “ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი ქალის პირველი ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ ის არის 21 წლის მაია შემი, შოჰამიდან, ისრაელიდან. ითხოვს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ოჯახს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ მაია შემი „ჰამასმა“ გაიტაცა. ისინი აცხადებენ, რომ კავშირში არიან გატაცებული გოგოს ოჯახთან. ამასთან, განაცხადეს, რომ იყენებენ „ყველა სადაზვერვო და ოპერატიულ ზომას" ტყვეების დასაბრუნებლად. ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მიმართვა გაავრცელა გოგოს დედამ, კერენ შარფ შემმა. „ვევედრებით მსოფლიოს, რომ ჩემი შვილი სახლში მოიყვანონ. ჩვენ შენ გვიყვარხარ. ჩვენ შენ გელოდებით,“ - განაცხადა გატაცებული მაია შემის დედამ. სულ მცირე 199 ისრაელელი და უცხოელი „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა შეიპყრეს და ტყვედ აიყვანეს თავდასხმისას, რომლის დროსაც დაიღუპა 1300 ადამიანი, რაც ისრაელის 75-წლიან ისტორიაში ერთ დღეში დაღუპულთა უდიდესი რაოდენობაა.
ისრაელის თავდაცვის ძალები განმარტავს, რა შემთხვევაში დასრულდება ომი
შიში ისრაელი-ჰამასის ომის გაფართოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის ორ აეროპორტს და დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მეჩეთს დაარტყეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ბოევიკები იყენებდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ ღამით დარტყმა მიაყენეს ლიბანის ტერიტორიაზე მდებარე „ჰეზბოლას“ ობიექტებს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. გადაიდო თუ არა ღაზაში სახმელეთო შეჭრა იმის გამო, რომ ისრაელს სურდა, მეტი დრო ჰქონოდა მძევლების ღაზიდან გასაყვანად და არის თუ არა შეჭრა გარდაუვალი. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა მედიის შეკითხვებს უპასუხა. „ჩვენი მიზანია ჰამასის სამხედრო შესაძლებლობების სრული მოშლა“. თუ ეს შეიძლება, რომ გაკეთდეს ჰაერიდან, ჩვენს ჯარებზე ძალიან შეზღუდული ზემოქმედებითა და ადგილზე ნაკლები ზიანით, ეს შესანიშნავი იქნება. თუ „ჰამასი“ გამოვა თავისი სამალავებიდან, სადაც ისინი მალავენ მშვიდობიანი მოსახლეობას და დააბრუნებენ ჩვენს მძევლებს, 212-ვე მათგანს და უპირობოდ ჩაბარდებოდნენ, მაშინ ომი დასრულდება. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ალბათ მოგვიწევს შესვლა და ამის გაკეთება,“ - განაცხადა ჯონათან კონრიკუსმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.