თეგი: ჰანა მალიარი
ვინ ხელმძღვანელობს სამხრეთში უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებას
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა გამოაქვეყნა უკრაინელი მეთაურების სახელები და ფოტოები, რომლებიც ქვეყნის სამხრეთში კონტრშეტევას ხელმძღვანელობენ. „ადამიანები, რომლებიც ათავისუფლებენ ჩვენს ტერიტორიებს სამხრეთში: ალექსანდრე ტარნავსკი - ბრიგადის გენერალი; ანდრი კოვალჩუკი - გენერალ-მაიორი; ანდრეი ჰრიცკოვი - ბრიგადის გენერალი; მიხაილო დრაპატი - ბრიგადის გენერალი; ანდრი ჰნატოვი - ბრიგადის გენერალი. შეხედეთ მათ წარმოუდგენელ სახეებს. ეს არის შინაგანი სიძლიერის, სამხედრო გამოცდილების, ხასიათის უძლეველობისა და გამარჯვების ნების გამოვლინება“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მალიარი დონეცკის რეგიონზე: სოლედარში ძალიან რთული ვითარებაა
უკრაინის აღმოსავლეთით, რუსეთის ჯარებმა დიდი ძალისხმევა მიმართეს დონეცკის ოლქის საზღვრებთან მისასვლელად. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა. „აღმოსავლეთში რთული ვითარებაა. დონეცკის ოლქის ზოგიერთ რაიონში ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ. ზოგიერთ რაიონში კი, მტერი მიიწევს წინ. მისივე თქმით, რთული ვითარებაა ქალაქ სოლედარში. 7 იანვარს უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ცნობებით, ბახმუტზე ოკუპანტების იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა. დონეცკის ოლქში, ქალაქ სოლედარში რუსეთის ბოლო შეტევა ეწინააღმდეგება რუსი პროპაგანდისტების განცხადებებს, რომ რუსეთმა აიღო სოლედარი, განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა თავის ბოლო შეფასებაში. ISW-ს შეფასებით, რუსული ჯარები შორს არიან ბახმუტის ალყაში მოქცევისგან.
ჰანა მალიარის თქმით, სოლიდარისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება
დონეცკის ოლქში, სოლედარისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, რუსული ჯარები დიდ დანაკარგებს განიცდიან. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა. „სოლიდარისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება. ჩვენი ჯარისკაცები იგერიებენ მტრის განუწყვეტელ შეტევებს - როგორც დღისით, ასევე ღამით", - განაცხადა მალიარმა. მისი თქმით, მტერი დიდ ზარალს განიცდის, მაგრამ აგრძელებს მათი მეთაურის დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკიოს ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში ამ დროისთვის 559 ადამიანი რჩება. მისივე თქმით, დარჩენილთა შორის 7-დან 15 წლამდე 15 ბავშვია. "სოლედარში მყოფ ადამიანებს აქვთ საკვების საჭირო მარაგი, ასევე, ჰიგიენური საშუალებები", - აცხადებს კირილენკიო, ცნობისთვის, 13 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქალაქ სოლედარს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. უკრაინა რუსული ძალების მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარებას არ ადასტურებს. 13 იანვარს, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლმა სერჰი ჩერევატმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ ქალაქში იმყოფებიან. ნედ პრაისის თქმით, სოლედარში რუსეთის მცირე წინსვლა მოსკოვის სტრატეგიულ მარცხს ვერ შეცვლის გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის ძალები სოლედარში თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას ცდილობენ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. 12 დეკემბერს გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ ორი დასახლება დეოკუპირებულია
უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმას ბახმუტის მიმართულებით. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა 11 ივნისს საღამოს განაცხადა. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სოფელი ბლაჰოდატნე გაათავისუფლეს. მალიარის თქმით, სამხრეთში პროგრესია ორი მიმართულებით 300 მ-დან 1500 მ-მდე. ასევე ბერხივის წყალსაცავის მიდამოში წარმატებაა. „დასახლებული პუნქტები ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. „ამავდროულად, არცერთი პოზიცია არ დაკარგულა იმ ადგილებში, სადაც უკრაინის ჯარები თავდაცვით არიან“, - აღნიშნა ჰანა მალიარმა. მაკარივკა, ისევე როგორც მეზობელი ბლაჰოდატნე, დონეცკის ოლქის ველიკონოვოსილკოვის რაიონში, ზაპოროჟიეს ოლქის „ადმინისტრაციულ საზღვართან“ მდებარეობს. რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეჭრა გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო. აპრილში უკრაინის თავდაცვის ძალებმა განდევნეს ოკუპანტები უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებიდან, ხოლო შემოდგომაზე მათ დეოკუპაცია მოახდინეს ხერსონის, მიკოლაივის და ხარკოვის რეგიონების ნაწილში. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები ახლა დონბასში მიმდინარეობს. 5 ივნისს ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები გარკვეული მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ და უკრაინელ დამცველებს გარკვეული წარმატება აქვთ დონეცკის რეგიონში, ბახმუტთან. ვოლოდიმირ ზელენსკი: კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს 8 ივნისს მალიარმა განმარტა, რომ ბრძოლა გრძელდება დონეცკის ოლქში ველიკა ნოვოსილკასთვის, ხოლო ოკუპანტები თავდაცვით პოზიციებზე არიან ზაპოროჟიეს რეგიონში, ორიხოვოს მახლობლად.
მალიარმა ბრძოლის ველზე არსებული სურათი შეაჯამა
ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე ვითარება დინამიკურია, რადგან უკრაინის თავდაცვის ძალები როგორც შეტევით, ისე თავდაცვით მოქმედებებს ახორციელებენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა უკრაინული ტელევიზიის ეთერში განაცხადა. მალიარის ცნობით, ამ დროისთვის შეტევითი მოქმედებები რამდენიმე რაიონში გრძელდება. „პარალელურად გვაქვს თავდაცვითი მოქმედებებიც, რადგან მტერი რამდენიმე რაიონშიც მიიწევს წინ. შესაბამისად, ვითარება დინამიკურია. სადაც წინ მივიწევთ, ესაა ბახმუტის რაიონი და ყველამ იცის, რომ აღმოსავლეთი არის საომარი მოქმედებების ეპიცენტრი. ამავდროულად, იქ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და უნდა გვესმოდეს, რომ მტერი უბრალოდ არ თმობს პოზიციებს, რომლებიც ადრე იყო დაკავებული, ამიტომ, ეს ძალიან რთული ბრძოლებია“, - განაცხადა მალიარმა. უკრაინელი ოფიციალური პირის თქმით, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც გავლენას ახდენენ სიტუაციაზე, მათ შორის ამინდი. „გარდა ამისა, მტრებმა გაზარდეს არტილერია და ნაღმტყორცნები. ცდილობენ, შეანელონ ჩვენი ძალების მოძრაობა დაბომბვით და იღებენ სხვა ზომებს", -აღნიშნავს მალიარი.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს - მალიარი
უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში რვა დასახლება, მათ შორის პიატიხატკი გაათავისუფლეს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა. მისი თქმით, ორკვირიანი შეტევითი ოპერაციების განმავლობაში ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით, ტავრიის ჯარების ოპერატიული და სტრატეგიული ჯგუფის ნაწილებმა გაათავისუფლეს რვა დასახლება: ნოვოდარივკა, ლევადნე, სტოროჟევა, მაკარივკა, ბლაჰოდატნე, ლობკოვე, ნესკუჩნე და პიატიკი. უკრაინამ დეოკუპაციის მორიგი ეტაპი დაიწყო მთლიანობაში, ტავრიის ჯარების ოპერატიული და სტრატეგიული ჯგუფის ქვედანაყოფები 7 კილომეტრამდე სიღრმეზე მიიწევდნენ წინ. სამხრეთით აღებული ტერიტორია 113 კვადრატული კილომეტრს შეადგენს - განაცხადა მალიარმა. სამხრეთით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეტევითი ოპერაციები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ტავრიის მიმართულებით 10125 საცეცხლე მისია შეასრულეს, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
მალიარის თქმით, აღმოსავლეთში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის განცხადებით, აღმოსავლეთში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს. ორიხოვო-ვასილივკას, ბახმუტის, ბოჰდანივკას, იაჰიდნეს, ხრეშჩენივკას და კურდიუმივკას მიმართულებით. ყველა მიმართულებით არის წინსვლა.
