თეგი: „ბოიკოს კოშკები“
„რუსეთის გავლენის სფერო შემცირდა“ - რა გავლენას ახდენს „ბოიკოს კოშკების“ გათავისუფლება შავ ზღვაზე
დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განაცხად, რომ რუსებმა დაკარგეს დაზვერვის უნარი ჰაერში, წყალსა და ხმელეთზე შავი ზღვის რეგიონში მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხედრო ძალებმა ე.წ. ბოიკოს კოშკები გაათავისუფლე. „დღეს ეს კოშკები პირდაპირ გამოიყენება. ჩვენ არ გავამჟღავნებთ როგორ, მაგრამ ამან, რა თქმა უნდა, შეამცირა მტრის გავლენის სფერო და გააფართოვა ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს შესაძლებლობები შავი ზღვის წყლებში და, მართლაც, დროებით ოკუპირებულ ყირიმში შემდგომი წარმატებული ოპერაციების ჩატარებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა იუსოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ შავ ზღვაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი იყო ზმეინის (გველის) კუნძულის დეოკუპაცია. 2023 წლის 11 სექტემბერს უკრაინამ განაცხადა, რომ კონტროლი დაამყარა ოკუპირებული ყირიმის სანაპიროზე მდებარე ნავთობმომპოვებელ პლატფორმებზე, ე.წ. ბოიკოს კოშკებზე, რომლებიც რუსეთმა 2014-15 წლებში, ყირიმის ანექსიის დროს იგდო ხელთ. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, შავ ზღვაში „ბოიკოს კოშკები“ სტრატეგიული აქტივებია.