თეგი: ჰოლოდომორი
1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინაში, რუმინეთმა გენოციდად აღიარა
რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატებმა 23 ნოემბერს ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს დეკლარაციას, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს გმობს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუმინეთის პარლამენტის სენატისა და დეპუტატთა პალატის ერთობლივ სხდომაზე მიღებულია პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც აღიარებს ჰოლოდომორს (1932-1933 წლების მიზანმიმართული შიმშილი უკრაინაში) როგორც დანაშაული უკრაინელი ხალხისა და კაცობრიობის წინააღმდეგ“, - იუწყება რუმინეთში უკრაინის საელჩოს პრესსამსახური. შეხვედრის დაწყებამდე რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატაში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით -„უკრაინელების დაუსჯელი გენოციდი მეორდება". უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ გერმანელ პარტნიორებს მოუწოდა, აღიარონ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად.
მოლდოვის პარლამენტმა ჰოლოდომორი, უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
მოლდოვის პარლამენტმა, დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო დეკლარაცია, რომლითაც, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს. 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინაში, რუმინეთმა გენოციდად აღიარა დოკუმენტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. მოლდოვის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ოლეგ რეიდმანმა, პარლამენტს კენჭისყრამდე, დეკლარაციის დღის წესრიგიდან ამოღება შესთავაზა. კენჭისყრამდე კომუნისტებისა და „შორის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.
საქართველოს საელჩო უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს
ჯერ კიდევ 2005 წელს, საქართველოს პარლამენტმა ჰოლოდომორი შეაფასა, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი. უკრაინაში საქართველის საელჩო უკრაინელ ხალხს ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით სამძიმარს უცხადებს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. მისივე თანახმად, საბჭოთა რეჟიმმა მიზანმიმართულად დახოცა მილიონობით უკრაინელი ხელოვნურად გამოწვეული შიმშილის მეშვეობით. „აღნიშნული წარმოადგენდა გენოციდს - კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულს. ჯერ კიდევ 2005 წელს, საქართველოს პარლამენტმა ჰოლოდომორი შეაფასა, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი. დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ბელგიისა და ლიეტუვის პრემიერებმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კრო და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტი მსხვერპლთა ჰოლოდომორის (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღნილ ცერემონიას დაესწრნენ. ცერემონია კიევში, ეროვნულ მუზეუმში გაიმართა. კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი ასევე მიაგეს პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა, უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა და პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა. ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნება.
ევროპარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
ევროპარლამენტმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ჩეხეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა უკრაინული მედიის ცნობით, დღევანდელ სხდომაზე ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების შემზარავ მოვლენებს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს. დოკუმენტს მხარი 507-მა დეპუტატმა დაუჭირა, 12 წინააღმდეგი იყო, 17-მა თავი შეიკავა. მიღებული რეზოლუცია გამოხატავს სოლიდარობას უკრაინელ ხალხს და პატივს სცემს მილიონობით ადამიანის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ სტალინური რეჟიმის მიზანმიმართული ქმედებების შედეგად ხელოვნური შიმშილის მოწყობის შედეგად. გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა დაგმეს რუსეთის ქმედებები, რომელიც აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ცდილობს მის, როგორც სახელმწიფოს ლიკვიდაციას, ძარცვავს მარცვლეულის საწყობებს და აფერხებს ექსპორტს. მიღებული რეზოლუცია გადაეცემა უმაღლეს რადას, პრეზიდენტს, უკრაინის მთავრობას, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს, ევროსაბჭოსა და კომისიას, წევრ ქვეყნებს, გაეროს, ეუთოს, ასევე რუსეთის პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს. ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა. საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.
სლოვენიამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
სლოვენიის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომლითაც სლოვენია ჰოლოდომორს გენოციდად აღიარა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ გადაწყვეტილების გამო, სლოვენიას მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. „მადლობელი ვარ სლოვენიელი პარლამენტარების, რომ მიიღეს დეკლარაცია, რომელიც პატივს სცემს 1932-1933 წლებში უკრაინაში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას“, - წერს ზელენსკი. რამდენიმედ დღის წინ, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად საფრანგეთმაც აღიარა.
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ჰოლოდომორი უკრაინული ხალხის გენოციდად აღიარა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, იუწყება პარლამენტის წევრი. რეზოლუცია დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ერთხმად მიიღო. კონსერვატიული პარტიის დეპუტატის, პოლინ ლეტჰემის განცხადებით, 1930-იანი წლების დასაწყისში უკრაინაში არსებული შიმშილი ხელოვნური იყო, მისი წარმოშობა კი, უკრაინელი გლეხებისგან მოსავლის იძულებით კონფისკაციამ გამოიწვია.
ლუქსემბურგმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატამ მიღებული რეზოლუციით, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ლუქსემბურგელი დეპუტატების გადაწყვეტილება ისტორიული სამართლიანობის აღდგენად შეაფასა. "ეს ნაბიჯი პატივს სცემს მილიონობით მსხვერპლს და აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას. ჰოლდომორის გენოციდად საერთაშორისო აღიარება კვლავ იზრდება", - დაწერა კულებამ Twitter-ზე
სლოვაკეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
სლოვაკეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, რის გამოც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა. „მადლობელი ვარ სლოვაკეთის პარლამენტის, რომელმაც 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. დროული გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი წვლილი ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის პატივისცემაში“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. 14 ივნისს, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად ლუქსემბურგმაც აღიარა და ის 26-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა. საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.
ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 30-მა ქვეყანამ აღიარა
ჰოლოდომორი (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) უკრაინელების გენოციდად 30-მა ქვეყანამ აღიარა. ხორვატიის მთავრობამ მხარი დაუჭირა ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებას 15 ივნისს, ლუქსემბურგმა - 13 ივნისს. ბელგიამ ჰოლდომორი გენოციდად 10 მარტს აღიარა, ისლანდიამ - 23 მარტს. ჩეხეთმა - 2022 წლის აპრილში. გერმანიამ, რუმინეთმა და ირლანდიამ - 2022 წლის ნოემბერში და ბულგარეთმა - 2023 წლის თებერვალში. 2022 წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა ასევე ოფიციალურად აღიარა ჰოლოდომორი გენოციდად და მოუწოდა რუსეთს, ოფიციალური მოეხადა ბოდიში საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის. ბოლო ქვეყანა, რომელმაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, სლოვაკეთია. ჰოლოდომორი - 1932-1933 წლებში იოსებ სტალინის მმართველობის დროს, ადამიანის მიერ გამოწვეული შიმშილი, საბჭოთა კავშირზე იძულებითი კოლექტივიზაციისა და მარცვლეულის კონფისკაციის გზით. ჰოლდომორმა დაახლოებით, 3,5-დან 5 მილიონამდე უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა. ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა. საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა. 2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.
ხორვატიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
ხორვატიის პარლამენტმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ივნისს განაცხადა. ხორვატიის მთავრობამ ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებას 15 ივნისს დაუჭირა მხარი. უკრაინული მედიის თანახმად, ამ დროისთვის, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 30-მა ქვეყანამ ცნო. ლუქსემბურგმა - 13 ივნისს. ბელგიამ ჰოლდომორი გენოციდად 10 მარტს აღიარა, ისლანდიამ - 23 მარტს. ჩეხეთმა - 2022 წლის აპრილში. გერმანიამ, რუმინეთმა და ირლანდიამ - 2022 წლის ნოემბერში და ბულგარეთმა - 2023 წლის თებერვალში. 2022 წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა ასევე ოფიციალურად აღიარა ჰოლოდომორი გენოციდად და მოუწოდა რუსეთს, ოფიციალური მოეხადა ბოდიში საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის. ბოლო ქვეყანა, რომელმაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, სლოვაკეთია. ჰოლოდომორი - 1932-1933 წლებში იოსებ სტალინის მმართველობის დროს, ადამიანის მიერ გამოწვეული შიმშილი, საბჭოთა კავშირზე იძულებითი კოლექტივიზაციისა და მარცვლეულის კონფისკაციის გზით. ჰოლდომორმა დაახლოებით, 3,5-დან 5 მილიონამდე უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა. ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა. საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა. 2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.
ნიდერლანდებმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატამ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. მინისტრის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისტორიული ჭეშმარიტების დადგენისას. „მადლობელი ვარ ნიდერლანდების, რომ მტკიცე პოზიცია დაიკავა წარსულში და ახლანდელ სისასტიკეებზე პასუხისმგებლობის აუცილებლობის შესახებ“, - წერს კულება. ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად უკვე 30-ზე მეტმა ქვეყანამ ცნო. 2022 წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა ასევე ოფიციალურად აღიარა ჰოლოდომორი გენოციდად და მოუწოდა რუსეთს, ოფიციალური მოეხადა ბოდიში საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის. ბოლო ქვეყანა, რომელმაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, სლოვაკეთია. ჰოლოდომორი - 1932-1933 წლებში იოსებ სტალინის მმართველობის დროს, ადამიანის მიერ გამოწვეული შიმშილი, საბჭოთა კავშირზე იძულებითი კოლექტივიზაციისა და მარცვლეულის კონფისკაციის გზით. ჰოლდომორმა დაახლოებით, 3,5-დან 5 მილიონამდე უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა. ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა. საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა. 2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივისცემა მკაფიო სიგნალს აგზავნის: სამართლიანი სასჯელი მოსკოვის წარსული და ამჟამინდელი დანაშაულისთვის, გარდაუვალია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ თავის გზავნილში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა. 2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.
უელსის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
უელსის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. „ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში!” წერს უკრაინის საელჩო დიდ ბრიტანეთში. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 13 ოქტომბერს აღიარა. 2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.
აშშ-ის კიდევ სამმა შტატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
აშშ-ის კიდევ სამმა შტატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ინფორმაციას აშშ-ში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა ავრცელებს. მისი თქმით, აშშ-ის კიდევ სამმა შტატმა, ვაშინგტონმა, მერილენდმა და არიზონამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა და ნოემბერი ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის თვედ გამოაცხადა. „ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის საელჩო, ჰოლოდომორის გენოციდის აღიარების შესახებ აშშ-ის რეგიონულ კომიტეტთან ერთად, აქტიურად მუშაობს ჰოლოდომორის, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდის აღიარების გეოგრაფიის გაფართოების მიმართულებით. ჩვენ ყველა შტატის უკრაინულ საზოგადოებას ვიწვევთ, რომ მონაწილეობა მიიღონ 90 წლის წინ საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო ღონისძიებებში,“ - აცხადებს აშშ-ში უკრაინის ელჩი. ცნობისთვის, დღემდე, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად მსოფლიოს სამ ათეულამდე ქვეყნის პარლამენტის, ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ არის აღიარებული. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 13 ოქტომბერს აღიარა. 2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული. საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.
ჩრდილოეთ კაროლინამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინის შტატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში ოქსანა მარკაროვამ სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter-ი.) დაწერა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ნოემბერში, აშშ-ის კიდევ სამმა შტატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. უკრაინის უმაღლესმა რადამ დემოკრატიულ სახელმწიფოებს მოუწოდა, აღიარონ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად. უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს პროცესი გააქტიურდა. არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ გაიზიარა უკრაინის მოწოდება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 13 ოქტომბერს აღიარა. 2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული. საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.