უკრაინელები აღმოსავლეთში, თითოეულ მიმართულებაზე 1-2 კილომეტრით დაწინაურდნენ, სამხრეთში - გათავისუფლებულია 130 კვ.კმ. ტერიტორია - მალიარი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციებს ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. კერძოდ, სამხრეთში, შეტევის დაწყებიდან, გათავისუფლებულია 130 კვ.კმ. ტერიტორია. მალიარის თქმით, აღმოსავლეთში უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, აწარმოეს როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი ოპერაციები და ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, უკრაინულმა ძალებმა, აღმოსავლეთში, გასული კვირის ბოლოს წამოიწყეს კონტრშეტევითი ოპერაციები ორეხოვო-ვასილევკას, ბახმუტის, ბოგდანოვკას, იაგოდნოიეს, კლეშჩიევკასა და კურდიუმოვკას რაიონებში და თითოეული მიმართულებით 1- 2 კმ-ით დაწინაურდნენ. ამავდროულად, მალიარის განცხადებით, რუსულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით. „გასული კვირის განმავლობაში ამ მიმართულებით 250-მდე შეტაკება მოხდა. მტერი ცდილობდა ჩვენი ჯარების დაკავებული პოზიციებიდან გაძევებას, მაგრამ არ გამოუვიდა", - განაცხადა ჰანა მალიარმა. რაც შეეხება ქვეყნის სამხრეთ ნაწილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „შეტევის დაწყებიდან, სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 130 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს“.
უკრაინა კიდევ ერთი დასახლების გათავისუფლების შესახებ იუწყება
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ როვნოპოლი გათავისუფლებულია. "მივდივართ წინ", - წერს ჰანა მალიარი ტელეგრამზე. როვნოპოლი მცირე ზომის დასახლებული პუნქტია. ომამდე მისი მოსახლეობა 100 ადამიანამდე იყო. ის ე.წ. ვრემიევსკის შემაღლებიდან ჩრდილოეთით მდებარეობს. როვნოპოლის დაკარგვას რუსეთის წყაროები ჯერ არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. მანამდე უკრაინის მეომრებმა ამ რაიონში დაიკავეს კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი, რომლებსაც შარშანდელი გაზაფხულიდან რუსეთი აკონტროლებდა. თუმცა ღრმა გარღვევა არ მომხდარა.
უკრაინის არმია "სტრატეგიულ ინიციატივას დაეუფლა" და ყველა მიმართულებით მიიწევს წინ - მალიარი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა, საერთო ეროვნული ტელემარათონის მსვლელობის დროს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა "სტრატეგიული ინიციატივა იგდეს ხელთ“ და ფრონტის ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ. მალიარის თქმით, არსებობს პროგრესი როგორც აღმოსავლეთში, კერძოდ, ქალაქ ბახმუტის გარშემო, ასევე სამხრეთით, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩართული არიან ფრონტის ხაზის გასწორებაში. „თავად ქალაქში (ბახმუტი) არ შევსულვართ. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნების კონტროლს. თუმცა მთავარი ბრძოლები ახლა ქალაქის გარშემო მიმდინარეობს. და იქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეტევა რამდენიმე მიმართულებით მიდის. ეს არ არის მხოლოდ ფლანგები, არამედ ბევრად უფრო ფართო ფრონტი", - განაცხადა ჰანა მალიარმა. უკრაინელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მტერს ამ მიმართულებით დიდი ძალები ჰყავს მოზიდული და უკრაინის არმიას, როგორც ტექნიკის, ისე პირადი შემადგენლობის მხრივ, მოქმედება უხდება „მტრის აბსოლუტური უპირატესობის პირობებში“. მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ფრონტზე არსებული სიტუაცია განიხილა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან.
