თეგი: „აზიმუტი“
რატომ ითხოვს რუსეთის დუმის დეპუტატი, რომ „აზიმუტს“ ლიცენზია ჩამოერთვას
რუსეთის დუმის, დეპუტატი ზურაბ მაკიევი რუსეთის გენერალურ პროკურორსა და საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართავს. მას სურს, გადაამოწმონ ინფორმაცია ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ „აფხაზეთისა“ და „სამხრეთ ოსეთის“ სარეგისტრაციო ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოღების შესახებ. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში კი, ითხოვს შესაბამისი ზომების მიღებას, საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს კი მიმართავს, შეუჩეროს ლიცენზია „აზიმუტს“. მისივე თქმით, „შემოსავლების გაზრდის მსურველი კომპანიის“ ქმედებამ შესაძლოა, გააჩინოს უარყოფითი პრეცედენტი და „ხვალ კომერციული სარგებლის მიღების გამო, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან ამოიღონ ყირიმი, დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები“, - მიმართავს დუმის დეპუტატი რუსეთის გენერალურ პროკურორსა და საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს. ზურაბ მაკიევი, რომელიც თბილისში დაიბადა, რუსეთის დუმაში პარტია „ედინაია როსიას“ და ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიას წარმოადგენს. ავიაკომპანია „აზიმუტმა" ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს „ჯორჯიან ეარვეისი“ იწყებს ქართველი ხალხი ყოველთვის იჩენს სოლიდარობას უკრაინის მიმართ. ერთი მტერი გვყავს, რომელიც 90-იანი წლებიდან, შემდეგ კი 2008 წელს კლავდა ქართველებს, ხოლო 2014 წლიდან უკრაინელებს კლავს. ჩვენი ერებისთვის ეს ეგზისტენციალური მტერია. მაგრამ ზოგიერთები, როგორც ჩანს, ცდილობენ, არ შეიმჩნიონ კიევის სარაკეტო დაბომბვები, განადგურებული მარიინკა, ბუჩაში, ირპინში, იზიუმში მოკლულები, გატაცებული ბავშვები… ზოგიერთს, როგორც ჩანს, გორის ტრაგედია დაავიწყდა. შესაძლოა, ვიღაცას ჰგონია, რომ ეს მას არ ეხება და ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთიერთქმედება ნორმალურია. ცრუ პოზიციაა, ისტორია ყველაფერს საკუთარ ადგილს მიუჩენს“, - წერს ერმაკი. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
„აზიმუტმა“ და „ჯორჯიან ეარვეისმა“ მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენის სიხშირე გაზარდეს - მედია
რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ და ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ გაზარდეს მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენის სიხშირე. რადიო თავისუფლების თანახმად, „აზიმუტმა“ ფრენების რაოდენობა გააორმაგა - ამიერიდან ავიაკომპანია კვირაში 7 რეისის ნაცვლად 14-ს განახორციელებს. კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ დამატებითი რეისები 5 ივლისიდან იფრენს. „ჯორჯიან ეარვეისმა“, რომელიც მაისიდან ყოველდღიურ ფრენებს ასრულებს რუსეთში კვირაში სამი რეისი დაამატა. ოფიციალურად ავიაკომპანიას ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა საიტზე უკვე შესაძლებელია ამ რეისებზე ბილეთების შეძენა. ახალი ფრენები ორშაბათს, ხუთშაბათს და კვირას დაემატება. შესაბამისად, მოსკოვსა და თბილისს შორის კვირაში 24 რეისი შესრულდება. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა. Georgian Airways-ის საფრენოსნო სამსახურის უფროსი, თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ „უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში მისი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა“. რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს
მედიის ცნობით, „აზიმუტს" თბილისი-მოსკოვის რეისის შესრულების დროს პრობლემა შეექმნა
თბილისი-მოსკვის რეისის შესრულების დროს რუსულ ავიაკომპანია Azimuth Airlines პრობლემა შეექმნა. გუშინ, 2 აგვისტოს, საღამოს თვითმფრინავი აფრენიდან 20 წუთში უკან დაბრუნდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავმა შასი ვერ დაკეცა და უკან მოუწია აეროპორტში დაბრუნება. გამოცემის ცნობით, ის რომ, კომპანიამ ფრენა ვერ შეასრულა, ადასტურებს ვებგვერდ flightradar-ის მონაცემები. Azimuth Airlines-ის ფრენა, რომელიც 22:45 წუთზე უნდა შესრულებულიყო, დაახლოებით 6 საათის შემდეგ 04:35 საათზე შესრულდა. ამ რეისისთვის თვითმფრინავი რუსეთის სხვა აეროპორტიდან - Mineralnye Vody-დან ჩაიყვანა კომპანიამ.