თეგი: „ბანკი ქართუ“
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
ბანკი „ქართუს“ განცხადებით, ის იცავდა და მომავალშიც შეასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკებით გათვალისწინებულ წესებს. „კლიენტების მომსახურებისას სს „ბანკი ქართუ“ იცავდა და მომავალშიც შეასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკებით გათვალისწინებულ წესებს. ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პირების მხრიდან ვრცელდება უპასუხისმგებლო განცხადებები, თითქოს, აშშ-ის სანქციების გამოქვეყნების შემდეგ ო. ფარცხალაძის მიერ „ბანკ ქართუში“ განხორციელდა საბანკო ოპერაციები, რაც წარმოადგენს მტკნარ სიცრუეს და არ შეესაბამება სიმართლეს. ეს უპასუხისმგებლო განცხადებები მიზნად ისახავს „ბანკი ქართუს“ დისკრედიტაციას და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს შეუძლიათ, ბანკ „ქართუში“ მარტივად გადაამოწმონ ამ განცხადებების სიცრუე,“ – აღნიშნულია განცხადებაში. მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ
„ბანკი ქართუს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
„ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის პოსტზე გრიგოლ კაცია ზურაბ გელენიძემ შეცვალა. გელენიძე სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ის CBS ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა. ასევე წლების განმავლობაში იყო „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი. მანამდე საბანკო სექტორში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე: 2011 – 2013 წლებში იყო დირექტორის მოადგილე "თიბისი ბანკში". 2010–2011 წლებში - HSBC საქართველოს კომერციული ბანკინგის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2006 - 2010 წლებში - კომერციული დირექტორი БТА Silk Road ბანკში; 2004 - 2006 წლებში იყო "იბერია რეფრეშმენტს" - ის ფინანსური დირექტორი. 1998 - 2004 წლებში მუშაობდა "საქართველოს ბანკში."