რა განაცხადა ჰანა მალიარმა ოკუპირებული ყირიმის ხიდზე შარშანდელ თავდასხმასთან დაკავშირებით
CNN-ის თანხმად, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა მიანიშნა, რომ უკრაინული ძალები პასუხისმგებელნი ოკუპირებული ყირიმის ხიდზე შარშანდელ თავდასხმაზე. ჩამოთვალა რა 12 უკრაინის მიღწევა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, მალიარმა Telegram-ზე დაწერა: „273 დღის წინ განვახორციელეთ პირველი დარტყმა ოკუპირებული ყირიმის ხიდზე რუსული ლოგისტიკის ჩაშლის მიზნით.“ Telegram-ზე განთავსებულ შეტყობინებაში ასევე ნახსენებია რუსული ხომალდის „მოსკვას“ ჩაძირვა (451 დღის წინ) და გველების კუნძულის გათავისუფლება (373 დღის წინ). CNN წერს, რომ დაუკავშირდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხიდის აფეთქებაზე პასუხისმგებლობის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია. ოკუპირებული ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. გამოძიების ვერსით, აფეთქდა დანაღმული სატვირთო მანქანა. აფეთქების შედეგად ჩაინგრა ხიდის ნაწილი და ცეცხლი გაუჩნდა მატარებელს, რომელიც საწვავით იყო დატვირთული. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. 17 ოქტომბერს მოსკოვის სასამართლომ რუსეთის სამ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მათ ყირიმის ხიდზე ტერორისტული აქტის განხორციელების ბრალდება წაუყენეს. რუსეთის ხელისუფლებამ აფეთქების ორგანიზატორად უკრაინის სპეცსამსახურებსს მიიჩნევდა. კიევმა აფეთქებასთან კავშირი უარყო. ამავე დროს, მაისში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვასილ მალიუკმა აღნიშნა, რომ სპეცსამსახური იღებდა გარკვეულ ზომებს ამ ლოგისტიკური გზის გადასაჭრელად. ანა მალიარის გუშინდელ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა. მან უკრაინის მთავრობას „ტერორისტული რეჟიმი“ უწოდა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა კონტრშეტევის ეტაპზეა და პერიოდულად იუწყება დასახლებების გათავისუფლების შესახებ. რუსეთს უკრაინა ტერორისტულ სახელმწიფოდ მიიჩნევს. რიგმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა აღიარეს კიდეც მოსკოვი ტერორიზმის სპონსორად. ბოლო ასეთი ნაბიჯი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გადადგა. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის თანახმად, ომის 500 დღის განმავლობაში რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.
უკრაინელი სამხედროები ქალაქ ბახმუტში შესასვლელებს და გასასვლელებს აკონტროლებენ - მალიარი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის ინფორმაციით, ქალაქი ბახმუტი და ასევე ამ ქალაქში რუსი სამხედროების გადაადგილება ქვეყნის თავდაცვის ძალების კონტროლს ექვემდებარება. მალიარი ხაზს უსვამს, რომ ეს შესაძლებელი გახდა ქალაქის გარშემო მთავარი სიმაღლეების დაკავების შედეგად. „უკვე რამდენიმე დღეა, ჩვენი სამხედროები საცეცხლე მხარდაჭერით აკონტროლებენ ქალაქ ბახმუტში შესასვლელებს და გასასვლელებს, ასევე ამ ქალაქში რუსი ჯარის გადაადგილებას. ეს შესაძლებელი გახდა იმის შემდეგ, რაც წინ წაწევის პროცესში ჩვენმა სამხედროებმა მოახერხეს ამ ქალაქის გარშემო არსებული სიმაღლეების დაკავება“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
გასული კვირას უკრაინამ სამხრეთ ფრონტზე 12 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლა - მალიარი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარის განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალები სამხრეთის ფრონტზე 12 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, ხოლო ბახმუტის მიმართულებით 4 კილომეტრით დაწინაურდნენ. „უკრაინის ჯარებმა სამხრეთ ფრონტზე შეტევის დროს გაათავისუფლეს 192 კვ.კმ-ზე მეტი ტერიტორია. [...] უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას რამდენიმე სექტორში მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით," - აღნიშნა მალიარმა „ტელეგრამზე“ განთავსებულ პოსტში. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საკვანძო ბრძოლები გრძელდება კლეშჩიევკას, ანდრეევკის, კურდიუმოვკის მიდამოებში. თავის მხრივ, უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, 23 ივლისს უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 5 მიმართულებით 35 შეტაკება მოხდა.
უკრაინის დამცველებმა სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს - მალიარი
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა , რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. მისივე თქმით, შეტევითი ოპერაციები გრძელდება. „უროჟაინოე გათავისუფლდა. ჩვენი დამცველები ამაგრებენ ახლად დაკავებულ პოზიციებს," - წერს მალიარი თავის ტელეგრამ არხზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ იტყობინება წინსვლას მიაღწიეს უროჟაინოეს მიმართულებით. ამაზე მიუთითებდა ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც. მოგვიანებით, ომის მომხრე რუსი ბლოგერებიც აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორიიდან რუსეთის ძალებმა უკან დაიხიეს. მალიარი: ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე, საერთო ჯამში, 40 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული
უკრაინის დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით კიდევ 3 კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს - მალიარი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის სამხრეთით წინ მიიწევენ და გასული კვირის განმავლობაში კიდევ სამი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. მალაირის თქმით, ამ მიმართულებით გათავისუფლებული მთლიანი ტერიტორიის ფართობი 43 კვადრატულ კილომეტრამდე გაიზარდა. მისივე აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და სიტუაცია განსაკუთრებით რთულია ქალაქ კუპიანსკის მახლობლად. „მძიმე ვითარებაა კუპიანსკის მიმართულებით. მტერი არ ტოვებს წინსვლის გეგმას და დამატებითი ძალების მობილიზებას ახორციელებს. დარწმუნებული ვართ ჩვენს დამცველებში, მაგრამ იქ მათთვის ძალიან რთული ვითარებაა,“ - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან, გასულ კვირას 3 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს - მალიარი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელმა ჯარებმა ბახმუტის ფრონტზე გასულ კვირას სამი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. მალიარის თქმით, ისინი აგრძელებენ შეტევას ნოვოდანილივკისა და ნოვოპროკოპივკის დასახლებებთან. მალიარმა აღნიშნა, რომ ბრძოლები ქალაქ ბახმუტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზე მიმდინარეობს. მისი შეფასებით, გასულ კვირას კლიშჩიივკის, კურდიუმივკისა და ოზარიანივკის დასახლებებთან ვითარება ძალიან რთული იყო. მალიარის თქმით, გასული კვირის განმავლობაში იქ ტერიტორიის სამი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. საერთო ჯამში, უკრაინის შეტევითი მოქმედებების დაწყებიდან ბახმუტის ფრონტზე 47 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.
უკრაინა აცხადებს, რომ დონეცკის ოლქში მდებარე ოპიტნეს ნაწილი გაათავისუფლა
უკრაინულმა ძალებმა გაათავისუფლეს სოფელ ოპიტნეს ნაწილი, რომელიც ავდიივკასა და ოკუპირებულ დონეცკს შორის მდებარეობს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი აცხადებს. „ოპიტნის რაიონში წინსვლა იყო, თავდაცვის ძალებმა დასახლების ნაწილი აიღეს,“ - ამბობს მალიარი. მალიარის თქმით, უკრაინა ბოლო შვიდი დღის განმავლობაში სამხრეთ ფრონტზე დაწინაურდა. „წარმატება იყო რობოტინის სამხრეთით და ვერბოვის დასავლეთით, ზაპოროჟიეს ოლქში. გასულ კვირას სამხრეთით დაახლოებით 1,5 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს,“ - განაცხადა მალიარმა.